Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14776 articles
Browse latest View live

აბიტურიენტთა ისტორიის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა –გამოცდები 2015

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნის ისტორიის შედეგებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგებს აქვეყნებს:

შედეგები

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები (რეიტინგული სია და ინფორმაცია დაფინანსების მოპოვების შესახებ გამოქვეყნდება აგვისტოს ბოლომდე.)

შედეგების გაგება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე  www.naec.ge;  ან   www.online.naec.ge.

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადების მიღება იწარმოებს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე www.naec.ge; online.naec.ge.

გათანაბრება – ხშირად დასმული კითხვები

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური და “ნედლი” ქულა


აბიტურიენტთა მათემატიკის გამოცდის ორივე ვარიანტი თანაბარი სირთულის იყო

$
0
0

2015 წლის ერთიან ეროვნულ გამცდებზე მათემატიკის არჩევითი საგნის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უკვე ცნობილია სტატისტიკური ანალიზიც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ტესტური დავალებების ორივე ვარიანტი დაახლოებით ერთნაირი სირთულის იყო, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ საგანში ქულებთან დაკავშირებით არაფერი არ შეიცვლება და აბიტურიენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გამოეთიშება კონკურსს, თუ მან მინიმალური 15 ქულა დააგროვა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტესტის პირველი ვარიანტი 4767-მა აბიტურიენტმა წერა, საიდანაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (15 ქულა) 72%-მა გადალახა.

მეორე ვარიანტში კი, 4828 აბიტურიენტიდან ზღვარი გადალახა 73,9%-მა. ჯამში, მათემატიკის გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 73,0%-მა ზღვარი გადალახა.

რაც შეეხება უმაღლეს შეფასებას, 59 ქულა მათემატიკის გამოცდის პირველ ვარიანტში მხოლოდ ორმა აბიტურიენტმა მიიღო, ხოლო მეორე ვარიანტში 11-მა.

გამოცდის საშუალო ქულა 23,83-ით განისაზღვრა, საშუალო სირთულე კი 40,39-ს შეადგენს.

მათემატიკის სტატისტიკური ანალიზი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

გეოგრაფია

ზოგადი უნარები

ფიზიკა

სამოქალაქო განათლება

განათლებისა და თავდაცვის სამინისტროები სკოლებში ერთობლივ პროგრამებს განახორციელებენ

$
0
0

ქართული ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.

განათლების სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა და დღეს მინისტრები თამარ სანიკიძე და თინათინ ხიდაშელი საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ სასკოლო კონკურსებს, უზრუნველყოფენ საინფორმაციო საგანმანათლებლო ექსკურსიებსა და სხვა სასწავლო რესურსებს.

„სამუშაო ჯგუფებში მუშაობა უკვე დასრულებულია. დღეს უკვე ჩამოვყალიბდით იმ რამდენიმე პროგრამაზე, რომელსაც ერთობლივად განვახორციელებთ. პროგრამები ძალიან მნიშნველოვანია, მათში შედის არა მხოლოდ კონკურსები და ექსკურსიები, არამედ საგანმანათლებლო რესურსების მომზადება, რომლის სტანდარტიც განათლების სამინისტროს უკვე აქვს. აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში უკვე შესაძლებელი იქნება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რათა სექტემბრიდან უკვე დავიწყოთ მუშაობა,“ – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

პატრიარქი მასწავლებლებს თხოვნით მიმართავს

$
0
0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II მასწავლებლებს თხოვნით მიმართავს, ნუ დაუწერენ თავიანთ მოსწავლეებს ორიანებს.

“მე მინდა ვთხოვო მასწავლებლებს, მე არ ვიცი, თქვენ შეასრულებთ თუ არა ამას, მაგრამ მე მინდა ასეთი ლოცვა-კურთხევა მოგცეთ, რომ არასდროს ორიანი არ დაუწეროთ მოწაფეს. იმიტომ, რომ ყოველი ადამიანი ძალიან ნიჭიერია, გენიალურია და უბრალოდ ჩვენ უნდა მივხვდეთ უნდა გავიგოთ რაშია მისი ნიჭი და ის ნიჭი უნდა გამოვავლინოთ”,- მიმართა პატრიარქმა მასწავლებლებს.

წყარო

ქართველი მოსწავლეები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან 4 მედლით დაბრუნდნენ

$
0
0

ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები (4 მონაწილე) ინფორმატიკის 27-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან (IOI 2015 ყაზახეთი 26 ივლისი-2 აგვისტო ალმაატა) 4 მედლით დაბრუნდნენ. ოთხივე მონაწილე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ამ შედეგით საქართველო ქულათა ჯამური რაოდენობით 84 მონაწილე ქვეყნიდან 30 საუკეთესოთა შორის მოხვდა და ბევრ მასზე დიდ და განვითარებულ ქვეყანას გაუსწრო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ორი ახალბედა მონაწილე იყო. ერთმა მონაწილემ, მეცხრე კლასელმა, გიორგი კლდიაშვილმა პირველად იასპარეზა ორ მათემატიკისა და ინფორმატიკის ოლიმპიადაში და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე, აღსანიშნავია ელენე მაჩაიძე, რომელმაც უკვე მე-5 მედალი აიღო მაღალი დონის საერთაშორისო ოლიმპიადებზე და ამით არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშიც გამოირჩევა. საბოლოოდ, ამ შედეგით საქართველო ქულათა ჯამური რაოდენობით 84 მონაწილე ქვეყნიდან 30 საუკეთესოთა შორის მოხვდა და ბევრ მასზე დიდ და განვითარებულ ქვეყანას გაუსწრო.

