Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14748

„სტუდენტური დღეები 2019“-ის ფარგლებში გორის უნივერსიტეტში პოეზიის საღამო გაიმართა

$
0
0

4 ივნისს, „სტუდენტური დღეები 2019“-ის ფარგლებში გორის უნივერსიტეტში პოეზიის საღამო გაიმართა. საღამოზე მსმენელის წინაშე წარსდგნენ ახალი თაობის პოეტები დათო ლომაია, ნანიკო სადღობელაშვილი და ქეთი ჯოლბორდი, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებიდან წაიკითხეს, როგორც ძველი, ასევე საზოგადოებისთვის უცნობი ლექსები.

საღამო მუსიკალურად გააფორმეს ნიკო ღვინიაშვილმა, ანი შიოშვილმა და სოფო გოგშელიძემ, რომლებმაც რამდენიმე კომპოზიცია შეასრულეს, მათ შორის ერთერთი კომპოზიცია დათო ლომაიას ტექსტზე არის შექმნილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორის მ/შ, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ხორბალაძე, უნივერსიტეტის ადმნისტრაცია და სტუდენტები.


Viewing all articles
Browse latest Browse all 14748

Latest Images

Trending Articles

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>