Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

3000 ლარიანი საპრიზო ფონდი – ალტე უნივერსიტეტის MedTech ჰაკათონი X–XII კლასის მოსწავლეებისთვის

$
0
0

ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით, 6–7 ნოემბერს გაიმართება ორდღიანი MedTech Hackathon, თემაზე – “AI for Care”, რომლის საპრიზო ფონდი 3000 ლარია.

პროექტი განკუთვნილია X–XII კლასის მოსწავლეებისა და ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, ინტერდისციპლინური თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას.

ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ რეალურ გამოწვევებზე, შექმნიან პროტოტიპებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და გაეცნობიან მედიცინისა და IT მიმართულებების გადაკვეთის ახალ შესაძლებლობებს.

პროექტს განსაკუთრებულს ხდის შერეული გუნდური ფორმატი: თითოეულ გუნდში იქნებიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე – ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები – მედიცინისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლებიდან. თითოეულ გუნდს დაემატება ორი ექსპერტ-სტუდენტი, რომლებიც თემატური ცოდნითა და პრაქტიკული ჩართულობით დაეხმარებიან მონაწილეებს იდეის განვითარებაში, დახვეწასა და განხორციელებაში.

ჰაკათონამდე მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ფიზიკური და ონლაინ შეხვედრები, რომლებიც მოიცავს ინტერაქციულ სესიებს ტექნოლოგიების ტენდენციებზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებებზე და დარგებს შორის ინტერდისციპლინურ კავშირებზე.

სტუდენტებისთვის ჩატარდება ლიდერული და გუნდური მუშაობის ტრენინგები, რომლებიც მათ დაეხმარება როგორც მენტორად, ისე – აქტიურ მონაწილედ ჩართვაში.

6 ნოემბერს, გუნდები ალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრში საკუთარი პროექტების პროტოტიპებზე იმუშავებენ, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიურ რესურსებს გამოიყენებენ, მათ შორის 3D პრინტერს და ლაზერულ მჭრელს.

7 ნოემბერს გაიმართება ფინალური პრეზენტაციები (ფიჩინგი) სადაც გუნდები ჟიურის წინაშე საკუთარ იდეებს წარადგენენ. შეფასების შემდგომ კი გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან. პროექტის საპრიზო ფონდი ჯამში 3000 ლარს შეადგენს. საუკეთესო გუნდის მოსწავლეები მიიღებენ ფულად ჯილდოს და იდეის განხორციელებისთვის საჭირო მხარდაჭერას ალტე უნივერსიტეტისგან, ხოლო სტუდენტებს ტექნიკის ვაუჩერებს გადაეცემათ.

პროექტის მხარდამჭერია “4 Hospitals”, რომელიც გამარჯვებულ გუნდს გადასცემს ფულად ჯილდოს. გუნდებთან ერთად დაჯილდოვდებიან სტუდენტი მენტორებიცა და ექსპერტებიც.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა მედიცინის მომავალზე იფიქრონ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ ტექნოლოგიურ კონტექსტშიც – ნახონ, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკას, მონიტორინგსა და პაციენტზე ზრუნვის პროცესს“, – აღნიშნავს ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი გიორგი გაბისონია.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი რუსო სანაძე კი ინიციატივის ინტერდისციპლინურ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს:

„MedTech Hackathon აერთიანებს ისეთი დარგების კავშირს, როგორებიცაა მედიცინა და საინფორმაციო ტექნოლოგიები. ორივე დარგი თანამედროვე გამოწვევების წინაშე დგას: სწრაფად ცვლადი ცვლილებებისა და ინოვაციური პროდუქტების გამოყენებას და სამუშაო პროცესში მათ ინტეგრაციას საჭიროებს. ჰაკათონის მიზანია, დაანახოს მონაწილეებს ინტერდისციპლინური კავშირებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების უპირატესობები, გაუღვივოს ცნობისმოყვარეობა და განუვითაროს გუნდური და ინდივიდუალურად მუშაობის უნარები განსხვავებულ და ინკლუზიურ გარემოში“.

პროექტი ერთდროულად აძლიერებს მოსწავლეთა კარიერულ ორიენტაციასა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. მონაწილე სტუდენტებისთვის აქტივობა ჩაითვლება როგორც სასწავლო პროცესის ნაწილი და დაეხმარებათ პორტფოლიოს ფორმირებაში დეკანის გრანტისა და სხვა შიდა საუნივერსიტეტო წახალისებების მოსაპოვებლად.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 26 ოქტომბრის ჩათვლით ბმულზე.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


A Dog of Flanders / ფლამანდური ძაღლი (ქართულად)


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


ანეგტოტები სვანებზე


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტეტსტები და პასუხები


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ნამცხვარი ”სინაზე”



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>