ნაკრების წევრები და გამარჯვებულები: ელენე მაჩაიძე – კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;ალექსანდრე ცხოვრებოვი – კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა; გიორგი სხირტლაძე – თბილისის დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი; გიორგი კლდიაშვილი – ნ.ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი.

ჩვენი მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადებზე ღირსეულ მეტოქეობას უწევენ მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს და საუკეთესოთა შორის ხვდებიან. მათ წარმატებებს განაპირობებს მოსწავლეთა ძალისხმევა და მომზადების მაღალი დონე, რასაც სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფს. მოსწავლეებს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მეცნიერთა ჯგუფის წევრები (მწვრთნელები) საერთაშორისო ოლიმპიადების კომიტეტების მიერ დადგენილი პროგრამით ამზადებენ. საქართველოს ნაკრები გუნდის წევრების შერჩევას, წვრთნას და ოლიმპიადებში მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად აფინანსებს.

აბიტურიენტთა ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა –ეროვნული გამოცდები 2015

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნის – ლიტერტურის შედეგებს აქვეყნებს

შედეგები

შედეგების გაგება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე  www.naec.ge;  ან   www.online.naec.ge.

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადების მიღება იწარმოებს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე www.naec.ge; online.naec.ge.

აბიტურიენტთა ბიოლოგიის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა – ეროვნული გამოცდები 2015

გათანაბრება – ხშირად დასმული კითხვები

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური და “ნედლი” ქულა

აბიტურიენტთა ბიოლოგიის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა –ეროვნული გამოცდები 2015

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნის – ბიოლოგიის შედეგებს აქვეყნებს

შედეგები

შედეგების გაგება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე  www.naec.ge;  ან   www.online.naec.ge.

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადების მიღება იწარმოებს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე www.naec.ge; online.naec.ge.

გათანაბრება – ხშირად დასმული კითხვები

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური და “ნედლი” ქულა

ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღება 6 აგვისტოს დაიწყება –პროცედურები

$
0
0

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაცია და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ტექნიკური აპელაცია 6 აგვისტოდან დაიწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 6 აგვისტოს 09:00 საათიდან 12 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge

შესაბამისად, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლა 12 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური:

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

ერთი გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება).

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) სერია და ნომერი.

გამოცდის შედეგის აპელირების საფასურის გადასახადს ემატება ბანკის საკომისიო გადასახადი:

1) საქართველოს ბანკის სერვის ცენტრები – 0,5 ლარი;
2) ვებგვერდზე ipay.ge – 1 ლარი;
3) “აიფეის” აგენტების ქსელში (საჯარო რეესტრის სააგენტოებში) – 0.5 ლარი;
4) “საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – 1 ლარი;
5) საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – 1 ლარი.

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც აბიტურიენტს/სტუდენტს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს.
გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი.

მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს “შესვლა” და იწყებთ თქვენთვის სასურველი საგნის შერჩევას გამოცდების ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, საგანს ვერ აირჩევთ).

საგნის მითითების შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები, რომელთა გასაჩივრებასაც აპირებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.

ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა. გაითვალისწინეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს “გაგზავნა”. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

გაითვალისწინეთ, ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნოთ განაცხადი.

განაცხადი ასევე გაიგზავნება თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (ეს ველიც სავალდებულოა და უნდა შეივსოს, შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც რეგისტრაციისას გამოყენებული, ისე სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართი).

განაცხადების მიღება შეწყდება 12 აგვისტოს 18:00 საათზე.


ფაკულტეტების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა 12 აგვისტოს 18:00 საათზე შეწყდება

$
0
0
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 აგვისტოს 18:00 საათამდე შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ, დაამატოთ, შეცვალოთ ფაკულტეტი.
  • ცვლილების განსახორციელებლად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს www.naec.ge ან  online.naec.ge. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის განკუთვნილ ფანჯარაზე დაჭერის შემდეგ კი შესაბამის გრაფაში შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ ფოსტაზე მიღებული პაროლი.
  • თუ არ გახსოვთ პაროლი, ელექტრონული ფოსტის შეყვანის შემდეგ დააჭირეთ შეხსენების ბმულს (“თუ თქვენ არ გახსოვთ თქვენი პაროლი…”), რის შემდეგაც მიიღებთ ახალ პაროლს ელექტრონულ ფოსტაზე.
  • ფაკულტეტის (პროგრამის) დამატებისას კურსორი უნდა დააყენოთ იმ არჩევანზე (პროგრამაზე), რომლის შემდეგაც გსურთ პროგრამის (ფაკულტეტის) დამატება.
  • იმ შემთხვევაში, თუ ახალი პროგრამის დამატება პირველ ნომრად გსურთ, დააყენეთ კურსორი პირველ არჩევანზე, დაამატეთ პროგრამა, შემდეგ წაშალეთ პირველ ნომრად მითითებული ფაკულტეტი, რის შემდეგაც ახლადარჩეული პროგრამა განაცხადში პირველი აღმოჩნდება. იმ პროგრამის დამატებას, რომელიც წაშალეთ, ანალოგიური წესით შეძლებთ.
  • გაითვალისწინეთ, თუ ფაკულტეტს დაამატებთ კურსორის კონკრეტულ პროგრამაზე დაყენების გარეშე, სისტემა ავტომატურად დაამატებს მას ბოლო პოზიციაზე.
  • ცვლილებების შეტანის შემდეგ აუცილებლად დააჭირეთ შენახვის ღილაკს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები განაცხადში არ აისახება!

