16, 17 და 21 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ტრეფიკინგის კვლევითი ცენტრისა და ნიდერლანდების სამეფოს ეროვნული პოლიციის თანამშრომლობის ფარგლებში, ტრეფიკინგის თემაზე 3-დღიანი ონლაინ ტრენინგი გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 24 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტრენინგს ნიდერლანდების სამეფოს ეროვნული პოლიციის ოპერაციების სპეციალისტი, პროფესორი ორნ ვან რი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი უჩა ბახტაძე, ასევე, უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ტრეფიკინგის კვლევითი ცენტრის მკვლევარი, ცისანა ხუნდაძე უძღვებოდნენ.
მონაწილეებმა ტრეფიკინგის თანამედროვე ტენდენციები, გამოძიების მექანიზმები და საერთაშორისო პრაქტიკა შეისწავლეს.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.




