Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14776 articles
Browse latest View live

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი

$
0
0

მასწავლებლის ეროვნული დღის შესახებ 2023 წლის 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობის  დადგენილება გამოქვეყნდა.

დადგენილებაში მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესთან დაკვშირებით ვკითხულობთ:

მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ მასწავლებელს (შემდგომში – ლაურეატი).
..
მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიცავს ლაურეატზე გადასაცემ:
ა) ერთდროულ ფულად გასაცემელს – 10 000 ლარს;
ბ) სამკერდე ნიშანს, რომლის ნიმუშსა და აღწერილობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
..
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად ლაურეატთა გამოვლენის მიზნით კანდიდატურები წარედგინება მინისტრის მიერ შექმნილ კომისიას.
..
მასწავლებლის ეროვნული პრემია ლაურეატს გადაეცემა საჯაროდ, საზეიმო ვითარებაში.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის – დადგენილების სრული ვერსია

The post მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


2023 წელს ჩარიცხულთა რანჟირებული სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით

$
0
0

იხილეთ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულთა რანჟირებული სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით:

ჩარიცხულთა სია – 2023 წელი – აკადემიური (საბაკალავრო) პროგრამები

ჩარიცხულთა სია – 2023 წელი – ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები

აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტი იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით რომლებმაც მოიპოვეს გრანტი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად

(naec.ge -01/09/2023, 15:42)

The post 2023 წელს ჩარიცხულთა რანჟირებული სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„შეირგეთ პირველი დღეები, ჩვენც ასე ვღელავდით, ახლა ამაზე ბევრს ვხალისობთ“ –სტუდენტი მომავალი პირველკურსელებისთვის

$
0
0

„წინა დღეს, წინასწარ ვფიქრობდი და ვგეგმავდი, რა უნდა მექნა, როცა უნივერსიტეტში შევიდოდი. არ გამოვიდა ისე, როგორც ვვარაუდობდი, ბევრად უკეთესად მოხდა ყველაფერი“, – ასე იხსენებს პირველ დღეს უნივერსიტეტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ლუკა მამალაშვილი.

„ჩვენც ასე არ ვიყავით?!“ – ამოთქვამს ჩვენი სიცხისგან დაღონებული ერთგული მკითხველი და მართალიც აღმოჩნდება. ყველაზე გულმავიწყი ადამიანისთვისაც კი შეუძლებელია ასეთი მნიშვნელოვანი დღის დავიწყება. მომავალი პირველკურსელები ღელავენ, გეგმავენ, ათას რამეს კითხულობენ. აინტერესებთ რა იქნება, როგორ იქნება, როდის იქნება და ხომ მოეწონებათ.

მაშ რა უნდა იცოდეთ პირველი სასწავლო დღის შესახებ? როგორ უნდა მოემზადოთ და შეემზადოთ იმ ემოციებისთვის, რომელიც თქვენთვის დაუვიწყარი აღმოჩნდება?

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიიის ფაკულტეტის სტუდენტი ლუკა მამალაშვილი EDU.ARIS.GE-სთან იხსენებს, რომ კურსელების გაცნობა მისი მთავარი ინტერესი იყო როგორც უნივერსიტეტის დაწყებამდე, ისე უნივერსიტეტში გამოცხადების პირველ დღესაც.

„პირველად უნივერსიტეტში რეგისტრაციის დღეს მივედი, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმედგინა. შემდეგ კი სწავლის დაწყების პირველ დღეს. მახსოვს, გავსებული თსუ-ის პირველი კორპუსი, მიმოფანტული სტუდენტები, აქეთ-იქით ყურება, რათა ამომეცნო ჩემი იდუმალი კურსელები, რომელთა ხილვაც უნივერსიტეტის დაწყებამდეც და უნივერსიტეტში მისვლის პირველ დღესაც ჩემთვის მთავარი ინტერესი იყო“.

ლუკას თქმით, პირველკურსელების შიში, თითქოს სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს მარტო აღმოჩნდებით, რეალური არ არის და ამიტომ, მომავალ პირველკურსელებს დარწმუნებით ეუბნება: „შენიანს ყველგან იპოვი“.

„ბევრი ჩემი ნაცნობი ვნახე ჩემს კორპუსში, რომლებთანაც უნივერსიტეტამდეც მქონია ურთიერთობა. რთულია უნივერსიტეტში მარტო აღმოჩნდე, “შენიანს” აქ ყველგან იპოვი. აბიტურიენტებს ვეტყვი: დამშვიდდით, ჩვენც ასე ვღელავდით, ახლა ამაზე ბევრს ვხალისობთ“ .

ფილოლოგიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მომავალ პირველკურსელებს რჩევასაც აძლევს და ამშვიდებს, რომ მხოლოდ სწავლა არ მოუწევთ და გართობისთვისაც მოემზადონ:

„თსუ-ის მომავალო პირველკურსელებო, თქვენ წინ გელოდებათ Welcome Party, ზამთრის სეზონზე New Year Party. ასევე, უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ლაშქრობები, მრავალი ვიქტორინები. მოკლედ მოწყენა შეუძლებელია. იცოდეთ, რომ წინ გელით უამრავი სასიამოვნო შეხვედრები“.

საუბრის ბოლოს, ჩვენი რესპონდენტი მომავალ პირველკურსელებს პრაქიკულ რჩევას აძლევს.

„ზოგადად, დიდი ხანია ეს ტრადიცია გვაქვს, “თეთრი პერანგის ” ტრადიცია. რაც, რა თქმა უნდა, ლამაზად ჩანს როგორც ახლოდან, ასევე შორიდან. კარგით, ხუმრობა იქით იყოს და სასწავლო წლის პირველი დღე მაინც სხვაა, გაცნობის დღეა. მხოლოდ მოღიმარი სახეები გვჭირდება, რომ გაცნობის სურვილიც გაგვიჩნდეს და მეგობრობისაც. ამ დღეს იცნობთ არა მხოლოდ კურსელებს, არამედ ლექტორებს და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. ამიტომ, წიგნებით და კონსპექტებით გამოცხადების საჭიროება, მერწმუნეთ, რომ არ იქნება. შეირგეთ პირველი დღეები, გამოცდებიც მალე მოვა“, – ამბობს ლუკა მამალაშვილი.

ასევე იხილეთ:

„სტუდენტსაც სჭირდება დასვენება!“ – კურსდამთავრებულის ინსტრუქცია მათთვის, ვინც ხარისხიან დასვენებას გეგმავს

პირველი დღე უნივერსიტეტში

მოამზადა მზეო შველიძემ

The post „შეირგეთ პირველი დღეები, ჩვენც ასე ვღელავდით, ახლა ამაზე ბევრს ვხალისობთ“ – სტუდენტი მომავალი პირველკურსელებისთვის first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო პროგრამებზე მიღების დეტალებს ავრცელებს

$
0
0

სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველი კანდიდატების საბუთების მიღება განხორციელდება 2023 წლის 12, 13 და 14 სექტემბერს 9:00 საათიდან 17:00 საათამდე, 15 სექტემბერს 9:00 საათიდან 15:00 საათამდე თავდაცვის სამინისტროს მიმღებ პუნქტზე (მისამართი – ქ.თბილისი, დ.უზნაძის 117ა).

აკადემიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევა განხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა გამოცდების შედეგების საფუძველზე.

სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა გამოცდები ჩატარდება ორ ეტაპად 2023 წლის 18 და 19 სექტემბერს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში (მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი):

I ეტაპი – თავდაცვის ანალიზის, უსაფრთხოების კვლევების და სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები შიდა გამოცდები (მიმართულებები მიხედვით) ჩატარდება 2023 წლის 18 სექტემბერს 10:00 საათზე. კანდიდატების გამოცხადების დრო 9:00 საათი

მაგისტრატურაზე მისაღები შიდა გამოცდების ჩაბარების მსურველი, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო კანდიდატები ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას გასაუბრების სახით სამაგისტრო პროგრამებზე მიმღებ საგამოცდო კომისიასთან.

თემები გამოცდისთვის იხილეთ ვებგვერდზე მიმართულებების მიხედვით

II ეტაპი – ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება 2023 წლის 19 სექტემბერს 11:00 საათზე. კანდიდატების გამოცხადების დრო 10:00 საათი.

ინგლისური ენის გამოცდას ჩააბარებენ ის კანდიდატები, რომლებსაც არ გააჩნიათ სამაგისტრო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისი ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი მოქმედი (რომელსაც არ აქვს დადგენილი სტანდარტების მიხედვით გასული მოქმედების ვადა) სერტიფიკატი/დიპლომი/მოწმობა ან/და შესაბამისი დოკუმენტი;

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე

The post ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო პროგრამებზე მიღების დეტალებს ავრცელებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

აბიტურიენტების ნაშრომების გამსწორებლების შედეგები –გამოცდები 2023

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2023 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 128 440-ზე მეტი ნაშრომიდან 4292 გასაჩივრდა – ეს ნაშრომების 3.34%-ია.

2022 წელს მეტი ნაშრომი იყო გასაჩივრებული – 4.18%, მაგრამ შარშან საჩივრების მომატებული რიცხვი, უფრო ნაშრომების გამსწორებლების შარშანწინდელ „მიღწევებს“ უკავშირდებოდა (იხ. აპელაციის შედეგად, აბიტურიენტს 21 ქულა მოემატა!).

2023 წელს 4292 სააპელაციო განაცხადიდან ქულა 1498 ნაშრომში შეიცვალა, რაც გასაჩივრებული ნაშრომების 34.3% შეადგენს. 2022 წელს კი 4881 საჩივრიდან 1546 ნაშრომში შეფასება შეიცვალა , რაც გასაჩივრებული ნაშრომების 31.7%-ს შეადგენდა.

პროცენტულად, თუ სააპელაციო განაცხადებების რაოდენობიდან გამოვალთ, ნაშრომების გამსწორებლებს წელს შემოწმების დროს მეტი შეცდომა აქვთ დაშვებული, თუმცა ობიექტურად, ალბათ, გასწორების დონე, შარშანდელთან შედარებით, იგივე დარჩა, დაკმაყოფილების პროცენტი კი უფრო გააზრებული სააპელაციო განაცხადების ხარჯზეა გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ აპლიკანტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეფასება შეეცვალათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპელაციაში გადახდილ ფულს, ელექტრონული ფორმის შევსების შემდეგ, 2 ოქტომბრიდან დაუბრუნებს. წელს ნაეკი 2794 ნაშრომის გასაჩივრებაში გადახდილ ფულს დაიტოვებს, ხოლო შეცდომით შეფასებულ 1498 ნაშრომში გადახდილს – დაუბრუნებს აპლიკანტებს.

ისევ ფულს ეხება. საინტერესოა, არასწორად შეფასებულ ნაშრომში ნაშრომების გამსწორებელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ანაზღაურებას აძლევს?

2022 წელს გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობით პირველი ხუთეული საგნების მიხედვით ასე გამოიყურებოდა: ისტორია, ინგლისური ენა, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბიოლოგია. საჩივრების ყველაზე დიდი ოდენობა კი ინგლისურ ენაში დაკმაყოფილდა.

2023 წელს სიტუაცია შეიცვალა:

პირველ ადგილს რაოდენობით ქართული ენისა და ლიტერატურის საჩივრები იკავებენ. შარშანდელთან შედარებით, აღნიშნულ საგანში საჩივრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სულ ქართული ენასა და ლიტერატურაში 1588 საჩივარი შემოვიდა, რაც ამ საგანში ტესტების 4,06%-ს შეადგენს, შარშან ეს მაჩვენებელი 2.65% იყო. EDU.ARIS.GE არკვევს, თუ რით იყო განპიროვნებული ასეთი ზრდა და მასალას ამ თემაზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მეორე ადგილზე რაოდენობით ისტორიის საჩივრებია. შარშანდელთან შედარებით, საჩივრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ისტორიაში 796 საჩივარი შემოვიდა, რაც ისტორიის ტესტების 3.85%-ს შეადგენს, შარშან ეს მაჩვენებელი 6.85% უდრიდა. შეგახსენებთ, რომ ისტორიაში საჩივრები შარშან პირველ ადგილს იკავებდნენ.

მესამე ადგილზე რაოდენობით ინგლისური ენის ნაშრომებზე შეტანილი საჩივრებია. შარშანდელთან შედარებით, საჩივრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ინგლისურ ენაში 754 საჩივარი შემოვიდა, ეს რაოდენობა ინგლისურ ენაში ყველა აბიტურიენტის ტესტების 2.05%-ს შეადგენს, შარშან ეს მაჩვენებელი კი 4.06% იყო. ინგლისურში საჩივრების შემცირებას ჩვენ ინგლისური ენის ტესტის ცვლილებას ვუკავშირებთ – წელს ტესტურ დავალებაში ღია კითხვა („სიტყვების ჩაწერა“) დახურული კითხვით შეიცვალა, შესაბამისად, მანიპულაციის შესაძლებლობაც შემცირდა. ამ ცვლილებამ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საჩივრების რაოდენობა კი შეამცირა, მაგრამ აბიტურიენტების რიცხვი, ვინც გამოცდაში მაქსიმალური ქულები მოიპოვა, შარშანდელთან შედარებით თითქმის სამჯერ გაიზარდა. რამდენად გათვლილი იყო ასეთი შედეგი?

მეოთხე ადგილზე რაოდენობით მათემატიკაში საჩივრებს ვხედავთ. მათემატიკაში 510 საჩივარი შემოვიდა, რაც საგნის ყველა ნამუშევრის 3.42%-ს შეადგენს, შარშან კი ეს მაჩვენებელი 5.25% იყო.

მეხუთე ადგილზე რაოდენობით ბიოლოგიის ნაშრომებზე შეტანილი საჩივრებია. ბიოლოგიაში 228 საჩივარი შემოვიდა, რაც მთლიანად ბიოლოგიაში ნამუშევრების 6.63%-ს შეადგენს.

მაღალი პროცენტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიოლოგიაში ყოველი მე-15 ნამუშევარი გასაჩივრდა. შარშან ეს მაჩვენებელი კი 4.80%-ს (ყოველი მე-20) უდრიდა.

EDU.ARIS.GE აბიტურიენტებზე და გამსწორებლებზე თემის გაგრძელებას გეგმავს.

ასევე იხილეთ:

2023 წელს სწავლის გაგრძელების უფლება 34 843 აბიტურიენტმა მოიპოვა

The post აბიტურიენტების ნაშრომების გამსწორებლების შედეგები – გამოცდები 2023 first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

როცა სტუდენტი სამუშაოს ეძებს –რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ?! –სპეციალისტის პასუხი და რჩევა დასაქმების მსურველ სტუდენტებს

$
0
0

„დავასაქმებთ სტუდენტებს,“ „სამუშაო სტუდენტებისთვის ნახევარ განაკვეთზე“, „ვეძებთ ბეჯით სტუდენტს, ბონუსური ანაზღაურებით…“ ამ და სხვა ტიპის განცხადებებს პოტენციური დამსაქმებლების მხრიდან სტუდენტები ყოველდღიურად კითხულობენ. მათი სურვილი დასაქმდნენ, ხშირად იმდენად დიდია, რომ სამუშაო პირობებს ნაკლებად ეცნობიან და ვაკანსიის განცხადებაში მხოლოდ ანაზღაურების პუნქტს ეძებენ. ასევე, მათთვის პრიორიტეტულია ჩანაწერი სამუშაო დროის ხანგრძლივობაზეც. რა თქმა უნდა, ასეთ დროს სტუდენტის დადანაშაულება ნაკლებად სამართლიანია, მით უფრო, იმ სტუდენტის, რომლის ოჯახსაც არ აქვს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები და მოკლე დროში დასაქმება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აქვე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დამსაქმებლის განცხადება იდეალურადაც შეიძლება გამოიყურებოდეს, მაგრამ უკვე დასაქმებულმა აღმოაჩინო, რომ ამ იდეალური განცხადებიდან ერთი პუნქტიც არ სრულდება. ამიტომ, მხოლოდ განცხადებების დაკვირვებით კითხვა ვერაფერი შვებაა. მაშ რას უნდა მივაქციო ყურადღება, რომ ჩვენს შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული სამსახური მოვიძიო, იკითხავს ჩვენი მკითხველი სტუდენტი. რა შეცდომები არ უნდა დავუშვა ამ პროცესში? ბოლოს და ბოლოს, არის ქართულ შრომის ბაზარზე ღირსეული შრომისთვის საჭირო პირობები?

დიახ, ეს ნამდვილად სწორი კითხვებია და EDU.ARIS.GE-მ სწორედ ამ კითხვებით მიმართა ამ კითხვებით მიმართა ირინა შალამბერიძეს, საკონსულტაციო კომპანია HR4 Businesses-ის დამფუძნებელს, დირექტორსა და ადამიანური რესურსების განვითარების ტრენერს, რომელიც, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, თავადაც არის სტუდენტებისა და არა მხოლოდ მათი პოტენიური დამსაქმებელი.

ქალბატონო ირინა, გვითხარით, რომელი კურსიდან შეიძლება სტუდენტმა საკუთარი პროფესიით ვაკანსიების ძებნა დაიწყოს?

– როგორც წესი, პირველ კურსზე სტუდენტები გადიან ზოგად საგნებს, მეორედან უკვე შემოდის მაპროფილებელი მიმართულებები. დამსაქმებლისთვის საინტერესოა, რომ გარკვეული თეორიული ცოდნა მაინც ჰქონდეს დამწყებს, ამიტომ პირადად მე, ვფიქრობ, რომ სპეციალობით  2-3 კურსის შემდეგ უფრო ნაყოფიერი იქნება ვაკანსიების ძიება. რაც შეეხება ზოგადად მუშაობის დაწყებას, სტუდენტს ეს ნებისმიერ სასწავლო საფეხურზე შეუძლია, მთავარია, ხელი არ შეეშალოს სწავლაში.

– ქართულ რეალობაში საკუთარი პროფესიით დასაქმება არც ისე მარტივი საქმეა, მით უმეტეს
სტუდენტისთვის. სხვა პროფესიით თუ აპირებს დასაქმებას, მაგალითად მოლარედ, კონსულტანტად, პრომო აგენტად, მენეჯერად, მტვირთავად… რა არის ის პირობები, რომელსაც დამსაქმებელი უნდა სთავაზობდეს სტუდენტს?

– როდესაც ვსაუბრობთ არაპროფილურ დასაქმებაზე, გასათვალისწინებელია, რომ დამსაქმებლის ინტერესი არის სწრაფად შეავსოს ვაკანტური პოზიციები, ხოლო საქმე შეუძლია თვითონ შეასწავლოს ადგილზე. სტუდენტისთვის ბუნებრივია ყველაზე მნიშვნელოვანია მოქნილი გრაფიკი, ე.წ ცვლები, თუმცა ყველა კომპანიას თავისი სპეციფიკა აქვს. ზოგს შეუძლია მსგავსი პირობის შეთავაზება, ზოგს არ შეუძლია, ან ეჭვის თვალით უყურებს ახალბედა კადრს და გარკვეულ რისკებსაც ხედავს, რადგან მაინც ამჯობინებს, დაასაქმოს უკვე გამოცდილი კადრი და ასეთ დროს ნაკლებ რესურსსა და ენერგიას ხარჯავს.

– უფრო რომ დავაკონკრეტოთ, თუ სტუდენტს შეხვდა ვაკანსია მაგალითად სუპერმარკეტების ქსელი, (რაც ჩვენთან ძალიან აქტუალური და პრობლემურია) ეძებს კონსულტანტს. რა უნდა იყოს განცხადებაში მითითებული, რომ სტუდენტი არ მოტყუვდეს და მხოლოდ მუშაობის შემდეგ არ აღმოაჩინოს, რომ  კონსულტანტობასთან ერთად სხვა არაერთი ფუნქცია აქვს?