შეგახსენებთ, რომ ელექტრონულ განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები

ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღება 6 აგვისტოს დაიწყება – პროცედურები

ქართულ ენასა და ლიტერატურაში რთულ ვარიანტად I დასახელდა, ისტორიაშიც რთულია I

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ტესტებში რთულ ვარიანტად I ვარიანტი დასახელდა, ისტორიაშიც I, ხოლო უცხოური ენების ინგლისურის 2 ორი ვარიანტი დაახლოებით თანაბარი სირთულის იყო – “ინგლისურში მეორე ვარიანტი არის შედარებით მარტივი, დანარჩენი ორი თითქმის თანაბარი სირთულისაა”.

ცენტრის ინფორმაციით, რთული ვარიანტის დამწერი აბიტურიენტი სკალირების დროს მაღალ კოეფიციენტს მიიღებს.

იხილეთ სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით:

სტატისტიკური ანალიზი ემყარება პირველად შედეგებს

აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. ამის გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთაც გამსვლელი “ნედლი” ქულა ვერ მიიღეს, მაგრამ მათი გათანაბრებული ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე მეტი აღმოჩნდა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ)

ქართული ენა და ლიტერატურა

მათემატიკა

ზოგადი უნარები

უცხოური ენები

ისტორია

გეოგრაფია

ბიოლოგია

ქიმია

ფიზიკა

სამოქალაქო განათლება

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური და გამსვლელი “ნედლი” ქულა

ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის ვადები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო და ერთსაფეხურიან პროგრამებზე 2015-2016 სასწავლო წელი იწყება 14 სექტემბერს, ხოლო უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე – 28 სექტემბერს.

ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწყება 17 აგვისტოს და გაგრძელდება 29 აგვისტოს ჩათვლით. 31 აგვისტოდან დაიწყება აკადემიური რეგისტრაცია, მათთვის ვისაც გავლილი ექნება ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გაეხსნება სასწავლო პროცესის მართვის სისტემა „გონი“.

„ან სკოლაშია რეალურად ცუდად საქმე, ან ტესტები იყო ქართულში წელს ოდნავ უფრო რთული“

$
0
0

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. როგორც Aris.ge-განათლებას ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა ჯამბურიამ განუცხადა,  ტესტის შედეგებით ირკვევა, რომ წლევანდელი საგამოცდო ტესტები წინა წლის ტესტებთან შედარებით რთული იყო.

რაც შეეხება სირთულეებს ვარიანტების მიხედვით, ჯამბურიას ინფორმაციით, ჯერ არ გარკვეულა რომელი ვარიანტები იყო შედარებით რთული და რომელი მარტივი, რადგან აპელაცია სურათს შეცვლის.

,,ამის თქმა ჯერ ნაადრევია, წინ აპელაციის პროცესია. აპელაცია კი სტატისტიკურ მონაცემებს ცვლის. აპელაციის მიერ დადებული შედეგების შემდეგ გაირკვევა რომელი ვარიანტი იყო უფრო რთული და რომელ ვარიანტებში დაიწევს გამსვლელი ქულა. სააპელაციო განაცხადების  მიღება სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ დაიწყება და მიღებიდან ხუთ დღეში დაიწყება გასწორება. კომისიის კომპეტენიციაში და ობიექტურობაში ეჭვის შეტანაც არ ღირს,”- განაცხადა კახა ჯამბურიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩაჭრის მაჩვენებელი, ანუ იმ აბიტურიეტების რიცხვი ვინც ამ დროისთვის დათქმული ბარიერი ვერ გადალახა დაახლოებით 7%-ია. 

რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი საკითხი უფრო რთული იყო – ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი შემდეგი შინაარსის პასუხს სცემს:

,,გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობდნენ, რომ გამოცდა მარტივი იყო, თუმცა სტატისტიკა ახლა სხვა რამეს გვეუბნება. შედეგები გვიჩნებს, რომ ან სკოლაშია რეალურად ცუდად საქმე, ან ტესტები იყო ოდნავ უფრო რთული წინა წლების ტესტებთან შედარებით. ის რომ ტესტი ადვილად შესასრულებადი იყო ეს უფრო ილუზიაა  ვიდრე რეალობა. თუმცა ძალიან ბევრი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდვებული ახალგაზრდა გამოვლინდა და საუკეთესო ნამუშევრებს აუცილებლად განვასაჯაროებთ. ბევრი პედაგოგი ამბობდა: ,,გურამიშვილი არ იძლევა შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის საშუალებასო”. თუმცა ეს მცდარი აზრია და ბევრი ძალიან საინტერესო ანალიზი დაიდო. ტრადიციულად, აბიტურიენტებს უჭირთ თხზულების ანალიზი. ლიტერატურული ანალიზის ნაწილში სადაც ორი მხატვრული ტექსტია, აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს ერთი და დაწეროს კომენტარი. წლების მანძილზე სულ ასეა – ეს ნაწილი უჭირთ. კარგი იქნება თუ უფრო მეტ ყურადღებას პედაგოგები მოსწავლის ანალიზის უნარის განვითარებასა და წერის კულტურას დაუთმობენ,”- განაცხადა ჯამბურიამ.

