2018-2019 სასწავლო წლისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა აცხადებს მიღებას 340 ვაკანტურ ადგილზე. მიღება ცხადდება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
- ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი) – 200 ვაკანტური ადგილი – B ტიპის ტესტი
- ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურ ენაზე) Business Administration (Eng) – 50 ვაკანტური ადგილი – B ტიპის ტესტი
- ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი – 30 ვაკანტური ადგილი – B ტიპის ტესტი
- საზოგადოებრივი ურთიერთობები – 60 ვაკანტური ადგილი – A ტიპის ტესტი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ასევე ცხადდება მიღება 2018-2019 სასწავლო წლისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში,120 ვაკანტურ ადგილზე. მიღება ცხადდება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
- კერძო (ბიზნეს) სამართალი – 45 ვაკანტური ადგილი – C ტიპის ტესტი
- საჯარო სამართალი და პოლიტიკა – 35 ვაკანტური ადგილი – C ტიპის ტესტი
- სისხლის სამართალი – 40 ვაკანტური ადგილი – C ტიპის ტესტი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.