Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14555 articles
Browse latest View live

რამდენმა პედაგოგმა გადალახა მინიმალური ზღვარი – რატომ უჭირს ნაეკს ამ ინფორმაციის დამუშავება

$
0
0

პედაგოგებმა გამოცდების შედეგები უკვე გაიგეს, თუმცა მთლიანი  შედეგების სტატისტიკური მონაცემები, რომელ საგანში რამდენმა გადალახა ზღვარი, უცნობი რჩება.

EDU.ARIS.GE-მ მასწავლებელთა გამოცდების შდეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა.

ჩვენ შემდეგი კითხვებით მივმართეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს: „რამდენმა აიღო მაღალი შეფასება, 61%-ზე მეტი? პროცენტულად როგორ გადანაწილდა ქულები (ეს ინფორმაცია მოგვაწოდეთ, საგნების მიხედვით, ექსელის ფორმატით), ანუ 31-დან 41%-მდე შედეგი რამდენმა პედაგოგმა აჩვენა, 41-დან 51%-მდე რამდენმა, 51-დან 61%-მდე რამდენმა და 61%-ს ზევით რამდენმა? უმაღლესი შეფასებები (61%-ს ზევით) ყველაზე დიდი რაოდენობით რომელი საგნის პედაგოგებმა აიღეს? 31-დან 41%-მდე  შედეგი ყველაზე მეტი რაოდენობით რომელ საგანში დაიწერა? რამდენი იყო იმ პედაგოგთა რიცხვი, რომლებმაც 31%-ზე ნაკლები შეფასება მიიღეს, ანუ საერთოდ კრედიტქულის გარეშე დარჩნენ? როგორ შეაფასებდით 2017 წლის მასწავლებელთა გამოცდებს? წინა წლებთან შედარებით რა ტენდენციები გამოიკვეთა?“, – EDU.ARIS.GE-ს ეს კითხვები გამოცდების ცენტრმა უპასუხოდ დატოვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ მოთხოვნილი ფორმატით ინფორმაცია დამუშავებული არ აქვთ.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში გიგზავნით ცენტრში დამუშავებულ ინფორმაციას.

დამატებით გაცნობებთ, რომ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი, მოთხოვნილი ფორმით არ არის დამუშავებული (მოთხოვნილი ინფორმაციის თქვენთვის სასურველი ფორმატით მოწოდება მოითხოვს დამატებით სამუშაოს შესრულებას და რესურსს). ამდენად, ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა.

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ პუნქტის თანახმად, საჯაროა ის ინფორმაცია, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით არის დამუშავებული, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია“, – გვიპასუხეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

რაც შეეხება ჩვენ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე, გამოცდებზე გასული აპლიკანტებიდან, რამდენი იყო პრაქტიკოსი პედაგოგი, რამდენი მასწავლებლობის მსურველი, გვიპასუხეს. გამოცდების ცენტრს ასევე არ გასჭირვებია დაეთვალა, რამდენმა მასწავლებლობის მსურველმა  და გამოცდაში მონაწილე აკადემიური ხარისხის მქონემ გადალახა ზღვარი ამა თუ იმ საგანში. იგივე მონაცემები მოქმედ მასწავლებლებთან მიმართებაში კი, ცენტრმა არ ან ვერ დაამუშავა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პედაგოგთა გამოცდაზე დარეგისტრირებული 27 264 აპლიკანტიდან, გამოცდებზე გავიდა  20 203. 30 % კი არ გამოცხადდა.

ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია, საგნების მიხედვით დარეგისტრირებულთაგან გამოცდაზე რამდენი მივიდა. ამჯერად, გთავაზობთ მონაცემებს, გამოცდაზე გასულებიდან რამდენი იყო პრაქტიკოსი, რამდენი მასწავლებლობის მსურველი და რამდენი აკადემიური ხარისხის მქონე.

2017 წლის საგნის გამოცდაში მონაწილე პრაქტიკოსი მასწავლებლების რაოდენობა:             

ქართული ენა და ლიტ.(VII-XII) – 598.

მათემატიკა (VII-XII) – 638.

ინგლისური ენა (I- XII) – 900.

რუსული ენა (I- XII) – 359.

გერმანული ენა (I- XII) – 45.

ფრანგული ენა (I- XII) – 8.

ისტორია (VII-XII) – 704.

გეოგრაფია (VII-XII) – 487.

სამოქალაქო განათლება (VII-XII) – 309.

ფიზიკა (VII-XII) – 391.

ქიმია (VII-XII) -338.

ბიოლოგია (VII-XII) – 381.

დაწყებითი (I-IV) – 2846.

პროფესიული უნარები – 8 795.

ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) – 874.

მათემატიკა (I-VI) – 1 231.

ბუნებისმეტყველება (I-VI) – 409.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 372.

ქართული, როგორც მეორე ენა – 237.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – 379.

მუსიკა – 578.

სპორტი – 699.

2017 წლის საგნის გამოცდაში მონაწილე მასწავლებლობის მსურველთა და გამოცდის ზღვარ გადალახულთა რაოდენობა კი შემდეგია:

ქართული ენა და ლიტ.(VII-XII) – გამოცდაზე გამოცხადდა 100 მასწავლებლობის მსურველი,  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა 43-მა.

მათემატიკა (VII-XII) -103, ზღვარი გადალახა 22-მა.

ინგლისური ენა (I- XII) – 148, ზღვარი გადალახა 69-მ.

რუსული ენა (I- XII) – 55, ზღვარი გადალახა 35-მა.

გერმანული ენა (I- XII) – 14, ზღვარი გადალახა 7-მა.

ისტორია (VII-XII) -71, ზღვარი გადალახა 14-მა.

გეოგრაფია (VII-XII) – 39, ზღვარი გადალახა 13-მა.

სამოქალაქო განათლება (VII-XII) – 69, ზღვარი გადალახა 12-მა.

ფიზიკა (VII-XII) – 27, ზღვარი გადალახა 8-მ.

ქიმია (VII-XII) – 33, ზღვარი გადალახა  5-მა.

ბიოლოგია (VII-XII) – 49, ზღვარი გადალახა 24-მა.

დაწყებითი (I-IV) – 485, ზღვარი გადალახა 54-მა.

ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI)  – 268, ზღვარი გადალახა  4-მა.

მათემატიკა (I-VI)  – 142, ზღვარი გადალახა  21 -მა.

ბუნებისმეტყველება (I-VI) – 80, ზღვარი გადალახა 38-მა.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება  – 27,  ზღვარი გადალახა 12-მა.

ქართული, როგორც მეორე ენა – 26, ზღვარი გადალახა 15-მა.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – 34, ზღვარი გადალახა  4-მა.

მუსიკა  – 20, ზღვარი გადალახა  3-მა.

სპორტი – 24, ზღვარი გადალახა  11-მა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ცალკე მოგვაწოდა 2017 წლის საგნის გამოცდაში მონაწილე საგნის აკადემიური ხარისხის მქონე პირთა რაოდენობის და გამოცდის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია:              

ქართული ენა და ლიტ. (VII-XII) მონაწილეობდა 189 აკადემიური ხარისხის მქონე პირი, მინიმალური კომპეტენციის  ზღვარი გადალახა 99-მა.

მათემატიკა (VII-XII) – 88, ზღვარი გადალახა 19-მა.

ინგლისური ენა (I- XII) – 424, ზღვარი გადალახა 232-მა.

რუსული ენა (I- XII) – 43, ზღვარი გადალახა 30-მა.

გერმანული ენა (I- XII) – 20, ზღვარი გადალახა 14 -მა.

ფრანგული ენა (I- XII) -4, ზღვარი გადალახა 2-მა.

ისტორია (VII-XII)- 130, ზღვარი გადალახა 35-მა.

გეოგრაფია (VII-XII) – 65, ზღვარი გადალახა 19-მა.

სამოქალაქო განათლება (VII-XII) – 76, ზღვარი გადალახა 19-მა.

ფიზიკა (VII-XII)  – 21, ზღვარი გადალახა 8-მ.

ქიმია (VII-XII)  ­- 21, ზღვარი გადალახა 4-მა.

ბიოლოგია (VII-XII) – 53, ზღვარი გადალახა 18-მა.

დაწყებითი (I-IV) – 125, ზღვარი გადალახა 21-მა.

ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) – 161, ზღვარი გადალახა 21-მა.

მათემატიკა (I-VI)- 175, ზღვარი გადალახა 38-მა.

ბუნებისმეტყველება (I-VI) – 17, ზღვარი გადალახა 3-მა.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება  – 77, ზღვარი გადალახა 35-მა.

ქართული, როგორც მეორე ენა – 60, ზღვარი გადალახა 29-მ.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – 34, ზღვარი გადალახა 6-მა.

მუსიკა – 62, ზღვარი გადალახა 17-მა.

სპორტი – 34, ზღვარი გადალახა 11-მა.

7 ათასზე მეტი პედაგოგი გამოცდაზე არ გამოცხადდა – სტატისტიკა საგნების მიხედვით

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა


ესეების კონკურსისთვის ნამუშევრების მიღება დღეს სრულდება

$
0
0

ესეების კონკურსი „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“, რომელსაც EDU.ARIS.GE პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით ატარებს, დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ნამუშევრების მიღება დღეს, 20 სექტემბერს, 00:00 საათზე დასრულდება. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს ჯერ კიდევ გაქვთ დრო გამოაგზავნოთ ესე მისამართზე: ese@aris.ge.

საუკეთესოთა გამოსავლენად ესეები მომდევნო დღეებიდან ჟიურის წარედგინება. გამოიყენეთ შანსი, მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ ფულადი პრიზი, რომელიც 16 გამარჯვებულ მასწავლებელს სპეციალურ ცერემონიალზე პირადად საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაეცემა.

დაჯილდოვებისა და სხვა მონაცემების შესახებ EDU.ARIS.GE ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.

ესეების კონკურსში მონაწილეობის პირობები

რა ხდება ილიაუნის ბიზნესის სკოლაში და რას პასუხობს უნივერსიტეტი ლექტორების პრეტენზიას

$
0
0

ხვალ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია 7 მოწვეულ ლექტორთან შეხვედრას გამართავს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეულმა ლექტორებმა (თამთა გველესიანი, პაატა შურღაია, სალომე ციმაკურიძე, მარიამ თავზარაშვილი, გიორგი კენჭუაშვილი, ხათუნა მურჯიკნელი, გურამ შეროზია) განცხადება გაავრცელეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ სკოლის 7 ლექტორს ხელშეკრულება შეუწყვიტეს, რასაც ლექტორები არ ეთანხმებიან და უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრას ითხოვენ.

„ერთი კვირაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნეს სკოლაში მიმდინარე მოვლენების მიმართ ინტერესი თანდათან იზრდება, როგორც სტუდენტების ასევე ჩვენი მეგობრების მხრიდან, სწორედ ამიტომ საჭიროდ ვთვლით, საჯარო განცხადება გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით:

2017 წლის შემოდგომის სემესტრიდან ბიზნესის სკოლის დეკანის ქ-ნ ნინო პატარაიას გადაწყვეტილებით, ხელშეკრულება, მოწვეული ლექტორების უმეტესობას შეგვიწყვიტეს. სამწუხაროდ, ამ ფაქტის შესახებ წინასწარი გაფრთხილება ან რაიმე სახის კომუნიკაცია არც ერთ ჩვენგანთან არ მომხდარა, ინფორმაცია მივიღეთ მას შემდეგ რაც თვითონ დავინტერესდით ცხრილების საკითხით, ვინაიდან სემესტრის დასაწყისი ახლოვდება.  უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნეს სკოლის დეკანი აბსოლუტურად გაუგებარი, არაპროფესიული, არაეთიკური და არასამართლიანი მიზეზებით ამყარებს თავის გადაწყვეტილებას, რაც კიდევ ერთხელ არ გვაძლევს გაჩუმების უფლებას, ვინაიდან თითეულ ჩვენგანს საკმაოდ დიდი ენერგია, შრომა და სიყვარული გვაქვს ჩადებული სწავლების პროცესში, სტუდენტებთან ურთიერთობასა და სხვადასხვა პროექტებში, რომლებშიც ილიაუნის სახელით ვმონაწილეობდით.

სწორედ ამიტომ, დღეს ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტის კანცელარიაში შევიტანეთ განცხადება, რომელშიც მოცემული პროცესების მეტი გამჭვირვალობის და ობიექტურობის მისაღწევად ვითხოვთ რექტორთან შეხვედრას. იმედი გვაქვს მივაღწევთ იმას, რომ საკითხი დღის წესრიგში დადგეს და განიხილოს გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართულობით“, – აცხადებენ ლექტორები. მიზეზებზე პირად წერილში საუბრობს ერთ–ერთი ლექტორიც

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის საპასუხო განცხადებაში კი ვკითხულობთ:

„სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის შვიდი მოწვეული ლექტორის ხელმოწერით გავრცელდა განცხადება. განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ შემოდგომის სემესტრში ბიზნესის სკოლამ შრომითი ხელშეკრულება არ განაახლა იმ მოწვეულ ლექტორებთან, რომლებიც სხვა კერძო უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები გახდნენ.

გვინდა, უფრო დეტალურად განვმარტოთ, თუ რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი.

წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისევე როგორც საქართველოში ავტორიზებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, აკრედიტაციას ახალი სტანდარტებით გადის.

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების აკრედიტაციის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით (იხ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტი https://goo.gl/rWSELY ), ბიზნესის სკოლაში განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, კერძოდ:

  • სტუდენტთა არსებული და მისაღები კონტიგენტების გათვალისწინებით მნიშვნელოვნად გავზარდეთ მუდმივი აკადემიური პერსონალის (პროფესორების) რაოდენობა ძირითად საგნებში;
  • აკადემიურ პერსონალთან, ახალი სტანდარტების შესაბამისად, გავაფორმეთ ხელშეკრულებები, რომლებიც მათ ავალდებულებს, აფილირებულები იყვნენ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ჩართული იყვნენ არა მხოლოდ სწავლების პროცესში, არამედ კვლევით პროექტებში, სასწავლო პროგრამების ადმინისტრირებასა და უნივერსიტეტის ექსტრაკურიკულარულ საქმიანობაში, და, ასევე, ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწიონ სტუდენტებს;
  • მოწვეულ ლექტორებთან უმეტესწილად ხელშეკრულებები გაფორმდა მხოლოდ არაძირითად საგნებში და ისიც მცირე საათობრივი დატვირთვით.

აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, რომლებიც მიზნად ისახავს პროგრამების აკრედიტაციის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობას, პროგრამების შეუფერხებელ განხორციელებასა და ბიზნესის სკოლაში სწავლების ხარისხის ამაღლებას, შემოდგომის სემესტრში შრომითი ხელშეკრულებები არ განუახლდათ იმ მოწვეულ ლექტორებს, რომლებიც წინა წლებში ბიზნესის სკოლაში ძირითად საგნებს ასწავლიდნენ, ცოტა ხნის წინ კი სხვადასხვა კერძო უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები გახდნენ.

ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური იდენტობის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს ძირითად საგნებს უნდა ასწავლიდნენ ჩვენივე უნივერსიტეტის პროფესორები“, – ნათქვამია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

როგორც EDU.ARIS.GE-სთან ბიზნესის კოლის სტუდენტები ამბობენ, ამ მოვლენების გამო „ფაკულტეტზე სრული ქაოსი შეიქმნა“. სტუდენტები ხვალინდელ შეხვედრაზე მისვლას გეგმავენ და ამბობენ, რომ „სურთ ლექტორებს ზურგი გაუმაგრონ“.

„ესენი არიან ლექტორები, ვის გამოც ჩვენ მოგვწონს აქ სწავლა. მათზე დგას ეს სკოლა და გვინდა ზურგი გავუმაგროთ. შეხვედრა დახუყრული იქნება, თუმცა ინფორმაციას მისი დასრულების შემდეგ მაინც მივიღებთ. გვსურს დავანახოთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ ჩვენი აზრი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია“.

რა შედეგით დასრულდება შეხვედრა ლექტორებსა და უნივერსიტეტს რექტორს შორის, ხვალ გახდება ცნობილი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია დაწესდა

$
0
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ინიციატივით, დაწესდა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მიმართულების მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილი სტუდენტებისთვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანებით სტიპენდიის მისანიჭებლად კანდიდატების სამინისტროში წარდგენის ვადად განისაზღვრა პერიოდი ა.წ. 18 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე.

