კსუ-ის კონტიგენტი 4700 სტუდენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.
როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის განაცხადი და საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის კონტიგენტი განისაზღვრა 4700 (ოთხიათას შვიდასი) სტუდენტით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს განვითარების პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებასა და სტუდენტთა სასწავლო და საყოფაცხოვრებლო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.