Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15157

„აბიტურიენტებს გეოგრაფიაში ყველაზე მეტად ღია დავალებების შესრულება უჭირთ“

$
0
0

ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, 11 ათასაზე მეტმა აბიტურიენტმა, გამოცდა გეოგრაფიაში ჩააბარა. პირველ სესიაზე 5 ათას 500-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, მეორეზე კი 5 ათას 700-ზე მეტი. ორივე სესიაზე 96%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა. როგორც გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აცხადებენ, წლევანდელი ტესტი წინა წლის ტესტთან შედარებით გაცილებით მარტივი იყო.

თიკა კანდელაკი:

„რთული ნამდვილად არ იყო. მართალია, დრო თითქმის ბოლომდე გამოვიყენე, თმცა ტესტით კმაყოფილი ვარ. კოლუმბმა რომელი მიწა აღმოაჩნა, ეს მქონდა კითხვარში. მარტივი კითხვები იყო, ბოლოს და ბოლოს ხომ აბიტურიენტები ვართ?! ცოტა ელექტრონული ფორმატი გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ცაცია ვარ და ჩემთვის მოუხერხებელი იყო“

ბექა ბოჭორიძე:

„ძალიან მარტივი იყო. არანაირი სირთულე. სამი რუკა მოვიდა. კომპიუტერი რუკებს კარგად ხსნიდა. მე პირადად არანაირი სირთულე არ შემქმნია“

გიორგი შუბითიძე:

„ნამდვილად არ იყო რთული გამოცდა. მე უფრო რთულსაც კი მოველოდი. მჯერა რომ ტესტს თავი კარგად გავართვი“

ნინო წამალაშვილი:

„საშუალოზე უფრო მარტივი ტესტები იყო, თუმცა მე დრო ბოლო წუთამდე გამოვიყენე. კითხვა შემხვდა კოლუმბზე. ახლა მთელი ტესტიდან მხოლოდ ეს მახსენდება ელექტრონული ფორმატიც ძალიან გამიადვილდა. მე უფრო რთულს ველოდი“

ბერდია ტეფლიანი:

„რთული ძალიანაც არ იყო, მაგრამ თუ დროს გამოიყენებდი მაქსიმალურად, შეგეძლო ყველაფერი კარგად შეგესრულებინა. რუკაზე ყველა ნაკრძალი და პუნქტი კარგად იყო აღნიშნული. ეს ძალიან დამეხმარა. ელექტრონული ფორმატიც მომეწონა. ძალიან მარტივად შეგეძლო ხან პირველ დავალებაზე გადასულიყავი, ხან ბოლოზე“

EDU.ARIS.GE-მ კომენტარი გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელს დავით გოგელიძესაც სთხოვა.

– ბატონო დავით, გამოცდიდან გამოსული და ჩვენს მიერ გამოკითხული აბიტურიენტები ამბობენ, რომ ტესტი მარტივი იყო. გაამარტივეთ ტესტები, თუ აბიტურიენტები იყვნენ კარგად მომზადებულები?

ალბათ, კარგად იყვნენ მომზადებულები და ამიტომაც გაუადვილდათ ტესტზე მუშაობა. სირთულის დონე პრინციპულად ბოლო ორი წელია არ შეგვიცვლია, თუმცა შედეგების შემდეგ გავიგებთ, გაუადვილდათ თუ არა აბიტურიენტებს გამოცდა 2015 წელთან შედარებით.

– როდის დაიწყება გასწორების პროცესი და რამდენ ხანში დასრულდება?

-გასწორების პროცესი 2 დღეში დაიწყება და შედეგები ეტაპობრივად დაიდება. სავარაუდოდ, ივლისის ბოლოდან დაიწყება გამოქვეყნება, იმის მიხედვით, თუ რომელი გამოცდის შედეგები იქნება მზად.

-ვინ ასწორებს საგამოცდო პასუხებს?

-გეოგრაფიის გამოცდის ტესტებს გეოგრაფიის სერტიფიცირებული პედაგოგები ასწორებენ. გასწორების პრინციპები აქაც იდენტურია. ორი გამსწორებელი დამოუკიდებლად ნახულობს ტესტს და თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაშინ ტესტი მესამე გამსწორებელს ეგზავნება.

-თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას გვეტყვით, დავალების რა ნაწილის შესრულება უფრო უადვილდებათ აბიტურიენტებს და რა ნაწილია მათთვის უფრო რთული?

-ყველაზე მეტად უჭირთ ღია დავალების შესრულება, სადაც ხელით აქვთ საწერი. სჭირდებათ არგუმენტების მოყვანა და მიზეზებისა და შედეგების დაკავშირება. სააზროვნო კითხვები, ანუ ის დავალებები, რომელიც უფრო მაღალ უნარებს ითხოვს. უადვილდებათ დახურულბოლოიანი დავალებების შესრულება, სადაც სავარაუდო პასუხებია ასარჩევი. რაც შეეხბა რუკასთან მუშაობას, აბიტურიენტებს ფიზიკური რუკის კითხვა და ანალიზი უფრო უადვილდებათ, ვიდრე ტოპოგრაფიული რუკების.

როგორც დავით გოგელიძემ EDU.ARIS.GEს უთხრა, მომავალ წელს მნიშვნელოვანი სიახლეები გეოგრაფიის გამოცდაშიარ იგეგმება. გეოგრაფიი ტესტი 60 ქულიანია და 15-ზე მეტი სწორი პასუხი, ზღვარის გადალახვად ითვლება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე


Viewing all articles
Browse latest Browse all 15157

Latest Images

Trending Articles

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>