21 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, თემაზე – „მილეის ექსპერიმენტი: ანარქო-კაპიტალიზმი, კონსერვატიზმი და პოპულიზმი არგენტინაში“ საჯარო ლექცია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 23 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციას გაუძღვა პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი, დანტე აუგუსტო პალმა, რომელმაც მსმენელებს არგენტინის თანამედროვე პოლიტიკური პროცესების თავისებურებები გააცნო და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მაგალითები განიხილა.
შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით წარიმართა. სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და სპიკერისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ლექციას მოდერაცია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, მარი ელიაძემ გაუწია.




