Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

„მე ვარ ნათიას პარალელკლასელი მიჯნური! –იყო პასუხი!“ –წერილები ჩემი ბავშვობიდან

$
0
0

ავტორი: გიორგი კეკელიძე, პოეტი, პროზაიკოსი

პირველად ძლიერ რომ დავთვერი, ეგ იყო ჩემი მეზობლის, მიხოიას ქორწილი. დავთვერი საგანგებოდ, რადგან ვაპირებდი მოსკოვის ქუჩაზე მისვლას და ნათიასთვის სიყვარულში გამოტყდომას. შაქრიანი ადესით დათრობა რა საქმეა, იცის ზოგმა, თან პირველად და პირდაპირ სახლში მივაკითხე ნათიას.

ნოემბრის საღამო იდგა. სიო ქროდა, ოღონდ დაკვირვებით რომ მიხვდები – ისე ქროდა და ცაზე იყო თეთრი მთვარე.

– ნათია! – შევძახე მე.

– არ გახვიდე ანზორი, ნაბანავები ხარ!!! – იკივლა ქალმა პასუხად.

– გამიშვით! – თქვა სავარაუდოდ ანზორიამ, რადგან გამოვიდა.

ანზორიას ეცვა სამი ზომით დიდი პულოვერი, პულოვერზე მოცმული ჰქონდა მოჩლალუჩი რამ, რომელსაც „ბეზრუკავკად” უხმობდნენ. ჩუსტებში მატყლის წინდიანი ფეხები ძლივს ეტეოდა. ლოყები გააჩნდა მარად მოელვარე – ჭარბი ღვინის სმისგან და თვალები ფრთხილად ჩამქრალი. და რაც მთავარია – ანზორიას, როგოც ჭეშმარიტ ნაბანავებ ადამიანს, რომელსაც ორი ღერი თმა მაინც აქვს შემორჩენილი, თავზე ჩულქი ჩამოეცვა. ხოლო ჩულქის ან თუ უფრო ლიტერატურულად გნებავთ – ქალის მაღალყელიანი წინდის – ჩამოცმა მნიშვნელოვანი ტრადიციაა იმდროინდელი ყოფის – თმების გასასწორებლად.

– ბატონო ანზორი, ნათია მინდა!

– არაა ნათია სახლში, ხვარბეთშია ბებიამისთან და არც იქნება ერი კვირე!

– ახლა არა, საერთოდ მინდა! – ვუთხარი მე და თვალები მოვჭუტე ჩულქიანი თავის ფოკუსში მოსაქცევად.

– შენ ნათიას კლასელი ხარ? – მკითხა ანზორიამ.

– მე ვარ ნათიას პარალელკლასელი მიჯნური! – იყო პასუხი.

-რაი?! – შეყვირა მასპინძელმა.

-ანზორი, შემოი სახლში! მენინგიტი დაგემართება! შემოი და წეეთრევა მაგი სახლში, მაქანე ხომ არ იდგება სტოლბასავით. მთრალია ხომ ხედავ, ქართულად ვერ ლაპარაკობს! – გაისმა სახლიდან.

– მიჯნური ქართული სიტყვაა! – შევყვირე მე.

– გამევიტან ახლა გეკოს და გაგამიჯნურებ! – თავის მხრივ შეჰყვირა ანზორიამ.

– სიყვარულო ძალსა შენსა, შენ გმონებენ მეფენეც კი! – გავიხსენე არეული ნაწყვეტი კლასიკური ტექსტიდან, ოღონდ ეგ კლასიკური ტექსტი მამიდაჩემს ეკუთვნის, განა ალექსანდრე ჭავჭავაძეს – რადგან მამიდაჩემი, როგორც ქართულის ეჭვშეუვალი მასწავლებელი, წერდა სიყვარულის ასახსნელ ტექსტებს და ყველა „კი”, „მევიფიქრებ” და „არა” ამ ტექსტებს მოსდევდა ოთხმოცდაათიანების ოზურგეთში. და ეგენი ხომ ამ ტექსტებს, მაგრამ ბატონი ანზორიე მე მომსდევდა ხუთი წუთის მერე.

როგორი სცენაა? – მოსკოვის ქუჩის ბოლოს, გამხდარი ბიჭი გარბის და პუტკუნა კაცი მისდევს თავზე ჩულქით და განწირული ყვირილით – „მიჯნურს მოგცემ მე შენ!” ვერაფერი მიჯნური „ვერ მომცა”, როდის ყოფილა თუცა აქამომდე ანზორის სიყვარულისთვის შეეშალა ხელი. არასოდეს. და არც იქნება.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ნამცხვარი ”სინაზე”


Skins / მოზარდები (ქართულად) სეზონი 1


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ანნა ფრიტცის გვამი / El cadáver de Anna Fritz / Труп Анны Фритц (2015) - რუსულად


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>