Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15227

„გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა“ –როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, რომ კარგი ქულებით ჩარიცხვებს მიღმა არ დარჩეს

$
0
0

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასებები ყველა საგამოცდო საგანში უკვე ცნობილია და აპელაციის პროცესიც დასრულებულია. ამ ეტაპზე, აბიტურიენტებისთვის მთავარ გამოწვევას საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალის სწორად შედგენა წარმოადგენს. პროგრამებისა და უმაღლესების არასწორად შედგენილი სიით, აბიტურიენტი, შესაძლოა, ჩარიცხვებს მიღმა აღმოჩნდეს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეორადი ჩარიცხვები რამდენიმე წელია აღარ არსებობს – თუ გასულ წლებში აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობა ლიმიტირებული ჰქონდათ, ახლა მათი არჩევა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე, განუსაზღვრელი რაოდენობით შეუძლიათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნინო წერეთელი წინა წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით უკვე აცხადებდა, რომ აპლიკანტები ყურადღებას არ აქცევენ კონკურსს და რეგისტრაციის დროს არ იყენებენ შესაძლებლობას – რაოდენობის განუსაზღვრელად, საგანმანათლებლო პროგრამები აირჩიონ. ამ მიზეზით კი, როგორც ნინო წერეთელი განმარტავს, ყოველ წელს, ასეულობით აბიტურიენტი ჩარიცხვებს მიღმა კარგი ქულების მიუხედავად რჩება.

„არჩევანი აბიტურიენტებისთვის შეუზღუდავია და ყოველთვის ამას ვეუბნებით – გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. სხვათა შორის, შარშან და არა მხოლოდ შარშან, დაახლოებით, 500-მდე ადამიანი ჩარიცხვების მიღმა დარჩა ერთადერთი მიზეზით…

„მათ არამარტო გადალახეს ზღვარი, არამედ საკმაოდ კარგი ქულები მიიღეს, მაგრამ იმის გამო, რომ მხოლოდ სამი არჩევანი ჰქონდათ [დაფიქსირებული] და კონკურსს არ მიაქციეს ყურადღება – აი, ამიტომ დარჩნენ ჩარიცხვის მიღმა, რაც ჩვენთვისაც გულდასაწყვეტია. უბრალოდ, რომ დაემატებინათ რამდენიმე პროგრამა, ისინი დღეს სტუდენტები იქნებოდნენ. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანია და თან, ეს არჩევანიც [საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა, დამატება, წაშლა] აგვისტოს შუა რიცხვებამდე შეუძლიათ დაამატონ. ასე რომ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“,- აცხადებდა მაისის თვეში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15227

Latest Images

Trending Articles


Sabotage / საბოტაჟი (ქართულად)


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


სამარხვო ნამცხვარი კაკაოთი



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>