სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი დაინტერესებულ პირებს წიგნის წარდგენის ღონისძიებაზე იწვევს.
ღონისძიება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 1-ელ სექტემბერს, 18:30 სთ-ზე გაიმართება.
Migration Policy and Legal Responses: Comparative Perspectives from Visegrad, Western Balkans, and Eastern Partnership Countries – ვიშეგრადის ფონდის კვლევითი გრანტის ფარგლებში მომზადებული სტატიათა კრებულია.
წიგნში შესულია ქართველი, ჩეხი, სლოვაკი და მაკედონიელი პროფესორებისა და დოქტორანტების ნაშრომები მიგრაციის კვლევების სხვადასხვა მიმართულებით.
გამოცემის რედაქტორები არიან პროფესორები – მარიამ ჯიქია და დიმიტრი გეგენავა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.




