Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15235

როდის გამოქვეყნდება და როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი 2025 წლის ე.წ. უფასო ფაკულტეტების გასაჯაროებამდე?

$
0
0

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ჯერ არ დაუმტკიცებია 2025-2026 სასწავლო წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სია, ე.წ. უფასო ფაკულტეტები, რომელსაც 2025 წლის აბიტურიენტები მოუთმენლად ელიან. “უახლოეს პერიოდში იქნება!”, – ასე პასუხობს განათლების სამინისტრო აბიტურიენტის კითხვას.

ჩამონათვალის გამოქვეყნების ზუსტ დროს EDU.ARIS.GE-ს ვერც განათლების სამინისტრო უსახელებს და ვერც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, თუმცა გვარწმუნებენ, რომ ე.წ. უფასო ფაკულტეტების გამოქვეყნების დროისთვის აბიტურიენტებს საკუთარ რეიტინგულ ჩამონათვალში საგანმანათლებლო პროგრამების დამატების შესაძლებლობა ჯერ ისევ ექნებათ.

„პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აბიტურიენტებს შეუძლიათ ამა თუ იმ საგანში აღებული ქულის გასაჩივრება – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის აპელაციით მიმართვა. აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე, აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა, შეცვალონ პროგრამები – დაამატონ, გამოაკლონ, გადააადგილონ. ამ დროისთვის, საბოლოო პროგრამები, მათ შორის უფასო პროგრამები უკვე გამოქვეყნებულია ხოლმე“, – გვითხრეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

გარდა ამისა, გასული წლების მაგალითებით თუ ვიმსჯელებთ, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი რადიკალურ ცვლილებებს არ განიცდის, შესაბამისად, აბიტურიენტი, რომელიც დაინტერესებულია ე.წ. უფასო ფაკულტეტების არჩევით, უფლებამოსილია ისარგებლოს გასული სასწავლო წლის სიით და თავისი პრიორიტეტული პროგრამების საბოლოო განახლება მოგვიანებით გააკეთოს.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მარიამ იმერლიშვილი, edu.aris.ge


Viewing all articles
Browse latest Browse all 15235

Latest Images

Trending Articles


Smallville / სმოლვილი (ქართულად)


ბოსტნები შუაგულ ბათუმში [ფოტოამბავი]


რაპუნცელი: სამუდამოდ ბედნიერი / Tangled Ever After (2012)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კახური სხარტულები Top 6 ;)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ელენა მალფოის დღიური (2)


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


თავდაპირველი ცოდვა / Original Sin - ქართულად


ლიმონის ლიქიორი


სოკოს ღვეზელები ბრინჯით



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>