Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

„ჯერ ერთი, ბაღის მასწავლებლებს ხელფასი 500 ლარზე მეტი აქვთ“ –მთავრობა ამბობს, რამდენით გაეზრდებათ ანაზღაურება საბავშვო ბაღებში

$
0
0

„გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო წელს, ხელფასის 10%-იანი ზრდა ბაღებშიც იქნება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 7 ოქტომბერს, პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კაკაურიძეს, რომელმაც გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა და მათ შორის, განათლების სფეროს სხვადასხვა მიმართულებაზე გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობები დაასახელა, განათლების კომიტეტის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჰკითხა, დაეხმარება თუ არა ცენტრალური ბიუჯეტი მუნიციპალიტეტებს, რათა ადგილობრივ დონეზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების, სულ მცირე, 10%-იანი ზრდა მოხდეს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კანონმდებლის კითხვის პასუხად აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობა ხელფასების ზრდას თავად უზრუნველყოფს, გამონაკლის შემთხვევაში კი, ადგილობრივ მთავრობას დახმარებას ცენტრალური ბიუჯეტი გაუწევს.

„ბაღების პედაგოგების ნაწილში, მუნიციპალურ ნაწილში, ხელფასების ზრდა ყოველწლიურად არის… თუმცა, ხელფასების გასასტუმრებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან ხდებოდეს დაფინანსება, არასწორია. ვცდილობთ, შემოსავალი გაეზარდოს მუნიციპალიტეტს, რომ ეს თავად უზრუნველყოს. გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო წელს, 10%-იანი ზრდა ბაღებშიც იქნება. მუნიციპალიტეტების უდიდესი რაოდენობა ამას დააფინანსებს. თუმცა, არის მუნიციპალიტეტები, რომლებსაც დახმარება გარკვეულწილად დასჭირდებათ და მზად ვართ, დავეხმაროთ“.

საბავშვო ბაგა-ბაღებში პედაგოგის ხელფასთან დაკავშირებით გიორგი კაკაურიძეს შეკითხვა განათლების კომიტეტის კიდევ ერთმა წევრმა, იმედა ნიკურაძემაც დაუსვა. დეპუტატი დაინტერესდა – სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პირების სახელფასო ანაზღაურების სხვაობების გათვალისწინებით, 10%-იანი ზრდა თანაბრად შეეხება ყველას, თუ 500-ლარიანი და უფრო მეტი (არაუმეტეს 1 000 ლარისა) ხელფასის მქონე პირებთან მიმართებით განსხვავებული მიდგომა იქნება.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ვისაც ხელფასი 1 000 ლარზე ნაკლები აქვს, მას ანაზღაურება, სულ მცირე, 100 ლარით გაეზრდება.

„ბაღის მასწავლებლების შემთხვევაში 10%-იანი ზრდაზე უკვე ვისაუბრე … ჯერ ერთი, ხელფასი 500 ლარზე მეტი აქვთ იმიტომ, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, ხელფასების ზრდა, საშუალოდ 400-500 ლარით მოხდა. თუმცა, თუ ხელფასი 1 000 ლარზე ნაკლებია და 10%-იანი ზრდა 100 ლარზე ნაკლები გამოდის, მინიმუმ 100 ლარით მოხდება ამ ადამიანების ხელფასების ზრდა – ეს რაც შეეხება ბაღებს“, – განმარტა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ასევე იხილეთ:

მიიღებენ თუ არა და როდის სკოლები შედეგებზე ორიენტირებულ დაფინანსებას? – რატომ დუმს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ახალგაზრდა და მშვენიერი / Jeune & jolie / Молода и прекрасна (2013)


კექსი თაფლით


მიხო აფთიაქში +18


კორვალოლის, ვალოკორდინისა და ვალიდოლის რეგულარულად მიღება სიკვდილს იწვევს!


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Cobra Kai / კობრა კაი (ქართულად)


გაქცევა ვეგასიდან / Get Him to the Greek - ქართულად


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


მწვავე დეციდუიტი


სენდვიჩის პური ( ვიდეო)


ქმედება ოცნების ნაცვლად 2 (სრულად)


მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტეტსტები და პასუხები


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კარცინომატოზი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>