Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობას იწყებს — მიზანი უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციაა

$
0
0

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი იწყებს თანამშრომლობას არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ASU) და უერთდება ASU-Cintana-ს გლობალურ ალიანსს, რომელიც საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემის გარდაქმნას ისახავს მიზნად. თანამშრომლობა ითვალისწინებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუდენტების მომზადებას საერთაშორისო კარიერისთვის.

პარტნიორობის ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი ისწრაფვის, გახდეს რეგიონული ჰაბი კავკასიაში და საქართველოში ჩამოყალიბდეს, როგორც ინოვაციური, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო განათლების ცენტრი.

არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ASU) უკვე ათი წელია აშშ-ის ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტად სახელდება U.S. News & World Report-ის მიერ (2016-2025 წწ.).

Powered by ASU-ის სტატუსის მიღებით ,,ექიმის სამედიცინო აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე“ კონცენტრირებული აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი დღეს ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის და არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით აჩქარებს ზრდის ტემპს, განაახლებს აკადემიურ ხედვას და თავის ბრენდს გლობალურ ღირებულებებზე დაყრდნობით.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ წვდომა ASU-ს სტანდარტებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებზე, წამყვანი პროფესორების გამოცდილების გაზიარებაზე, გლობალურ მასტერკლასებზე, საერთაშორისო კვლევით თანამშრომლობასა და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებზე.

„არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და Cintana ალიანსის გლობალური ექსპერტიზის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი ახორციელებს სტრატეგიულ ინიციატივას, იმისათვის რომ გახდეს რეგიონული ლიდერი საერთაშორისო განათლების სფეროში“, – აღნიშნა აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის პრეზიდენტმა გიორგი ხუროძემ.

ASU-სთან პარტნიორობით შემუშავებული გაფართოებული პროგრამები სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ ASU-ისა და აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის დიპლომები. ეს მოქნილი და ეტაპობრივი სასწავლო გზები სტუდენტებს მისცემს საშუალებას გადააწყონ საკუთარი აკადემიური მარშრუტი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ამბიციური ზრდა მხარდაჭერილი იქნება როგორც მედიცინის პროგრამის გაძლიერებით, ისე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 22 ახალი აკადემიური პროგრამის შემუშავებით.

ახალი პროგრამები მოიცავს ჯანმრთელობის მეცნიერებებს, ბიზნესს, ციფრულ ტექნოლოგიებსა და სოციალურ მეცნიერებებს — დარგებს, სადაც მაღალი ხარისხის განათლებაზე მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.

(R)


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები წლების მიხედვით


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


სტუდენტი გამოძახებით / Mes chères études / Студентка по вызову (2010)


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ვიოლინოს გასაღები (სრულად)


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Love Sonia / სიყვარულით სონია (ქართულად)


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ადექით, ბიჭებო / Stand Up Guys - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>