25 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, სტუდენტურ საქმეთა მენეჯერის ორგანიზებით, ტრენინგი – „როგორ გამოვიყენოთ AI სწორად სწავლის პროცესში“ გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტრენინგს განათლების მეცნიერებების დოქტორანტი ნინო ლაცაბიძე ჩაატარებს.
ტრენინგის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს:
- რა არის AI და როგორ მუშაობს;
- პრაქტიკაში გამოყენების მაგალითები (რეფერატები, პრეზენტაციები, კვლევა);
- პრაქტიკულ სავარჯიშოები AI ინსტრუმენტების გამოყენებით.
ტრენინგზე დასწრების მსურველები რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს