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვი

„ამას ვერაფრით ვერ მოვუწონებ ეროვნული გამოცდების ტესტის შემდგენელთ..“

ეკა არის© წივწივაძე

რა საფრთხეებს ხედავენ სპეციალისტები სკოლებში სამხედრო სწავლების შემოღების ინიციატივაში?!

$
0
0

სკოლის მოსწავლეებს სრულიად ახალი საგნის სწავლა მოუწევთ. საქართველოს საჯარო სკოლებში სამხედრო სწავლების დანერგვა იგეგმება. შესაბამისი ინიციატივა თავდაცვის სამინისტრომ გააჟღერა.

ინიციატივა რამდენიმე ნაწილისგან შედგება – მათ შორის ერთ-ერთია თეორიული კურსი და სპიკერების პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ ორატორული ნიჭით გამორჩეული სამხედრო მოსამსახურეები სკოლებში ლექციებს წაიკითხავენ და მოსწავლეებს თანამედროვეობის  იმ გმირებზე მოუყვებიან, რომლებიც ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ.

საზოგადოების ნაწილს, მათ შორის სამხედრო თუ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს, კითხვებიც გაუჩნდა პროგრამის პრაქტიკულ ნაწილზე. კერძოდ კი იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ბავშვების კონტაქტი იარაღთან.

რამდენად მიზანშეწონილია ამ ტიპის დისციპლინის დანერგვა საგანმანათებლო დაწესებულებებში, ამ შეკითხვით განათლების საკითხების სპეციალისტს შალვა ტაბატაძეს მივმართეთ. როგორც მან Aris.ge-განათლებას განუცხადა, განათლების სფეროს არმცოდნე ადამიანებმა, რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭირონ თავი განათლების სისტემისგან. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში,  არაკომპეტენტურური ინიციატივებით ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სისტემა კიდევ უფრო სავალალო დღეში აღმოჩნდება.

როგორც ტაბატაძე ამბობს, ეს  არასერიოზული ინიციატივაა და მისთვის კატეგორიულად მიუღებელია სკოლებში სამხედრო სწავლების დანერგვა.

შალვა ტაბატაძე„განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობა იმდენად პოლიტიკურად სუსტი და რეფორმების თვალსაზრისით არაფრისგამკეთებელია, მზად არის აიტაცოს მასზედ პოლიტიკურად უფრო გავლენიანი ჯგუფის ნებისმიერი ინიაციატივა და ამით საკუთარ „უმოქმედობას“ „ ქმედითუნარიანობის“ ელფერი შესძინოს. რაც შეეხება უშუალოდ  საკითხს, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არის არასერიოზული ინიციატივა, რომელიც  ეკუთვნით ადამიანებს, რომელთაც არავითარი ცოდნა, ხედვა და კომპეტენცია განათლების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. საკითხი ძალიან მარტივად დგას, პარტიოტიზმი, თავისუფალი და და დამოუკიდებელი აქტიური მოქალაქის ფორმირება, რომელიც მზად იქნება პოლიტიკური, კულტურული, სოციალური და ეკონომიკური მონაწილეობისთვის და ქვეყნის მდგრადი განვითარების, ხელშეწყობისთვის“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას შალვა ტაბატაძემ.

სპეციალისტის პოზიციით, მოქალაქე, რომელიც შეძლებს ინფორმაციულ საზოგადოებაში ადაპტირებას და პროაქტიურობას, მრავალფეროვან და გლობალ სამყაროში ეფექტურ კომუნიკაციას და თანაცხოვრებას, მთლიანად სასკოლო განათლების სისტემამ უნდა გაზარდოს და არა რომელიმე კონკრეტული საგნის სწავლებამ.

„ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილ ცოდნას, უნარებს და კომპეტენციებს მოსწავლეების უნდა იძენდნენ სხვადასხვა აკადემური საგნის სწავლებისას, ისევე როგორც „ფარული კურიკულუმის“ ანუ სკოლის შიგნით არსებული სასკოლო ცხოვრებით და არა რომელიმე კონკრეტული საგნის სწავლებით. არ შეიძლება ყველა კომპეტენციისთვის, რაც არის ან გამჭოლი კომპეტენცია ან ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით განსაზღვრული მიზნები, ცალკეული საგნების სწავლებით მიიღწეოდეს. სწორედ აქ არის არასწორი ხედვა თანამედროვე განათლების სისტემის. ცალკეული საგნების სწავლებით ვერ მიიღწევა ის მიზნები, რაც ამ ინიციატივის ავტორებს სურთ, ეს მთლიანი განათლების სისტემის და სასკოლო ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს და არა ამოვარდნილი საგნის სწავლების შედეგად მისაღწევი მიზანი. ამ ლოგიკას და ტენდენციას  რომ გავყვეთ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში საგნების ჩამონათვალმა ძალიან სასაცილო ხასიათი შეიძლება მიიღოს. სასაცილო ხასიათს მიიღებს ამ საგნების მასწავლებელთა ჩამონათვალი, მათი რაოდენობა, ამ მასწავლებლების სტანდარტები, მათი პროფესიული განვითარება დ კარიერული ზრდა, მათი მომზადების პროგრამები უმაღლეს სასწავლებლებში და და საკმაოდ მძიმე აღმოჩნდება მთელი ამ პროცესისთვის დახარჯული  ისედაც მწირი სახელმწიფო რესურსები“,- აღნიშნა ტაბატაძემ.