– გეტყვით, რა შეცდომები  არ უნდა დაუშვათ ვაკანსიის ძებნის პროცესში. ორი შემთხვევა განვიხილოთ:

1.როცა უმაღლესის სპეციალობით სურს დასაქმება სტუდენტს– აქ უნდა ესმოდეს, რომ თეორიული ცოდნა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჯერ ხომ ისიც არ აქვს ათვისებული სრულად და სამუშაოს შესრულებას კიდევ ბევრი პრაქტიკული უნარ-ჩვევა სჭირდება, რომელსაც უმაღლესი სასწავლებლები იშვიათად აძლევენ იმ დოზით, როგორც ეს სჭირდება ბიზნესს. შესაბამისად, დამსაქმებელმა საკმაო ძალისხმევა უნდა გასწიოს, რომ სტუდენტმა ისწავლოს და შეძლოს დამოუკიდებლად მუშაობა. მეორეს მხრივ, უმჯობესია, სტუდენტი ორიენტირებული იყოს ისეთ ვაკანსიებზე, სადაც მისი სწავლება და განვითარება მოხდება. თუ არის საშუალება, ნაკლებად უნდა იყოს ორიენტირებული ანაზღაურებაზე. ზოგჯერ, თვითონ სტუდენტები იმდენად მაღალ მოთხოვნებს უყენებენ კომპანიებს, რომ ესეც ქმნის გარკვეულ ბარიერს მათ წარმატებაში. მარტივად გეტყვით, აქაც მთავარია ბიზნესის კეთილსინდისიერება, რას სთავაზობს სტუდენტს და ასრულებს თუ არა რასაც სთვაზობს.

2. როცა სხვა პროფესიით ეძებს ვაკანსიებს –  ასეთ დროს აუცილებელია პოტენციური დამსაქმებელი სტუდენტს სთავაზობდეს კარიერულ განვითარებასა და დაწინაურებას. არავის უნდა მუდმივად იყოს კონსულტანტი, ანაზღაურების გაზრდასა და დაწინაურებაზე უარს არავინ იტყვის, ხომ ასეა?  სტუდენტებს ვურჩევ, დამატებითი ინფორმაცია მოიპოვოს კონკრეტული კომპანიის შესახებ და ასე გაიგოს, რამდენად ასრულებს ვალდებულებებს ესა თუ ის დამსაქმებელი.

– არის თუ არა ქართული შრომის ბაზარი სტუდენტებზე მორგებული (სხვადასხვა მაგალითებით რომ აგვიხსნათ)?

– ჩემი გამოცდილებით გეტყვით. სწრაფი კვების და სარესტორნო სფეროებში შედარებით მეტად გვხვდება მოქნილი გრაფიკი. ასევე, პრომო აგენტის ვაკანსიებიც უფრო მოსახერხებელია სტუდენტისთვის. თუმცა საერთო ჯამში ეს მიმართულება არაა კარგად განვითარებული და ძალიან ხშირად, სოციალურ ქსელებშიც განიხილება სტუდენტების მხრიდან უკმაყოფილება. ზოგიერთი კომპანიები აქტიურად ცდილობენ წარმატებული სტუდენტების რეკრუტინგს და უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში ატარებენ გაცნობით შეხვედრებს, ან ფაკულტეტებს სთხოვენ რეკომენდაციებს. სხვათა შორის, ეს არის ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა დასაქმებისთვის ასე ვთქვათ რეზიუმეს გაგზავნის, ანუ აქტიური ძიების გარეშე.

– რა შემთხვევაში შეუძლიათ სტუდენტებს დამსაქმებლის ტყუილში დადანაშაულება? მიეცით ინსტრუქცია მათ, ვინც ვაკანსიაში სრულიად სხვა შეთავაზებებს გაეცნო, ადგილზე კი სხვა რეალობა დახვდა

– სტუდენტი იქნება თუ სხვა სტატუსის ნებისმიერი დასაქმებული, უფლებამოსილია დაიცვას თავისი შრომის უფლებები და მოსთხოვოს დამსაქმებელს მათი შესრულება. თუ პირი თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა შეუძლია მიმართოს შრომის ინსპექციას ან პროფკავშირებს. თუმცა პირველი რიგში, ყოველთვის ჯობია, ნებისმიერი უთანხმოება დიალოგის გზით აღმოიფხვრას. კომპანიების უმეტესობას ჰყავს ადამიანური რესურსების სპეციალისტები და იურისტი. პირველ რიგში, მიმართონ და სთხოვონ კონსულტაცია იმ საკითხზე, რაზეც ფიქრობენ, რომ კომპანია არ ასრულებს ვალდებულებებს. ხშირად მხვდება სოციალურ ქსელებში შრომის კოდექსის არასწორი ინტერპრეტაცია, მოჰყავთ მაგალითები, სადაც ჩანს, რომ არასწორ პრეტენზიას უყენებენ დამსაქმებელს და თვითონ არიან ბუნებრივია ნეგატიურ ემოციებში – ფიქრობენ, რომ დაჩაგრეს. ამიტომ, ყოველთვის ჯობია, რომ ჯერ სამსახურში გაიგონ მეორე მხარის ახსნა და შემდეგ გადაამოწმონ ეს პასუხი კომპეტენტურ სპეციალისტებთან. თუ აღმოჩნდება, რომ ნამდვილად ირღვევა მათი უფლებები, ეცადონ, სამსახურში კომუნიკაციით მოაგვარონ. ჩემი რჩევა იქნება, პირდაპირ კომპანიის ეიჩარს, ან იურისტს მიმართონ, რადგან ზოგჯერ, შეიძლება, კონკრეტულად მათი უშუალო ხელმძღვანელი არღვევდეს მათ უფლებებს, საკმარისი ცოდნის არ ქონის გამო და ეს არ იყოს კომპანიის საერთო პოლიტიკა.

ასევე იხილეთ:

რა უნდა იცოდეს სტუდენტმა საკუთარი შრომითი უფლებების შესახებ – სპეციალისტი სტუდენტებს მიმართავს

The post როცა სტუდენტი სამუშაოს ეძებს – რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ?! – სპეციალისტის პასუხი და რჩევა დასაქმების მსურველ სტუდენტებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

2023 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია

$
0
0

2023 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია

აპელაციის შედეგები

კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64).

ამავე თემაზე:

საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა 2023 – გამოყენებული ტესტები, სწორი პასუხები და შეფასების სქემები

The post 2023 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა

$
0
0

2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია

აპელაციის შედეგები

ნაშრომის სკანირებულ ასლთან ერთად მაგისტრობის მსურველებს საშუალება აქვთ ასევე იხილონ გათანაბრებული ქულებიც. ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში.

კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64).

