Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

„ქართულის მერაბ დვალიშვილი ვარ“ –რა განწყობით შეხვდნენ ქუთაისში ეროვნული გამოცდების დაწყებას

$
0
0

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ქუთაისში გახსნილ საგამოცდო ცენტრებთან შეკრებილი გულშემატკივრები დილიდან ქუთაისისთვის ჩვეული, პოზიტიური განწყობით შეხვდნენ. არც მშობლებს დაუკლიათ აბიტურიენტებისთვის გამამხნევებელი შეძახილები და ტესტირებიდან გამოსული აბიტურიენტების დიდი ნაწილიც ხუმრობის ხასიათზე იყო.

EDU.ARIS.GE ქუთაისის 23-ე და 41-ე საჯარო სკოლასთან ჩაწერილ ემოციებს წარმოგიდგენთ, კარგი განწყობა ხომ დარჩენილი სამი სესიის აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებსაც სჭირდებათ:

-გულშემატკივარი: „სიგრილე, კაი ამინდი, მომზადება უმაღლეს დონეზე! დღეს რომ ვინმემ ვერ ჩააბაროს, გამორიცხულია. ქუთაისში ამინდიც ემხარება ამგენს“;

-აბიტურიენტის დედა: „კი წამოწვიმა, მაგრამ ისეთი ამინდია ქართულ ლიტერატურას რომ შეშვენის, ვერ მოიმიზეზებს დამავიწყდა, მცხელოდაო“;

-აბიტურიენტი ტესტირებაზე შესვლის წინ: „ბაბუაჩემმა 07:00 საათზე, 100 გრამით დამლოცა და ბებიაჩემმა – კიდევ კარგი გამოცდები რომ მოიგონეს, თორემ არყის გემო არ იცოდაო“.

-აბიტურიენტის დედა: „რომ შემეძლოს, ბავშვს ჩავენაცვლებოდი“;

-აბიტურიენტი: „კარგი გოგოების სექტორში მინდა რომ მოვხვდე,
გულშემატკივარი: შენ იმდენი გაქვს ნასწავლი, გჭირდება დაბნევა, გამსწორებლები რომ არ გადარიოს ნაწერმა“;

-მშობელი: „რომ შევა მაყურებინეთ, გამთენიისას ავდექით აქ მოსასვლელად“;

-მშობელი: „თუ ჩააბარებს, სამოგზაუროდ გაშვებას დავპირდი და აბა, ვნახოთ რას იზამს. ვნერვიულობთ“;

-„მშობლიურ ენაში გამოცდა ყველაზე საპასუხისმგებლოა. ყველაზე მეტად მგონი, ამაზე და ისტორიაზე ნერვიულობს ბავშვი. ყველას ვუსურვებთ წარმატებებს“;

-„იმედია, ჩვენი დაფრთიანებული მერცხლები გაგვახარებენ. წარმატებებს ვუსურვებთ ყველას“;

-„ქართულის მერაბ დვალიშვილი ვარ, ისტორიაშიც არ ვარ ცუდი. მე მგონი, მაგაშიც გახარებული გამოვალ“, – 23-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი;

-„არ მინდოდა, „ჩემი ვედრება“ მოსულიყო, მაგრამ იმედია, გამსწორებლებიც იგრძნობენ ჩემს ვედრებას. მთლად უკმაყოფილოც არ ვარ“.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ანა ჯიქიამ


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ორნი ქალაქში / Deux hommes dans la ville - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>