Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15227

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და ნოდარ წულეისკირის მოთხრობა –ცნობილია რა თემები წერეს აბიტურიენტებმა ქართულის III ვარიანტში

$
0
0

საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები დღეს, 4 ივლისს, გამოცდას ისევ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან წერითი დავალების საკითხებს ასახელებენ.

გამოკითხული აბიტურიენტების ინფორმაციით, პროგრამულიდან შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” ჰქონდათ დასაწერი, კონკრეტულად კი ტარიელისაგან ხვარაზმელი სასიძოს მოკვლა. სამსჯელო თეზისი კი იყო – “გამართლებულია თუ არა, რომ ადამიანი მორალური პრინციპების წინააღმდეგ წავიდეს”.

აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრიდან: “პროგრამულში ასეთი თეზისი იყო დაახლოებით: ადამიანმა მიზნისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს თუ არა, ანუ მიზანი ამართლებს საშუალებას და ამაზე უნდა გვემსჯელა”.

რაც შეეხება არაპროგრამულ წერით დავალებას, ნოდარ წულეისკირის მოთხრობა იყო – “აფთრები”. თეზისი დაახლოებით ასე ჟღერდა – “რამდენად არსებობენ დღეს ისეთი ადამიანები, ვისაც ლმობიერება შეუძლიაო”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ერთ-ერთმა აბიტურიენტმა

ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ერთ-ერთი აბიტურიენტი პროგრამულ წერით დავალებას ასე იხსენებს:

“პროგრამულიუდან მოვიდა “ვეფხისტყაოსანი”. უფრო ზუსტად კი მონაკვეთი ტარიელისაგან ხვარაზმელი სასიძოს მოკვლა. თეიზისი ამაზე იყო ასეთი: “შეიძლება თუ არა ადამიანმა დათმოს ყველაფერი მიზნის მისაღწევად”. მგონია, რომ კარგად დავწერე. მე პროგრამული მასალები ვწერე. არასაპროგრამოს თეზისი იყო ასეთი – “შესაძლებელია თუ არა, ადამიანმა შეინარჩუნოს შებრალების უნარი” დაახლოებით ამ შინაარსის. მე უფრო პროგრამულებზე ვიმუშავე”.

როგორც აბიტურიენტები იხსენებენ, რედაქტირების ტექსტი ალპინიზმზე და ალპინისტებზე იყო.

გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ლელა ნინუაშვილი ფიქრობს, რომ “ვეფხისტყაოსანი” მისაღებ გამოცდაზე ამ სიხშირით არ უნდა მოდიოდეს.

“ვეფხისტყაოსანი” უნდა იყოს ოლიმპიადასავით და გამოცდაზე ოთხწელიწადში ერთხელ მოდიოდეს დასაწერ თემად და არა ამ სიხშირით. გუშინდელის შემდეგ მქონდა მოლოდინი, რომ შოთა რუსთაველი დღეს იქნებოდა და გამრთლდა კიდეც. ძალიან გამიჭირდა, არ მინდოდა ეს ნაწარმოები შემხვედროდა. თუ სწორად მახსოვს, ადამიანების შებრალების უნარზე უნდა გვემსჯელა. დღევანდელობას კარგად ერწყმის ეს თემა და პარალელებიც დღევანდელობიდან მოვიყვანე. ჰაგიოგრაფიიდანაც იყო შესაძლებელი პარალელს მოყვანა, მაგრამ მე ასე ვარჩიე. რედაქტირება იყო მარტივი, დაახლოებით 11 შეცდომა გავასწორე”.

ინფორმაცია განახლებადია …

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს ანა ჯიქიამ, მარიამ ბარამიძემ და მარიამ იმერლიშვილმა


Viewing all articles
Browse latest Browse all 15227

Latest Images

Trending Articles


Batman: Gotham Knight / ბეტმენი: გოთემის რაინდი (ქართულად)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


მომკალი ნაზად / Killing Me Softly / Убей меня нежно (2002)


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თირკმელი


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


- მარტო გადაკუზული (რაკამ)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>