შალვა ტაბატაძე განათლების სამინისტროს რჩევასაც აძლევს და აცხადებს, რომ  უწყებამ  მსგავსი ინიციატივების განხორციელების ნაცვლად, სერიოზულად უნდა იფიქროს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი განათლების სისტემის რეფორმირებაზე.

„და თუ ამ სისტემის რეფორმირების უნარი არ გააჩნიათ, მსგავს შემოდგებულ ინიციატივებს სერიოზულ საგანმანათლებლო რეფორმების განსახილველ საკითხებად ნუ შეასაღებენ საზოგადოებას. განათლების სისტემა სერიოზულ რეფორმებს მოითხოვს და ასეთი ინიციატივების განსახილველად და განსახორციელებლად არც დრო და არც ადამიანური თუ ფინანსური რესურსი არ უნდა იხარჯებოდეს“,- განმარტა შალვა ტაბატაძემ.

2თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას აკრიტიკებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილიც. როგორც ის აცხადებს, მიუღებელია საჯარო სკოლებში სამხედრო კომპონენტის შეტანა, რადგან ეს მოსწავლეების ცნობიერებაზე უარყოფითად აისახება.

„სულელურ გადაწყვეტილებებს იღებენ, ან ძველი გადაწყვეტილების ქოლგის ქვეშ მუშაობენ. ვიღაც ახალი მოვა და ახალ სიბრძნეებს აფრქვევს და ჩვენ უნდა ვუსმინოთ?! მერე გავიდეს დრო, დაიხარჯოს ფინანსური რესურსები და ჩვენ ვუყუროთ შორიდან. მერე სხვა მოვა და ის იტყვის თავის სიტყვას, მსოფლიოში და სამყაროში ერთაერთ საქართველოს არ უნდა ეღირსოს პროფესიონალთა გუნდი. 10 წლით მაინც, მინიმუმ, ლიდერები, დამოუკიდებლები, თავისუფლები, რომლებიც იშრომებენ და საქმეს გააკეთებენ?“,- აცხადებს თამარ მოსიაშვილი.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე კი, თემის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ თუ შესაბამისი ექსპერტების საბჭო დაადგენს და თავდაცვის სამინისტროს მიმართავს, უწყება მზად არის, აღნიშნული კურსის დასანერგად სათანადო ღონისძიებები გაატაროს

„თუ სპეციალისტები  გვეტყვიან  და გვთხოვენ,  რომ ქვეყანას გამოწვევებიდან გამომდინარე ეს ცოდნა სჭირდება, თავდაცვის სამინისტრო რა თქმა უნდა მზად არის, რომ ამ ცოდნის მიწოდება განახორციელოს. მე პირადად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვფიქრობ, რომ ჩვენ მოქალაქეების და ახალგაზრდების დონეზე ნამდვილად გვჭირდება გადაუდებელი, კრიზისული სიტუაციებისათვის უკეთესი მზადება, უფრო ინტენსიური მზადება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ,  13 ივნისის მოვლენებმა ძალიან კარგად აჩვენა რომ ეს საჭიროა“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

a36850bდოლიძის თქმით, ინიციატივას საფუძვლად უდევს იმის აღმოჩენა, რომ ძალიან ხშირად საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში, რომლებითაც სკოლებში ისტორია ისწავლება, გამორჩენილია ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ქართველი გმირების შესახებ.

“უფრო კონკრეტულად 2008 წელს დაღუპული პირების შესახებ, რომლებმაც გამოავლინეს გმირობა, მაგალითად გიორგი ანწუხელიძე. ჩვენი ინიციატივა იყო ისტორიის სახელმძღვანელოებში, უფრო დაზუსტებულიყო მათი გმირობის ისტორია. მე მგონი უდავოა, რომ საჭიროა ჩვენს მომავალ თაობებს ვასწავლოთ ის განსაკუთრებული ზნეობრივი საქციელი, რომელიც ამ პირებმა ჩაიდინეს. მაგრამ ამის გარდა ჩვენ ვფიქრობდით, რომ ყოფილიყო როგორც არჩევითი საგანი, მაგალითად სამხედრო და თავდაცვის ისტორია. ეს იქნებოდა საგანი, სადაც საკუთარი სურვილით სტუდენტები, მოსწავლეები აირჩევდნენ ესწავლათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის განვითარების ისტორია”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

სკოლებში სამოქალაქო თვდაცვა და უსაფრთხოება უკვე ისწავლება. განათლების მინისტრი ამბობს, რომ სამხედრო ელემენტების დამატების აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა დისკუსიისთვის მზად არის.

„ჩვენ ვიცით, რომ აქამდეც იყო ეს განათლება. 2002 თუ 2003 წლამდე იყო, შემდეგ ეს ამოიღეს. გარკვეული თვალსაჩინოებები იყო სკოლებში შენარჩუნებული და 2007 წელს ესენიც გააუქმეს. საინტერესოა ვნახოთ – რა შედეგი გვქონდა იმისგან?“,- განაცხადა თამარ სანიკიძემ.

irakli_sesiashvili_21732საკითხზე კომენტარი გადაწყვეტილების მიმღები, საკანონმდებლო  ორგანოს წარმომადგენელმაც გააკეთა. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ წარსულში არსებულ სამხედრო სწავლებას არავითარი შედეგი არ გამოუღია. ის საერთშორისო კონვენციებს იშველიებს და ამბობს, რომ საჯარო სკოლაში იარაღის შეტანა მიზანშეწონილი არ არის.

