2018 წელს ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგები დღეს გახდა ცნობილი. გარდა ამისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული გამოცდის შეფასების სქემა გაასაჯაროვა.
შეგახსენებთ, რომ წელს ეროვნულ გამოცდებზე 38 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. აქედან უნარების გამოცდაზე 13%-ზე მეტი ჩაიჭრა, ხოლო უცხოურ ენებში – 6%-ზე მეტი.