2017 წლის მაღალქულიანი აბიტურიენტების წარმატების ფორმულა მომდევნო წლის აბიტურიენტებისთვის

$
0
0

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. აბიტურიენტები საგნებს ირჩევენ, რეპეტიტორებს ეძებენ და წიგნებს იმარაგებენ. მათგან ყოველდღიურად არაერთ კითხვას ვიღებთ. თუმცა არის კითხვები, რომლის ადრესატებიც უკვე ყოფილი აბიტურიენტები და ახლა უკვე პირველკურსელები არიან. რა პროფესია იყო მაღალქულიანებში პოპულარული? რა პრინციპით სწავლობდნენ ? არჩევითი საგანი რამდენი ჰქონდათ? გართობისთვის თუ ეცალათ? საკმარისია ერთი წელი მომზადება გრანტის მოსაპოვებლად?… ეს სწორედ ასეთი კითხვების მცირე ნაწილია.

ქირურგი, ფიზიკოსი და მმართველი – 2017 წლის ყველაზე წარმატებულმა აბიტურიენტებმა, რომელთა მონაცემებიც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიაწოდა, ეს სპეციალობები აირჩიეს. ბათუმელი, თბილისელი და გორელი საუკეთესო შედეგების მქონე ახალგაზრდები თავიანთი წარმატების საიდუმოლოს ამხელენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ბოლო წლის შრომის შედეგი არაა.

ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ თითოეული მათგანი სასწავლებლად უცხოეთში წასვლას გეგმავს, თუმცა პირობას დებენ, რომ სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდებიან, რათა თავიანთი ცოდნა ქვეყანას მოახმარონ.

ana1ანა ბერიძე ბათუმის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, მედალოსანი. მისი პროფესიული არჩევანი ერთმა შემთხვევამ განაპირობა – ქართულის ოლიმპიადიდან ბაზალეთში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბანაკში მოხვდა. სამი დღის განმავლობაში იგი მართვისა და სამართლის სკოლის წარმომადგენლების ლექციებს ისმენდა.

”მართვის ლექციებს ამავე სკოლის მეოთხეკურსელი გვიკითხავდა. იმდენად მომხიბლა ამ ადამიანის იმიჯმა, დიქციამ, ცოდნამ, რომელსაც ეს სკოლა იძლეოდა, პერსპექტივებმა, რომ გადავწყვიტე, რომ მართვა იყო ის, რაც უნდა მესწავლა. მრავალპროფილური სპეციალობაა – ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სოციოლოგია, ანთროპოლოგია – ყველაფერს მოიცავს. ეს იყო ის, რასაც ყოველთვის ვეძებდი, ამიტომ მანდ ჩავაბარე,” – შედეგად, 100 %-იანი დაფინანსებით ანა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია.

აბიტურიენტობის პერიოდი არცთუ დატვირთული ჰქონდა, რადგან ამბობს, რომ ყველაფრის სწავლა ბოლო წლისათვის არ გადაუდია.  მისი თქმით, მთელი 12 წელი კარგად სწავლობდა და ამიტომ ბოლო წელი შედარებით მსუბუქიც კი იყო.

”აბიტურიენტობის დროს უფრო მოვიცალე თეატრებისათვის, ფილმებისათვის, მხატვრული ლიტერატურისათვის, უფრო აქტიურად დავიწყე კითხვა. რეპეტიტორებთან, ყოველი შემთხვევისათვის მეც დავდიოდი, რადგან მაინც ვღელავდი, მაგრამ სხვა მხრივ რთულ და დაძაბულ წლად არ ვთვლი. შეიძლება უკვე მიჩვეული ვიყავი და მაგიტომაც არ მომეჩვენა. სამაგიეროდ ძალიან საინტერესო იყო, უამრავი ბავშვი გავიცანი, მეგობრები შევიძინე. მოკლედ, სახალისო იყო” – ამბობს ის.

გარდა ამისა, ანა დაკავებულია ცურვითაც. აინტერესებს ბიოლოგია და თანამოაზრეებთან ერთად მცირე ცდებშიც იღებს მონაწილეობას. მისი გატაცება კი თეატრია.

ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ მაგისტრატურის გავლას საზღვარგარეთ გეგმავს.  თუმცა ჯერ პროფილი არ შეურჩევია. ჩვენთვის მოულოდნელი იყო ის, რომ სწავლის გაგრძელების სასურველ ადგილად მას ევროპის ქვეყნები არ დაუსახელებია. ანასთვის აღმოსავლეთი უფრო საინტერესოა და ამიტომ სწავლის გაგრძელებას ჩინეთში ფიქრობს.

”უნივერსიტეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ შორეული აღმოსავლეთის ენები ვისწავლოთ. ჩინეთში ძალიან კარგი უნივერსიტეტია, რომელიც მიზიდავს და შეიძლება იქ წავიდე,” – აღნიშნავს ანა.

აბიტურიენტებს კი იგი შრომისაკენ მოუწოდებს, რადგან მათ მომავალს ის განსაზღვარვს, თუ სად ჩააბარებენ და რა პროფესიას დაეუფლებიან.

dato1კიდევ ერთი წარმატებული აბიტურიენტი დავით ოქროპირიძეა. მან გორის მე-3 საჯარო სკოლა დაამთავრა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე ჩააბარა. მომავალში ქირურგობას აპირებს.

ამბობს, რომ აბიტურიენტობის წელი დაძაბული და სხვა წლებთან შედარებით რთული იყო. ზოგადი უნარების გარდა ყველა საგანში ემზადებოდა და ძირითად დროს მეცადინეობას უთმობდა. თუმცა, განსაკუთრებულად რთულს მაინც არ უწოდებს და აღნიშნავს, რომ სწავლას სათანადო ყურადღებას არც წინა წლებში აკლდებდა.

”ჩემი შედეგი მხოლოდ რეპეტიტორების დამსახურება არაა. სკოლამაც დიდი საფუძველი მომცა,” – ამბობს ის და დასძენს, რომ მცდარია სტერეოტიპი, თითქოს საჯარო სკოლა კარგ განათლებას ვერ იძლევა. დავითის თქმით, მის წარმატებაში სკოლას და სკოლის მასწავლებლებს დიდი წვლილი მიუძღვით.

რაც შეეხება მის პროფესია, ამბობს, რომ მედიცინა ყოველთვის აინტერესებდა, რადგან ეს ყველაზე ჰუმანურ საქმედ მიაჩნია. მისი აზრით, არაფერი შეედრება იმ შეგრძნებას, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენ, ან ცხოვრების ხარისხს გაუუმჯობესებ.

სწავლის გასაგრძელებლად აშშ-ში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში სურს წასვლა. თუმცა, დასძენს, რომ სამუშაოდ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.

”აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ განსაკუთრებული არაფერია საჭირო.  მთავარია თავიდანვე კარგი საფუძველი ჰქონდეთ, შეიქმნან მოტივაცია და სწავლას საკმარისი დრო დაუთმონ. ალბათ ესაა წარმატების გარანტი, ” – ამბობს დავითი.

mariam2მარიამ არუსტაშვილი კი კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულია. იგი თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი უმაღლესი ქულებით გახდა. ამბობს, რომ ინგლისურის გარდა არაფერში მომზადებულა. მეცადინაობას თავს დამოუკიდებლად ართმევდა და რაც ყველაზე დაუჯერებლად ჟღერს, მარიამი აცხადებს, რომ აბიტურიენტობის წელი წინა წლებზე მსუბუქი აღმოჩნდა.

კითხვაზე-რატომ ფიზიკა, მარიამი შემდეგნაირად გვასუხობს:

“იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებს. ბოლომდე არ ვიყავი ჩამოყალიბებული რისი კეთება მენდომებოდა, ამიტომ ისეთი სფერო ავირჩიე, რომლითაც სწავლის გაგრძელება და მუშაობა მრავალი მიმართულებით შემეძლება.  ვფიქრობ, რომ აზროვნების განვითარებასა და გაფართოებაში ძალიან დამეხმარება. არ ვიცი მეცნიერებას გავყვები თუ არა, მაგრამ თუ ასე მოვიქცევი, აუცილებლად დიდ მიზნებს დავისახავ,” – ამბობს მარიამი.

სწავლის გარდა მარიამი აბიტურიენტობის დროსაც კი აქტიურად იყო დაკავებული სხვადასხვა საქმიანობით – ცეკვავს, ჩართულია პროექტებსა და ოლიმპიადებში.

მაგისტრატურაზე სწავლას ისიც საზღვარგარეთ აპირებს, თუმცა სამუშაოდ საქართველოში გეგმავს დაბრუნებას.

”თუკი მეცნიერებას გავყვები და აქ არ გვექნება პირობები, მომიწევს საზღვარგარეთ მუშაობა, თუმცა ვეცდები აქაურობასაც შევმატო რამე. იქიდანაც შეიძლება გამოადგეს ადამიანი ქვეყანას. თუკი აქ ვერ გააკეთებ საყვარელ საქმეს, იმის კეთებას რაც არ გიყვარს, ჯობია სხვაგან იყო და იქ აკეთო ის, რაც გიყვარს,” – მიიჩნევს მარიამი.

ვინ არიან 2017 წლის ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტები

გაიცანით 2017 წლის აბიტურიენტი, რომელმაც გამოცდები რეპეტიტორების გარეშე წარმატებით ჩააბარა

მოამზადა თაკო მათეშვილმა

გორის უნივერსიტეტში, ახალი ეკონომიკური სკოლის ინიციატივით, საჯარო ლექცია-სემინარი გაიმართა

$
0
0

20 სექტემბერს გორის უნივერსიტეტში, ახალი ეკონომიკური სკოლის ინიციატივით გაიმართა საჯარო ლექცია-სემინარი. სემინარი წარიმართა „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (Friedrich Neumann Foundation) პროექტის ფარგლებში.

ექსპერტებმა შეხვედრის დროს განიხილეს რამდენიმე საკითხი. კერძოდ:

  • ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტმა,პაატა შეშელიძემ ისაუბრა თემაზე: „ეკონომიკური თავისუფლება და დასაქმება“.
  • დრ. რობერტ ლოუსონმა: „ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელობა“
  • დრ. ბენჯამინ პაუელმა თემაზე: „დასაქმება და სამუშაო პირობები“

ლექციის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ეკონომიკური თავისუფლებისა და დასაქმების მნიშვნელობების გაცნობა; ეკონომიკური თავისუფლებისა და სამუშაო პირობების ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა და კერძო საკუთრებაზე დამყარებული საბაზრო ეკონომიკის აქტუალიზაციის საკითხების განხილვა.

ლექცია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რომელიც დასრულდა დისკუსიით.

სამინისტრო: „ვაშლების დარიგების პროექტს, შესაძლოა, ატამიც დაემატოს“

$
0
0

როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც თბილისის ათ დიდკონტინგენტიან სკოლაში ვაშლის დარიგებას გულისხმობს. მინისტრის განცხადებით, ვაშლების დარიგება სკოლებში ოქტომბრიდან, კვირაში ერთხელ მოხდება. ქვეპროგრამის ფარგლებში 260 000 ერთეული ვაშლის შესყიდვის მიზნით ტენდერიც გამოცხადდა. 10 სკოლის ვაშლით მომარაგებისთვის სამინისტრო 78 000 ლარს გადაიხდის. როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, ტენდერში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება ჯერ არ დასრულებულა, იგი დღეს, 21 სექტემბერს გაიხსნება და ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

სკოლაში ვაშლების დარიგების შესახებ EDU.ARIS.GE-ს დამატებით კითხვებს პროგრამის კოორდინატორმა მაია მუშკუდიანმა უპასუხა:

-ტენდერი გაიხსნება 21 სექტემბერს. ინფორმაცია საჯაროა და ტენდერის პირობების ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. განაცხადების რაოდენობა დასრულების შემდეგ გაირკვევა.

-რა კრიტერიუმით შეირჩა სკოლები სადაც ვაშლი დარიგდება და რატომ მხოლოდ 10 სკოლაში?

-თბილისის  თითო უბნიდან 2 ყველაზე მრავალრიცხოვანი სკოლა შევარჩიეთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ბავშვს მივაწოდოთ ინფორმაცია და მეტი უზრუნველვყოთ ჯანსაღი საკვებით.

-მოსალოდნელია, რომ ასეთი სკოლების რიცხვი გაიზარდოს?

-ეს საცდელი პროგრამაა და დამუშავების პროცესშია. შეიძლება პროექტი სხვა სკოლებშიც განვახორციელოთ ან შეიძლება, მას სხვა კომპონენტები დაემატოს. ეს შეიძლება ვაშლი იყოს, შეიძლება – ატამი. პროექტი ისეთ სახეს მიიღებს, როგორიც უკეთესი იქნება მოზარდებისთვის.

-სად განთავსედება ვაშლები და ეყოლება თუ არა მას მეთვალყურე?

-ვაშლები სკოლის დერეფანში, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსდება. სკოლის ადმინისტრაცია და მანდატური გააკონტროლებს, რომ ყველას შეხვდეს ხილი. დღის განმავლობაში თითო ბავშვზე თითო ვაშლია გათვლილი.

-როდის შეეძლებათ ბავშვებს ხილის მირთმევა? დასვენების გარდა გაკვეთილზეც ხომ არ ექნებათ ამის უფლება, როგორც ეს აშშ-ის ბევრ სასწავლებელშია?

– არა, ხილს მხოლოდ დასვენებების პერიოდში მიირთმევენ.

სამინისტროს ინიციატივას დადებითად აფასებენ იმ სკოლების მოსწავლეების მშობლები, რომეთლაც ოქტომბრიდან ხილი დაურიგდებათ. 161-ე სკოლის მოსწავლის დედა ლელა ბეგლარიშვილი იზიარებს მინისტრის პოზიციას და აღნიშნავს, რომ ჯანსაღი კვება მოზარდის სწორად განვითარების მთავარი კომპონენტია:

„მე და ჩემი შვილი ძალიან დიდი მოლოდინით ველოდებით, სკოლაში ვაშლების შემოტანას. ჯანსაღი საკვები მოზარდისთვის უმნიშვნელოვანესია, ვაშლი კი ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროდუქტია. მოხარული ვიქნები თუ, სკოლაში ბავშვები ჩიფსების ნაცვლად ამ ხილს მიირთმევენ“,- ამბობს ლელა ბეგლარაშვილი.

შალვა-ტაბატაძე-1ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მომხრეა განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძეც, მაგრამ მისთვის გაუგებარია, პროექტის განსახორციელებლად რატომ აირჩია სამინისტრომ მხოლოდ დიდკონტინგენტიანი სკოლები და არც რაციონის ფორმას ეთანხმება:

„კვება უმნიშვნელოვანესია მოსწავლეებისთვის და დიდ გავლენას ახდენს სწავლის პროცესზე. ამიტომ, თუ სახელმწიფო ამ მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს ძალიან კარგია. თუ კონკრეტულ ფორმაზე ვისაუბრებთ, გაუგებარია, სკოლების შერჩევის კრიტერიუმი და რაციონის ასეთი ფორმა“, – ამბობს ტაბატაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.

რატომ ვაშლი? – სიმონ ჯანაშია

სკოლების სია, სადაც განათლების სამინისტრო ვაშლს დაარიგებს

განათლების სამინისტრო 10 სკოლისთვის 78 000 ლარის ღირებულების ვაშლს შეიძენს – ტენდერის პირობები

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

$
0
0

2013 წლის ზაფხულში ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას გროგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ქ. ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. შესაბამისად, ყოველ სემესტრში სამართლის, საჯარო მმართველობისა და ფსიქოლოგიის სკოლების წარჩინებული სტუდენტები სასწავლებლად მიემგზავრებიან ნანტის უნივერსიტეტში მათ მიერ არჩეული საგნების გასავლელად.

სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სემესტრის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი, რომლის კრედიტები აღიარებულია გროგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ.

ნანტის უნივერსიტეტში სწავლის ღირებულება ფინანსდება ორი უნივერსიტეტის ხელშეკრულების საფუძველზე.


პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ტრენინგი ჩატარდა

$
0
0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში მოხალისე მასწავლებლებს რვა დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.

საორიენტაციო ტრენინგები ქართული ენის, ინტერკულტურული კომუნიკაციის და ზოგადი მეთოდიკის კურსს  მოიცავდა.  ასევე, მოხალისე მასწავლებლები ტრენინგების განმავლობაში გაეცნენ საქართველოს კულტურას და მიიღეს რეკომენდაციები სხვადასხვა ტექნიკურ და საყოფაცხოვრებო საკითხებზე, როგორიცაა  ქალაქში გადაადგილება, მობილური ოპერატორის გამოყენება და სხვა.

მოხალისე მასწავლებლები უკვე განაწილდნენ საქართველოს 8 რეგიონში; აჭარა, გურია, სამეგრელო ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი. ისინი მზად არიან სკოლაში მუშაობის გარდა, თემში უცხოური ენის შესწავლით დაინტერესებულ ყველა პედაგოგს შეასწავლონ ენა.

პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში საქართველოს ყოველწლიურად უცხოენოვან მოხალისე მასწავლებელთა რამდენიმე ჯგუფი სტუმრობს. მოხალისე მასწავლებლები ცხოვრობენ მასპინძელ ოჯახებში და დასაქმებულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც, უცხოური ენის ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემის სხვა წევრებთან თანამშრომლობით, აქტიურად ერთვებიან სასკოლო და სათემო ცხოვრებაში. უცხოელ კოლეგებთან ერთად ადგილობრივი უცხოური ენის პედაგოგები იმაღლებენ ენის ცოდნის დონეს, მოიძიებენ და ამუშავებენ მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე დამატებით მასალებს, ასევე, ეცნობიან და ნერგავენ ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებს.

რა შედეგით დასრულდა ილიაუნის გათავისუფლებული ლექტორებისა და ადმინისტრაციის შეხვედრა

$
0
0

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის გათავისუფლებულ ლექტორებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. როგორც ცნობილია, მოწვეულ ლექტორებს უნივერსიტეტმა ხელშეკრულება იმ მოტივით გაუუქმა, რომ მათი უნივერსიტეტის ლექტორები პარალელურად ორ უმაღლესში ლექციებს არ უნდა კითხულობდნენ, რაშიც ადმინისტრაციამ არგუმენტად ავტორიზაციის ახალი სტანდარტი მოიყვანა, თუმცა სტანდარტში ასეთი ჩანაწერი არ არის.

ბიზნესის სკოლის 7 მოწვეულ ლექტორს რექტორის მოადგილე და მოვალეობის შემსრულებელი ნინო დობორჯგინიძე და სკოლის დეკანი ნინო პატარაია შეხვდნენ. როგორც ლექტორები შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ აცხადებენ, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, ვინაიდან, მათ დღეს იგივე ინფორმაცია მიიღეს, რაც ისედაც ჰქონდათ.

“იქედან გამომდინარე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში გარკვეული ღვაწლი გვაქვს გაწეული ამ უნივერსიტეტისათვის, ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, რომ მივმართოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რათა მან მოიკვლიოს ის მიზეზები, რამდენად რეალურია უნივერსიტეტის განცხადება იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს და რეალიურია ჩვენი გათავისუფლების მიზეზები, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ წარმოგვიდგინა. სულ ბიზნესსკოლიდან გათავისუფლებულია არა 7, არამედ დაახლოებით 25 ლექტორი”, – განაცხადა ერთ–ერთმა ლექტორმა თამთა გველესიანმა.

როგორც კიდევ ერთი ლექტორი, პაატა შურღაია ამბობს, პრორექტორი ამ საკითხის საქმის კურსში საერთოს არ არის და დეკანმა ნინო პატარაიამ გადაწყვეტილების მიღების დროს პირადი სიმპათიების მიხედვით იხელმძღვანელა.

როგორც ჩვენთან საუბარში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო დობორჯგინიძე ამბობს, ლექტორებს აქვთ უფლება მიმართონ განათლების სამინისტროს.

“მართალია, ავტორიზაცია არ კრძალავს რომ ლექტორმა ორ უნივერსიტეტში პარალელურად ასწავლოს, თუმცა ავტორიზაციის ახალი სტანდარტის თანახმად, ლექტორს არ აქვს უფლება ჰქონდეს უნივერსიტეტის უნიფიკაცია. ისინი სხვა უნივერსიტეტის პროფესორები არიან. ჩვენ ვეძებთ ჩვენი აკადემიური პროფილის, აკადემიური იდენტობის შესაბამის პროფესორებს”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ნინო დობორჯგინიძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლექტორებმა სტუდენტებთან გადაინაცვლეს და ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც სტუდენტები ამბობენ, თავიანთი სამომავლო მოქმედებების შესახებ განცხადებას მომდევნო დღეებში გააკეთებენ.

რა ხდება ილიაუნის ბიზნესის სკოლაში და რას პასუხობს უნივერსიტეტი ლექტორების პრეტენზიას

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, –ვეცდები, ვიყო ღირსეული მასწავლებელი საქართველოსი

$
0
0

საქართველოში 5 ოქტომბერს ქვეყნის საუკეთესო პედაგოგი უნდა დაასახელონ. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და კოალიცია „განათლება ყველასათვის-საქართველო“-ს ინიციატივით დაფუძნებულ „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ 114 მასწავლებლის მიერ შემოტანილ აპლიკაციებს შორის, 18 სექტემბერს 5 ფინალისტი გამოვლინდა.

ეკა წულუკიძე – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯაროს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნათია ფურცელაძე – ქ.თბილისის კერძო სკოლა “ქორალის” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნინო აბულაძე – ქ.თბილისის N43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; ვლადიმერ აფხაზავა – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ასევე სპეც.მასწავლებელი. თეა ნონიკაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

ჟიურიმ საუკეთესო ერთი პედაგოგი სწორედ მათ შორის უნდა დაასახელოს, რომელიც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდება და კამპანიის გენერალური სპონსორისგან, ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. დანარჩენ ოთხ ფინალისტს დააჯილდოვებს “ლიბერთი” ბანკი 1000-1000 ლარით.

„ძალიან ემოციური იყო ჩემთვის ფინალისტად დასახელება. ისეთ ადამიანებს შორის მოვხვდი, რომლებსაც კარგად ვიცნობ და მინდა, პირველობაზე ვუსურვო წარმატება. ჩემთვის ძალიან საპასუხიმგებლოა ხუთეულში მოხვედრა და ვეცდები, ვინც მამხნევებდა და მეუბნებოდა, რომ 5 ფინალისტს შორის მოვხვდებოდი, მათი იმედები გავამართლო ბოლომდე. ეს არის გზის დასაწყისი, რომ მე ვიყო მართლა ღირსეული მასწავლებელი საქართველოსი“, – უთხრა ერთ-ერთმა ფინალისტმა ნინო აბულაძემ EDU.ARIS.GE-ს.

იგი ჟიურიმ მოსწავლეებისთვის ისტორიის ინოვაციური სწავლებისთვის გამოარჩია. ნინო აბულაძე აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში. მისი ერთ ერთი ინოვაციაა მოსწავლეებთან ერთად კომპიუტერულ თამაშ Minecraft-ში საქართველოს რეგიონებისა და ძეგლების აგება და One note-ის სასწავლო რესურსი მსოფლიო ისტორიაზე. 2017 წელს ნინო აბულაძემ გამოსცა ისტორიის დამხმარე სახელმძღვანელო, ამჟამად მუშაობს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნაზე.

ფინალისტებს შორის მოხვედრილი პედაგოგი ეკა წულუკიძე ჟიურიმ მესტიის სოფელ ფარის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის საინტერესო სწავლებისთვის გამოარჩია. 2012 წელს ეკა წულუკიძემ ჩამოაყალიბა სამოქალაქო კლუბი „ცოდნა ძალაა“, 2016 წლიდან შექმნა კლუბი „ Green space”, ასევე ხელმძღვანელობს ლიტერატურულ კლუბს „ჯინსების თაობა“, 2017 წელს მოსწავლეებთან და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან ერთად დააფუძნა სოციალური საწარმო „მზეკო“, სადაც სხვადასხვა ასაკის გოგონები და ქალბატონები ეუფლებიან ხელსაქმეს.

„ნამდვილად ბევრ ღირსეულ პედაგოგს შორის მომიწია ამ ეტაპების გავლამ. ვფიქრობ, ალბათ, იმ აქტიურობიდან და საზოგადო საქმიანობიდან გამომდინარე შემარჩიეს, რასაც ჩვენს თემში ვახორციელებ. გარდა იმისა, რომ პედაგოგიურ მოღვაწოებას ვეწევი, ვახორციელებ ბევრ აქტივობებს ახალგაზრდებისთვის და, ალბათ, ეს გახდა გადაწყვეტილების მიღებისას განმსაზღვრელი.

ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო თვითონ ათეულში მოხვედრა. იმიტომ რომ საქართველოს ნამდვილად ბევრი გამორჩეული პედაგოგი ჰყავს. ამ დიდ კონკურენციაში ასეთ შედეგს არ ველოდი. ხუთეულში მოხვედრა ხომ წარმოუდგენელი რამ იყო. ახლა უკე რახან ეს მოხდა, 50-50-ზე ვაფასებს ჩემს შანსებს.  საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავს. ღირსეული პედაგოგები იყვნენ ათეულში წარდგენილები და ხუთეულშიც უძლიერესები იქნებიან“,  – ამბობს ეკა წულუკიძე.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გიორგი მაჩაბელის თქმით, როგორც კერძო სკოლიდან, ასევე საჯაროდან შეეძლოთ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენა. შეფასების კრიტერიუმებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მასწავლებლის საქმიანობა შეფასდა იმის მიხედვით,  რამდენად აქტიურები იყვნენ ისინი საკუთარ თემში, სოციუმში. სკოლაში რამდენად აქტიურად ახორციელებდნენ დამატებით აქტივობებს და რამდენად ეხმარებოდნენ საკუთარ კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში.

„რა შედეგი ჰქონდა მიღწეული მასწავლებელს, იმის მიხედვით ვაფასებდით. მთავარი იყო ის დასაბუთება, რაც მათ უნდა წარმოედგინათ ინფორმაცია, თუ რას ახორციელებდნენ, როგორც სასწავლო პროცესის წარმართვის კუთხით, ასევე, ზოგადად, თემში აქტიურობის კუთხით. ჩვენმა მონიტორებმა შეისწავლეს ეს ინფორმაცია. გადაამოწმეს ადგილებზე და ამის შემდეგ გამოვლინდა ეს ხუთეული.

შერჩევისას გათვალისწინებული იყო მასწავლებლების მონაწილეობა პროფესიული განვითარების მიმართულებით. თუ როგორ წარმართავდნენ და უძღვებოდნენ სასწავლო პროცესს და როგორ ეხმარებოდნენ თავიანთ კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში. იყო საინტერესო ქეისები, არ დავმალავ და შესაბამისად შეფასდა კიდეც“, – აღნიშნა გიორგი მაჩაბელმა.

კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარის  ირინა ხანთაძის თქმით, საქართველოში ნამდვილად არსებობენ ბევრი სხვა ღირსეული პედაგოგები, თუმცა ამ ეტაპზე მათ შორის გაკეთდა არჩევანი, ვინც „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.

ხანთაძის თქმით, „მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე“, რომლის გამარჯვებული მილიონ ლარს მიიღებს პრიზად,  სამყაროს ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია მონაწილეობის მიღება და ამის გაკეთება „ეროვნული ჯილდოს“ გარეშეც შეიძლება. არანაირი წინაპირობა ამისთვის არ არის. გარდა იმისა, რომ ის უნდა იყო მოქმედი მასწავლებელი მოქმედ სკოლაში. თუმცა ამ შემთხვევაში კოალიცია და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე გამარჯვებულ კანდიდატს გაუწევენ რეკომენდაციას.

„იყო შენიშვნა, ერთი მასწავლებელი რატომ უნდა შეირჩეს, როცა კარგი ბევრია. ასევე, სოფლის და ქალაქის სკოლების მასწავლებლები, სადაც განსხავებული პირობებია, რამდენად იქნებიან ერთ პირობებში ჩაყენებული გადაწყვეტილების მიღების დროს. ეს კითხვები ისმოდა და ვფიქრობთ, რომ მეტი აქტიური კომუნიკაცია უნდა ვაწარმოოთ, რომ მასწავლებლებმა უფრო იაქტიურონ.

114 აპლიკაცია შემოვიდა. მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად კარგი აპლიკაციები იყო. დიდი მოტივაციით და მზაობით ჰქონდათ შევსებული მასწავლებლებს და არ იყო ჟიურისთვის მარტივი, თუნდაც საუკეთესო ათი მონაწილის შერჩევა. თუმცა შეზღუდვა ასეთ კონკურსებში ყოველთვის არის ის, რომ რაღაც მომენტში გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რაც არ უნდა რთული იყოს.

თუ მასწავლებელს აპლიკაცია შემოტანილი არ ჰქონდა, ჩვენ მის კანიდიდატურას წელს ვერ განვიხილავდით არსებული წესით. მომავალი წლისთვის ვფიქრობთ, როგორ გავაუმჯობესოთ პირობები და შემოვიტანოთ ნომინაციის ელემენტი, რომ არა მხოლოდ მასწავლებლებმა საკუთარი ინიციატივით შეძლონ განაცხადის შემოტანა, ასევე სხვადასხვა დაინტერესებულმა პირებმა წარადგინონ და ჯგუფებმა. ასე რომ, ვინც კარგი პედაგოგების გულშემატკივრები არიან,  მათი დასახელების და წარმოდგენის სარბიელი მივცეთ“, – აღნიშნა ირინა ხანთაძემ.

გაიცანით ფინალისტები:

საქართველოში მასწავლებლებისთვის ეროვნული ჯილდო დაწესდება

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

მასწავლებელთა 60-კრედიტიანი პროგრამის ანკეტა-კითხვარები – 2017-2018 სასწავლო წელი

$
0
0

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2017-2018 სასწავლო წლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ანკეტა-კითხვარები.

გთავაზობთ ანკეტა-კითხვარებს უნივერსიტეტეტების მიხედვით:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სსიპ – სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

შპს ევროპის უნივერსიტეტი

შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

შპს საქართველოს უნივერსიტეტი

ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი

რეგიონის ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის შესარჩევი კონკურსი ცხადდება

$
0
0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში ინკლუზიური განათლების სპეციალისტების შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

პროექტი საშუალებას მისცემს რეგიონის სპეციალურ მასწავლებლებს, ინკლუზიური განათლების კოორდინატორებს და ფსიქოლოგებს გაიზიარონ თბილისის ყველაზე წარმატებულ სკოლებში ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, ნახონ თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას სკოლაში, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში/სკოლაში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები.

კონკურსის შედეგად შერჩეული 30 ინკლუზიური განთლების სპეციალიტი მიმდინარე წლის ოქტომბერში შვიდ ინკლუზიურ სკოლაში განაწილდება, სადაც მათ ეყოლებათ სუპერვიზორები/ხელმძღვანელები. თითოეული სუპერვიზირი იმუშავებს 4/5 მასწავლებელთან.

რეგიონული სასწავლო ტური პირველად ცენტრის მიერ 2016 წელს განხორციელდა და აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად დაეხმარა სამიზნე ჯგუფს სამუშაოს დაგეგმვასა და განხორციელებაში.

რეგისტრაცია იწარმოებს 1 ოქტომბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხ. ბმული.

ინფორმაცია მაგისტრობის კანდიდატებისა და უმაღლესებისთვის გრანტის შესახებ

$
0
0

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მაგისტრობის კანდიდატებისათვის გრანტისა და სხვა პროცედურების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა:

1) თუ მაგისტრანტს ჩაბარებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მისი დაფინანსება ხორციელდება აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს შორის განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად. პრიორიტეტის დადგენის მიზნით, შესაბამისი წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით მაგისტრანტი ცენტრში წარადგენს განცხადებას, რომელშიც უთითებს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების შესაბამისად.

2) ცენტრში 9 ოქტომბრის ჩათვლით მაგისტრანტის მიერ პრიორიტეტის დადგენის მიზნით, განცხადების წარუდგენლობისას, მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში ხორციელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა, მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში განხორციელდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე.

3) თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს მის მიერ განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მაშინ მისი დაფინანსების საკითხი განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა.შ. მაგისტრანტის მიერ განცხადებაში მითითებულ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი დაფინანსების საკითხი არ განიხილება.

4) მაგისტრანტი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი. განცხადების წარუდგენლობისას მაგიტრანტობის კანდიდატი გრანტს მოიპოვებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გასული აპლიკანტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ, ნოემბერში გამოქვეყნდება.

2017 წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით

თსუ 16 500 ლარის ყავას ყიდულობს

$
0
0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ყავის შესაძენად 16 500 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში დაკონკრეტებულია, რომ უნივერსიტეტს 15 ათასი ცალი ერთჯერადი ნატურალური და 35 ათასი ცალი რძიანი ყავის შეძენა სურთ კვების ობიექტებისთვის.

პირობებში აღნიშნულია, რომ მიწოდებული საქონელი არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს. სურსათის უვნებლობა, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 60%.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია ყავა უნივერსიტეტში თავად მიიტანოს.

უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ტენდერის მიზნობრიობაზე განმარტებას აკეთებს:

“2017 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდა კვების ორი ობიექტი, რომელიც სტუდენტებს ხელმისაწვდომ ფასებში ემსახურება. უახლოეს დღეებში კიდევ 3 კვების ობიექტი გაიხსნება XI,  VII და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კორპუსებში. შესაბამისად, კვების ობიექტებისთვის მიმდინარეობს ტენდერები პროდუქტების (ბოსტნეული, ხორცის პროდუქტები, ბურღულეული და ა.შ) შესაძენად. 16500 ლარის  ღირებულების ყავის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი გათვალისწინებულია სწორედ სტუდენტური კვების ობიექტების მომარაგებისთვის.

