საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების მიმოხილვის თანახმად, 12 თვის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის შეფასება 543 მასწავლებლის შემთხვევაში განხორციელდა.
სტატუსის მინიჭების მაჩვენებლები:
როგორც საქართველოს პარლამენტში 2025 წლის მაისის ბოლოს შესული დოკუმენტიდან ხდება ცნობილი, ქვეპროგრამის – „მასწავლებლის და დირექტორის პროფესიის რეგულირება“ ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 1 600 მასწავლებელს, 216 უფროს სპეციალურ მასწავლებელს და 240 მაძიებელ მასწავლებელს, წამყვანის სტატუსი – 346-ს და მენტორის სტატუსი – 108 -ს.
მასწავლებელთა გადანაწილება:
საანგარიშო პერიოდში (12 თვე) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში გადანაწილებული იყო საჯარო სკოლების 52 159 მასწავლებელი.
მათ შორის:
– პრაქტიკოსი/მაძიებელი/უსტატუსო – 4 782 (9.2%),
– უფროსი – 37 727 (72.3%),
– წამყვანი – 8 838 (16.9%),
– მენტორი – 812 (1.6%).
ასევე, სქემის ფარგლებში გადანაწილებულია საჯარო სკოლების 2 315 სპეციალური მასწავლებელი.
მათ შორის:
– პრაქტიკოსი/უსტატუსო – 629 (27.2%) მასწავლებელი,
– უფროსი – 1 676 ( 72,4%),
– წამყვანი – 10 ( 0.4%).
ასევე იხილეთ:
„რას მერჩით, საქართველოდან წავიდე?“ – მენტორი მასწავლებელი საათების ძიებაში და მძიმე ისტორიით