Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15227

4 ნაბიჯის მიდგომა მასწავლებლებს წარმატებული განმავითარებელი შეფასებისთვის

$
0
0

მასწავლებლის მიერ მოსწავლის წარმატებული განმავითარებელი შეფასებისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის Douglas Fisher-ისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელთა განათლების სკოლის პროფესორის, Nancy Frey-ის მიერ შემოთავაზებულია შემდეგი 4 ნაბიჯის მიდგომა.

ისინი აქცენტს აკეთებენ განმავითარებელი შეფასების სისტემურ და მიზნობრივ გამოყენებაზე. მათი რეკომენდაციით, მასწავლებელს სწავლების დასაგეგმად სჭირდება მოსწავლეების მუშაობის მონაცემების ეფექტური გამოყენების სისტემა და, მათ მიერ შემოთავაზებული სისტემა შემდეგი 4 კომპონენტისგან შედგება: მიზნების განსაზღვრა, გაგების შემოწმება, უკუკავშირის მიწოდება და ცვლილებების საჭიროების განსაზღვრა.

მიზნების განსაზღვრა

მოცემულ ეტაპზე, როგორც მასწავლებელმა, ასევე მოსწავლემ უნდა გააცნობიერონ გაკვეთილისა და შეფასების მიზნები. უფრო კონკრეტულად რომ ითქვას, ყოველი გაკვეთილის დასაწყისში, საჭიროა, მასწავლებელმა განსაზღვროს და განაცხადოს მოცემული გაკვეთილის კონკრეტული მიზანი ანუ რა უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა მოცემულ გაკვეთილზე, აღნიშნულის საფუძველზე მასწავლებელი, ასევე, კონკრეტულად განსაზღვრავს, თუ რა უნდა შეფასდეს. გაკვეთილის კონკრეტული მიზნის განსაზღვრისა და მოსწავლეებისთვის გაზიარების შემდეგ შესაძლებელია გადასვლა სისტემის მორიგ კომპონენტზე.

გაგების შემოწმება

გაგების შემოწმება შესაძლებელია ავტორების მიერ შემოთავაზებული შემდეგი გზებით:

  • ზეპირსიტყვიერად – მაგალითად, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, განმარტონ, როგორ ამოხსნეს ალგებრული ამოცანა.
  • შეკითხვების დასმით – მათ შორის ისეთი შეკითხვები, რომლებიც კრიტიკულ აზროვნებას მოითხოვს, მაგალითად, ლიტერატურული პერსონაჟების შედარებითი დახასიათება. შეკითხვები შეიძლება იყოს, როგორც ზეპირსიტყვიერი ასევე წერილობითი და მოითხოვდეს სხვადასხვა აზროვნების პროცესის გააქტიურებას.
  • წერილობით – რეფლექსიის ბარათების გამოყენება, რომელშიც მოსწავლეები მოკლედ აჯამებენ გაკვეთილზე მიღებულ ინფორმაციას ან პასუხობენ წარმოდგენილ კითხვებს.
  • პროექტებით და წარმოდგენებით – მათი სახით მოსწავლეები ახდენენ შეძენილი ცოდნის დემონსტრირებას, მაგ. რუკის შექმნა ან სპექტაკლის დადგმა.
  • ქვიზები და ტესტები – რომლებიც გამოიყენება სწავლების დასაგეგმად და არა ნიშნების დასაწერად. განმავითარებელი შეფასების შემთხვევაში, ტესტში, სავარაუდო პასუხებიდან ამორჩეული არასწორი პასუხი უნდა იყოს სადიაგნოსტიკო ფუნქციის მატარებელი სტუდენტების შემეცნების საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, ალგებრის ამოცანაში ერთ-ერთი არასწორი არჩევანი შეიძლება ეფუძნებოდეს ამოსახსნელად არასწორი ალგორითმის არჩევას, ხოლო მეორე არჩევანი შეიძლება გამოწვეული იყოს უბრალო, მათემატიკური შეცდომებით – მაგ. უარყოფითი რიცხვის კვადრატში აყვანისას მისი დადებით რიცხვად შეცვლის დავიწყება და სხვა.

უკუკავშირის მიწოდება

განმავითარებელი შეფასების მონაცემების საფუძველზე ეფექტური უკუკავშირის მიწოდებისთვის, საჭიროა, რომ ის იყოს დროული და გასაგები. მაშინაც კი, როდესაც ეს პირობები დაცულია, უკუკავშირი შეიძლება არ აღმოჩნდეს ეფექტური. ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, მოსწავლეებისთვის მიწოდებული უკუკავშირი უნდა მიემართებოდეს მთლიან დავალებას/ნამუშევარს, და, აღნიშნული იყოს მომავალში გასაუმჯობესებელი კონკრეტული საკითხები. მაგალითად, წერილობით ნაშრომში/ესეში მოსწავლემ მიიღო მასწავლებლისგან შემდეგი სახის უკუკავშირი: „ნაშრომის სტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეთ. შემდეგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ სიტყვების არჩევას. თქვენს აზრებს კარგად გამოხატავთ, თუმცა რეკომენდებულია აკადემიური ლექსიკის გამდიდრება“.

უკუკავშირთან ერთად, დამატებით, მოსწავლე იღებს შეფასების რუბრიკას, კონკრეტული სფეროებით, და შესაბამის ნიშანს. როგორც ხედავთ, მოცემული სახის უკუკავშირი აქცენტს აკეთებს იმაზე, თუ რა შეასრულა წარმატებით მოსწავლემ, წინა ინსტრუქციაზე დაყრდნობით, და, რაზე უნდა კონცენტრირდეს მომავალში. შეფასების რუბრიკამ კი შეიძლება მოიცვას უკუკავშირი ნაშრომის კონკრეტულ კომპონენტებთან დაკავშირებით, მაგალითად, საკვლევი საკითხის განვითარება, ნაშრომის სტრუქტურა, არგუმენტაცია და სხვა. აქ ასევე აისახება შემაჯამებელი შეფასების კომპონენტები და შესაბამისი ქულები.

ცვლილებების საჭიროების განსაზღვრა

განმავითარებელი შეფასების სისტემის ძალაა, რომ მას შეუძლია მასწავლებლის ინფორმირება სწავლების მორიგი ნაბიჯების თაობაზე. განმავითარებელი შეფასების ცვლილებების საჭიროების განსაზღვრის ელემენტი გულისხმობს მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს სწავლების კონკრეტული პატერნების შესახებ, რაზე დაყრდნობითაც მასწავლებელმა უნდა მიიღოს სწავლებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები (Robert Slavin, 2014)

ასევე იხილეთ:

IV კლასის მოსწავლის განმავითარებელი შეფასების მაგალითები ყველა საგნისთვის

წყარო: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, “მოსწავლის შეფასება”


Viewing all articles
Browse latest Browse all 15227

Latest Images

Trending Articles


Batman: Gotham Knight / ბეტმენი: გოთემის რაინდი (ქართულად)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


მომკალი ნაზად / Killing Me Softly / Убей меня нежно (2002)


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თირკმელი


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


- მარტო გადაკუზული (რაკამ)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>