ამავე თემაზე:

2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები, სწორი პასუხები და შეფასების სქემები

The post 2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


ყვავილები, კარგი მეგრული სუფრა და მოგზაურობა ბარსელონაში –რით ასაჩუქრებენ მშობლები პირველკურსელებს

$
0
0

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები შედგა. პიროვნული ნიჭი, დაუღალავი შრომა, ოდნავ იღბალი და, შენ უკვე სტუდენტი ხარ!

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული 34 843 სტუდენტი, ალბათ, ამ წამსაც კი გულშემატკივართა მილოცვებს იღებს და აბიტურიენტის სტატუსს ემშვიდობება.

სხვათა შორის, უკვე ყოფილი აბიტურიენტები, მხოლოდ მოლოცვებს არა, საჩუქრებსაც იღებენ.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა თუ რა საჩუქრები მიიღეს პირველკურსელებმა და საერთოდ, მიიღეს თუ არა. გვესმის, რომ ყველა მშობელს ან ოჯახის წევს, საჩუქრის საშუალება არ აქვს, ზოგი კი საერთოდ არ თვლის, რომ სტუდენტური ცხოვრების დაწყება ცხოვრების მნიშვნელოვანი ამბავია, სხვადასხვა მოსაზრებები მოვისმინეთ:

„საერთოდ, უნდა მიმეღო საჩუქარი გამოცდების ჩაბარების გამო?!“, ,,ჩემი პასუხისმგებლობა იყო, რომ ჩამებარებინა, და რატომ დამასაჩუქრონ?“, „აქეთ გავუკეთე საჩუქარი მშობლებს ჩემი ჩაბარებით“ (ეს მოსაზრება EDU.ARIS.GE-ს განსაკუთრებით მოსწონს :), „რა საჭიროა – ვერ ვხვდები“, „მსგავსი ტრადიციები ოჯახში არ გვაქვს“…

მაგრამ, ვის არ ახარებს დიდი სიყვარულით მირთმეული საჩუქარი? ღირებულება, ხომ ფასით არ განისაზღვრება.

EDU.ARIS.GE-სთან დღეს, სწორედ ის აბიტურიენტები ისაუბრებენ, რომლებმაც დაპირებული (და არა მხოლოდ დაპირებული) საჩუქრები მიიღეს. გაინტერესებთ დეტალები? ახლა ისინი უფრო მეტს მოგვყვებიან.

18 წლის თეკლა ფიფია, თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 100% პროცენტიანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა. როგორც ჩვენთან ამბობს, მთელი წელი ბეჯითად სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა კიდეც, რაც მისთვის გარკვეულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. თეკლა ახლა ბედნიერია, რომ სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა და დამსახურებულ საჩუქარსაც ელის.

„ვცდილობდი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად მეშრომა, რათა სასურველ ფაკულტეტზე დაფინანსებით მოვხვედრილიყავი. 5 საგნის მომზადების გარდა (დამოუკიდებლად ვემზადებოდი), მთელი წლის განმავლობაში მოსწავლეებს ვამზადებდი ინგლისურში (მათ შორის ერთ აბიტურიენტს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ინგლისური ენის გამოცდა), გარდა ამისა ვმუშაობდი ბავშვთა გასართობ ცენტრში, აქედან გამომდინარე ეს წელი ჩემთვის მოსაწყენი არ ყოფილა, თუმცა ძალიან რთული იყო. ამ სირთულეებისა და განვლილი გზის გამო, ახლა ასჯერ უფრო ვამაყობ საკუთარი შედეგით და ბედნიერი ვარ“…

„მამა iPhone 14 Pro Max დამპირდა, მეც ვმუშაობ და მაქვს გარკვეული დანაზოგი, მაგრამ მითხრა მე გიყიდი შენი დანაზოგი შენთვის ჰქონდესო. რაც ძალიან გამიხარდა. დედა მასწავლებელია, აიფონს ვერა, მაგრამ ძალიან კარგი კულინარია და საჩუქარიც ასეთი მოიფიქრა – კარგი მეგრული სუფრა გულშემატკივრებისთვის, სხვათა შორის თქვენც სიამოვნებით დაგპატიჟებთ..“ მადლობა, ნამდვილად კარგი შემოთავაზებაა.

შვილის სტუდენტობას ზეიმობს ლევან არდიას ოჯახიც. ლევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტზე 70% პროცენტიანი სასწავლო გრანტით ჩაირიცხა.

როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, არც ის დარჩენია უსაჩუქროდ, მას მშობლებმა ფულადი საჩუქარი გაუკეთეს.

„გულწრფელად გეტყვით, არასდროს მითქვამს მშობლებისთვის ამას, ხომ მაჩუქებთ თუ გრანტს მოვიპოვებ და, შესაბამისად არც მათი მხრიდან იყო დაპირებები. მოლოდინი არ მქონია, მაგრამ როცა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ჩემმა მშობლებმა იმავე დღეს 500 ლარი მაჩუქეს. ჯერ არ დამიხარჯავს. კონკრეტულად არ ვიცი რისთვის გამოვიყენებ, მაგრამ სხვადასხვა რაღაცებზე გადავანაწილებ, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების პირველივე ეტაპზე გეგმაზომიერად გამოვიყენო.“

როგორც ლევანმა გვითხრა მეგობრებთან ერთად უკვე აღნიშნა სტუდენტობა და ახლა მოუთმენლად ელის როდის გაიცნობს კურსელებს, რომ მათთან ერთადაც „გულიანად“ აღნიშნოს.

კიდევ ერთი 100% პროცენტიანი გრანტის მქონე აბიტურიენტი ლიზი რიჟავაძე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ მშობლებისგან ელოდება თუ როდის გადასცემენ სამგზავრო ბილეთს თბილისი-ბარსელონას მიმართულებით.

„მამა დამპირდა, რომ ბარსელონაში გავემგზავრები დედასთან ერთად. ეს დაპირება ქულების გაგებამდეც მოქმედებდა, მაგრამ არ ვახსენებდი. მინდოდა საჩუქარი დამსახურებული ყოფილიყო და ასეც მოხდა.“

ჩვენი რესპონდენტი აბიტურიენტებს მოუწოდებს მშობლებს დაპირებები შეახსენონ და ცოტა გაჯიუტდნენ.

„აბიტურიენტებს, რომლებსაც მატერიალური საჩუქრების მოლოდინი აქვთ. მინდა ვუთხრა: ბავშვებო, მშობლებს დაპირებები შეახსენეთ და ცოტა გაჯიუტდით. დატკბით თქვენი სტუდენტობის პირველი დღეებით“.

როგორც ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, პირველკურსელი ნათია ღამბაშიძე ამბობს, მან სპონტანური საჩუქარი, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადების დღეს, საყვარელი ადამიანისგან, გამზრდელი ბებიისაგან მიიღო.

“როცა საბოლოო ქულები გამოცხადდა, სოფელში ვისვენებდი ბებია-ბაბუასთან. პირველს ბებოს ვუთხარი – ბებო, სტუდენტი გავხდი, მომილოცეთქო. გახარებული ბებო ჩამეხუტა და უცებ სადღაც გაქრა. რომ გავიხედე, ბებოს უკვე ხელში ბაღიდან მოკრეფილი თეთრი ულამაზესი ყვავილები ეკავა, – ბებო გენაცვალოს შენო.. აი ეს არის ჩემი შეუფასებელი საჩუქარი, ყველაზე კარგი მსოფლიოში“.

ასევე იხილეთ:

მამები საგამოცდო ცენტრებიდან – აქ მინისტრიც და სხვებიც ერთნაირად ღელავენ

„თამარ, წარმატებები! – მნიშვნელოვან მომენტებში შვილის გვერდით ყოფნა აუცილებელია“

„ნუ გაკიცხავთ, თუ წელს სტუდენტი ვერ გახდება“ – როგორ დავეხმაროთ და ხელი არ შევუშალოთ შვილს, გახდეს სტუდენტი

The post ყვავილები, კარგი მეგრული სუფრა და მოგზაურობა ბარსელონაში – რით ასაჩუქრებენ მშობლები პირველკურსელებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის 2023 წელს ჩატარებული გამოცდის შედეგები ცნობილია

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, დღეს, 5 სექტემბერს, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის 2023 წელს ორგანიზებული გამოცდის შედეგებს აქვეყნებს:

გამოცდის შედეგები

გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულის) დაგროვებას.

შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64).

The post საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის 2023 წელს ჩატარებული გამოცდის შედეგები ცნობილია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გორის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის ღირებულებას 500 ლარით აფინანსებს

$
0
0

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის ღირებულებას 500 ლარით აფინანსებს – ინფორმაციას მერია სოციალურ ქსელში 2 სექტემბერს ავრცელებს.

დახმარებას მიიღბს სტუდენტი, რომელიც რეგისტრირებულია გორის მუნიციპალიტეტში და მისი სარეიტინგო ქულა 120 000 არ სცდება.

დახმარებით, როგორც გრანტის არმქონე სტუდენტი, ასევე 50% და 70% გრანტის მფლობელი სტუდენტებს შეუძლია.

ერთჯერადი ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ გაიცემა

დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა მერიაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, იხილეთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილება

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსებას გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს.

გორის მუინიციპალიტეტის მერია, ასევე საკონტაქტო ტელეფონს აქყევნებს – 599 85 16 96

The post გორის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის ღირებულებას 500 ლარით აფინანსებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და ქულათა გათანაბრების ცხრილი

$
0
0

მაგისტრობის კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა:

მაგისტრობის კანდიდატთა სია
(naec.ge, pdf, 05/09/2023, 17:13)

ქულათა გათანაბრების ცხრილი
(naec.ge, xlsx, 05/09/2023, 17:13)

The post 2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და ქულათა გათანაბრების ცხრილი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა

$
0
0

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა. მათგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას ფულადი პრიზის სახით გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა.

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები კონკურსის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა დაასახელეს. ესენი არიან:

ქამრან აფანდიევი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის და ცოფის საჯარო სკოლების ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;

ინა იმედაშვილი – თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

მარინე კვარაცხელია – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

ნინო ფსუტური – გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი;

ნინო ნიპარიშვილი – კასპის მუნიციპალიტეტის შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.

აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

ამავე თემაზე:

კონკურსი, როგორც შესაძლებლობა – „ათეულში ყოფნა სარგებელს ჩემს სკოლასა და მოსწავლეებსაც მოუტანს“

„ჩვენთან ახლა ზეიმია” – 2023 წლის საუკეთესო ათეულის წევრი მასწავლებლების კარიერული გზა, განცდები და მოლოდინები

The post 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

რატომ არის აუცილებელი ბავშვს ხელით წერა ვასწავლოთ და არა კლავიატურით? ტოპ 5 მიზეზი

$
0
0

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ფინეთის ზოგიერთი სკოლა უმცროსკლასელებისთვის განკუთვნილი წერის გაკვეთილზე უარს ამბობს. ითვლება, რომ პირველკლასელის ლამაზი ხელწერა წარსულის გადმონაშთია. როგორ ვასწავლოთ პატარას ხელით წერა და საერთოდ ღირს მისი კალიგრაფიით წვალება?

ვითომ რა არის ცუდი იმაში, რომ ბავშვები ხელში რვეულის ნაცვლად პლანშეტს იღებენ ან ტექსტს კლავიატურაზე კრეფენ? აღმოჩნდა, რომ ბავშვისთვის ხელით წერის სწავლა მისთვის მეტყველების, წვრილი მოტორიკისა და თვალის საზომის განვითარებაში დახმარებას ნიშნავს. როგორ?

რაც უფრო უკეთესად წერ, მით უფრო სწრაფად კითხულობ. ასევე გრამატიკულად სწორად საუბრობ! ტვინის ზონები, რომლებიც პასუხისმგებელნი კითხვაზე არიან, საუკეთესოდ სწორედ წერის დროს ვითარდება. და რაც მთვარია – ხელით!

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ხელით წერა? მისი მხედველობის განვითარებისთვის

თვლით რომ რვეულში ასოების გამოყვანასა და ობიექტამდე მანძილის განსაზღვრის შესაძლებლობას ერთმანეთთან არანაირი კავშირი აქვს? მაშინ გეტყვით, რომ აღმოსავლეთში ისრის სროლის საუკეთესო ოსტატები სწორედ კალიგრაფები იყვნენ.

ხელით წერის სარგებელი დაწერილი ტექსტის ამოცნობაა

აქ შეიძლება დაგვებადოს კითხვა: რისთვის გვჭირდება ეს? ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის წასაკითხად? აღმოჩნდა, რომ ტვინი გაცილებით დიდ სამუშაოს ხელით დაწერილი ტექსტის წაკითხვის დროს ასრულებს.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ხელით წერა? გააკეთეთ არჩევანი განათლებაზე

კომპიუტერში ან ტელეფონში ტექსტის აკრეფისას ავტოშემცვლელი ჩვენთვის ყველაფერს წარმოადგენს. მაგრამ ხელით წერის დროს ეს ოინი არ გამოგადგებათ. კეთილი ინებეთ და თვითონ გაიხსენეთ რომელი სიტყვა როგორ იწერება. აი ვარჯიში ტვინისთვის!