„მე პირიქით, მოვუწოდებდი, რომ სკოლის მოსწავლეები წაიყვანონ სამხედრო ნაწილში, დაათავლიერებინონ რა ხდება იქ, ანახონ ჯარისკაცული ცხოვრება. მე ამის მომხრე უფრო ვარ, ვიდრე იმისა, რომ ამ კურსებს ერთმნიშვნელოვნად სამხედრო გაკვეთილის ფრომა მივცეთ“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სკოლის მოსწავლეების სამხედრო მომზდებას ამ ეტაპზე პრიორიტეტულად არ მიიჩევს სამხედრო საკითხების სპეციალისტი ბათუ ქუთელიაც და თვლის, რომ ყველა სამინისტრომ უშუალოდ მის კომპეტენციას მიკუთვნებული ქტივობები უნდა განახორციელოს.

219659„განათლების სისტემას აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტები აქვს და უმჯობესია თანხები და რესურსები ამაზე დაიხარჯოს. თავდაცვის სმაინისტროს აქვს ძალიან ბევრი პრობლემა მოსაგვარებელი და ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა კონცენტრირდეს და ეს უნდა იყოს პოლიტიკის პრიორიტეტი“,- განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

სამხედრო სწავლების შესაძლო აღდგენის თაობაზე განცხადება თავდაცვის მინისტრმა ქუთაისში, კადეტთა ლიცეუმში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. თავდაცვის სამინისტრო მომავალში თემის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას  ექსპერტების ჩართულობით აპირებს.

უნდა აღდგეს თუ არა სამხედრო სწავლება სკოლებში? – საკითხზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მიიღება. მანამდე კი განათლებისა და თავდაცვის სმაინისტროები უფრო მჭიდრო თანამშრომლობას იწყებენ.  ქართული ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით ორი უწყება ერთობლივ პროგრამებს განახორციელებს, რომელიც უახლოეს მომავალში სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმით გამყარდება.

გიორგი არის© ხურცია

ინგლისურ ენაში ბარიერი სამივე ვარიანტისთვის ერთი იქნება

$
0
0

ინგლისურ ენის საგამოცდო ტესტის სამივე ვარიანტი 99%-ით თანაბარი სირთულის იყო. ეს განცხადება Aris.ge-განათლებასთან საუბარში უცხოური ენების საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსუდან ტყემალაძემ გააკეთა. მისი ინფორმაციით,  სავარაუდოდ,  გამსვლელი ქულა ყველა ვარიანტისთვის ერთი და იგივე იქნება.

,,ნედლი ქულები უკვე გამოქვეყნდა. სამივე ვარიანტი სირთულის დონის მიხედვით 99% ერთმანეთთან ახლოსაა. ძალიან სკრუპულოზურად თუ შევხედავთ, მესამე ვარიანტი იყო ოდნავ რთული. თუმცა ძალიან უმნიშვნელოდ.  ყოველ წელს ასეა – ტესტები ვარიანტების მიხედვით თანაბარი სირთულისაა,  ვნახოთ სკალირება რას იზამს. ეს ტექნიკური მხარეა. თუმცა  მე რასაც ვხედავ  იქიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ბარიერი ყველა ვარიანტისთვის ერთი და იგივე ქულა იქნება,”- განაცხადა რუსუდან ტყემალაძემ.

მისივე ინფორმაციით, წელს შარშანდელთან შედარებით ჩაჭრის მაჩვენებელი უფრო ნაკლებია – ოთხივე უცხო ენაში 8%.

,, პირველადი მონაცემებით, ბარიერი სულ 8%-მა ვერ გადალახა. ინგლისური 7,7%-მა.  ეს ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. აქვე გეტყვით, რომ წელს უფრო მაღალი ქულები დაიწერა ვიდრე წინა წლებში. გაცილებით მეტი 100 ქულიანი გვყავს. დაახლოებით 700 აბიტურიენტმა მიიღო თემის დაწერაში უმაღლესი შეფასება – 16 ქულა. ვინც თემას კარგად წერს, როგორც წესი, მას არც სხვა დავალებები უჭირს,”- აღნიშნა უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა.

ტყემალაძის თქმით, შედეგების მიხედვით, აბიტურიენტებს არ გასჭირვებიათ მოსმენის ნაწილის დავალებების შესრულება მიუხედავად იმისა, რომ ის შარშანდელთან შედარებით გართულებული იყო, თუმცა ტრადციულ პრობლემად რჩება თემის წერა.

რაც შეეხება სხვა უცხოურ ენებს, რუსუდან ტყემალაძის თქმით, გერმანული, რუსული და ინგლისური ენების ჩამბარებლების შედეგები ერთმანეთთან ახლოსაა. თუმცა ფრანგულ ენაში აბიტურიენტები უფრო დაბალ ქულებს იღებენ.

აპელაციის პროცესთან დაკავშირებით კი რომელიც დღეს დაიწყო –  უცხო ენების ჯგუფის ხელმძღვანელი აბიტურიენტების მშობლებს ურჩევს, განაცხადი მხოლოდ განაცხადისთვის არ შევასონ. კარგად შეისწავლონ აბიტურიენტის ნაშრომი და მხოლოდ კონკრეტული დარღვევის შემთხვევაში მიმართონ კომისიას.

ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღება 6 აგვისტოს დაიწყება – პროცედურები

ფაკულტეტების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა 12 აგვისტოს 18:00 საათზე შეწყდება

ეკა არის© წივწივაძე

დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის განათლების სამინისტროში კომპიუტერების რეზერვი არ არის

$
0
0

დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის სამინისტროში კომპიუტერების რეზერვი ამ ეტაპზე არ არის. ამის მიუხედავად, როგორც Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განუცხადა, პერსონალური კომპიუტერის გარეშე დაწყებითი კლასის არც ერთი დამრიგებელი არ დარჩება.

თუმცა რა სახის კომპიუტერებს მიიღებენ მასწავლებლები ახალი სასწავლო წლისთვის, ჯერ უცნობია.

,,აუცილებლად შევიძენთ პედაგოგებისთვის კომპიუტერებს. ამ ეტაპზე არ ვიცი ეს იქნება პერსონალური თუ ისეთივე, როგორებსაც პირველკლასელებს დავურიგებთ. თუმცა არც ეს უკანასკნელი არაფრით ჩამოუვარდება სტანდარტებს. ცალსახად გიპასუხებთ, რომ არც ერთი დაწყებითი კლასის დამრიგებელი არ და ვერ დარჩება კომპიუტერების გარეშე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავარდება ის ქსელური და საკლასო სამუშაო პროცესი, რომელსაც ისინი ბავშვებთან ერთად ახორციელებენ,”- განაცხადა თამარ სანიკიძემ.

პირველკლასელებს ახალ სასწავლო წელს Lenovo-ს გაუმჯობესებული ნეტბუკები გადაეცემათ

ეკა არის© წივწივაძე


ილიაუნის სტუდენტმა მოჭადრაკეთა საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

$
0
0

თბილისის ჭადრაკის სასახლეში 20-წლამდელ მოჭადრაკეთა საქართველოს ჩემპიონატი დამთავრდა, სადაც ილიაუნის სტუდენტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

უნივერსიტეტის ცნობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნანი უნაფქოშვილი პირველი ტურიდანვე დაწინაურდა, მაგრამ ბოლო ტურში განცდილი მარცხით უახლოეს კონკურენტებს ჩამორჩა.

საბოლოოდ, ნანი უნაფქოშვილმა მესამე ადგილი მოიპოვა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ილიაუნის სტუდენტმა მეკლდეურობაში 2 ოქროს მედალი მოიპოვა

$
0
0

ყაზბეგში მესამედ გაიმართა ვახტანგ ქირიკაშვილისა და თამაზ წიკლაურის მემორიალი მეკლდეურობაში, სადაც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტმა ერთდროულად ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

“შეჯიბრებაში სხვადასხვა კუთხის 70 წარმომადგენელი მონაწილეობდა. გოგონებში ყველას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა სალომე მეშველიანმა აჯობა. მან სწრაფი და რთული ცოცვის სახეობებში პირველი ადგილი დაიკავა”,- აცხადებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თამარ სანიკიძე: „იმ ახალგაზრდების ადგილი, ვინც უმაღლეს სასწავლებელში  არ მიდის, კოლეჯშია და არა ქუჩაში”

$
0
0

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. ზუსტი მონაცემები, რამდენი აბიტურიენტი გამოეთიშა კონკურსს ჯერ უცნობია. თუმცა ცალკეულ საგნებში ჩაჭრილთა პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე, საუბარია დაახლოებით ათასობით ახალგაზრდაზე. მათ ვისაც ერთი წლის გამოტოვება არ სურს, სახელმწიფო სექტემბრიდან სწავლის კიდევ ერთ საშუალებას პროფესიული სასწავლებლების  სახით სთავაზობს.

“იმ სტუდენტების (ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილი აბიტურიენტების) ადგილი, ვინც უმაღლეს სასწავლებელში  არ მიდის, კოლეჯშია და არა ქუჩაში. ეს შანსი ყველამ უნდა გამოიყენოს, მითუმეტეს, რომ საჯარო კოლეჯებში სწავლა სტუდენტებისთვის უფასოა და სწავლის ხარისხი ყოველწლიურად იზრდება. თუმცა იმასაც ვიტყვი, პროფესიული სასწავლებლები იმდენად ვითარდება, რომ აუცილებელი არ არის მხოლოდ ჩაჭრილი აბიტურიენტები დაინტერსდნენ. პროფსასწავლებლები ეს არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ”, – განაცხადა Aris.ge-განათლებასთან საუბარში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში სულ 20 საჯარო პროფესიული სასწავლებელია, სასწავლო პროგრამა კი 150. რაც შეეხება დაინტერესებას, მინისტრის ინფორმაციით, ,,პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამ სფეროთი საზოგადოების დაინტერესება, რასაც პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა და მათი დასაქმების მაჩვენებელი მოწმობს ”.

ბოლო ჩარიცხვისას პროფესიულ სასწავლებლებში 12 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა.

რაც შეეხება შედარებას საჯარო და კერძო პროფსასწავლებლებს შორის, თამარ სანიკიძე ამბობს, რომ მიმართვიანობა საჯაროში გაცილებით მაღალია, ხოლო ხარისხი კერძოსას არაფრით ჩამოუვარდება.

დღეს თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს პროფესიულ სასწავალებლებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო.

