Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14617

ფიზიკის გამოცდა რთული იყო – 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

$
0
0

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ფიზიკის გამოცდით დასრულდა. როგორც 147-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტების ნაწილი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, გამოცდა საკმაოდ რთული იყო და მათმა უმეტესობამ ამოცანების ნაწილი გამოტოვა.

“ტესტები გაცილებით მარტივი იყო, 45 ტესტი იყო მოცემული და მგონი ყველაფერი კარგად გავაკეთე, მაგრამ ბოლო ამოცანები გამიჭირდა, ამიტომ ბოლო 2 ამოცანა ისე დავტოვე არ დამიწერია. ერთ-ერთ ამოცანაში გვეუბნებოდნენ, რომ სანთელსა და ეკრანს შორის იყო ლინზა და გეკითხებოდნენ, რამდენ ხანში მიიღებოდა პირველი თეთრი გამოსახულება და რა ზომის იქნებოდა, მერე მეორე სინათლე რამდენ ხანში მიიღებოდა და რა ზომის იქნებოდა”,- გვითხრა აბიტურიენტმა.

როგორც ერთ-ერთი აპლიკანტი გვეუბნება გამოცდაზე თითქმის ყველა საკითხს ეხებოდა კითხვები.

“სინათლეზე, სითბოზე, აირებზე, მაგნიტურ ველებსა და დენზე იყო კითხვები. საკმაოდ მარტივი იყო ტესტების ნაწილი, თუმცა ისეთებიც იყო, რომელსაც დამაბნეველი პასუხები ჰქონდა და დიდ ყურადღებას მოითხოვდა. რთული იყო ბოლო ამოცანები, ერთ-ერთი ეხებოდა საქანელას, რომელიც ტრიალებდა და იმის კუთხე უნდა გამოგეთვალა როგორ იყო გაწეული, ასევე უნდა გაგეგო კუთხური სიჩქარე, რადიუსი. მეორე ამოცანა იყო სანთელსა და ეკრანს შორის ლინზა იყო სანთლის ალი 5 მილიმეტრი სიმაღლის და უნდა გაგეგო ლინზის სიმძლავრე, სხვა კითხვები აღარ მახსოვს”,- გვითხრა ანანომ.

კიდევ ერთი აბიტურიენტის აზრით საკითხები საკმაოდ არეული იყო. ამოცანის კითხები კი ერთმანეთზე იყო დამოკიდებული და თუ რომელიმეს პასუხს ვერ გაცემდი შეიძლება ამის გამო სხვა კითხვაზეც ვერ გეპასუხა.

“საკმაოდ არეულად იყო საკითხები, შუაში ცხრილები იყო მოცემული დენის ძალასა და ძაბვაზე წერტილები იყო დასმული და შესაბამისი კითხვებზე უნდა გაგეცა პასუხი. ასევე იყო სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი და უნდა გაგეგო ზოგან მანძილი, ზოგან აჩქარება. სხვადასხვა ტიპის კითხვები იყო. ასევე იყო ლინზებზე ფოკუსი და რამდენიმე კითხვაზე უნდა გაგეცა პასუხი, ოღონდ ყველა კითხვა იყო ლინზაზე, რომელიც სინათლეს კრეფს. საკმაოდ რთული იყო ბოლო ამოცანები, რამდენიმე კითხვაა დასმული. იწყება მარტივით და მერე რთულდება. ეს კითხვები ძირითადად ერთმანეთზეა დამოკიდებული და თუ ერთ-ერთი ვერ გააკეთე შეიძლება ამის გამო სხვა კითხვასაც ვერ გასცე პასუხი”,- გვითხრა 147-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

ამავე თემაზე:

როდის დაიწყება 2018 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება და დადგინდება ვარიანტების სირთულე?

როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტთა შედეგები ქართულში და რა ჩაითვლება შეცდომად ტექსტის რედაქტირების დავალებაში

2018 წლის ზოგადი უნარების ტესტების სკანირება დაიწყო – როდის გამოქვეყნდება შედეგები

„უცხო ენაში 2018 წლის აბიტურიენტთა ცოდნის დონე საშუალო ან საშუალოზე დაბალია”


Viewing all articles
Browse latest Browse all 14617

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>