EDU.ARIS.GE – ს პროექტი ჰკითხე ედუს წარმოგიდგენთ აქტუალურ კითხვას აბიტურიენტებისთვის საინტერესო საკითხზე.
მაშ ასე, დღევანდელი კითხვა:
– რისი ბრალია, რომ აბიტურიენტებს აქვთ ერთნაირი ქულები და გრანტი ერთს უფრო მაღალი აქვს ვიდრე მეორეს?
– აკადემიურ პროგრამაზე გრანტს მოიპოვებენ სავალდებულო საგნებისა და ერთ არჩევით საგანში მიღებული აბსოლუტური ქულის (საგრანტო ქულა) მიხედვით, უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულით რანჟირების სიის შესაბამისად.
ამასთან, გრანტების განაწილება ხდება არჩევითი საგნების მიხედვით: თანხები იმის შესაბამისად გადანაწილდა, თუ რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია კონკრეტული არჩევითი საგანი. დეტალური ინფორმაცია დაფინანების თაობაზე იხილეთ აბიტურიენტთა ცნობარში – დაფინანსების წესი.
ცნობარი აბიტურიენტებისთვის – გამოცდები 2016
საგამოცდო პროგრამები საგნების მიხედვით – ეროვნული გამოცდები 2016
ახალი ქცევის წესები აბიტურიენტებისთვის – რა ცვლილება შევიდა გამოცდიდან მოხსნის წესში
პასუხი მომზადებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით