Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14538 articles
Browse latest View live

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბიზნესის ფაკულტეტი ახალ პროექტს იწყებს

$
0
0

მსოფლიოში ყველაზე აღიარებული გამოცემის The Economist -ის ყველაზე აქტუალურ მასალებზე დაყრდნობით, Topical talk -ის ფორმატში ქმნის “ბიზნეს განათლების ბანკს”, რომელიც თანამედრევე ბიზნეს განათლების მასალის საფუძველზე, ქართულ ბიზნეს გარემოსთან ადაპტირებული სასწავლო ლიტერატურის ფორმირებას მოიცავს.

აღნიშნულ პროექტს CIU ბიზნესის ფაკულტეტი საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში შექმნილი/ადაპტირებული მასალები პირველ ეტაპზე განკუთვნილი იქნება ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება Topical Talk -ის სადისკუსიო კლუბი რომლის მთავარი მიზანიც ბიზნესის თემატიკაზე აქტუალური დისკუსიების ორგანიზება იქნება. ამჟამად, დამატებით მიმდინარეობს მოლაპარაკება Harvard Business Publishing Education-ის მასალების ინტეგრირებასთან დაკავშირებით.

The post კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბიზნესის ფაკულტეტი ახალ პროექტს იწყებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


„საზოგადოების მოთხოვნაა, სკოლებში გვყავდეს გარკვეული კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები“ –პასუხი უსტატუსო პედაგოგებს

$
0
0

„უსტატუსოდ დარჩენილ პედაგოგებს შეუნარჩუნდეთ დიპლომირებული პედაგოგის სტატუსი” – ასეთი იყო საქართველოს პარლამენტში აპრილის თვეში შეტანილი საკანონმდებლო ინიციატივის, ერთ-ერთი მოთხოვნა, რომლის თაობაზეც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღეს იმსჯელა და წინადადებას მხარი არ დაუჭირა. კომიტეტის პოზიციით, წინადადებაში მოყვანილი მტკიცება, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილებები კანონთან ან კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში, დაუსაბუთებელია.

კომიტეტის თავმჯდომარემ განათლების დამცველთა ასოციაციაციას თავადაც უპასუხა და აღნიშნა, რომ რეფორმას, რომელიც მრავალი წელი მიმდინარეობდა, მასწავლებლების მიერ სტატუსის მოპოვების მიმართულებით ჰქონდა ბოლო ვადაც, 31 დეკემბერი, რაც ასევე არაერთგზის გადავადებული თარიღი იყო და მასწავლებლებს ამ ვადაში უნდა გაევლოთ სერტიფიცირება.

გიორგი ამილახვარმა უსტატუსოდ დარჩენილი მასწავლებლებისადმი სახელმწიფოს შეთავაზებაც გაახმოვანა და თქვა, რომ რეფორმისთვის გვერდის ავლა და ასე სტატუსის მიღება სწორი არ არის, რადგან საზოგადოებას სხვა დაკვეთა აქვს.

“არ მახსენდება აღნიშნულ საკითხებზე კომიტეტისადმი მომართვა, რომ არ გვქონოდა რეაგირება და სწორედ განათლების კომიტეტის ჩართულობით მოხდა ისიც, რომ ერთკრედიტიანებსაც მიანიჭეს მასწავლებლის (უფროსი) სტატუსი. ცხადია, რეფორმა იმის არის, რომ დარჩა გარკვეული კატეგორია, რომელმაც ვერ გადალახა ეს ბარიერი არათუ ერთხელ, არამედ რამდენჯერმე ცდის მიუხედავად. გასაგებია, რომ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობაც არის ამ ხალხზე ზრუნვა, მაგრამ როდესაც ამ კონკრეტულ ჭრილში ვსაუბრობთ, აღარ არსებობს არგუმენტი იმიტომ, რომ სასწორის მეორე პინაზე დევს საზოგადოების ძალიან ჯანსაღი და სწორი მოთხოვნა, რომ ჩვენ სკოლებში გვინდა, გვყავდეს გარკვეული კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები. შესაბამისად, სამწუხაროდ, ვინც ვერ დაადასტურა აღნიშნული კვალიფიკაცია და მათ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა მრავალი წელი, ახლა ჩვენი მოვალეობაა, კიდევ ერთხელ შევთავაზოთ მათ გადამზადების და მომზადების პროგრამები, შევუქმნათ მათ შესაძლებლობა, რომ კიდევ გავიდნენ გამოცდებზე, გადალახონ და მიიღონ მასწავლებლის სტატუსი. ეს ნამდვილად არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ და ვთავაზობთ, მაგრამ გვერდის ავლით, რომ როგორმე მოხდეს ისევ ამ რეფორმის უკან დაბრუნება, და გათანაბრება სტატუსიანი მასწავლებლების იმ ხალხთან, რომლებმაც ვერდაძლიეს ბარიერი, მე არ მიმაჩნია ეს სწორი და ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა”, – განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა საკუთარ სიტყვაში.

ამავე თემაზე:

„უსტატუსოდ დარჩენილ პედაგოგებს შეუნარჩუნდეთ დიპლომირებული პედაგოგის სტატუსი” – წინადადება პარლამენტშია

The post „საზოგადოების მოთხოვნაა, სკოლებში გვყავდეს გარკვეული კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები“ – პასუხი უსტატუსო პედაგოგებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

CIU-ში გიგა კობალაძის საჯარო ლექცია გაიმართა

$
0
0

16 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვა საქართველოში“.

შეხვედრაზე გიგა კობალაძემ ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონმდებლობა; ინდივიდუალური და კოლექტიური მართვა; საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის გამომწვევები.

შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, სადაც დამსწრეებს ჰქონდათ საშუალება, სპიკერისთვის მათთვის საინტერესო შეკითხვებით მიემართათ.

The post CIU-ში გიგა კობალაძის საჯარო ლექცია გაიმართა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გორის უნივერსიტეტის კათედრამ მეცხრე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარა

$
0
0

2022 წლის 16 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრამ დისტანციური ფორმით ჩაატარა სტუდენტთა მეცხრე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნინო ორჯონიკიძემ და ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თეა ხორგუაშვილმა.

კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 25 მოხსენება შემდეგი უნივერსიტეტებიდან: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

The post გორის უნივერსიტეტის კათედრამ მეცხრე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

SANGU-ში საჯარო ლექცია თემაზე: „ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა“ გაიმართა

$
0
0

2022 წლის 14 ივნისს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა ირაკლი ჯავახიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: “ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა”.

მომხსენებელმა ევროკავშირის დაფუძნების პერიოდის საგარეო პოლიტიკაზე, იმ პერიოდისათვის ევროპული გაერთიანების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ევროკავშირის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ტრანსფორმაციაზე და უკვე ფორმირებული, თანამედროვე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრა.

მომხსენებელმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

The post SANGU-ში საჯარო ლექცია თემაზე: „ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა“ გაიმართა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„მასწავლებელს მუდმივად სჭირდება განვითარება“ –ფინანსთა მინისტრის მოადგილე განათლების სისტემის პრობლემებზე

$
0
0

„ის, რომ არცერთ სკოლას რეაბილიტაცია არ სჭირდებოდეს, ასეთი დრო არასდროს იქნება. დღეს რომ რეაბილიტაციას ვუკეთებთ, 10 წლის მერე კიდევ იქნება ის სკოლა სარეაბილიტაციო და ფინანსები სულ გვექნება მოსაძიებელი“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

კაკაურიძემ, 17 ივნისს, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმება წარმოადგინა, რომელიც საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას ეხება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, პროექტის მიზანია, საქართველოს შერჩეულ მთიან რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის სოციალური განვითარების პლატფორმისა და კონკრეტულად სწავლის პირობების გაუმჯობესება.

„ეს გულისხმობს სკოლების სრულ რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას. წარმოდგენილია ორი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, დამატებით გამოიყოფა 6 500 000 ევრო. შერჩეულია 15 სკოლა იმ კრიტერიუმების მიხედვით, რაც იყო გაწერილი საფინანსო ინსტიტუტის ხელშეკრულებაში. ეს ნაწილობრივ სესხია და ნაწილობრივ გრანტი, რაც დაიხარჯება ამ სკოლებზე და გულისხმობს როგორც სკოლების რეკონსტრუქციას, ასევე მათი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას. შესაბამისად, შენობის მოვლა-შენახვა მომავალში იქნება გაცილებით იაფი, ვიდრე დღეს უჯდებათ საჯარო სკოლებს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს კაკაურიძემ.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, უფრო მეტი საჭიროებაა განათლების სფეროში და თანხები, რომელიც ინფრასტრუქტურისთვის არის გამოყოფილი, ჩვენს საჯარო სკოლებს არ ეყოფა.

„ახლა ვფიქრობთ იმაზე, რომ მომდევნო, 2023-2026 წლებში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ. ეს ეხება როგორც დიდი ქალაქების საჯარო სკოლებს, ასევე იმ სასოფლო დასახლებებს, სადაც რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას საჭიროებენ ჩვენი საჯარო სკოლები“, – გვითხრა კაკაურიძემ, რომელსაც ცოტა ხნის წინ მის მიერ განათლების კომიტეტის სხდომაზე ნათქვამი შევახსენეთ – ყველა სოფელში კარგი სკოლა ვერ გვექნება და ამას ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ, რაზეც გვიპასუხა:

„მცირეკონტიგენტიან სკოლებზე, როგორც წესი, მუდამ არის სწავლის ხარისხის პრობლემა, ვინაიდან, შეუძლებელია, ერთბავშვიან და სამბავშვიან სკოლებში იგივე ხარისხი ჰქონდეს, როგორც ისეთ სკოლებში, სადაც ბავშვების მეტი რაოდენობაა. ამიტომ, რადგან არსებობს დისტანციური სწავლების მექანიზმები… კლასტერული სწავლების მექანიზმები უნდა შემოვიღოთ, რომელიც ერთბავშვიან კლასებს მისცემს საშუალებას, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, რომ ნაკლებად იყვნენ მარტო და რესოციალიზაცია მეტი ჰქონდეთ ბავშვებს ონლაინ სწავლებით“.

გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას, თუმცა მას ერთ-ერთი წამყვანი მნიშვნელობა აქვს. ფინანსისტი სკოლებში ხარისხიანი სწავლების გასაღებს მასწავლებლების პროფესიონალიზმში ხედავს. და ამბობს, რომ ხარისხიანი განათლებისთვის პირველი და აუცილებელია, მასწავლებელი და ნდობა მასწავლებლის მიმართ. პედაგოგმა და სკოლამ ერთად უნდა უზრუნველყოს მოსწავლისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა.

„ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელი მყავდა და ეს იყო დაახლოებით 25-27 წლის წინ. არცთუ ისე კარგი მასწავლებლებიც მახსოვს. შეიძლება ეს ცოდნას არ ეხებოდეს, მარგამ გადმოცემის უნარი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა აქვთ ადამიანებს და ყველას არ შეუძლია იყოს მასწავლებელი. რაც არ უნდა კარგი მასწავლებელი იყოს, მაინც ყოველთვის სჭირდება განვითარება. თანამედროვე ცხოვრებაში აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების გამოყენება იმისათვის, რომ მასწავლებელმა უფრო ზუსტად აუხსნას ბავშვს არამხოლოდ ის, თუ ფორმულა როგორ დაიმახსოვროს, არამედ ის, თუ როგორ გამოიყენოს პრაქტიკაში ეს ფორმულა. შესაბამისად, მასწავლებელს მუდმივად სჭირდება გადამზადება, მუდმივად სჭირდება დახმარება იმაში, რომ ახალი ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენება შეძლოს და შესაბამისად, ხარისხი ყოველწლიურად გაუმჯობესდეს სკოლებში“, – უთხრა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ EDU.ARIS.GE-ს.

ხარისხიანი განათლების მიწოდების კონტექსტში გიორგი კაკაურიძემ ადამიანური კაპიტალის პროექტზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, როგორც ჩვენი რესპონდენტი განმარტავს მსოფლიო ბანკთან, ექვსწლიანი გეგმა შევიმუშავეთ, რომელიც, განათლების გარდა, ასევე ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებებს ეხება, თუმცა, განათლებას უჭირავს წამყვანი ადგილი ამაში და სწორედ სასკოლო განათლებაზეა ძირითადი აქცენტი გამახვილებული.

„სასკოლო სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი“ – რა უნდა გაკეთდეს განათლების რეფორმებისთვის მსოფლიო ბანკის დამტკიცებული ახალი, $ 400 მლნ-იანი პროგრამით

„აქ შედის ასევე გარკვეული კომპონენტები სკოლამდელი განათლებისა და სკოლამდელი განათლებაც არის პირველი საფეხური იმისთვის, რომ სწორი განათლების სისტემა იყოს ქვეყანაში, სკოლისთვის მზაობის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი აქტიურობით, განათლების სამინისტროს დიდი მუშაობის შედეგად, მომდევნო წლებში განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – გვითხრა კაკაურიძემ, რომელმაც EDU.ARIS.GE-სთან თავისი მასწავლებლების გაიხსენა:

ასევე იხილეთ:

„მომავალი წლის ბიუჯეტში განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება“

„ყველა სოფელში კარგი სკოლა ვერ გვექნება და ამას ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ“

The post „მასწავლებელს მუდმივად სჭირდება განვითარება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე განათლების სისტემის პრობლემებზე first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

IX და X კლასის ზოგიერთ სახელმძღვანელოს გრიფი მიენიჭა, ნაწილს კი უარი ეთქვა –სიები

$
0
0

17 ივნისს, გამოიცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისა და საშუალო საფეხურის X კლასის ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღვანელოს მაკეტისათვის გრიფის მინიჭების შესახებ. ასევე გამოქვეყნდა ბრძანება იმ სახელმძღვანელოების შესახებ, რომელთაც უარი ეთქვათ გრიფის მინიჭებაზე.

“მიენიჭოს გრიფი ამ ბრძანების დანართით განსაზღვრულ სახელმძღვანელოების მაკეტებს”, – წერია მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში, რომელსაც დანართის სახით ერთვის სახელმძღვანელოების სია, რომლებიც სკოლებს ასარჩევად გადაეგზავნებათ:

გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები

ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისა და საშუალო საფეხურის X კლასის ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღვანელოს მაკეტისათვის გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ გრიფის მინიჭებაზე უარი ეთქვას ამ ბრძანების დანართით განსაზღვრული სახელმძღვანელოების მაკეტებს:

გრიფის მინიჭებაზე უარნათქვამი სახელმძღვანელოები

საქართველოს ყველა სკოლა ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით. გამონაკლისი დაიშვება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო არის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კონკრეტული საგნის სწავლებისათვის. იგი აკმაყოფილებს გრიფის მისანიჭებლად აუცილებელ პირობებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, გარკვეული ვადით მინიჭებული აქვს გრიფი. ამით სახელმძღვანელო უპირატესობას იძენს ყველა დანარჩენ საგანმანათლებლო რესურსთან შედარებით და გრიფის ვადის მოქმედების განმავლობაში სასწავლო პროცესში გამოიყენება, როგორც ძირითადი საგანმანათლებლო რესურსი.

ასევე იხილეთ:

განათლების სამინისტრო: 2022-2023 სასწავლო წლიდან X კლასის მოსწავლეებს „საქართველოს ისტორიის“ ახალი სახელმძღვანელო ექნებათ

The post IX და X კლასის ზოგიერთ სახელმძღვანელოს გრიფი მიენიჭა, ნაწილს კი უარი ეთქვა – სიები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

თსუ-ში ფინალური გამოცდების ფორმატი არ შეიცვლება –რა შედეგებით დასრულდა სტუდენტებისა და რექტორის შეხვედრა

$
0
0

თსუ-ის რექტორი, ადმინისტრაცია და პროფესურა 17 ივნისს პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. უნივერსიტეტში საპროტესტო ტალღა ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარების მოთხოვნამ ააგორა, რასაც სხვა მოთხოვნებიც მალევე დაემატა.

„გაერთიანებულ შეხვედრაზე დიალოგის ფორმატში იმსჯელეს 4 ძირითად საკითხზე, რომელიც სტუდენტთა აღნიშნულმა ჯგუფმა ჩამოაყალიბა. ესაა საერთო საცხოვრებლების თემა, უნივერსიტეტის ფინანსური გამჭვირვალობა, რექტორის არჩევის წესი და ფინალური გამოცდების ფორმატი“, – ვკითხულობთ თსუ-ს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

რა გადაწყვეტილებები მიიღეს თსუ-ში სტუდენტებისა და რექტორატის შეხვედრისას აღნიშნულ 4 საკითხზე:

ფინალური გამოცდები

რექტორატი ფინალურ გამოცდებთან დაკავშირებით დათმობაზე არ მიდის. როგორც სტუდენტებთან შეხვედრის დროს, რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ სტუდენტებთან საუბარში განაცხადა, ფინალური გამოცდების ფორმატი არ შეიცვლება, გამოცდები დაიწყება 20 ივნისიდან 3 საგამოცდო ცენტრში, თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში გაიმართება.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ ახერხებს საგამოცდო პროცესში მონაწილეობას, მას მიეცემა საშუალება მიმართოს თავისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას, სადაც ყველა მიმართვა ინდივიდუალურად განიხილება და, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში, ფაკულტეტი სტუდენტებს შესთავაზებს გამოცდის გადატანას სექტემბერში და სტუდენტთა გარკვეულ ნაწილთან დაკავშირებული სირთულეებიც მოიხსნება.

საერთო საცოვრებელი

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც სტუდენტებს აწუხებთ, საერთო საცხოვრებლების თემაა. სტუდენტები მოითხოვენ, მოწესრიგდეს არსებული სტუდენტური საცხოვრებელი და აშენდეს ახალი, რომელიც დააკამყოფილებს სტუდენტთა მოთხოვნებს. როგორც თსუ-ს მიერ ჩვენთვის გამოგზავნი ინფორმაციაში ვკითხულობთ, რექტორი, გიორგი შარვაშიძე სტუდენტებს დაპირდა, რომ არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები სასწავლებლის ადმინისტრაციას კარგად ესმის და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში აქტიურად აგრძელებენ სტუდენტთათვის საერთო საცხოვრებლების უზრუნველყოფაზე მუშაობას. რაც შეეხება ბაგებში არსებულ საერთო საცხოვრებელს, რექტორის განცხადებით, დასკვნის თანახმად, შენობის სრული განახლება არ არის რეკომენდებული და მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს. შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს რესურსები ახალი საცხოვრებლის მშენებლობაზე მიმართოს, რომელიც ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ბაგების საერთო საცხოვრებელს.

უნივერსიტეტის ბიუჯეტი

ფინანსური გამჭვირვალობის საკითხი იყო კიდევ ერთი თემა, რომელზეც სტუდენტებთან შეხვედრისას რექტორატმა იმსჯელა. ამ საკითხით დაინტერესებულ სტუდენტებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა საღინაძემ განუმარტა, რომ თსუ საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მისი ბიუჯეტის ამსახველი ინფორმაცია ეტაპობრივად ქვეყნდება უმაღლესი სასწავლებლის ვებგვერდზე და საჯარო/ხელმისაწვდომია საიტის ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ასევე, დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია, ელექტრონული ფორმით მოითხოვოს მისთვის საინტერესო ფინანსური ინფორმაცია და კანონით დადგენილ ვადებში მიიღოს ეს ინფორმაცია უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურისგან.

რექტორის არჩევის წესი

შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი, გახდეს დემოკრატიული და ყოველი ლექტორისათვის ხელშესახები – ეს კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომელსაც სტუდენტები აყენებენ.

თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითულობთ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მზადაა შექმნას პლატფორმა, რომლის მუშაობაში ჩართვა შეეძლება ნებისმიერ სტუდენტს თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენელს, რათა ერთობლივად, სამუშაო ფორმატში იმსჯელონ რექტორის არჩევის ახლანდელ პრაქტიკასა თუ არჩევის წესთან დაკავშირებულ ინიციატივებზე. პირველი სამუშაო შეხვედრა შედგება 24 ივნისს, 19:00 საათზე, თსუ პირველ კორპუსში. ამ შეთანხმებასთან ერთად, რექტორმა ისიც თქვა, რომ რექტორის
არჩევის წესი, პროცედურები თუ კრიტერიუმები რეგულირდება კანონით უმაღლესი განათლების შესახებ და შესაბამისად, ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს’’.

ასევე იხილეთ:

ახალი შეთავაზება სტუდენტებს – თსუ-ის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

„ვთხოვ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და განათლების სამინისტროს, სერიოზულად მოეკიდონ საკითხებს“ – თსუ-ში პროტესტის მონაწილეებს სახალხო დამცველი შეხვდა

The post თსუ-ში ფინალური გამოცდების ფორმატი არ შეიცვლება – რა შედეგებით დასრულდა სტუდენტებისა და რექტორის შეხვედრა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


სამი მაგალითი აბიტურიენტებს –როგორ გავარედაქტიროთ ტექსტი

$
0
0

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. ტექსტის რედაქტირების დავალება ქართულის ტესტებში პირველია და ის 16 ქულით ფასდება.

EDU.ARIS.GE-მ უკვე გაგიზიარად სპეციალისტის გაკვეთილი, რომელშიც ის დეტალურად გვიხსნის, რომელია ყველაზე გავრცელებული შეცდომები ტექსტის რედაქტირებისას და რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა, რომ მოწოდებული ტექსტის გასწორებისას შეცდომა არ დაუშვან.

ტექსტის რედაქტირება – რამდენი შეცდომა უნდა იპოვოს აბიტურიენტმა დავალებაში და რაში დააკლდება ქულა

დღეს კი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ, გამოქვეყნებული სამი ტექსტის მაგალითს წარმოგიდგენთ, რომლის წყაროა ელზა კაჭარავას წიგნი ქართული ენა და ლიტერატურა.

სარედაქტირებელი ტექსტი 1

პალიკარნასის მავზოლეუმის შენობა ძველი წელთაღრიცხვის მე-IV საუკუნეში ააშენეს, როგორც ქალაქ პალიკარნასის მმართველის მავსოლეს, აკლდამა. მეცნიერების აზრით მშენებლობა მავსოლეს სიცოცხლეში დაიწყო მაგრამ კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. მის პატივსაცემად აკლდამას მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით დაასრულა მავსოლეს ცოლმა, არტემისიამ. ეს იყო ბერძნულ ტაძრის მსგავსი ნაგებობა რომელსაც ამკობდა მარმარილოს კოლონები და ქანდაკებები. რელიეფური სამკაულები ტაძარისთვის შექმნეს იმ დროინდელმა საუკეთესო მოქანდაკე სკულპტორებმა. ნაგებობის თავზე იდგა საფეხურებიანი პირამიდა რომელზეც აღმართული იყო მავსოლესა და არტემისიას სკულპტურები. მავზოლეუმს ქვის ლომები სდარაჯობდნენ.

XIV საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ დაანგრია. ჯვაროსნული ორდენის რაინდები მავზოლეუმის ქვებს ციხე სიმაგრეების ასაშენებლათ იყენებდენ, მძარცველებიმ კი მოახდინეს სამარხების გაძარცვა. XIX საუკუნის 50-ან წლებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მავზოლეუმის ნაშთები, რელიეფისა და ქანდაკებების ფრაგმენტები.

რედაქტირებული ტექსტი 1

პალიკარნასის მავზოლეუმი(2) ძველი წელთაღრიცხვის IV(1) საუკუნეში ააშენეს, როგორც ქალაქ პალიკარნასის მმართველის,(3) მავსოლეს, აკლდამა. მეცნიერების აზრით,(3) მშენებლობა მავსოლეს სიცოცხლეში დაიწყო,(3) მაგრამ კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. მის პატივსაცემად აკლდამას მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით დაასრულა მავსოლეს ცოლმა, არტემისიამ. ეს იყო ბერძნული(1) ტაძრის მსგავსი ნაგებობა,(3) რომელსაც ამკობდა მარმარილოს კოლონები და ქანდაკებები. რელიეფური სამკაულები ტაძრისთვის(1) შექმნეს იმდროინდელმა(1) საუკეთესო სკულპტორებმა(2). ნაგებობის თავზე იდგა საფეხურებიანი პირამიდა,(3) რომელზეც აღმართული იყო მავსოლესა და არტემისიას სკულპტურები. მავზოლეუმს ქვის ლომები დარაჯობდნენ(1).

XIV საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ დაანგრია. ჯვაროსნული ორდენის რაინდები მავზოლეუმის ქვებს ციხე-სიმაგრეების(1) ასაშენებლად(1) იყენებდნენ(1), მძარცველებმა(1) კი სამარხები გაძარცვეს(2). XIX საუკუნის 50-იან(1) წლებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მავზოლეუმის ნაშთები, რელიეფისა და ქანდაკებების ფრაგმენტები.

(1) – აღნიშნავს მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ და სინტაქსურ შეცდომებს;
(2) – სტილისტურ ხარვეზებს;
(3) – პუნქტუაციურ შეცდომებს.

სარედაქტირებელი ტექსტი 2

ელენე ახვლედიანი დაიბადა 1901 წლის 18 აპრილს, თელავში დიმიტრი ახვლედიანის, ცნობილი სამხედრო ექიმის, და ელისაბედი ერისთავის ოჯახში. ელენემ დაწყებითი განათლება წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში მიიღო. 1907 წელს ოჯახი საცხოვრებლათ თბილისში გადავიდა სადაც ქალთა მეორე გიმნაზიაში შეიყვანეს, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძნო თბილისის სამხატვრო აკადემიაში გიგო გაბაშვილის კლასში. იგივე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი მიავლინეს პარიზში სადაც კოლაროსის აკადემიაში სწავლობდა 1927 წლამდი. სწავლის დამთავრების შემდეგ მხატვარი სამშობლოში დაბრუნდა.

ელენე ახვლედიანიმ დიდი ამაგი შეიტანა პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. მისი პეიზაჟები გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, ფერადოვანებით; განსაკუთრებული სიყვარულითაა შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნის პეიზაჟები. მან თავისი კვალი დაამჩნია ქართულ სცენოგრაფიის განვითარებას, 1928 წლიდან ის ქუთაისის მარჯანიშვილის თეატრში მხატვრად მუშაობდა და 72 სპექტაკლის გაფორმება მოახდინა. მათს შორის აღსანიშნავია ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“ და სხვა. ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც. მისი სახელობისაა თბილისის ბავშვთა სურათების გალერეა.

რედაქტირებული ტექსტი 2

ელენე ახვლედიანი დაიბადა 1901 წლის 18 აპრილს, თელავში,(3) დიმიტრი ახვლედიანის, ცნობილი სამხედრო ექიმის, და ელისაბედ(1) ერისთავის ოჯახში. ელენემ დაწყებითი განათლება წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში მიიღო. 1907 წელს ოჯახი საცხოვრებლად(1) თბილისში გადავიდა,(3) სადაც ქალთა მეორე გიმნაზიაში შეიყვანეს, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო(1) თბილისის სამხატვრო აკადემიაში,(3) გიგო გაბაშვილის კლასში. იმავე(1) წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი,(3) მიავლინეს პარიზში,(3) სადაც კოლაროსის აკადემიაში სწავლობდა 1927 წლამდე(1). სწავლის დამთავრების შემდეგ მხატვარი სამშობლოში დაბრუნდა.

ელენე ახვლედიანმა(1) დიდი ამაგი დასდო\წვლილი შეიტანა(2) პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. მისი პეიზაჟები გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, ფერადოვნებით(1); განსაკუთრებული სიყვარულითაა შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნების(1) პეიზაჟები. მან თავისი კვალი დააჩნია(2) ქართული(1) სცენოგრაფიის განვითარებას, 1928 წლიდან ის ქუთაისის მარჯანიშვილის თეატრში მხატვრად მუშაობდა და 72 სპექტაკლი გააფორმა(2). მათ(1) შორის აღსანიშნავია ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“ და სხვა. ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც. მისი სახელობისაა თბილისის ბავშვთა სურათების გალერეა.

სარედაქტირებელი ტექსტი 3

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი დაიბადა 1779 წელს გერმანიაში, ქალაქ ბონში. მამამ ბავშვობიდანვე შენიშნა ვაჟის მუსიკალური ნიჭი და გადაწყვიტა რაც შეიძლება მალე ეჩვენებინა მთელი ქვეყნისთვის მისი შვილი. მას უხასიათო ხასიათი ჰქონდა, მძინარე ბავშვს აღვიძებდა და აიძულებდა შვიდი რვა საათი ემეცადინა. რვა წლის ბეთჰოვენმა პირველი კონცერტი გამართა კიოლნში. ამ დროს ის უკვე უკრავდა კლავისინზე, ფორტეპიანოსა და ალტზე. ახალგაზრდა ბეთჰოვენს ორღანისტმა ქრისტიან ნეფემ გააცნო საუკეთესო კომპოზიტორთა შემოქმედება და დაეხმარა პირველი ნაწარმოების („ვარიაციები დრესლერის თემაზე“) გამოცემაში. 1787 წელს კომპოზიტორი შეხვდა მოცარტს რომელმაც მისი მოსმენის შემდეგ სთქვა, რომ მაზე მალე მთელი მსოფლიო ილაპარაკებდა. მართლაც, ბეთჰოვენმა დიდი წარმატება მოიპოვა.

კომპოზიტორს დღე მკაცრათ ჰქონდა დაგეგმილი დილით ძალიან ადრე დგებოდა და სადილობამდი მუშაობდა, დანარჩენი დროს ფიქრსა და იდეების დალაგებას ანდომებდა. ის მრავალ დაავადებებს ებრძოდა. 1796 წლიდან იგი დაყრუვდა მაგრამ შინაგანი სმენით ჰქმნიდა გენიალურ სიმფონიებს, სონატებს, უვერტიურებს. ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია გახლავთ თავისუფლების სიმღერა, მოწოდება მომავალი თაობებისადმი. ბოლო წლები კომპოზიტორი ვენისგან მოშორებით ცხოვრობდა და მეათე სიმფონიაზე მუშაობდა. ის მძიმედ დაავადდა და სამკურნალოდ გაემგზავრა ვენაში სადაც რამდენიმე თვის შემდეგ, 1827 წლის 27 მარტს, ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოასწრო ბოლო სიმფონიის დამთავრება.

რედაქტირებული ტექსტი 3

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი დაიბადა 1779 წელს გერმანიაში, ქალაქ ბონში. მამამ ბავშვობიდანვე შენიშნა ვაჟის მუსიკალური ნიჭი და გადაწყვიტა,(3) რაც შეიძლება მალე ეჩვენებინა მთელი ქვეყნისთვის თავისი(1) შვილი. მას ცუდი ხასიათი/უხასიათო იყო(2) ჰქონდა, მძინარე ბავშვს აღვიძებდა და აიძულებდა შვიდი-რვა(1) საათი ემეცადინა. რვა წლის ბეთჰოვენმა პირველი კონცერტი გამართა კიოლნში. ამ დროს ის უკვე უკრავდა კლავისინზე, ფორტეპიანოსა და ალტზე. ახალგაზრდა ბეთჰოვენს ორღანისტმა ქრისტიან ნეფემ გააცნო საუკეთესო კომპოზიტორთა შემოქმედება და დაეხმარა პირველი ნაწარმოების („ვარიაციები დრესლერის თემაზე“) გამოცემაში. 1787 წელს კომპოზიტორი შეხვდა მოცარტს,(3) რომელმაც მისი მოსმენის შემდეგ თქვა(1), რომ მასზე(1) მალე მთელი მსოფლიო ილაპარაკებდა. მართლაც, ბეთჰოვენმა დიდ წარმატებას მიაღწია(2).

კომპოზიტორს დღე მკაცრად(1) ჰქონდა დაგეგმილი:(3) დილით ძალიან ადრე დგებოდა და სადილობამდე(1) მუშაობდა, დანარჩენ(1) დროს ფიქრსა და იდეების დალაგებას ანდომებდა. ის მრავალ დაავადებას(1) ებრძოდა. 1796 წლიდან იგი დაყრუვდა,(3) მაგრამ შინაგანი სმენით ქმნიდა(1) გენიალურ სიმფონიებს, სონატებს, უვერტიურებს. ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია არის(2) თავისუფლების სიმღერა, მოწოდება მომავალი თაობებისადმი. ბოლო წლები კომპოზიტორი ვენიდან(1) მოშორებით ცხოვრობდა და მეათე სიმფონიაზე მუშაობდა. ის მძიმედ დაავადდა და სამკურნალოდ გაემგზავრა ვენაში,(3) სადაც რამდენიმე თვის შემდეგ, 1827 წლის 27 მარტს, ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოასწრო ბოლო სიმფონიის დამთავრება.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

The post სამი მაგალითი აბიტურიენტებს – როგორ გავარედაქტიროთ ტექსტი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

როგორ დავწეროთ უცხოური ენის გამოცდაზე წერილი და მაღალ ქულაზე –აბიტურიენტის გზამკვლევი სპეციალისტებისგან

$
0
0

„აბიტურიენტს უნდა შეეძლოს მოკლედ და ლაკონიურად გადმოსცეს სათქმელი, მაგალითით გაამყაროს თავისი მოსაზრება, რომ გასაგები იყოს, რატომ ფიქრობს ასე. ასე რომ, ლექსიკურ მარაგთან ერთად, აზრის გამოხატვა და ზოგადი განათლება უმნიშვნელოვანესია“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ინგლისური ენის სპეციალისტი ეკატერინე ბიბილაშვილი, რომელიც წლებია, აბიტურიენტებთან მუშაობს და რომელსაც ვთხოვეთ, აბიტურიენტების უცხოური ენის ტესტური დავალების მნიშვნელოვან წერით დავალებაზე – თემასა და წერილზე ესაუბრა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, უცხო ენის ტესტში ორი წერითი დავალება შედის. პირველი დავალება (წერილი) 6 ქულით ფასდება, მეორე დავალება (თემა) – 16 ქულით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გასული წლის ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის შეფასების სქემის მიხედვით, წერილი, ძალიან კარგად შესრულებულად ითვლება იმ შემთხვევაში და 6 ქულა იწერება, თუ მოსაზრება კარგად ჩანს, გამოყენებულია მრავალფეროვანი გრამატიკული სტრუქტურები და მდიდარი ლექსიკა, სრულად და არგუმენტირებულად პასუხობს დავალებას და დაშვებულია უმნიშვნელო შეცდომა, რომელიც მართლწერას ან პუნქტუაციას ეხება. წერილი იმ შემთხვევაშია ძალიან სუსტია და მასში მასში მხოლოდ ერთი ქულა იწერება, თუკი დაწერილია მხოლოდ 1-2 მოკლე წინადადება ან შეცდომები დაშვებულია ყოველ წინადადებაში, აზრი ბუნდოვანია ან პასუხი გაცემულია ერთ, ორ ან სამივე შეკითხვაზე, მაგრამ დაშვებულია არაერთი მძიმე გრამატიკული შეცდომა.

რაც შეეხება მეორე წერით დავალებას, თემას/თხზულებას, „ნაეკის“ განმარტებით, ამ შემთხვევაში მაქსიმალური ქულა მაშინ იწერება, როცა იგი სრულყოფილად პასუხობს დავალებას, აზრი მკაფიოდ და გასაგებად არის გადმოცემული, გამყარებულია მაგალითებით და პირადი მოსაზრებებით, ერთი წინადადებიდან მეორეზე გადასვლა ლოგიკურია, გრამატიკული შეცდომების რაოდენობა 3-ს არ აღემატება, გამოყენებულია რთული წინადადებები და კონსტრუქციები, ლექსიკა მდიდარია, მართლწერასა და პუნქტუაციაში დაშვებული შეცდომები უმნიშვნელოა. თხზულების ნაწილში 1 ან 2 ქულა იწერება, თუ ნაწერში ინფორმაცია მწირია და აზრის გაგება შეუძლებელი, 60 ან ნაკლები სიტყვაა გამოყენებული, დაშვებულია 11-ზე მეტი გრამატიკული შეცდომა, წინადადებები სტრუქტურულად გაუმართავია, ლექსიკა ძალზე მარტივი და შეუსაბამოა, მჟღავნდება მართლწერისა და პუნქტუაციის წესების სუსტი ცოდნა.

ჩვენი რესპონდენტი, ეკატერინე ბიბილაშვილი დეტალურად გვესაუბრება, როგორ უნდა დაწერონ აბიტურიენტებმა საუკეთესო წერილი და თემა. რა სტრატეგიით წერონ, რომ დავალება გაუადვილდეთ და გამართულად ჩამოაყალიბონ სათქმელი. ის აპლიკანტებს კონკრეტულ მითითებებსაც აძლევს.

პირველი წერითი დავალება – წერილი

ეს არის ოფიციალური სახის წერილი. მაგალითად, ადამიანს უნდა სამსახურის დაწყება და მიმართავს იმ ორგანიზაციას, ან რაიმე ღონისძიებაზე უნდა მონაწილეობის მიღება და მათ სწერს. მშრალად, შაბლონურად და ოფიციალურად უნდა იქნეს მიწოდებული ინფორმაცია. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, უცხო ენის განსაკუთრებულად ცოდნა არ არის საჭირო. აქ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ირიბად დასვან კითხვები და არა – პირდაპირ. მაგალითად, არ შეიძლება, პირდაპირი კითხვა – სად მდებარეობს თქვენი ორგანიზაცია? უნდა დაწერონ – თუ შეიძლება, რომ გვითხრათ, სად მდებარეობს თქვენი ორგანიზაცია?

მაგალითად, თუ ეს წერილი სასწავლო კურსს ეხება და წერს, რომ სწავლა იწყება ივნისში და სრულდება ერთ თვეში, ვერ ვიღებთ ინფორმაციას, რომელ რიცხვში იწყება და რომელში მთავრდება. აბიტურიენტმა უნდა დააკონკრეტოს, დააზუსტოს, რომელ რიცხვში იწყება სწავლა და როდის მთავრდება. აბიტურიენტს სამი ნიმუში მაინც უნდა ჰქონდეს წაკითხული იმისთვის, რომ მიხვდეს, რა პრინციპით და როგორ დაწეროს ეს წერილი.

წერილის შემთხვევაში, მნიშნელოვანია ასევე, გამოიყენონ ის ადგილი, რაც არის გამოყოფილი ამ დავალებისთვის – ჩარჩოშია მოქცეული და არ შეიძლება მისი დარღვევა, არ უნდა გადავიდეს აბიტურიენტი წერისას კიდეებიდან და მხოლოდ შიგნით არსებული თავისუფალი ადგილი უნდა აითვისოს. ნაკლებს თუ დაწერს, ესეც არ არის კარგი, რადგან ნიშნავს, რომ ბავშვს არ აქვს სიტყვათა მარაგი და ვერ დაწერა კარგად. პირდაპირ კითხვების დასმა არ უნდა დაიწყოს, წინ რამდენიმე წინადადების დაწერაა საჭირო იმისათვის, რომ გაიშალოს ეს წერილი. სიტყვების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, მოცემული თავისუფალი ადგილი შეავსოს.

ყველაზე მთავარი, რაც ამ წერილის დაწერის დროს უნდა გაითვალისწინონ ის არის, რომ თავიანთი სახელი და გვარი არაფრით მიაწერონ. ამ შემთხვევაში, წერილი აღარ მოწმდება და ნული ქულა იწერება.

ამ დავალებაში გრამატიკული შეცდომა გულისხმობს მინუს ერთ ქულას. რაც შეეხება ლექსიკას და პუნქტუაციას, თუ იქნება შეცდომით სამი რამ – არტიკლი ან წინდებული, ეს მინუს ერთ ქულას გულისხმობს, თუმცა ესეც გამსწორებელზეა დამოკიდებული იმ მხრივ, რომ როდესაც კითხულობს წერილს, სადაც ყველაფერი ძალიან კარგად წერია და მხოლოდ მექანიკური შეცდომებია, შეუძლია, თვალი დახუჭოს.

მეორე წერითი დავალება – თემა/ესე

თემაში კარგად ჩანს, რა იცის აბიტურიენტმა – როგორი ლექსიკური მარაგი აქვს, გრამატიკა როგორ იცის… შესაძლებელია, ტექსტი დაიწეროს იოლი, საშუალო და რთული ენით. აქ  მნიშვნელოვანია, წინადადებების წყობა როგორია და როგორ არის კავშირებით გადაბმული. თუ პატარა-პატარა წინადადებებია და აზრი გასაგებია, რა თქმა უნდა, ის ფასდება, მაგრამ პატარა და მოკლე წინადადებები ნიშნავს, რომ კარგად ვერ მსჯელობს და არ იცის რთული წინადადებების გამოყენება. ასეთ დროს 16 ქულას ალბათ ვერ მიიღებს. ასევე, კარგ ესედ ითვლება ნაწერი, თუ მსჯელობისას კავშირებით გადადის ერთი წინადადება მეორე წინადადებაზე, პირველ და მეორე წინადადებაში რასაც იტყვის, შემდგომ წინადადებაში მას კარგად აზუსტებს.

ესეში სულ 4 აბზაცი უნდა იყოს. პირველი აბზაცი არის შესავალი, მეორე და მესამე აბზაცებში უნდა მოიყვანონ პირველი და მეორე არგუმენტი და მეოთხე აბზაცში დაწერონ დასკვნა. მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც შესავალში აბიტურიენტი დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ემხრობა ან არ ემხრობა საკითხს, აღარ უნდა გადაუხვიოს ამ მოსაზრებას. თუ ემხრობა რომელიმე პოზიციას, მერე ორივე არგუმენტი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, განსხვავებული, მაგრამ მისი მოსაზრების გასამყარებელი და დასკვნაში წამკითხველი არ უნდა დააბნიოს. გასაგები უნდა იყოს, რას ფიქრობს ის კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ესე უნდა იყოს ერთი წაკითხვით გასაგები და გამსწორებელს მისი რამდენჯერმე გადაკითხვა არ უნდა მოუხდეს. თუ ასეა, მაშინ იწერება მაქსიმალური ქულა. შემდგომ კი განიხილება, გრამატიკულად როგორ არის აწყობილი – რომელი დროებია გამოყენებული, პუნქტუაცია რამდენად სწორად არის… გამსწორებელი ხომ არ იცნობს ბავშვს. ის რომ აიღებს ამ თემას და წაიკითხავს, რომც არ ეთანხმებოდეს აბიტურიენტის მოსაზრებას, უნდა გაუგოს, რატომ ფიქრობს ის ასე. ეს არის ყველაზე მთავარი.

ამ წერით დავალებაშიც იგივე მიდგომაა, გრამატიკული შეცდომა მინუს ერთ ქულას გულისხმობს და სამი ლექსიკურ-პუნქტუაციური შეცდომა, – მაგალითად, მძიმე თუ აკლია ან ზედმეტად არის დაწერილი, არტიკლი თუ წინდებული აკლია, სიტყვა თუ არასწორია, – აკლებს ერთ ქულას. თუმცა, წინა წლების გამოცდილებით გეტყვით, რომ როდესაც გამსწორებელი იღებს ესეს და ხედავს, რომ აბიტურიენტს მკაფიოდ, კარგად აქვს დაწერილი, შესაძლებელია, ლექსიკურ შეცდომაზე აღარ გამოეკიდოს და ქულაც აღარ დააკლოს. ყოველ შემთხვევაში, მე რაც მინახავს, ასეთ დროს ქულას არ აკლებენ და სასაყვედურო არ მაქვს ხოლმე ამ მხრივ გამსწორებლებთან, რადგან აშკარად ყველანაირად ცდილობენ, ბავშვს არ დაუკარგოს თავისი ცოდნა.

მითითებულია, რომ აბიტურიენტმა წერისას 120-150 სიტყვა უნდა გამოიყენოს. ეს თემის სათაურშივე წერია და პირობაშია მოცემული. ყველა მეტყველების ნაწილი ითვლება სიტყვად. არტიკლიც ერთ სიტყვად ითვლება და წინდებულიც. 150 სიტყვა უნდა იყოს, მაგრამ მეტსიტყვიანი ესეებიც დაუწერიათ და ამის გამო არც განულება ყოფილა და არც ქულა დაუკლიათ, მაგრამ ჩემს მოსწავლეებს ვურჩევ ხოლმე, რომ რადგანაც პირობაში წერია, გავითვალისწინოთ და ჩავეტიოთ სიტყვათა რაოდენობაში.

ჩემს მოსწავლეებს ვაკითხებ, წინა წლებში რა დაწერეს აბიტურიენტებმა, რაში მიიღეს მაღალი ქულები. რამდენიმე ნიმუშს რომ წაიკითხავენ, მათი გონება სხვა ესეზე უფრო გახსნილი იქნება, მიხვდება, რა შეიძლება იქნას გამოყენებული, რა არგუმენტები მოიყვანოს. თვითონ რაც უნდა დაწერონ, იმ თემაზე წინასწარ არ უნდა წაიკითხონ, რადგან აღარ აძლევ ფიქრის საშუალებას, რომ რაიმე ახალი არგუმენტი მოიფიქროს და მისი არც იქნება ის მოსაზრება. როცა რაიმე საკითხზე დაწერს თავის შექმნილს და მერე სხვების დაწერილს წაიკითხავს იგივე თემაზე, ეს ჩემი აზრით, იდეალურია, რადგან ეს დაეხმარება სხვა, ახალი თემის დაწერაში.

აბიტურიენტს უნდა შეეძლოს მსჯელობა. მაქვს მაგალითები, როდესაც ბავშვი სწავლობს, ლექსიკური მარაგი აქვს, მაგრამ პრობლემაა მსჯელობა. ამის სწავლაც შეიძლება, უბრალოდ, ცოტა უფრო მეტი მუშაობა სჭირდება. თვითონ რასაც ფიქრობს, მოკლედ და ლაკონიურად უნდა ჩამოაყალიბოს. 150 სიტყვა სულაც არ არის ბევრი, მით უმეტეს, როდესაც არტიკლიც სიტყვათა რაოდენობაში ეთვლებათ.

რას ექცევა ყურადღება ნაშრომის გასწორების დროს

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, უნივერსიტეტის პროფესორი, ინგლისური ენის სპეციალისტი, მარინა ჩაგელიშვილი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების გამსწორებლადაც მუშაობდა და არაერთ აბიტურიენტთან უმუშავია ამბობს, რომ გამოცდაზე ყველაზე მთავარი დროის მენეჯმენტია. ყველაზე დიდი დრო სწორედ წერით დავალებებს სჭირდება და ამიტომაც, მისთვის მეტი დრო უნდა გამოყონ.

„დიდი ყურადღება ენიჭება სიტყვებს, ფრაზებს. ხშირად აბიტურიენტი ხმარობს ისეთ სიტყვას, რომელიც კონტექსტში არ ჯდება. რომელიმე ბგერის შეცვლა სიტყვას მნიშვნელობას უცვლის და თითოეული ასეთი შეცდომა თითო ქულად ითვლება. თუ არ არის პოსტულატები დაცული, უკვე სტრუქტურული შეცდომაა, რაც ნიშნავს, რომ აბიტურიენტმა არ იცის, როგორ დაიწეროს.

თემის წერის დროს გრამატიკულ შეცდომებს დიდი ყურადღება ექცევა. ასევე, წინადადებისა და აზრის წყობას. ბევრ ნაწერში ქართული წინადადებები გვხვდება და არა უცხოური. ეს ნიშნავს, რომ ქართულში ხანდახან ქვემდებარეს თუ არ ვახსენებთ, იგულისხმება, ინგლისურში კი ასე არ არის. იქ ყველა ახალ წინადადებაში უნდა ჩანდეს ქვემდებარეც, შემასმენელიც, დამატებაც. ეს ერთ-ერთი პირობაა სწორად კონსტრუირებული წინადადებისა ინგლისურში“, – ამბობს მარინა ჩაგელიშვილი.

ასევე იხილეთ:

ტექსტის რედაქტირება – რამდენი შეცდომა უნდა იპოვოს აბიტურიენტმა დავალებაში და რაში დააკლდება ქულა

მოერიდეთ ფუჭსიტყვაობას, იმსჯელეთ მკაფიოდ და გასაგებად – „ნაეკის“ რჩევები აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

The post როგორ დავწეროთ უცხოური ენის გამოცდაზე წერილი და მაღალ ქულაზე – აბიტურიენტის გზამკვლევი სპეციალისტებისგან first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 2022 წლის გამოცდების ყველა მონაწილისთვის იწყება –ინსტრუქცია

$
0
0

აბიტურიენტებისათვის, საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ხვალიდან, 21 ივნისის 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისის 10:00 საათიდან შეძლებენ. ამის შესახებ დღეს, 20 ივნისს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა.

საგამოცდო ბარათზე მითითებულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება – განრიგი

როგორ ამოვბეჭდოთ საგამოცდო ბარათი? – დეტალური ინსტრუქცია:

გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს – „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.

ასევე იხილეთ:

2022 წლის გამოცდების საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები ცნობილია

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 2022 წლის გამოცდების ყველა მონაწილისთვის იწყება – ინსტრუქცია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

უპრეცედენტო პროექტი გრუნიში

$
0
0

2022 წლის 15-17 ივნისს, პირველად საქართველოში, რამბამის (ისრაელი, ჰაიფა) სამედიცინო-სასწავლო ცენტრის მიერ განხორციელდა უპრეცედენტო პროექტი: „მასობრივი კატასტროფების მართვა პრეჰოსპიტალურ და პოსპიტალურ ეტაპზე“, რომელიც მიზნად ისახავდა საგანგებო სიტუაციების მართვაში ჩართული პერსონალისა და სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების უწყვეტ განვითარებასა და გაღრმავებას, თანამედროვე მიღწევებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სწავლებას.

მასობრივი კატასტროფების მართვის 3-დღიან სწავლებას ატარებდა რამბამის ტრავმაცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მიხეილ ჰელბერტალი და ტოპ ტრენერთა 5 -კაციანი ჯგუფი.

ტრენინგში მონაწილეობდნენ: საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო სამსახურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პასუხისმგებელი პირები, ექიმები, ექთნები, მაშველები, პოლიციელები.

სწავლების პირველი დღე, მასობრივი კატასტროფების მართვა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. პანელურ დისკუსიაზე უცხოელმა და ქართველმა მონაწილეებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს, რომლის შემდეგ ქართველმა სპეციალისტებმა უნივერსიტეტის ეზოში წარმოადგინეს კატასტროფის სიმულაცია.

სწავლება გაგრძელდა სიმულაციის განხილვით, უცხოელმა ტრენერებმა დეტალურად ისაუბრეს და შეაფასეს შესრულებული ქმედებები და რჩევები მისცეს ქართველ კოლეგებს.

სწავლების მეორე დღე ამერიკულ ჰოსპიტალში – თბილისი, გაგრძელდა.

17 ივნისს გრუნიში გამართულ შეხვედრაზე უცხოელმა სტუმრებმა შეაჯამეს სამდღიანი სწავლება, მაღალი შეფასება მისცეს ქართველი სპეციალისტებიხს მომზადებას და მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს გულთბილი დახვედრისათვის.

ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო სერტიფიკატი და მიენიჭა კრედიტქულები.

ტრენინგის ორგანიზატორები იყვნენ: ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი.

The post უპრეცედენტო პროექტი გრუნიში first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

CIU ინტელექტკლილუბმა 2022 წლის გაზაფხულის სეზონი „რა? სად? როდის?“ სპორტული ჩემპიონატის ფინალით დახურა

$
0
0

16 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლილუბმა 2022 წლის გაზაფხულის სეზონი „რა? სად? როდის?“ სპორტული ჩემპიონატის ფინალით დახურა.

ტურნირი საქართველოს ინტელექტკლუბის პრეზიდენტის, გიორგი მოსიძის მისალმებით გაიხსნა, რომელმაც ასევე „ონლაინ მატრიცაში“ გამარჯვებულები გამარჯვებულები დააჯილდოვა: 1 ადგილი – ნანა კორტავა; 2 ადგილი – ლაშა სვინტრაძე; 3 ადგილი – გიორგი გვილია.

„რა? სად? როდის? ფინალურ თამაშს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა პოლიტიკის მეცნიერებათა მკვლევარი, მარიამ გოგუა, რომელმაც გუნდებს სიმბოლურად ერთი კითხვა დაუსვა.

ფინალური ტური 36 კითხვისგან შედგებოდა, სეზონის საერთო ქულებით კი საპრიზო სამეული გამოვლინდა: 1 ადგილი – „ბრაჰმანების კასტა“ (კაპიტანი – მარიტა შეშელიძე); მეორე ადგილის გამოსავლენად დამატებითი კითხვების სერია გახდა საჭირო, სადაც „ნიკემ“ (კაპიტანი – ნანა კორტავა) „ჰიდრას“ ( კაპიტანი – ირაკლი ხეჩიკაშვილი) აჯობა.

გარდა პირველი სამეულისა, გამოვლინდნენ გამარჯვებილები სხვადასხვა ნომინაციაში: საუკეთესო ფაკულტეტი – სოციალურ მეცნიერებათა; სეზონის აღმოჩენა გუნდი – „აკომა“ (კაპიტანი – ლილე ქურასბედიანი); საუკეთესო კაპიტანი – მარიტა შეშელიძე; საუკეთესო მოთამაშე – ავთანდილ ბიწაძე.

გამარჯვებულები ინტელექტკლიბისგან წიგნებით, სერთიფიკატებით, სუვენირული საჩუქრებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ცნობისთვის, გაზაფხულის სეზონზე ინტელექტკლუბმა 20-მდე სხვადასხვა ტიპის ქვიზი, ვიქტორინა თუ სხვა ინტელექტურალური აქტივობა ჩაატარა, რომელშიც ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები

The post CIU ინტელექტკლილუბმა 2022 წლის გაზაფხულის სეზონი „რა? სად? როდის?“ სპორტული ჩემპიონატის ფინალით დახურა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„ვისი არჩევაც მინდოდა, ის ვერ შემოვხაზე“ – საკანონმდებლო ხარვეზი და სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების დღე EDU.ARIS.GE-ს ობიექტივში

$
0
0

20 ივნისს, ქვეყნის ყველა საჯარო სკოლაში, თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა – დილის 10 საათზე დაიწყო და 16 საათზე დასრულდა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი მოსწავლე. სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით, არანაკლებ 3-3 და არაუმეტეს 6-6 მშობელსა და პედაგოგს ირჩევენ და არჩევნებში მონაწილეობენ როგორც მშობლები, ისე მასწავლებლები.

EDU.ARIS.GE რამდენიმე სკოლას ესტუმრა. როგორც გავარკვიეთ, ამ არჩევნებს დიდი საკანონმდებლო ხარვეზი აქვს, რის მიხედვითაც, მაგალითად, საშუალო საფეხურის მოსწავლის მშობელს უწევს, საბაზო საფეხურის მოსწავლის მშობელს მისცეს ხმა, რაც, იმას ნიშნავს, რომ ის, ვისაც ხმა მისცა, მის ინტერესებს სულაც ვერ დაიცავს. არადა, ქაღალდზე გაწერილი დებულების მიხედვით, სამეურვეო საბჭოს სკოლისა და მოსწავლეების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დატვირთვა და როლი აქვს: საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.

თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში დილის 10 საათისთვის მშობლების საკმაო რაოდენობა დაგვხვდა. არჩევნების მიმდინარეობას თვალს ადევნებდა ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, მარიამ გოხელაშვილი, რომელმაც გვითხრა, რომ ყველა სკოლაში ამ პროცესს აუცილებლად უნდა ესწრებოდეს როგორც განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, ისე – რესურცენტრის, თუმცა სკოლების რაოდენობიდან გამომდინარე, ყველგან ყოფნას ვერ ახერხებენ.

„დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა სკოლაში მომიწევს მისვლა. ხან მე ვიქნები სკოლაში ამ პროცესის დამკვირვებლად, ხან – სამინისტროს წარმომადგენელი. რომელიღაც აუცილებლად უნდა ესწრებოდეს პროცესს. რასაც მე ახლა ამ სკოლაში ვუყურებ, საკმაოდ კარგად მიმდინარეობს პროცესი. კოორდინირებულად მუშაობს კომისია და მშობლებიც საკმაოდ აქტიურობენ“, – გვითხრა მარიამ გოხელაშვილმა.

EDU.ARIS.GE ესაუბრა მოსწავლის მშობელს, ხათუნა ხაჟომიას, რომელიც 55-ე საჯარო სკოლაში ამომრჩევლის სტატუსით მივიდა და გაწბილებული დარჩა, რადგან ვის ასარჩევადაც მივიდა, მას ხმა ვერ მისცა.

„ჩემმა შვილმა IX კლასი, ანუ საბაზო საფეხური დაამთავრა და საშუალო საფეხურზე გადავიდა. მე კი მოვედი არჩევნებზე და მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ხმა მივეცი საბაზო საფეხურის მშობელს. არადა, ჩემი შვილი სექტემბრიდან საშუალო საფეხურის მოსწავლე იქნება. მოვედი იმ იმედით, რომ საშუალო საფეხურზე ავირჩევდი ვიღაცას, ვისთან ერთადაც მერე რაღაც საქმიანობაში ჩავერთვებოდი, გავაკონტროლებდი და ა. შ., მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხმას ვაძლევ იმ საფეხურზე, რომელშიც ჩემი შვილი აღარ იქნება. ვიკითხე, რატომ ხდება ასე-მეთქი, მაგრამ არავინ იცის და იმედი მაქვს, თქვენი სტატიის დახმარებით გავერკვევი. ახლა ვინც შემოვხაზე, მისი არჩევა ფაქტობრივად, არ მაინტერესებდა“, – გვითხრა მშობელმა.

როგორც ხათუნა ხაჟომია ამბობს, რადგან აღარ იცოდა, ვისთვის მიეცა ხმა, სკოლაში გამოკრული კანდიდატების ბიოგრაფიები წაიკითხა და, ვისი ბიოგრაფიაც მისთვის ასე თუ ისე მისაღები აღმოჩნდა, იმის მიხედვით შემოხაზა კანდიდატი.

„ერთი წელია რაც ჩემი შვილი კერძო სკოლიდან აქ გადმოვიყვანე. მინდა, სამეურვეო საბჭო, რომელიც დღეს აირჩევა, აქტიური, რეალური გადაწყვეტილებების მიმღები იყოს და არა – ფორმალური, რადგან, კანონით, ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლია. რაც ამ სკოლაში ვართ, არ შემინიშნავს რაიმე საქმიანობა, რომელსაც ეს საბჭო განახორციელებდა, თუმცა რთული წელიც იყო – ნახევრად ონლაინ ვიყავით და ეს ალბათ ამის ბრალიც იყო. ახლა კი უფრო მეტ ჩართულობას ველი“, – ამბობს მოსწავლის მშობელი.

ჩვენ მართლაც შევეცადეთ მშობლის მიერ ნახსენები პრობლემის მიზეზი სკოლის დირექტორთან გადაგვემოწმებინა და პასუხი მიგვეღო კითხვაზე, თუ რატომ ვერ შეძლო მოსწავლის მშობელმა სასურველი კანდიდატის მხარდაჭერა და ხმა მისთვის სრულიად უცნობ პირს მისცა.

გაუმართაობას, რომლის მიხედვითაც, უკვე X კლასელის მშობელს არ მიეცა უფლება, საშუალო საფეხურის მოსწავლის მშობლისთვის მიეცა ხმა, სკოლის დირექტორი კანონმდებლობას უკავშირებს და გვიხსნის, რომ ეს მათი ბრალი არ არის.

„ეს არჩევნები ინიშნება ბოლო არჩევნების ჩატარებიდან სამი წლისა და ორი კვირის შემდეგ. წინა არჩევნები მგონი, 6 ივნისს იყო და ახლა ასე მოუწია. გამოდის, რომ მშობლის რეგისტრაცია მიმდინარეობა იმ დროს, როდესაც მოსწავლე გარკვეულ საფეხურზე სწავლობს. კანონმდებლობის მიხედვით ასეა და ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. როცა ინიშნება არჩევნები, ის მოსწავლე უკვე აღარ არის საბაზო საფეხურზე, მაგრამ… მშობელს კი აქვს არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა, თუმცა სამეურვეო საბჭოში რომ აირჩიონ, პირველივე სხდომაზე ჩვენ მოგვიწევს მისთვის სტატუსის შეჩერება, რადგან მისი შვილის საფეხური არ იქნება შესაბამისობაში“, – ასევ გვიხსნის განათლების სფეროს კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზს მაია აბრამიძე.