აბსტრაქტული აზროვნება და ფანტაზია კალმისა და რვეულის საშუალებით ვითარდება

მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ წარმოსახვა ბევრად უფრო აქტიურად მუშაობს, როცა ტექსტი ხელით იწერება. თუ იმავე წინადადებას კომპიუტერში აკრიფავთ, სავარაუდოდ საერთოდ ვერ გაიგებთ რაზეა მასში საუბარი.

პირველკლასელის ლამაზი ხელწერა კარგი სწავლის საწინდარია

გინდა დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ მეხსიერება ხელით წერის უნართან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ჯერ კიდევ   200 წლის წინ ბავშვებს სასწავლო დაწესებულებაში ასე ასწავლიდნენ: აძლევდნენ ლექსებსა და წიგნებს განსხვავებულ ენაზე, მოსწავლეები კი მათ ხელით იწერდნენ. ამ ყველაფრის შედეგი შესანიშნავი მეხსიერება და სტრიქონების გახსენების უნარია.

თანამედროვე მეცნიერებიც ამტკიცებენ, რომ ხელით წერის უნარი და ინფორმაციის უკეთესად დამახსოვრება ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.

მოამზადა თეა ინაშვილმა

The post რატომ არის აუცილებელი ბავშვს ხელით წერა ვასწავლოთ და არა კლავიატურით? ტოპ 5 მიზეზი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

შემოდგომის სემესტრისთვის მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია 7 სექტემბრის დასრულდება

$
0
0

შემოდგომის სემესტრისთვის მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე 21 აგვისტოდან დაიწყო და 2023 წლის 7 სექტემბრის 18:00 დასრულდება.

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე – students.emis.ge

მობილობის ვიდეო ინსტრუქცია

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, მობილობის შედეგების ნახვა სტუდენტების მიერ შესაძლებელი იქნება 2023 წლის 11 სექტემბერს.

ამავე თამაზე:

სტუდენტთა მობილობისთვის რეგისტრაცია დაიწყო – 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

The post შემოდგომის სემესტრისთვის მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია 7 სექტემბრის დასრულდება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


პირველკლასელებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობა და ფასი

$
0
0

2023-2024 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს იწყება, კერძო სკოლაში კი სწავლა უკვე დაიწყო ან ძალიან მალე დაიწყება.

წელს პირველკლასელი 60 000 ბავშვი გახდება. ისინი ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

რა ღირს ახალი სახელმძღვანელოები და რამდენად შესაძლებელია ახალი გრიფირებული წიგნების ყიდვა?  EDU.ARIS.GE, დღეს, 6 სექტემბერს, გამომცემლობებს დაუკავშირდა:

აფხაზური ენა და ლიტერატურა

აფხაზური ენა და ლიტერატურა, რიტა ამიჭბა-მარღანია, ირმა ოსია
გამომცემლობა ინტელექტი, ფასი 15 ლარი,
არის გაყიდვაში

ქართული ენა და ლიტერატურა

ქართული ენა, ვახტან როდონაია, მარიამ მირიანაშვილი, ლალი ვაშაკიძე, ნატო ხაჭაპურიძე
გაზეთი საქართველოს მაცნე – ფასი 22 ლარი (წიგნი და რვეული)
არის გაყიდვაში

ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისთვის
ნინო ჭანკვეტაძე, ია რობაქიძე, ნონა მიქელაძე, ნონა არევაძე-კოტორაშვილი, გიორგი ჭაუჭიძე
სულაკაურის გამომცემლობა – ფასი 20 ლარი (წიგნი და რვეული)
გამომცემლობის ინფორმაციით, 15/09-დან გამომცემლობის ფილიალებში იქნება ხელმისაწვდომი

მათემატიკა

მე მიყვარს მათემატიკა, კარლ-ჰაინც ქელერი, პეტერ პფაფიმე
„ელფის გამომცემლობა – ფასი 33.00 ₾ (წიგნი, რვეული, ტესტები)
არის გაყიდვაში

მათემატიკა 1, ბაკურ სულაკაური, სალომე ცხვედიანი, მარიამ ტატიშვილი, მარინე მახათაძე, დარინა ხუროშვილი, მარიამ რამინაშვილი
სულაკაურის გამომცემლობა – ფასი 20 ლარი (წიგნი და რვეული)
არის გაყიდვაში

მათემატიკა (1 ნაწილი), გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი
გამომცემლობა ინტელექტი – ფასი 16 ლარი (წიგნი და რვეული)
არის გაყიდვაში

ბუნებისმეტყველება

ბუნება 1, მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი, შორენა ტყემალაძე, თეონა შუბლაძე სულაკაურის გამომცემლობა, ფასი 10 ლარი
გამომცემლობის ინფორმაციით, 15/09-დან გამომცემლობის ფილიალებში იქნება ხელმისაწვდომი

ბუნება 1 კლასი, ხათუნა გოგალაძე, მარინა ჯალიაშვილი, ხათუნა ფანთია
გამომცემლობა ტრიასი, 30.00 ₾ (წიგნი, რვეული, ტესტები)
არის გაყიდვაში

ბუნებისმეტყველება, ირმა ავალიანი, ნათელა ბაღათრიშვილი
გამომცემლობა ინტელექტი, ფასი 19 ლარი (წიგნი და რვეული)
არის გაყიდვაში

მუსიკა

მუსიკა, ნაირა მამუკელაშვილი, ნინო როსტომაშვილი, ინგა ხრიკაძე
“ზენა“, ფასი 7 ლარი
არის გაყიდვაში

მუსიკა, მარიკა ჩიკვაიძე, ლია ანთიძე, ლალი იაშვილი
გამომცემლობა ინტელექტი – 7 ლარი (მხოლოდ რვეული)
არის გაყიდვაში

მუსიკა, მაია ოთიაშვილი
გამომცემლობა წყაროსთვალი, ფასი 11.20 ლარი (მხოლოდ რვეული)
არის გაყიდვაში

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ხელოვნება 1, ნანა იოსელიანი, სოფიო ქებურია, მაია იოსელიანი
სულაკაურის გამომცემლობა, ფასი 20 ლარი (წიგნი და რვეული)
არის გაყიდვაში

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 1, ნანა კუნჭულია, ნინო ბერიშვილი, მაია მეხაშიშვილი, ნინო მიქაბერიძე
გამომცემლობა დიოგენე, ფასი 12 ლარი
გამომცემლობის ინფორმაციით, 11-15 სექტემბრიდან იქნება გაყიდვაში

ხელოვნება 1, ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე, თამარ ჯაყელი, სოფიო ჩერქეზიშვილი
გამომცემლობა კლიო, ფასი 18 ლარი (წიგნი და რვეული)
არის გაყიდვაში

პირველი უცხოური ენა – ინგლისური

Everybody Up Starter, ნინო თამარაშვილი
სულაკაურის გამომცემლობა, ფასი 18 ლარი (წიგნი და რვეული)
არის გაყიდვაში

ჭადრაკი

ჭადრაკი – 1 დონე, ა. ასანიძე
არ ვიცით არის თუ არა გაყიდვაში

The post პირველკლასელებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობა და ფასი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

“ინფორმაცია მიზნად ისახავს აბიტურიენტებისა და სტუდენტების მოტყუებას”–განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადება

$
0
0

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, დღეს, 6 სექტემბერს, ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების განცხადება დაკავშირებულია იმ ფაქტებთან, რომ სხვადასხვა პირები სოციალურ ქსელებში აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სთავაზობენ საქართველოში არსებულ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების ფილიალებში ჩარიცხვასა და სასწავლო პროცესში ჩართვას.

