Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14644

როდესაც პედაგოგს განვლილი დროით მოსწავლის შემაჯამებლის ჩანიშვნა, წაშლა ან ნიშნის კორექტირება სურს –პროცედურა (ვიდეო)

$
0
0

როგორ გაგზავნოს პედაგოგმა მოთხოვნა დირექტორთან მაშინ, როდესაც სურს განვლილი დროით შემაჯამებელი დავალების ჩანიშვნა/წაშლა, ვადის გასვლის შემდეგ დასწრებისა და შეფასების შეტანა, სემესტრული ნიშნის კორექტირება და ა.შ.

ამ ქმედებებისთვის საჭირო ნაბიჯებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დეტალურად განმარტავს:

“ავტორიზაციის გავლის შემდეგ შევდივართ მოდულში ,,მოთხოვნები’’. მოთხოვნის გასაგზავნად ვაჭერთ ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე „+“ ღილაკს.

გამოსული ფანჯრიდან უნდა ავირჩიოთ სემესტრი, კლასი (კლასის არჩევისას დირექტორს “სხვა კლასებით“ ნებისმიერი კლასი), საგანი, დავწეროთ კომენტარი (კომენტარის დაწერა აუცილებელია) და ავირჩიოთ მოთხოვნის ტიპი. როგორც ეკრანზე ჩანს, მოდულში არის 7 მოთხოვნის ტიპი: ჟურნალის კორექტირება, სემესტრული ნიშნის კორექტირება, დამრიგებლის სემესტრული განმავითარებელი შეფასების კორექტირება, განვლილი დროით შემაჯამებლის ჩანიშვნა, განვლილი დროით შემაჯამებლის წაშლა, განვლილი დროით აღდგენის წაშლა და საგნის წაშლა. მოთხოვნის ტიპის არჩევის შემდეგ უნდა შევავსოთ ფანჯარაში გამოტანილი ყველა ველი, მაგალითისთვის ვნახოთ ჟურნალის კორექტირება: ვირჩევთ კლასს, საგანს, კორექტირებისთვის საჭირო თარიღს ან მთლიან ჟურნალს, რედაქტირების ტიპს (დასწრება, განმავითარებელი შეფასება, განმსაზღვრელი შეფასება) და ვწერთ კომენტარს, შემდეგ ვაწვებით ღილაკს ,,გაგზავნა’’.

გაითვალისწინეთ, როდესაც დირექტორი დაადასტურებს მიღებულ მოთხოვნას, პედაგოგს აქვს 24 საათი კორექტირებისთვის“.

იხილეთ ვიდეო:


Viewing all articles
Browse latest Browse all 14644

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>