Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15235

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 დაიწყო

$
0
0

2025 წლის ზაფხულის გამოცდები დღეს, 3 ივლისს, აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. ამ წუთებში აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ საგამოცდო ცენტრებში (საჯარო სკოლების შენობები) მიმდინარეობს. ზუსტად 09:00 საათზე კი გამოსაცდელები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის წერას დაიწყებენ, რომელიც დღეს ორ სესიად ჩატარდება (დილასა და შუადღეს) და 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორ უნდა მივიდეთ ჩვენს საგამოცდო ცენტრთან – 2025 წლის ზაფხულის გამოცდების მარშრუტები და ცენტრები

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგამოცდო ცენტრები ფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

2025 წლის ზაფხულის გამოცდების განრიგი ყველა მონაწილისათვის

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდები 2024

რაც შეეხება ზაფხულის გამოცდებში მონაწილე აპლიკანტების საერთო რაოდენობას, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად წელს 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა. აქედან 39 000-ზე მეტი აბიტურიენტია; 2 400-ზე მეტი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილე, 10 000-ზე მეტი საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველი.  მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.

„გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნებით“ – წესები, რომლებიც აბიტურიენტმა ტესტირების მიმდინარეობისას უნდა დაიცვას

22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან  ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას  21 და 22 ივლისს  ჩააბარებენ.

EDU.ARIS.GE წარმატებებს უსურვებს გამოცდების თითოეულ მონაწილეს და ეცდება, ყოველდღიურად მოგაწოდოთ საჭირო და საინტერესო ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ


Viewing all articles
Browse latest Browse all 15235

Latest Images

Trending Articles


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


ქართველთ კათოლიკეთ არქიმანდრიტი პავლე შაჰყულიანი (ჭილიმუზაშვილი) : 1769-1855 წ.


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


Smallville / სმოლვილი (ქართულად)


2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები


მსოფლიოს 10 საუკეთესო პლაჟი 2018 წელს


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


სოკოს ყაურმა


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)


გოგონა მარგალიტის საყურით / Girl With a Pearl Earring - ქართულად


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>