2013 წლიდან დღემდე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 9 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. ამისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო და დაიხარჯა  5 მილიონ 607 772 ლარი.  სრული რეაბილიტაცია ძირითადად რეგიონებში მდებარე პროფ სასწავლებლებს ჩაუტარდათ (წალენჯიხა, სენაკი, მესტია, ახალციხე, ალვანი დედოფლისწყარო, ქუთაისი ბაღდათი, მცხეთა).

ნაწილობრივი რეაბილიტაცია  ჩაუტარდა 8 პროფ სასწავლებელს.

რაც შეეხება მშენებლობას, აშენდა 1 საერთო საცხოვრებელი და ერთი პროფ სასწავლების სასწავლო კორპუსი.

5 487 222 ლარი გამოიყო იმისთვის, რომ ხუთი პროფესიული სასწავლებლის შშმ პირებზე ადაპტირება მომხდარიყო.

მესტიაში მდებარე პროფ სასწავლებლის საერთო საცხვრებლის მშნებლობა რომელიც 50 კაცზეა გათვლილი სამინისტროს 2.000.00 ლარი უჯდება.  გურჯაანში მდებარე 300 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის ნაწილობრივი რეაბილიტავია  88 184 ლარი, ხოლო ქუთაისში მდებარე  ,,იბერიას”  100 კაციანი საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაცია 735 000 ლარი.

26 პროფესიული პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად უკვე განსაზღვრულია, რომ  უწყება სექტემბრამდე  2 მილიონ 637  321 ლარს დახარჯავს.

პროფესიული მიმართულება ერთ-ერთია სამიდან, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახორციელებს. ცალკე პროექტებს პროფსასწავლებლებისთვის ფონდი მეორე კომპაქტის ფარგლებში განახორციელებს. თუმცა როგორც მინისტრმა Aris.ge-განათლებას  განუცხადა, ფონდი თანხებს პროფსასწავლებლების ინფრასტრუქტურულ ნაწილზე არ გამოყოფს.

რაც შეეხება ჩარცხვის პროცესს- ჩარიცხვები სექტემბერში გამოცხადდება. აპლიკანტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებლი ტესტების ჩაბარება იმ უნარებში მოუწევს, რა სპეციალობაშიც პროფესიული სწავლების გაგრძელებას გეგმავს სასწავლო პროცესი კი ოქტომბრიდან დაიწყება.  პროფესიულ განათლებას საქართველოში სახელმწიფო სრულად აფინანსებს, ასაკობრივი შეზღუდვა კი არ არებობს.

ეკა არის© წივწივაძე

იქნება თუ არა წელს მეორადი ჩარიცხვები –რა პასუხი აქვს განათლების მინისტრს

$
0
0

აბიტურიენტებისთვის მეორადი ჩარიცხვები წელს არ განხორციელდება. ამის შესახებ Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სექტემბრიდან თავისუფალი  და მეორადი ჩარიცხვებისთვის საჭირო დრო არ ექნება.

,,მეორადი ჩარიცხვები წელს ფიზიკურად ვერ განხორციელდება. წელს სექტემბრიდან პედაგოგთა სქემის  განხორციელებას ვიწყებთ და ყოველი დღე ძვირფასია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის. ამასთანავე, სექტემბრიდან დაიწყება პროფესიული განათლებაზე განაცხადების მიღება. აქედან გამომდინარე, მეორადი ჩარიცხვები წელს ვერ განხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ აბიტურინეტები ხშირად არ ემორჩილებიან და არღვევენ წესებს, მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ, თუმცა წელს ამის საშუალება არ გვაქვს,”- განაცხადა მინისტრმა.

თამარ სანიკიძე: „იმ ახალგაზრდების ადგილი, ვინც უმაღლეს სასწავლებელში არ მიდის, კოლეჯშია და არა ქუჩაში”

ეკა არის© წივწივაძე

ფრანკფურტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ახალ ფაზაში გადავა

$
0
0

ფრანკფურტის გოეთეს სახ. უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის შემდგომი განვითარებისა და ქართველოლოგიის ევროპასთან სამეცნიერო ინტეგრაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი იოსტ გიპერტი და პროფესორი მანანა თანდაშვილი მონაწილეობდნენ.

განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის და ზოგადად, კავკასიოლოგიის განვითარების შესახებ დიგიტალური ჰუმანიტარიის კონტექსტში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საკითხი ქართველოლოგიის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დაარსების, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამებისა და ზოგადად, თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

სტუმრებმა წარმოადგინეს 12 საერთაშორისო პროექტის შედეგად შექმნილი ელექტრონული რესურსები – ქართული ენის ეროვნული კორპუსი, სწავლების სფეროში კვლევის თანამედროვე მეთოდები და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების ის საშუალებები, რომელსაც იყენებენ ფრანკფურტის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის სპეციალობაზე.

12 საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში, რომელიც 1999 წლიდან განახორციელეს იოსტ გიპერტმა და მანანა თანდაშვილმა, 274 ქართველი მეცნიერი მონაწილეობდა და 2 მილიონი ევროთი დაფინანსდა გერმანული სამეცნიერო ფონდის ვოლკსვაგენ-შთიფთუნგის მიერ.

ქალბატონმა მანანა თანდაშვილმა საქართველოში დიგიტალური ჰუმანიტარიის მდგრადი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და წარმოადგინა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში ბათუმის საზაფხულო სკოლების გამოცდილება, რომელსაც ფრანკფურტის უნივერსიტეტი წელს უკვე მეხუთედ ატარებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

Viewing all 14776 articles
Browse latest View live
<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>