„ხარისხის განვითარების ცენტრი განმარტავს, რომ „მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, არის შეცდომაში შემყვანი და მიზნად ისახავს აბიტურიენტებისა და სტუდენტების მოტყუებას“.

უკანონოა. მაგრამ, განსაკუთრებით საერთო ეროვნული გამოცდების დამთავრების შემდეგ, ბოლო წლების განმავლობაში სულ ვრცელდება.

მაშ ასე, რას ამბობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ნაწილი, უცვლელად):

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის, რომ ნებისმიერმა დაწესებულებამ, მათ შორის უცხოურმა უნივერსიტეტმა ან მისმა ფილიალმა საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მან უნდა გაიაროს ავტორიზაცია და დააკმაყოფილოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები.

სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სია შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის ვებგვერდზე.

სოციალურ მედიასა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სთავაზობს საქართველოში არსებულ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების ფილიალებში ჩარიცხვასა და სასწავლო პროცესში ჩართვას. გაცნობებთ, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, არის შეცდომაში შემყვანი და მიზნად ისახავს აბიტურიენტებისა და სტუდენტების მოტყუებას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე მოცემულია იმ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სია, რომლებიც უფლებამოსილნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელონ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა.

The post “ინფორმაცია მიზნად ისახავს აბიტურიენტებისა და სტუდენტების მოტყუებას” – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს

$
0
0

თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 6 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დაფინანსების მისაღებად, თბილისის მერიაში სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია 30 ნოემბრის ჩათვლით. განცხადების შეტანა, ასევე, შესაძლებელია თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე www.ms.gov.ge.

მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან:

1. სოციალურად დაუცველი სტუდენტები: საქართველოს მოქალაქე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.

2. მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები: საქართველოს მოქალაქე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის მომენტისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახის წევრი;

3. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები: – საქართველოს მოქალაქე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის მომენტისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის დაფინანსების ოდენობა სემესტრულად შეადგენს არაუმეტეს 1 125 ლარს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე:

  • 90-ზე მეტი – 100 ქულის ჩათვლით – სემესტრული თანხის არაუმეტეს 100% (1125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;
  • 70-ზე მეტი – 90 ქულის ჩათვლით – სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%, (1 125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არ აღემატება 70 000-ს და მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;

სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;

ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე – სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.5 ლარი) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტუდენტისთვის, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 50% (562.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ტოლია ან ნაკლებია 150 000-ის, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;

დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

პირადი განცხადება;

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტის შემთხვევაში – ამონაწერი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის შემთხვევაში – სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან;
  • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (გარდა პირველი სემესტრის სტუდენტებისა);
  • იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის შემთხვევაში-დოკუმენტი, დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის შემთხვევაში – ქალაქ თბილისში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა (განცხადების შემოტანის მომენტისთვის სტუდენტს არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში უნდა უფიქსირდებოდეს რეგისტრაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).

პირველი სემესტრის სტუდენტები დაფინანსდებიან სემესტრული თანხის (1 125 ლარი) 50%-ით, ხოლო თუ პირველი სემესტრის სტუდენტს აქვს მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის სტატუსი, დაფინანსდება სემესტრული თანხის (1125 ლარი) არაუმეტეს 70%-ით.

განცხადებების მიღება დაიწყება 6 სექტემბრიდან და გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7).

სტუდენტებს განცხადებების შემოტანა ასევე, შეუძლიათ, თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: www.ms.gov.ge (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).

საკონტაქტო ინფორმაცია : 032 2 378455

The post თბილისის მერია სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გაიმარჯვა

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ლექტორმა და მეცნიერ-თანამშრომელმა – შენგელი კიკილაშვილმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გაიმარჯვა და უმაღლესი ქულებით დაიმსახურა პრემია – აგრარულ მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის (2023).

კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა და შეფასების ეტაპზე გადავიდა 33 საკონკურსო განაცხადი. გამოვლინდა 7 გამარჯვებული სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის აგრარულ მეცნიერებებში.

კონკურსის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება წარმატებული და გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობის, აკადემიური კომპეტენციების ფარგლებში დარგის განვითარებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.

The post კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გაიმარჯვა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

აწსუ-ის 3 კურსდამთავრებული სწავლას სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში გააგრძელებს

$
0
0

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე და რექტორის მოადგილე ეკატერინე გაჩეჩილაძე შეხვდნენ ქუთაისი ნიუპორტის ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით მეგრელიშვილს და აწსუ 3 კურსდამთავრებულს, რომლებიც მიმდინარე წლის 18 სექტემბრიდან სწავლას სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში გააგრძელებენ.

2023 წლის 1 მაისს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტებს შორის. შეთანხმებამ, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1 სექტემბერს შევიდა, საშუალება მისცა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამ სტუდენტს სწავლა განაგრძონ სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის საფასურის 100% დაფინანსებით. უნივერსიტეტისა და ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის ძალისხმევით შეირჩა 3 სტუდენტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის 2 კურსდამთავრებული: ნინო თორთლაძე და ქრისტინე ძაგნიძე და ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მათემატიკის ბაკალავრი ლევან კვინიკაძე. ნინო თორთლაძე და ქრისტინე ძაგნიძე სწავლას განაგრძობენ სამაგისტრო პროგრამაზე „ინოვაცია სწავლასა და სწავლებაში“, ხოლო ლევან კვინიკაძე მაგისტრის ხარისხს აიღებს „ლიდერობა და მენეჯმენტი (განათლებაში)“.

რექტორმა ახალგაზრდებს არჩევანი მოუწონა, სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში სწავლის გაგძელება მიულოცა და წარმატება უსურვა.

The post აწსუ-ის 3 კურსდამთავრებული სწავლას სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში გააგრძელებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

Viewing all 14776 articles
Browse latest View live
<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>