ცნობილია პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირების თარიღები, საგამოცდო პროგრამა და ტესტურ დავალებათა ნიმუშები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წელს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირება 11 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმიის კომპონენტი და/ან ფიზიკის კომპონენტი და/ან ბიოლოგიის კომპონენტი), რაოდენობრივ წიგნიერებაში კი 12 ოქტომბერს ჩატარდება.
იხილეთ:
თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30 და აპლიკანტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირების ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი.




