Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14730

თსუ-ის სტუდენტების სამეცნიერო პრაქტიკის ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ვორკშოპი გაიმართა

$
0
0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სამეცნიერო პრაქტიკის ბაზაზე, გრაკლიან გორაზე თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ვორკშოპი გაიმართა. ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში შედგა.

თსუ-ის არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა სკოლის მოსწავლეებს გრაკლიან გორაზე არსებული მუზეუმი დაათვალიერებინა, ჩაუტარა ლექცია საქართველოს არქეოლოგიის შესახებ, აჩვენა გათხრების შედეგად აღმოჩენილი მნიშვნელოვანი არტეფაქტები. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს არქეოლოგიურ გათხრებში.

„ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდები ინტერესდებიან არქეოლოგიით. მნიშვნელოვანია, რომ ინტერესის გაღვივება სკოლის ასაკიდან ხდება. ვფიქრობ, ღონისძიების მონაწილეებს მოეწონათ ისეთი ეროვნული მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლზე ახალ აღმოჩენებში მონაწილეობა, როგორიც გრაკლიანი გორაა. მათ თავად მოიპოვეს არტეფაქტები და თავადვე მიუჩინეს ადგილი საცავში“, – აღნიშნა ვახტანგ ლიჩელმა.

სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ახლადაღმოჩენილი სამარხები, მონაწილეობა მიიღეს თიხის ჭურჭლის რესტავრაციაში, გაეცნენ არქეოლოგიური გათხრების თავისებურებებს.

გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 11 კულტურული ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები – პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და სხვა. თსუ-ის ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი გრაკლიანის უნიკალური წარწერა მაიამის (აშშ) ლაბორატორიამ ძვ.წ. XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა.


Viewing all articles
Browse latest Browse all 14730

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>