55-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი, სამი შვილის დედა, თამარ იმნაიშვილი-ბრეგვაძე გვიყვება, რომ ერთხელ უკვე იყო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, ახლა კი საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლების წარმომადგენლად ყოფნა უნდა. ჩვენს კითხვაზე, რა გააკეთა სამეურვეო საბჭომ მისი კანდიდატად ყოფნის პერიოდში, თამარი პასუხობს:

„ნამდვილად არ არის ფორმალური ეს საბჭო. რაიმე გადაწყვეტილებას რომ იღებენ, გვეხმაურებიან და ერთად გავდივართ იმ საკითხს, ვმსჯელობთ… მაგალითად, ინვენტარზე იყო საუბარი და შევთანხმდით მაშინ. ექსკურსიებთან დაკავშირებით ვწყვეტთ ხოლმე გარკვეულ დეტალებს. ბავშვთა უფლებებზეც გვქონია საუბარი – სად მთავრდება ბავშვის უფლება და სად იწყება მასწავლებლის. ასეთი გაცვლითი საუბრები ბევრი გვქონია. ყველაფრის საქმის კურსში ვარ და ეს მეც მსიამოვნებს, როგორც სამი შვილის დედას. ჩემმა ერთმა შვილმა უკვე დაამთავრა სკოლა, მეორე გადადის XI-ში და მესამე – VII-ში. დამამთავრებელი კლასები უფრო რთულია და ალბათ ბევრი კონსულტაცია დაგვჭირდება, როგორ მოვიქცეთ, როგორ შევუწყოთ ბავშებს ხელი და ა. შ.“

55-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მაია აბრამიძე EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ ყველა მშობელს მიაწოდეს ინფორმაცია სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით და ყველა კანდიდატის მოკლე ბიოგრაფია სკოლაშიც გამოაკრეს. დირექტორის თქმით, მშობლებს უფრო უნდათ, საბჭოს წევრები გახდნენ, ვიდრე მასწავლებლებს.

„მშობლებს შორის კონკურენცია უფრო დიდია, ვიდრე მასწავლებლებს შორის. ეს კიდევ დამატებითი შრომაა მასწავლებლისთვის და თავს იკავებენ. თუმცა, აქტიური ბირთვი მაინც გვყავს. უკვე 20-მდე მასწავლებელი იყო სამეურვეო საბჭოს წევრი. ვინც სურვილი გამოთქვა, რომ სამეურვეო საბჭოში ყოფილიყო, მათგან სამი ახალგაზრდა, დამწყები მასწავლებელია და სამი – შედარებით გამოცდილი და ვფიქრობ, საინტერესო იქნება ჩვენი სამეურვეო საბჭო, რადგან ის ითვალისწინებს სასკოლო საჭიროებებს და მათ შეუძლიათ შესთავაზონ დირექტორს, ისე დაგეგმონ სასწავლო პროცესი, რომ გათვალისწინებული იყოს სხვადასხვა საჭიროებები. შესაბამისად, გასათვალისწინებელი იქნება პედაგოგების მოთხოვნებიც. სამეურვეო საბჭოს წლიური ანგარიშის წარდგენას ვაკეთებთ ხოლმე და ვგეგმავთ ბევრ რამეს. ვცდილობთ, სპეციალური საჭიროებების მოსწავლის მშობელი აუცილებლად მოხვდეს ამ საბჭოში და მან დაიცვას ასეთი მოსწავლეების ინტერესები. მათგან გვქონდა შემოთავაზება აღგვეჭურვა სკოლა სენსორული ტექნიკით და ამის გაკეთება შევძელით“, – ამბობს დირექტორი.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში მშობელთა აქტიურობა არ შეინიშნებოდა, რაც იმით ახსნეს, რომ ჩვენი სტუმრობისას ჯერ ადრე იყო და მშობლების მოსვლას კიდევ ელოდნენ. არჩევნების პერიოდში მისულებს ადგილზე არ დაგვხვედრია არც სამინისტროს და არც რესურსცენტრის წარმომადგენელი.

როგორც სკოლის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაია შაღაშვილმა-გრიგოლიამ გვითხრა, პროცესი დემოკრატიულად, მშვიდად მიმდინარეობდა და დილის 10-დან 11 საათამდე პერიოდში 25 მშობელი მივიდა არჩევნებზე. სკოლაში დაახლოებით 2000 მოსწავლე სწავლობს და 154 პედაგოგი მუშაობს.

„ბავშები დათხოვილები არიან უკვე. ნელ-ნელა მოდიან მშობლები. საათში ერთხელ ვამოწმებთ მონაცემებს. 10-დან 11 საათამდე 25 მშობელი მოვიდა არჩევნებზე. ალბათ ერთი ამდენი კიდევ მოემატა ერთ საათში და 12-ზე კიდევ დავთვლით. პირველ საფეხურზე დაახლოებით 850-მდე მშობელია, საბაზისოზე – 750-მდე და საშუალოზე – 400-ზე მეტი. პედაგოგები საკმაოდ აქტიურობენ გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ შვებულებაში არ ვართ და სკოლაში დავდივართ“, – გვითხრა კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც სამეურვეო საბჭოს დანიშნულებაზეც მოგვიყვა:

„მოლოდინი გვაქვს, რომ დემოკრატულ პროცესებს გავაგრძელებთ და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ბიუჯეტის განკარგვა მშობლებისა და პედაგოგების თანსწრებით ისე მოხდება, რომ ბევრ რამეს ავირიდებთ თავიდან. ეს არის სამეურვეო საბჭოს უფლებები – დირექტორი წარუდგენს ბიუჯეტს და სამეურვეო საბჭო შემდგომ აძლევს ხმას. მშობელიც და მასწავლებელიც თანაბარი ხმის უფლებით არიან – 6 მშობელი, 6 მასწავლებელი. არცერთ მშობელს უნდა, რომ თავის შვილს რაღაც პირობები მოაკლდეს და არც ჩვენ ვართ ის პედაგოგები, რომლებსაც არ გვინდა, რომ ბავშვებს ბევრი კარგი რამ ჰქონდეთ“.

როგორც EDU.ARIS.GE-სთან მშობლების უმრავლესობა აღნიშნავს, სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე კლასის დამრიგებლის თხოვნით მიდიან და უმრავლესობამ არც კი იცის, ვის და რატომ აძლევს ხმას და კანდიდატსაც კლასის დამრიგებლის მითითებით ხაზავს.

„მოვედი არჩვენებზე კლასის დამრიგებლის თხოვნით, შემოვხაზე ვინც უნდოდა. ვიცი, არაფრის გამკეთებლები არიან, მაგრამ მაინც მოვედი. დამრიგებლის თხოვნით მოვდივართ ყველა. თან, ერთი კანდიდატი დაგვისახელა, ეს შემოხაზეთო. აღმოჩნდა, რომ ის ჩვენი საფეხურის შესაბამისი არ იყო. მერე სხვა გვარი გვითხრა და ის შემოვხაზეთ“, – გვითხრა მოსწავლის მშობელმა აჭარის რეგიონიდან.

EDU.ARIS.GE-ს მშობლები პირად შეტყობინებებსაც უგზავნიან. როგორც ერთი მშობელი გვწერს, წლებია, ერთი და იგივე უსამართლო სისტემა მოქმედებს და სკოლებში არაფერი იცვლება.

„თქვენი ინფორმაცია ვნახე სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით და მაინტერესებს, თუ მხოლოდ ის ფუნქცია აქვს, რომ სკოლის დირექტორი აირჩიოს, მაშინ რა საჭიროა მისი არსებობა? მოქმედი დირექტორი ისედაც თავისთვის სასურველ მიკერძოებულ კადრებს არჩევს, ქმნის უკონკურენტო გარემოს. არ არის რამდენიმე კანდიდატი, არის მხოლოდ სამი, რომლებიც ისედაც არჩეულები არიან და ეს არჩეული კანდიდატებიც მხოლოდ დირექციის პირადი ინტერესების გამტარებლები არიან. დირექტორს დამსახურების მიხედვით სრულიად პედკოლექტივი, მშობლები და მოსწავლეები ერთად უნდა ირჩევდნენ და არა რამდენიმე კაცი. ამიტომ წლები ისე გადის, რომ სკოლაში არაფერი იცვლება და არავინ აკონტროლებს დირექტორის საქმიანობას, ყველაფერი დაფარული და ბუნდოვანია“, – გვწერს მშობელი 20 ივნისს.

რეალურად განხორციელდება თუ არა რაიმე სახის ცვლილებები სკოლებში ამ არჩევნებით, მომავალი გვიჩვენებს.

ასევე იხილეთ:

რატომ არის მნიშვნელოვანი, მშობელმა სკოლის სამეურვეო საბჭოს დანიშნულება იცოდეს – არჩევნები 20 ივნისს გაიმართება

რა ფუნქცია აქვს საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს?

The post „ვისი არჩევაც მინდოდა, ის ვერ შემოვხაზე“ – საკანონმდებლო ხარვეზი და სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების დღე EDU.ARIS.GE-ს ობიექტივში first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ესეს წერისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე –სპეციალისტის ინსტრუქცია აბიტურიენტებს

$
0
0

„ნაწერის გადაკითხვა (თუ საჭიროა – ჩასწორება) მაინც უნდა მოახერხონ, ეს აუცილებლად მიმაჩნია“, – ამბობს აბიტურიენტების ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტზე მუშაობის შესახებ საუბრისას ფილოლოგიის დოქტორი ირინა ნაცვლიშვილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები უცვლელი რიგითობით იწყება და საგამოცდო ციებ-ცხელებას ყოველ წელს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ხსნის.

2022 წლის ქართულის საგამოცდო ტესტებში ცვლილებებია სწორედ წერითი დავალების ნაწილში.

ცვლილებების ჩამონათვალი და ტესტის ნიმუში 2022 წლის ქართულისა და გეოგრაფიის ეროვნული გამოცდისთვის

ტესტის შესრულების მაქსიმალური დრო 3 საათი იქნება, ქულათა ჯამი კი – 70-ის ნაცვლად 60. ცვლილება ასევე შეეხება საგამოცდო ტესტის სტრუქტურასაც, კერძოდ, ძირითადად თხზულების ნაწილში, რომელიც 34 ქულით ფასდება.

„ნაეკი“ აბიტურიენტებისთვის ქართულში თხზულების ნიმუშს „ჩარჩოში მოქცევის“ მიზეზით არ აქვეყნებს – ბაზარი კი სავსეა გამომცემლების ნიმუშებით

EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტი ირინა ნაცვლიშვილი ფილოლოგიის დოქტორია, მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით; მათ შორის 16 წელია მუშაობს თბილისის 21- ე საჯარო სკოლაში, მენტორი მასწავლებელია და, ამავე დროს, ეწევა სამეცნიერო საქმიანობას. მასწავლებელი ამბობს, რომ წინა წლებში გამოცდაზე აბიტურიენტებს უნდა დაეწერათ ესეც და თხზულებაც. ახლა კი მათ დახვდებათ წერითი დავალება, რომელშიც ერთგვარად ინტეგრირდა თხზულებისა და ესეს ელემენტები, რაც გულისხმობს, რომ აბიტურიენტმა ნაშრომი მხოლოდ მოცემული ტექსტის მიხედვით კი არ უნდა დაწეროს, არამედ იმსჯელოს საკითხის აქტუალობაზე თანამედროვეობაშიც.

ჩვენ შევეცადეთ, სპეციალისტთან უშუალოდ აბიტურიენტებისთვის საინტერესო კითხვები დაგვესვა და გაგაცნობთ დეტალურ ინსტრუაციას მათ, ვისაც გაინტერესებთ, როგორ შეასრულოთ შეცვლილი წერითი დავალება ისე, რომ შემფასებლისგან მაქსიმალური ქულა მიიღოთ.

– ქალბატონო ირინა, კიდევ ერთხელ, უფრო მარტივად რომ აუხსნათ აბიტურიენტებს, რას გულისხმობს ცვლილება და რისი დაწერა მოუწევთ ქართულის გამოცდის წერით დავალებაში?

