პრაქტიკოსი მასწავლებლების საგნის გამოცდა დღეს სრულდება. ამ წუთებში პედაგოგები ქიმიის გამოცდას აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, არ გამოცხადდა დარეგისტრირებულ აპლიკანტთა 39%.
პედაგოგთა გამოცდის პარალელურად, ერთ სესიად მიმდინარეობს აბიტურიენტებისათვის ბიოლოგიისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდა. როგორც ცნობილია, ბიოლოგია დამატებით საგნად 3500-მდე აბიტურიენტმა აირჩია, ხოლო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება დაახლოებით 250 – მა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, აბიტურიენტების მხრიდან არ დაფიქსირებულა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა. ბიოლოგიის გამოცდაზე არ გამოცხადდა დარეგისტრირებული აბიტურიენტების 3%, ხოლო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე 4%.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, ქიმიის გამოცდით დასრულდება.
პედაგოგთა საგნის გამოცდის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა
პედაგოგების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება
პედაგოგების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – ქართული, როგორც მეორე ენა, ქართული ენა და ლიტერატურა
ინგლისური ენა
ინგლისური ენა – მოსმენის დავალება
გერმანული ენა
გერმანული ენა – მოსმენის დავალება