Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

„თამაშის თეორია სტრატეგიული აზროვნებისთვის“ –ალტე უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა იწყება!

$
0
0

„თამაშის თეორია – სტრატეგიული აზროვნებისთვის“ – სწორედ ასე ჰქვია ალტე უნივერსიტეტის ახალ საზაფხულო სკოლას, რომელიც სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი.

თუ უფროსკლასელი ხარ, მომავალზეც ფიქრობ და გსურს, ზაფხული ინტელექტუალური ზრდისთვის გამოიყენო, თანაც ხალისიანად და თამაშით, ალტე უნივერსიტეტის ეს საზაფხულო სკოლა შენთვის უნიკალური შესაძლებლობაა!

ხშირად, წარმატება პოლიტიკაში, ბიზნესში, სპორტსა თუ პირად ცხოვრებაში, მხოლოდ ცოდნიდან არ მოდის. მთავარია, როგორ ვაზროვნებთ – წინასწარ, სტრატეგიულად და გააზრებულად. სწორედ ამ უნარების განვითარებისკენ არის მიმართული ალტე უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა, რომელიც სპეციალურად სკოლის მოსწავლეებზე მორგებულ ერთკვირიან ინტენსიურ კურსს მოიცავს.

კურსი სტრატეგიული, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული და თამაშის თეორიის ტექნიკებზე დაყრდნობით აყალიბებს ისეთი ტიპის აზროვნებას, რომელიც ადამიანს რეალურ ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში ეხმარება.

ვინც თამაშის თეორიის პრინციპებში ერკვევა, მას კარგად ესმის ადამიანების ქცევის უკან მდგომი სტრატეგიული ლოგიკა და შეუძლია, ეს ცოდნა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმატების მისაღწევად გამოიყენოს.

ვისთვის არის კურსი?

საზაფხულო სკოლა განკუთვნილია X-XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც:

  • აქვთ მაღალი ცნობისმოყვარეობა და სურთ, საინტერესოდ გამოიყენონ ზაფხულის თავისუფალი დრო;
  • აინტერესებთ სტრატეგია, მოლაპარაკება, თამაშები და ინტელექტუალური გამოწვევები;
  • სურთ, არაფორმალურ გარემოში მიიღონ ღირებული, შთამაგონებელი და განსხვავებული გამოცდილება;
  • ეძებენ ახალ მეგობრებს, რომლებსაც მსგავსი ინტერესები აქვთ;
  • არ უშინდებიან ახალ იდეებსა და გამოწვევებს;
  • და რაც მთავარია – სურთ, განივითარონ 21-ე საუკუნის ყველაზე მოთხოვნადი უნარები.

საზაფხულო სკოლის ერთკვირიანი ინტენსიური კურსი მონაწილეებს აცნობს თამაშის თეორიის სამყაროს – სტრატეგიული აზროვნების ხელოვნებას. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ განხილვებს, ასევე მინი-თამაშებსა და პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც პოპულარული ფილმებიდან, ვირუსული ტრენდებიდან და რეალური ცხოვრების სიტუაციებიდან გახლავთ შერჩეული.

კურსის ყოველი დღე ეძღვნება თამაშის თეორიის კონკრეტულ თემას და სრულდება განსხვავებული აქტივობით. დინამიური სესიები, მინი-შეჯიბრებები და გუნდური მუშაობა ქმნის სწავლის პროცესს, რომელიც ერთდროულად ეფექტურიცაა და სახალისოც.

რას იღებს მონაწილე?

  • ახალ უნარებს: სტრატეგიულ და კრიტიკულ აზროვნებას, მოლაპარაკებების ეფექტურ ტექნიკებსა და თავდაჯერებულობას გადაწყვეტილებების მიღებაში;
  • აზროვნების განსხვავებულ ტიპს, რომელიც მოსწავლეს სამომავლოდ წარმატების მიღწევაში დაეხმარება;
  • ახალი მეგობრების შეძენის, საინტერესო ადამიანების გაცნობისა და შთამაგონებელი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

კურსს უძღვება ვასილ რევიშვილი – პროფესორი, ალტე უნივერსიტეტის ლექტორი და London Business School-ის მაგისტრი. ვასილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში. მისი კარიერა მოიცავს შემდეგ პოზიციებს:

  • გენერალური დირექტორი – Silver Bank Limited
  • მმართველი პარტნიორი – Thales Investments (ესტონეთი)
  • ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოს ბანკი (Deputy CEO Global Head of Wealth and Asset Management)
  • უფროსი საინვესტიციო მენეჯერი – Pictet Asset Management SA (შვეიცარია/ბრიტანეთი)

ცოტა რამ თამაშის თეორიის შესახებ:

თამაშის თეორია – ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების მეცნიერება. ის გვეხმარება გავიგოთ, როგორ აზროვნებენ, იქცევიან და აწყობენ ურთიერთობებს ადამიანები რეალურ ცხოვრებაში – იქნება ეს პოლიტიკა, ბიზნესსამყარო, ეკონომიკა, სპორტი თუ უბრალოდ ურთიერთობა მეგობრებს შორის.

თამაშის თეორიის ტექნიკებით ახალგაზრდები ისწავლიან, როგორ მიიღონ საუკეთესო და ეფექტური გადაწყვეტილებები, წინასწარ განსაზღვრონ სხვა ადამიანების ქცევა კონკრეტულ სიტუაციებში და ჩამოიყალიბონ ლოგიკური და სტრატეგიული აზროვნება.

„თამაშის თეორია ერთი შეხედვით გართობას ჰგავს, მაგრამ რეალურად ის რაციონალური გადაწყვეტილების მიღების მეცნიერებაა. კურსის მიზანია, მოსწავლეებმა არა მხოლოდ წესები ისწავლონ, არამედ დაიწყონ სტრატეგიულად ფიქრი და შეძლონ წინასწარ გათვალონ სხვა “მოთამაშეების” სვლები, გაიაზრონ საკუთარი მოქმედებები და დასახონ სწორი მოქმედების გეგმა. ეს უნარები რეალურ უპირატესობას ქმნის როგორც პროფესიულ, ისეთ პირად ცხოვრებაში და მათ განვითარებას ყველას ვურჩევდი“, – ვასილ რევიშვილი – პროფესორი, ალტე უნივერსიტეტის ლექტორი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • მდებარეობა: ალტე უნივერსიტეტის კამპუსი, უნივერსიტეტის ქ. 2, თბილისი
  • თარიღი: 4–10 აგვისტო
  • ფასი: 1 750 ლარი — მოიცავს სწავლას, კვებას და ყველა აქტივობას
  • მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 30 მოსწავლე
  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 23 ივლისი
  • რეგისტრაციის ბმული

Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები წლების მიხედვით


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


სტუდენტი გამოძახებით / Mes chères études / Студентка по вызову (2010)


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ვიოლინოს გასაღები (სრულად)


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


The Deep End of the Ocean / ოკეანის დასასრული (ქართულად)


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ადექით, ბიჭებო / Stand Up Guys - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>