– უფრო დეტალურად რომ აგიხსნათ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ნიმუშს დავიმოწმებ, რომლის ნახვაც ყველას შეუძლია და ვიყენებთ კიდეც სამუშაოდ. დასახელებულ ნიმუშში წარმოდგენილი იყო ეპიზოდი ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებიდან „ოთარაანთ ქვრივი“, ხოლო თანდართული დავალების პირობა ასე იყო ჩამოყალიბებული: „დაწერეთ თხზულება თემაზე: როგორია საზოგადოების დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც „სხვის საქმეში ერევა“. იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი ტექსტის მოცემულ მონაკვეთში ეს პრობლემა და რამდენად აქტუალურია იგი დღეს“. ეს, ცხადია, შარშანდელისგან მცირედ განსხვავებული დავალებაა, რომლის შესრულების დროსაც აბიტურიენტმა ნაშრომი მხოლოდ მოცემული ტექსტის მიხედვით კი არ უნდა დაწეროს, არამედ იმსჯელოს საკითხის აქტუალობაზეც თანამედროვე ეპოქაში.

აღნიშნული დავალება ფასდება 34 ქულით (30-ის ნაცვლად), 10 კრიტერიუმის მიხედვით. მნიშვნელოვანია, აბიტურიენტმა მოცემული ტექსტი გააანალიზოს არა ზოგადად, არამედ დავალებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. რამდენად სრულყოფილად ამოიცნობს და წარმოაჩენს იგი, ამ თვალსაზრისით, მწერლის სათქმელს, განსაზღვრავს მის შეფასებას მესამე კრიტერიუმით, რომელიც ექვსქულიანია და მხატვრული ტექსტის ანალიზის ხარისხს ამოწმებს; ხოლო იმავე პრობლემის აქტუალობაზე მსჯელობა ფასდება მეოთხე, ხუთქულიანი კრიტერიუმით. ცხადია, ნაშრომში ყურადღება ექცევა აბიტურიენტის ზოგად განათლებასა და დამოუკიდებელ აზროვნებასაც, რაც მან კონკრეტულ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით უნდა გამოამჟღავნოს.

– თქვენი გამოცდილებით, რა შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები ყველაზე ხშირად და რა უშლით ხელს, მიიღონ უმაღლესი შეფასება?

– უპირველეს ყოვლისა, ეს, ალბათ, გრამატიკული და პუნქტუაციური შეცდომებია, გვხვდება სხვა ტიპის ხარვეზებიც. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, ე.წ. შტამპები, როცა აბიტურიენტები წინასწარ მომზადებულ და დაზეპირებულ განყენებულ ციტატებსა თუ დისკურსულ პასაჟებს რთავენ თხზულებაში, რაც არათუ წაადგება მათ ნაშრომს, არამედ პირიქით, შესაძლოა სრულიად ააცდინოს საკითხს, რაც შეფასებაზე უარყოფითად აისახება. აბიტურიენტებმა, ამასთანავე, უნდა გაითვალისწინონ, რომ მსჯელობისას ან რაიმეს დამოწმებისას არ დაუშვან ფაქტობრივი შეცდომა, რათა არ დააკლდეთ ასეთი შემთხვევებისთვის განსაზღვრული ერთი ქულა. ბუნებრივია, ნაშრომი უნდა იყოს სტრუქტურულად მოწესრიგებული, ორგანიზებული, აბზაცები – სათანადოდ გამოყოფილი, ციტირების წესი – დაცული. აბიტურიენტის ლექსიკა და სტილი უნდა შეესაბამებოდეს დასმულ ამოცანას, აზრი ენობრივად ნათლად და ადეკვატურად უნდა იყოს გამოხატული და არა „გადაპრანჭულად“ ან მწირი ლექსიკით. IX და X კრიტერიუმებით ფასდება მართლწერა, სინტაქსური კონსტრუქციებისა და სასვენი ნიშნების მართებული გამოყენება.

მინდა, აბიტურიენტებს ვუთხრა, რომ არავითარი წინასწარ განსაზღვრული სქემები თუ მოდელები, ფრაზები და დოგმები თხზულების დასაწერად არ არსებობს; ყველაფერი მათ ცოდნაზე, ერუდიციასა და უნარებზეა დამოკიდებული; მთავარია, სწორად გაიაზრონ დავალების პირობა და, შესაბამისად, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური მობილიზებით, ნათლად, მკაფიოდ, გამართულად ჩამოაყალიბონ თავიანთი სათქმელი.

– აბიტურიენტებს არაერთი კითხვა აქვთ წერითი დავალების პროცედურულ/საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებითაც, მაგალითად: რამდენი დრო უნდა დაუთმონ თხზულებას?, რა თანმიმდევრობით შეასრულონ დავალებები?, ე. წ. „შავი ფურცელი“ გამოიყენონ თუ პირდაპირ „თეთრად“ დაიწყონ წერა?, ბევრი წერა აუცილებელია თუ უმჯობესია, ნაკლები დაწერონ და ცოტა შეცდომა დაუშვან?… რას გვეტყოდით ამ საკითხებზე?

– კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ „მზა რეცეპტები“ დავალებების შესასრულებლად არ არსებობს. აბიტურიენტებს შეუძლიათ მათზე თანმიმდევრობითაც იმუშაონ ან არა. მთავარია, პასუხების ფურცელში შესაბამის, კონკრეტული დავალებისთვის განკუთვნილ ნაწილში ჩაწერონ; მაგრამ მე რომ ახლა აბიტურიენტი ვიყო, სწორედ იმ თანმიმდევრობით შევასრულებდი დავალებებს, რომლითაც საგამოცდო ტესტშია წარმოდგენილი, რადგან ვფიქრობ, თხზულების დაწერას მეტი დრო და ფიქრი სჭირდება, ამიტომ, ჯერ, ჩემი აზრით, უფრო ადვილ საქმეს „მოვიშორებდი“ და დარჩენილ დროს თხზულების წერას დავუთმობდი. დიახ, მე აუცილებლად დავწერდი „შავად“, გადავიკითხავდი, შევასწორებდი და შემდეგ გადავიტანდი პასუხების ფურცელში. თუ ამდენი დრო წინა დავალებების შესრულების შემდეგ აბიტურიენტებს არ დარჩებათ, ვურჩევ, სამუშაო ფურცელზე ძირითადი აზრები მაინც ჩამოწერონ, განსაზღვრონ მათი თანმიმდევრობა მსჯელობაში და ისე შეუდგნენ „თეთრად“ წერას, თუმცა, ნაწერის გადაკითხვა (თუ საჭიროა – ჩასწორება) მაინც უნდა მოახერხონ, ეს აუცილებლად მიმაჩნია.

რაც შეეხება შეკითხვას, ცოტა უნდა დაწერონ თუ ბევრი, ეს თითოეული აბიტურიენტის მზაობასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ამასთანავე, აღვნიშნავ, რომ ვრცლად წერა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ბევრი შეცდომის დაშვებას, ხოლო მოკლედ – ცოტა შეცდომისა. ვისაც წერის კულტურა განვითარებული აქვს, ის ვრცელ ნაწერშიც მინიმალური რაოდენობის შეცდომას უშვებს, ხოლო ვისაც მართლწერა და სასვენი ნიშნების ადეკვატური გამოყენება უჭირს, მწირი ლექსიკა აქვს და სტილისტურად გაუმართავი წინადადებებით მეტყველებს, ის არც მცირე ტექსტშია ბევრი შეცდომისგან დაზღვეული. ამასთანავე, მოკლე ტექსტის ფარგლებში ცოტა შეცდომის დაშვების მოიმედეებს შევახსენებ, რომ ნაშრომი, რომელიც 150 სიტყვას არ აღემატება, VIII, IX და X კრიტერიუმების (ლექსიკა და სტილი, მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი, პუნქტუაცია) მიხედვით არ შეფასდება და აბიტურიენტს ასეთ შემთხვევაში, ცოტა შეცდომის მიუხედავად, ჯამურად 11 ქულა დააკლდება.

– „ძველი ტექსტებიდან თემები მართლა მეორდება თუ არ მქონდეს ამის იმედი?“ – ეს შეკითხვაც ხშირად ისმის…

– ალბათ, ამ შეკითხვის ავტორი გულისხმობს, შეიძლება თუ არა ტესტში მოცემული იყოს კონკრეტული მხატვრული ტექსტის ის ეპიზოდი, რომელიც წინა წლების გამოცდებზეც იყო წარმოდგენილი. სიმართლე გითხრათ, 17 წლის განმავლობაში, რაც ეროვნული გამოცდები ტარდება, ასეთ 1 ან 2 შემთხვევას თუ გავიხსენებ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დავალების პირობა, რომელიც წელს სხვა ტიპისაა, ვიდრე უწინ იყო. ამასთანავე, ერთსა და იმავე ტექსტსა თუ ეპიზოდს სხვადასხვა პირობა შეიძლება მიესადაგოს, იმის გათვალისწინებით, თუ რა პრობლემებია მასში წარმოჩენილი. ასე რომ, თუ რომელიმე აბიტურიენტის იმედი მხოლოდ ამ სათუო მოლოდინს ემყარება, ვშიშობ, ის სახარბიელო მდგომარეობაში ვერ აღმოჩნდება.

– ზოგიერთი აბიტურიენტს აინტერესებს, შეფასების გასაჩივრებისას თხზულების ნაწილშიც შეიძლება ქულა მოემატოთ თუ პირიქით, შეიძლება დააკლონ?

– ცუდია, რომ აბიტურიენტი წინასწარ ფიქრობს შესაძლო აპელაციაზე. თითოეულ აბიტურიენტს ვუსურვებ, წარმატებით ჩაებარებინოს ეროვნული გამოცდები და სასურველი უნივერსიტეტის სტუდენტი გამხდარიყოს. და მაინც, თუკი რომელიმე მათგანი დააპირებს გამოცდის შედეგის გასაჩივრებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დარწმუნდეს, რომ ნამდვილად მეტი ეკუთვნოდა. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული. ამიტომაც არსებობს სააპელაციო კომისია და აპელაციის პრაქტიკა. რაც შეეხება შეკითხვის უშუალო შინაარსს, აპელაციის შედეგად, უზუსტობის შემთხვევაში, აბიტურიენტს შეიძლება მოემატოს ქულა როგორც რედაქტირების, ისე თხზულების ნაწილში, მაგრამ შეიძლება დააკლდეს კიდეც ან შეფასება საერთოდ არ შეიცვალოს. ამიტომ ვთქვი, რომ ვიდრე განაცხადს შეიტანდეს, აბიტურიენტი ობიექტურად დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ნაშრომი არ არის ადეკვატურად შეფასებული.

– და ბოლოს, მინდა გკითხოთ, რამდენად უჭირთ აბიტურიენტებს ამ შეცვლილი ფორმატით მუშაობა? მათთვის ეს სიახლეა და ალბათ გამოწვევებიც ექნებათ…

– ადამიანები სიახლეებს ხშირად ეჭვითა და შიშით ხვდებიან. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, მაგრამ როცა აბიტურიენტებმა კარგად გაიაზრეს ახალი მოთხოვნები, არ ერთულათ. პირიქით, თითქოს მეტი ინტერესითაც ჩაუღრმავდნენ მხატვრულ ტექსტებს და უფრო ადეკვატურადაც დაუკავშირეს თანამედროვეობის კონტექსტს.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

ესაუბრა მზეო შველიძე

The post ესეს წერისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე – სპეციალისტის ინსტრუქცია აბიტურიენტებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


როგორ ამოვბეჭდოთ 2022 წლის საგამოცდო ბარათი –ვიდეო ინსტრუქცია

$
0
0

დღეს, 21 ივნისს, 2022 წლის ზაფხულის გამოცდებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის შესაძლებლობა უკვე მიეცათ ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილე აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამსვლელებს.

მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისის 10:00 საათიდან შეძლებენ.

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 2022 წლის გამოცდების ყველა მონაწილისთვის იწყება – ინსტრუქცია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 21 ივნისს გამოაქვეყნა საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის ვიდეო ინსტრუქცია:

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2022 აბიტურიენტებისთვის 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს, სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება. 2022 წლის გამოცდებისათვის სულ რეგისტრირებულია 90 000-მდე გამოსაცდელი.

