Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15168

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ნატო-ს ძირითადი ჯგუფის წევრები ესტუმრნენ

$
0
0

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები, პოლკოვნიკი ტონინ მარკუ, პოლკოვნიკი მეთინ გუნალი და ვიცე-პოლკოვნიკი ვინსენტ ჰენკინეთი.

გაცნობით შეხვედრაზე აკადემიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის საქმიანობა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. მხარეებმა, ასევე ყურადღება გაამახვილეს აკადემიასა და ნატო-ს სხვადასხვა პროგრამებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მათი მხრიდან მიღებულ მხარდაჭერაზე.

შეხვედრის ბოლოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა სტუმრებს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15168

Latest Images

Trending Articles



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>