„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში მორიგი ცვლილებები შევიდა, რომლებიც 2026 წლის 1 იანვრამდე აჩერებს ისეთი მუხლების მოქმედებას, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სტატუსების ცვლილების გზებს ეხებოდა.
მათ შორის შეჩერებულია ამ შინაარსის მუხლების მოქმედება:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებლის ვალდებულებები
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა
მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის გასაჩივრება
სკოლის ბაზაზე სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარება
წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი
მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი
წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა
დღეს, 30 ივნისს გამოქვეყნებულ პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში წერია:
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/05/2019, 430050000.10.003.021258) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2026 წლის 1 იანვრამდე შეჩერებულ იქნეს სქემის მე-4 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის, მე-10 მუხლის, მე-11 მუხლის, მე-16 მუხლის, 21-ე მუხლის, 211 მუხლის, 23-ე მუხლის, 231 მუხლის, 232 მუხლის, IV თავის, 42-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 43-ე მუხლის მოქმედება.“
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: იხილეთ ბრძანება
ცნობისთვის, ანალოგიური გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ ერთხელ უკვე მიიღო: განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა ახალი სქემის შექმნის სხვა ვადა დაასახელა


