პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების შემუშავების მესამე ეტაპი დასრულდა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების ინტენსიური შეხვედრები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების შემუშავების საკითხებზე მიმდინარე წლის 6 ივლისს დაიწყო და 20 ივლისს დასრულდა. აღნიშნულ ეტაპზე 27 ჩარჩო დოკუმენტი და შესაბამისი მოდულები შემუშავდა, რაზეც 150-ზე მეტი პროფესიული განათლებლის მასწავლებელი და დარგის სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას.
ცენტრის ცნობითვე, მიმდინარე წლის ბოლომდე 100 ჩარჩო დოკუმენტის შემუშავებაა დაგეგმილი. მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილის განხორციელება შემოდგომაზე იწყება.
ყველა მონაწილეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში აქტიური ჩართულობისათვის სერტიფიკატი გადაეცა.