ეს პროდუქტი არ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის სხვა ადმინისტრაციული  სტრუქტურებისთვის”, – აღნიშნულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი წერილობით განმარტებაში.

მოამზადა თაკო მათეშვილმა


13 შეკითხვა რომელზე პასუხიც ყველა მოსწავლემ იცის, თქვენ?

$
0
0

თუ წარსულში მოსწავლეებს ბიბლიოთეკებში საათების გატარება უწევდათ, დღეს 1 დაწკაპუნებით მათ ინტერნეტში ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ახალგაზრდების მსოფლმხედველობაც მკვეთრად გაიზარდა.

გთავაზობთ 13 საერთოსაგანმანათლებლო შეკითხვას, რომელზე პასუხის გასაცემად ზოგს საკმაო დრო დასჭირდება. მზად ხართ შეამოწმოთ თქვენი ცოდნა? დასასრულს პასუხებსაც არ დაგიმალავთ:

  1. რომელია მსოფლიოში ყველაზე დასახლებული ქვეყანა?
  1. რას უდრის √225
  1. რომელ წელს გამოუშვეს პირველი iphone?
  1. რომელია მზის სისტემის ყველაზე პატარა პლანეტა?
  1. სად წარმოიშვა ოლიმპიური თამაშები?
  1. რომელ წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი?
  1. სად მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა?
  1. რამდენი კბილი უნდა ქონდეს ზრდასრულ ადამიანს? 
  1. რომელია სიდიდით მეორე ქვეყანა მსოფლიოში?
  1. საიდან არიან წარმოშობით აცტეკები?
  1. რომელია ადამიანის ყველაზე დიდი ორგანო?
  1. რომელი ძლებს წყლის გარეშე მეტ ხანს: ჟირაფი თუ აქლემი?
  1. რომელია ადამიანის ყველაზე აქტიური კუნთები?

თვალის კუნთები. ისინი არა მხოლოდ ყველაზე აქტიურები, არამედ ყველაზე სწრაფებიც არიან: ადამიანს 1 წამში 5-ჯერ დახამხამება შეუძლია.

ახლა კი დაპირებული სწორი პასუხები:

  1. ჩინეთი. ამჟამად მისი მოსახლეობა 1 მილიარდ 386 მილიონ ადამიანს შეადგენს. ჩინეთის გარდა მსოფლიოში მხოლოდ 1 ქვეყანას აქვს მილიარდიანი მოსახლეობა და ეს ინდოეთია.
  1. 15
  1. 2007 წელს. 2010 წლიდან კი iphone-ს პირველი თაობა წამორბიდან მოხსნეს.
  1. მერკური. ეს პლანეტა იმდენად პატარაა, რომ დედამიწაზე 18 მერკური დაეტევა.
  1. საბერძნეთში. ბერძნებისთვის ეს რელიგიური და სპორტული დღესასწაულია.
  1. 1914 წელს.
  1. დუბაიში. მსოფლიოში ყველაზე მაღალ ცათამბჯენს ბურჯ-ხალიფა ქვია და მისი სიმაღლე 828 მეტრს აღწევს.
  1. მოზარდ ადამიანს დროთა განმავლობაში 4 ახალი – სიბრძნის კბილი ამოსდის.
  1. კანადა. ის სიდიდით მეორე ადგილზეა, თუმცა თითქმის ორჯერ პატარაა მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვეყანაზე – რუსეთზე.
  1. მექსიკიდან. ისინი მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდ ძირძველ მოსახლეობას წარმოადგენენ.
  1. კანი. ის ადამიანის მთლიანი მასის 15-20% შეადგენს.
  1. ჟირაფი. თავისი ბალახეული დიეტის წყალობით მას წყლის გარეშე მრავალი კვირის გაძლება შეუძლია.
  1. თვალის კუნთები. ისინი არა მხოლოდ ყველაზე აქტიურები, არამედ ყველაზე სწრაფებიც არიან: ადამიანს 1 წამში 5-ჯერ დახამხამება შეუძლია.

9 გენიალური მათემატიკური ხერხი, რომელსაც სკოლაში არ გვასწავლიან

როგორ შევაყვაროთ მათემატიკა მოსწავლეებს? – რჩევები მასწავლებლებს მათემატიკის ტრენერისგან

წყარო: ADME.RU

მოამზადა თეა ინაშვილმა

რა შემთხვევაში აჩვენებენ მოსწავლეები მაღალ შედეგებს

$
0
0

დევიდ პერკინსი (Perkins, 1992) განათლების სპეციალისტია, რომლის „თეორია ერთი“ განიხილავს ინფორმაციის მიწოდების იმ ფორმებს, რომლებიც ხელს უწყობს აზროვნების ამოქმედებას და, შესაბამისად, ეფექტურ სწავლასა და სწავლებას. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანი სწავლობს იმას, რისი სწავლის ლოგიკური შესაძლებლობაც და მოტივაციაც აქვს მას. „თეორია ერთის“ მიხედვით, რაიმეს კარგად შემეცნება მოითხოვს შემდეგი პირობების გათვალისწინებას:

  1. ნათელი ინფორმაცია: მიზნების და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;
  2. შემეცნებითი პრაქტიკა: აქტიური და სააზროვნო პროცესებით დატვირთული პრაქტიკა იმაში, რასაც მოსწავლე სწავლობს;
  3. გამოხმაურება: რჩევები და შეფასება, რათა მოსწავლემ უკეთეს შედეგებს მიაღწიოს;
  4. ძლიერი შინაგანი და გარეგანი მოტივაცია: დამაჯილდოვებელი აქტივობები ან დავალებები, რომლებიც თავისთავად საინტერესოა მოსწავლისათვის, ან ეხმარება მას სხვა მიზნების მიღწევაში;

დევიდ პერკინსი ამბობდა, რომ რაც უფრო მეტი იციან მოსწავლეებმა ფიქრისა და სწავლის შესახებ, ანუ რაც უფრო მაღალია მათი მეტაკოგნიტური ცნობიერება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი და უფრო მაღალ შედეგებს აღწევენ. იგი რჩევებსაც აძლევდა პედაგოგებს:

,, – როცა ახალ მასალას ხსნით, იმავდროულად ასწავლეთ მოსწავლეებს, თუ როგორ ისწავლონ ეს მასალა.

 – დრო და დრო სთხოვეთ ბავშვებს, რომ ერთად, წყვილ–წყვილად ან პატარა ჯგუფებში იმეცადინონ.

 – დაეხმარეთ მოსწავლეებს ახალი სტრატეგიების გამოყენებაში. მიანიშნეთ, თუ როდის შეიძლება მისი გამოყენება.

 – გააცანით მოსწავლეებს ახალი სტრატეგიები: ჩანაწერების გაკეთება, მასალის გადამუშავება, საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა და ა.შ.

 – მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე აუხსენით, რატომ არის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება სასარგებლო.

 – აღნიშნეთ ის გარემოებები, როცა გარკვეული სტრატეგიების გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა.

– მიეცით მოსწავლეებს საშუალება თითოეული სტრატეგია სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენონ.”

დევიდ პერკინსმა ეფექტური სწავლების 7 პრინციპიც ჩამოაყალიბა:

  1. გააცანით მოსწავლეებს სასწავლო პროცესის “საბოლოო პროდუქტი”;
  2. აჩვენეთ მოსწავლეებს, თუ რა ღირებულება აქვს ამა თუ იმ საკითხის შესწავლას;
  3. საგანგებო ყურადღება გაამახვილეთ რთულ საკითხებზე;
  4. დაეხმარეთ მოსწავლეებს ცოდნის გამოყენებაში;
  5. გააცანით მოსწავლეებს თემის/საკითხის მიღმა არსებული ლოგიკა, პრინციპი;
  6. განავითარეთ მოსწავლეებში თანატოლებისგან სწავლის უნარი;
  7. ასწავლეთ მოსწავლეებს სწავლა.

იხილეთ ორიგინალი

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის 1 851 750 ლარი განისაზღვრა

$
0
0

„2017-2018 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

გიორგი კვირიკაშვილის ბრძანების თანახმად, 2017-2018 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 1 851 750 ლარის ოდენობით.