ასევე იხილეთ:

2022 წლის გამოცდების საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები ცნობილია

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post როგორ ამოვბეჭდოთ 2022 წლის საგამოცდო ბარათი – ვიდეო ინსტრუქცია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

კსუ-მ და მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრმა მემორანდუმი გააფორმეს

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და განათლების ცენტრის თავმჯდომარემ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მოაწერეს, სიტყვით გამოსვლისას კი მემორანდუმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან პუნქტებზე ისაუბრეს.
დოკუმენტის მიხედვით, განათლების ცენტრში შემავალი სკოლების კურსდამთავრებული აბიტურიენტები CIU-ში 40%-იანი შიდა დაფინანსებით ისწავლიან.

აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს განათლების ცენტრი საქართველოს მასშტაბით 45 სკოლას აერთიანებს, ეს კი საუნივერსიტეტო და სასკოლო სექტორის მსგავსი მასშტაბური თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია.

მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა აღნიშნული სკოლების მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის ტრენინგებისა და სასკოლო-შემეცნებითი პროექტების განხორციელება, ხოლო სკოლის დირექტორებისთვის ტრენინგკურსი სასკოლო განათლების მენეჯმენტში.

ღონისძიებაზე განხორციელებული პროექტები წარმოადგინეს CIU-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით გვეტაძემ, CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების მიმართულების ხელმძღვანელმა, მარინე უგულავამ, განათლების ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ, ნატალია კოპალეიშვილმა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ.

ღონისძიებას მოდერაციას უწევდა CIU-ს რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი, დასასრულს კი ტრენინგკურსში მონაწილე დირექტორები და მასწავლებლები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

The post კსუ-მ და მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრმა მემორანდუმი გააფორმეს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

CIU-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება

$
0
0

22-23 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „თანამედროვე სამართლის გამოწვევები“, ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება.

კონფერენციაზე, რომელიც 22 ივნისს 10:00 საათზე გაიხსნება, მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან: პროფესორი კახაბერ კორძაია – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი; პროფესორი მინდია უგრეხელიძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი, CIU-ს ემერიტუსი პროფესორი; პროფესორი გიორგი ხატიძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი; პროფესორი სესილი გოგიბერიძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი; პროფესორი ზვიად გაბისონია – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი მეცნიერების და ინოვაციების საკითხებში.

კონფერენცია შედგება ორი პანელისაგან: საჯარო სამართალი ( სექციები: საჯარო სამართალი; სისხლის სამართალი; საერთაშორისო სამართალი) და კერძო სამართალი (ბიზნეს სამართალი; ტექნოლოგიების სამართალი; სამოქალაქო სამართალი).

იხილეთ კონფერენციის პროგრამა.

ჩატარების ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი, ჩარგლის ქ. 73; აუდიტორია: 101

საკონტაქტო პირები:
ანანო წივწივაძე – CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
ტელ: 599 563 455
თამარ კენჯია – CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი
ტელ: 557 60 35 68

The post CIU-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

მოსწავლის სემესტრული შეფასება კორექტირება საგნებში, რომელიც ჩათვლით ფასდება –ინსტრუქცია

$
0
0

როგორ უნდა განხორციელდეს სემესტრული შეფასების კორექტირება ისეთ საგნებში, რომელიც სემესტრის ბოლოს ფასდება ჩათვლით – ამ საკითხის შესახებ გამოაქვეყნა სპეციალური განმარტება და ინსტრუქცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 20 ივნისს მასწავლებლებისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს სურს მოსწავლის სემესტრული შეფასების შეცვლა:

„I სემესტრის შეფასების კორექტირება შესაძლებელია მოთხოვნების გვერდიდან (იხილეთ ინსტრუქცია-სემესტრული შეფასების კორექტირება).

იმისათვის, რომ მასწავლებლებმა შეძლონ მოსწავლეების მეორე სემესტრის სემესტრული შეფასების კორექტირება ისეთ საგნებში, რომლებიც ფასდება ჩათვლით, საჭიროა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (eSchool) – ში მოხდეს სემესტრის დახურვა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მოსწავლეების სემესტრული შეფასების კორექტირება “მოთხოვნების” ფუნქციონალის გამოყენებით“, – წერს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლებისთვის და ინსტრუქციას აქვეყნებს.

I სემესტრის ჩათვლის კორექტირება

EMIS განმარტავს იმასაც, რომ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (eSchool) -ში, ტექნიკურად, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასრულების შესახებ ინფორმაცია ყველა სკოლის წარმომადგენელს ეცნობება.

ასევე იხილეთ:

„დაკავშირებულია ფინანსებთან“ – მეორე უცხო ენის არჩევა სკოლების ნაწილისთვის პრობლემურია

The post მოსწავლის სემესტრული შეფასება კორექტირება საგნებში, რომელიც ჩათვლით ფასდება – ინსტრუქცია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„აზრზე არ არიან რას აკეთებენ“ –დეპუტატი სკოლებისა და ბაღების ავტორიზაციაზე და კომიტეტის თავმჯდომარის პასუხი

$
0
0

„მაინტერესებს, ეს რეფორმა რამდენ ადამიანს ეხება, რა მასშტაბის პრობლემას ვეჯახებით? რამდენ ბავშვს ეხება ბაღების ავტორიზაციის საკითხი საჯარო ბაღებში? კერძოში?“ – ასეთი კითხვა არაერთი ფორმულირებით დასვა 17 ივნისს პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრმა, პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, სადაც კანონმდებლებმა საბავშვო ბაღებისა და სკოლების ავტორიზაციის შესახებ პრეზენტაციები მოისმინეს.

ავტორიზაციის მიზნით, საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სახელმწიფო სისტემაში სავალდებულო რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა

მრავალი მცდელობის მიუხედავად, დეპუტატმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილისგან, თამარ მახარაშვილისგან, რომელიც აღნიშნული პრეზენტაციის წარმდგენი იყო განათლების ხარისხის ცენტრთან ერთად, პასუხი ვერ მიიღო, რის გამოც პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. ავტორიზაციის ახალი სტანდარტი ესხება როგორც საჯარო, ისე კერძო საბავშვო ბაღებს. „გირჩის“ წარმომადგენლის გაღიზიანება განსაკუთრებით კერძო საბავშვო ბაღების ავტორიზაციის თემამ გამოიწვია. მისი აზრით, სახელმწიფოს კერძო სექტორის კონტროლი აქვს გადაწყვეტილი.

„როცა ამხელა რეფორმას იწყებ, ხომ უნდა იცოდე, რამდენ ადამიანს ეხება? ამხელა რეგულაციები რომ დააწესეს ბაღებისთვის, რომელიც ადრე იყო თავისუფალი საქმიანობა, ხომ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, ვიცოდეთ, რამდენ ბავშვს ეხება ეს ამბავი? შეგეძლო, როგორც გინდოდა, ისე დაგემენეჯმენტებინა საკუთარი ბაღი. ახლა კი… უპასუხისმგებლოები, აზრზე არ არიან რას აკეთებენ, გიჟები არიან! კერძო სკოლებმა რაღაც ალტერნატივები მოიფიქრეს, მეტ თავისუფლებას მიაგნეს, პროგრამები გააკეთეს ისეთი, რომელსაც ჩვენი სამინისტრო არ ამოწმებს და ა.შ. ჩემი აზრით, კერძო ბაღებში პრობლემა არ გვაქვს. ეს არის არჩევანი და როგორი ბაღიც გინდა, არკვევ და იქ მიგყავს ბავშვი. გვინდა, ესეც გავაფუჭოთ. ჩემი აზრით მხოლოდ ეს ხდება ამ ავტორიზაციით. დანარჩანი სიგიჟეა, რადგან არც კი იციან, რას აკეთებენ“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ყველა საჯარო და კერძო ბაღს ჯერ ერთ ბაზაში რეგისტრაცია მოუწევს და შემდეგ ავტორიზაცია – კანონი დამტკიცდა

რაც შეეხება სკოლების ავტორიზაციის თემას, ოპოზიციონერ დეპუტატს, ეს ამბავი, ზოგადი განათლების სისტემის უბედურების საწყისად მიაჩნია, რადგან, მისი აზრით, ამ ყველაფრით იქმნება სისტემა, სადაც ყველა ბავშვმა ერთი და იგივე უნდა გააკეთოს, არადა, ბავშები არ არიან ერთნაირები და ყველაზე მნიშვნელოვანი, მათი განვითარებისთვის, მრავალფეროვნებაა.

„სკოლების ავტორიზაცია ჩვენი სკოლების უბედურების საწყისია. ჩვენ თვითონ ვიქმნით პრობლემას, რადგან გვგონია, რომ თბილისდან შეიძლება 2300 სკოლის მართვა. წარმოგიდგენიათ, ერთნაირი უნდა იყოს 2300 სკოლა! ეს გიჟური იდეა რომ გვაქვს და ბავშებს ძალით დავათრევთ ასეთ სკოლაში, ეს არის ჩვენი მთავარი უბედურება. ბავშებს ვაწამებთ და არ გვესმის, რომ ვაწამებთ. ფაშისტები ხომ აწამებდნენ ადამიანებს და ეს ყველამ იცოდა, არ მალავდნენ ამას. ჩვენ კი ვაწამებთ საკუთარ შვილებს, ვითომ ყველაზე ძალიან რომ გვიყვარს, იმათ და ამას ვერც ვხვდებით. ზოგადი განათლება თქვენთვის ერთია, თქვენი შვილისთვის – სხვა და ჩემი შვილისთვის – საერთოდ სხვა რამე. მე და თქვენ სხვადასხვანაირად ვუყურებთ სხვადასხვა საკითხებს და თქვენ უნდა გქონდეთ უფლება, რომ როგორც თქვენ უყუბეთ თქვენი შვილის განათლების საკითხს, ის გადაწყვეტილებები მიიღოთ და თქვენი სინდისი იყოს მართალი“, – ამბობს მეგრელიშვილი.

საპასუხო პოზიციას აფიქსირებს ჩვენთან საუბარში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი, რომელიც მეგრელიშვილის ინტერპრეტაციას არასწორს უწოდებს და ამბობს, რომ კერძო ბაღების ცხოვრებაში სახელმწიფო არ ჩაერევა.

„ეს რეფორმა პირიქით, იქეთ არის მიმართული, რომ როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებში, განათლების ხარისხი, აღზრდის, მოვლის, კვების ჰიგიენის, ინფრასტრუქტურის და უსაფრთხოების სტანდარტები მოწესრიგდეს. ავტორიზაცია მხოლოდ და მხოლოდ მხარდამჭერი პროცესია და არამც და არამც დაკნინება, უფლებების დარღვევა, დახურვა თუ შეჭრა სადმე. ეს აბსურდი და არასწორი ინტერპრეტაციაა. ჩვენი პოლიტიკა არის არამხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო ბაღების და კერძო სექტორის მხარდაჭერა“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს გიორგი ამილახვარმა.

რაც შეეხება სკოლებს, ამილახვარი ამბობს, რომ ახალი სტანდარტებით, მათ ექნებათ ინდივიდუალიზმის უსაზღვრო არეალი:

„სასწავლო გეგმა, ცხადია, ყველასთვის ერთია, მაგრამ მაგალითად, კერძო სკოლებს აქვთ უფლება, გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან რომელიც უნდათ, ის აირჩიონ, სასწავლო გეგმაც ითვალისწინებს 25 თუ 30%-იან თავისუფლებას საგნებში. რას ჰქვია, ყველა სკოლა ერთნაირი იქნება? მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი, რა თქმა უნდა, უნდა აკმაყოფილებდეს ყველა. სხვა შემთხვევაში, მათ აქვთ სრული თავისუფლება, რომ თავისი ინდუვიდუალიზმი დააშენონ“.

გაარკვევენ თუ არა რეფორმის განმახორციელებლები მართლაც რამდენ ბავშვს ეხება მათ მიერ დაწყებული უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, უცნობია.

ასევე იხილეთ:

ავტორიზაციის მიზნით, საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სახელმწიფო სისტემაში სავალდებულო რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა

The post „აზრზე არ არიან რას აკეთებენ“ – დეპუტატი სკოლებისა და ბაღების ავტორიზაციაზე და კომიტეტის თავმჯდომარის პასუხი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

Viewing all 14538 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>