EDU.ARIS.GE – ს პროექტი ჰკითხე ედუს წარმოგიდგენთ აქტუალურ კითხვას აბიტურიენტებისთვის საინტერესო საკითხზე.
მაშ ასე, დღევანდელი კითხვა:
-რა შემთხვევაში არ სწორდება აბიტურიენტის ნაშრომი?
–ნაშრომი არ სწორდება, თუ:
- აბიტურიენტი პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, მაგ., მეტსახელს! ან დაახატავს რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
- შტრიხკოდი გაფერადებულია ან დაზიანებულია;
- პასუხების ფურცელი შეივსება არა სექტორში დარიგებული, არამედ განსხვავებული კალმით;
- აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ დახურავს ტესტს;
- აბიტურიენტი არ გადაწერს ტესტის პასუხების ფურცელზე მითითებულ სტანდარტულ ფრაზას;
- თუ საპრეტენზიო საბჭოს მიერ დადგინდება, რომ აბიტურიენტმა დაარღვია გამოცდის პროცედურა.
ცნობარი აბიტურიენტებისთვის – გამოცდები 2016
საგამოცდო პროგრამები საგნების მიხედვით – ეროვნული გამოცდები 2016
ახალი ქცევის წესები აბიტურიენტებისთვის – რა ცვლილება შევიდა გამოცდიდან მოხსნის წესში
პასუხი მომზადებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით