Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14768

მშპ-ის ყველაზე მაღალი პროცენტით ზრდა განათლების სფეროზე მოდის –საქსტატი

$
0
0

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე მაღალი პროცენტით ზრდა განათლების სფეროზე მოდის და წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 15 პროცენტზე მეტს შეადგენს.

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი(მიმდინარე ფასებში მლნ.ლარი) განათლების სფეროზე ასე გამოიყურება: 2018 წლის I კვარტალი – 399.6 მილიონი ლარი; 2019 წლის I კვარტალი – 475.6 მილიონი ლარი.
ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან განათლების სექტორისთვის ასე გამოიყურება:

2018 წლის I კვარტალი – 5.9 პროცენტი; 2019 წლის I კვარტალი – 15.7 პროცენტი.

შეგახსენებთ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით წარმოებული საქონლისა და მომსახურების საერთო ღირებულებას გულისხმობს.
მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. წლიური კვლევების შედეგები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური კვლევების მონაცემებისგან. შესაბამისად, აუცილებელი ხდება კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტება წლიური კვლევების მონაცემების გათვალისწინებით.

ა.წ.


Viewing all articles
Browse latest Browse all 14768

Latest Images

Trending Articles

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>