Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14513

გორის უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

$
0
0

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია გახსნა რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამეცნიერო მიმართულების მთავარმა სპეციალისტმა გიორგი ყაზიშვილმა.

გორის უნივერსიტეტის ინფორმციით, კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი გახლდათ 73 მოხსენება შემდეგ 10 სექციაში: „განათლება“, „კომპიუტერული ტექნოლოგიები და მათემატიკა“, „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ბიოლოგია, გეოგრაფია) და მიმართულებათშორისი დარგი (სპორტი)“, „ბიზნესი და მართვა“, „ტურიზმი“, „სოციალური მეცნიერებანი და სამართალი“, „ქართული ენა“, „ქართული ლიტერატურა“, „უცხო ენა და ლიტერატურა“, „ისტორია“.

კონფერენციის დასასრულს სექციების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებული სტუდენტები, რომლებმაც დაიკავეს I, II, III ადგილები. კონფერენციაში გამარჯვებულ და მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი სიგელები.


Viewing all articles
Browse latest Browse all 14513

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>