Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15172

ალტე უნივერსიტეტს EFMD Global-ის წარმომადგენლები ეწვივნენ

$
0
0

ალტე უნივერსიტეტმა EFMD Global-ის წარმომადგენლებს, კრისტოფ ტერასსა და ჟან-ბაპტისტ მაილარდს უმასპინძლა.

ალტე უნივერსიტეტის მიერ 25 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ბიზნეს სკოლის განვითარების შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების საერთაშორისო განვითარებას, EFMD-ის გლობალურ ქსელთან დაახლოებას და შედეგად, არა მხოლოდ ალტე უნივერსიტეტში, არამედ – მთლიანად საქართველოსა და რეგიონში განათლების ხარისხის ზრდას ბიზნესის მიმართულებით“, – აცხადებენ ალტე უნივერსიტეტში.

შეხვედრას ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი რამაზ კუკულაძე, ვიცე-პრეზიდენტები – ირმა გრძელიძე და ანი ამირანაშვილი, საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი რუსო სანაძე, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი მიხეილ თოქმაზიშვილი, შეფასების სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა მაჭარაშვილი და საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე ბაქაქური ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, EFMD არის მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაცია ბიზნეს განათლების სფეროში, რომლის წევრებიც უმაღლესი ხარისხის სტანდარტების მქონე ბიზნეს სკოლები და ორგანიზაციები არიან.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15172

Latest Images

Trending Articles



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>