მასწავლებელთა 60-კრედიტიანი პროგრამის ანკეტა-კითხვარები – 2017-2018 სასწავლო წელი

როგორ ავსახოთ eschool-ში მასწავლებლის აქტივობები და როდის გახდება ცნობილი ვის რამდენი კრედიტ–ქულა ერგო

2017 წლის მასწავლებელთა გადამზადების 60-კრედიტიანი პროგრამის ღირებულება და პროცედურები

აიწია თუ არა საატესტატო გამოცდების ბარიერმა

$
0
0

,,აიწია თუ არა საატესტატო გამოცდებზე ბარიერმა?”, – ამ კითხვით ბოლო დღეებში EDU.ARIS.GE-ს ხშირად მომართავენ XI-XII-კლასელები.

მათი ინტერესის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE-მ აღნიშნული საკითხი განათლების სამინისტროსთან გადაამოწმა. როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, საატესტატო გამოცდებზე ბარიერი ამ ეტაპზე არ შეცვლილა და ისევ 5,5-ია. თუმცა წლის ბოლომდე იგეგმება თუ არა ბარიერის ცვლილება, ამ დროისთვის უცნობია.

აქვე გეტყვით, რომ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, საატესტატო გამოცდებისთვის ბარიერის აწევაზე 2017 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების შეჯამებისას ისაუბრა.

“საატესტატო გამოცდების ბარიერის აწევას ვაპირებთ მომავალში. მე ვფიქრობ, საატესტატო გამოცდებისა და უმაღლესი განათლების ბარიერი, ევროპის ქვეყნების მსგავსად, გაცილებით უფრო მაღალი უნდა იყოს.

„სისტემას რეფორმა აუცილებლად სჭირდება, მათ შორის იმიტომ, რომ ყველა უმაღლესში არ წავიდეს. ანუ ეს ანგრევს ჩვენს ქვეყანას. უმუშევრობის ქარხანა გვაქვს შექმნილი. ანუ ახლა ეს ბავშვები, ჩვენ რომ ბარიერი დავწიოთ, გადალახავდნენ ამ ბარიერს, მერე დაბალბარიერიან ეროვნულ გამოცდებსაც ჩააბარებდნენ, მერე ისწავლიდნენ ვითომ უმაღლეს სასწავლებელში, ვითომ უმაღლეს კვალიფიკაციას მიიღებდნენ და იქნებოდნენ უმუშევრები და დაგვაბრალებდნენ ჩვენ, თქვენ და დანარჩენებს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საატესტატო გამოცდებზე 11 000–მდე მოსწავლე ჩაიჭრა – ალექსანდრე ჯეჯელავა

ალექსანდრე ჯეჯელავა: 6 ჩასაჭრელი ბავშვი ყველა სკოლაშია

როგორ შეხვდა შავი ზღვის უნივერსიტეტი 2017-2018 წლის პირველკურსელებს – „wellcome party“ IBSU-ში

$
0
0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (იბსუ) 2017-2018 სასწავლო წლის პირველკურსელებს  საზეიმო და ორიგინალური დახვედრა მოუწყო. უნივერსიტეტმა ერთი დღე დაუთმო იბსუ wellcome party-ის და ყველა დაინტერესებულ პირს უმასპინძლა. სტუდენტებისთვის განსაკუთერბით სასიხარულო დაჯლდოების ცერემონია გამოდგა, სადაც წარჩინებულ ახალგზარდებს უნივერსიტეტმა სწავლის დაფინანანსების ვაუჩერები გადასცა.

21762231_1297248590404610_7941692212365567676_nღინისძიების საზეიმო ნაწილის დაწყებამდე  სასაწვლებელში არსებული დეპარტამენტების პრეზენტაციები და სპორტული თამაშები მოეწყო. ოფიციალური ნაწილი კი უნივერსიტეტის ეზოში შედგა, სადაც უამრავი სტუმარი იყო შეკრებილი.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ სახელმწიფო გრანტის მფლობელ წარმატებულ ახალგაზრდას, იბსუ-ში დამატებით შეღავათებს სთავაზობენ.

უნივერსიტეტის რექტორის  ილიას ჩილოღლუს განცხადებით, იბსუ წლევანდელ სასწავლო წელს განსაკუთრებული სიახლეებით ხვდება. მან EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განმარტა, რომ  გაიზარდა პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვი და შესაბამისად, სტუდენტებს ლექციებს უფრო მეტი უცხოელი პროფესორი წაუკითხავს.

21765087_1297249440404525_7900512942565943433_n„რა თქმაუნდა ჩვენ ყოველ წელს ვთავაზობთ სტუდენტებს სიახლეებს, წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. ეს გახლდათ: სტუდენტების გრანტები, ახალი პროგრამების და ახალი ლექტორების დამატება.  უამრავ ახალ უნივერსიტეტთან გვექნება გაცვლითი პროგრამები. დაგეგმილი გავქვს ძალიან ბევრი ცნობილი პროფესორის ჩამოყვანა სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ლექციებს წაიკითხავენ ჩვენთან. სასწავლო პროგრამებს დაემატა რამდენიმე უცხო ენა, რომელსაც სტუდენტები შეისწავლიან. ძალიან საინტერესო წელს ვიწყებთ. ძალიან საინტერესო სტუდენტები მოვიდნენ ამ წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში და დარწმუნებული ვარ ნაყოფიერი სასწავლო წელი გვექნება,“ – განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.

ღონისძიებაზე 100%-იანი სასწავლოი გრანტი გრანტი გადასცეს  ნინო მაჭარაშვილს.

„ეს გრანტი ნამდვილად სასიხარულო იყო ჩემთვის. იმედი მაქვს საერთაშორსიო განათლებას მივიღებ. ჩარიცხული ვარ  სამართალზე, ამ ფაკულტეტზე სწავლა ბავშვობიდან გადაწყვეტილი მქონდა. პირველ ეტაპზე ვაპირებდი სხვა ერთ-ერთ ცნობილ უნივერსიტეტში ჩაბარებას, მაგრამ მას შემდეგ რაც შავი ზღვის უნივერსიტეტი გაიხსნა, აქ ჩემმა დამ ჩააბარა, იმდენად მოვიხიბლე რასაც ყვებოდა, მეც მივიღე გადაწყვეტილება იბსუ ამერჩია. ბევრი გაცვლითი პროგრამებია და  ძალიან კარგი საერთაშორისო კონტაქტები აქვთ. ნამდვილად ყველა აბიტურიენტს ვურჩევ აქ ჩააბაროს,“- გვითხრა ნინო მაჭარაშვილმა.

22007781_1297249447071191_4837058857754526542_nსწავლის დაფინანსების 50%-იანი ვაუჩერი მიიღო პირველკურსელმა ირაკლი ჩუხუამ, მან ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც 50%–იანი გრანტის მოპოვება შეძლო.

„როდესაც უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი, ხშირად მქონდა კითხვა თუ რომელი უნივერსიტეტი იქნებოდა საუკეთესო. მეგობრები მყავს თითქმის ყველა უნივერსიტეტში და ყველას პირობებზე მქონდა წარმოდგენა. დღეს ძალინ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იბსუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს სალომე სუხიშვილს, ყველა საკითხზე რაც უნივერსიტეტზე მაინტერესებდა  ყოველთვის მაძლევდა ამომწურავ პასუხს. ამან მე იმდენად დამაინტერესა და იმდენად მომეწონა შემოთავაზებული პირობები, რომ გადავწყვიტე, აქ ჩამებარებინა. მეც და ჩემი ტყუპისცალი დაც ორივე აქ ჩავირიცხეთ საერთაშორისო ურთერთობებზე. ჩემთვის მოტივაციის მთავარი განმსაზღვრელი იყო, რომ  როდესაც მე სკოლაში ვიღებ მედალს, ეს მედალი მიფასდება, ეს ძალიან მნიშვენლოვანია. იბსუ-ში თუ იღებ სახელმწიფო გრანტს მეორე იმდენი გიფინანსდება მედლის გამო. მაგალითად მე სახელმწიფოსგან მივიღე 50%-იანი გრანტი და უნივერსიტეტისგან მიფინანსდება მეორე 50%“, – ამბობს პირველკურსელი.

ოფიციალური დაჯილდოების შემდეგ, უნივერსიტეტის ეზოში ჯგუფების eko&vinda folio და „არა“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიება საზეიმო ტორტის გაჭრითა და ფოირვერკით დაგვირგვინდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

Viewing all 14555 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>