Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14565 articles
Browse latest View live

რა ცვლილება შევიდა მასწავლებელთა გამოცდის ქართულისა და უცხოური ენის ტესტებში

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაცია და განმარტება პრაქტიკოს მასწავლებელთა პროფესიული გამოცდის ტესტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ.

მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალ სისტემაზე გადასვლა გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვს. კერძოდ, გადაწყდა, რომ საგნობრივი საგამოცდო ტესტებით აღარ შემოწმდება საგნის სწავლების მეთოდიკა; ეს კი, თავის მხრივ, საგამოცდო ტესტის გარკვეულ სახეცვლილებასაც იწვევს. ამიტომაც პედაგოგების გამოცდებისათვის განკუთვნილი ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში 2016 წლის ივლისის გამოცდაზე განსხვავებული ფორმატის იქნება:

ქართული ენა და ლიტერატურა

ტესტის ჯამური ქულა 80-ის ნაცვლად იქნება 70: ტესტის პირველ ნაწილს (ქართული ენა) მოაკლდა 3 ქულა და, ამდენად, ამ ნაწილის მაქსიმალური ქულა 35 იქნება. ტესტის მეორე ნაწილი (ქართული ლიტერატურა), რომელიც მხოლოდ არჩევითი კითხვებისგან შედეგება (ანუ ყველა კითხვას თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი), 20-ქულიანი იქნება (წინა წლებში ის 12-ქულიანი იყო). ამას მოსდევს ტესტის მესამე ნაწილი (წაკითხულის გააზრება), რომელიც მოიცავს არასაპროგრამო მხატვრულ ტექსტსა და 11 დავალებას. აქედან 10 ერთქულიანი არჩევითი კითხვაა, მე-11 დავალება კი 5-ქულიანი ღია კითხვა, რომელიც მოითხოვს მსჯელობას ამ მხატვრული ტექსტის მთავარი სათქმელისა და მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების შესახებ.

ახალი ფორმატის საგამოცდო ტესტის ნიმუში და უკანასკნელი (41-ე) დავალების შეფასების კრიტერიუმები

უცხოური ენების პრაქტიკოს მასწავლებელთა საგნობრივი ტესტის ახალი ფორმატი

2016 წლის ზაფხულის სესიის უცხოური ენების მასწავლებლის ტესტი შედგება კითხვის,
მოსმენის, წერის და ლაპარაკის დავალებებისაგან. შესაბამისად, ტესტი ენობრივი
კომპეტენციის შესამოწმებელი ტესტია. ტესტის ენობრივი სირთულის დონე არის B2
(საშუალოზე მაღალი). ტესტში არის როგორც დახურული. ისე ღია სახის საკითხები.
მოთხოვნები შეესაბამება მასწავლებლის სტანდარტს.

გასულ წლებთან შედარებით ტესტში არის რამოდენიმე სიახლე, კერძოდ:

1. ამოღებულია მეთოდიკის საკითხები.
2. დამატებულია წერის დავალება, რომელიც გულისხმობს მოცემული ინფორმავიის
გათვალისწინებით სამოტივაციო წერილის დაწერას (იხ. ტესტის ნიმუში, მე-7 დავალება).
3. კითხვის ზოგიერთ დავალებაში გაზრდილია ან შემცირებულია საკითხების რაოდენობა
(იხ. ტესტის ნიმუში, დავალებები 3, 5, 6). შეცდომების გასწორების დავალება უშუალოდ
უკავშირდება რა ტექსტის გაგებას, ტესტის კითხვის ნაწილშია გაერთიანებული.
4. ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულა არის 90; შეცვლილია როგორც მთლიანი ტესტის
გამსვლელი ქულა, ისე შიდა ბარიერები ტესტის კითხვის და წერის ნაწილებში.

მთლიანი ტესტის სტრუქტურა შემდეგია:

მოსმენა: 2 დავალება; მაქსიმალური ქულა 16
კითხვა: 4 დავალება; მაქსიმალური ქულა 36
წერა: 2 დავალება; მაქსიმალური ქულა 22
ლაპარაკი: 3 დავალება; მაქსიმალური ქულა 16

cxrili2

გამოცდა რომ ჩაბარებულად ჩაითვალოს მასწავლებელს გადალახული უნდა ჰქონდეს 5- ვე მოთხოვნილი ზღვარი: მთლიანი ტესტის, მოსმენის, კითხვის, წერის და ლაპარაკის ნაწილებში.

cxrili

მასწავლებელთა საგნის გამოცდის ტესტების ელექტრონული ვერსიები

2016 წლის მასწავლებელთა საგნის გამოცდის პროგრამები და დამხმარე მასალები საგნების მიხედვით

პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო დღეს არსებულზე უკეთ მომზადებული პედაგოგების მიღებას გეგმავს


28 აპრილს ილიაუნიში პოეტ პაატა შამუგიასთან შეხვედრა გაიმართება

$
0
0

28 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე პოეტ პაატა შამუგიასთან.

შეხვედრის თემაა: პოეზიის გამოწვევები დღეს

სტუმარი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ვინ არიან ბოლო ჟამის პოეტები, რა გამოწვევები უდგას თანამედროვე სიტყვას და სიტყვის ხალხს; ასევე, ისაუბრებს გენერალურსა და მარგინალურ ხაზებზე ლიტერატურაში.

დასწრება თავისუფალია.

გორის უნივერსიტეტს არტაანის უნივერსიტეტის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა

$
0
0

25 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია თურქეთის რესპუბლიკის, არტაანის უნივერსიტეტის ოფიციალური დელეგაცია: რექტორი, პროფესორი რამაზან ქორქმაზი და სამცხე-ჯავახეთისა და არტაანის უნივერსიტეტების პროფესორი როინ ყავრელიშვილი.
სტუმრებს შეხვდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე.

შემდეგ, შეხვედრამ გადაინაცვალა გორის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში, სადაც სტუმრებს შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. გორისა და არტაანის უნივერსიტეტების რექტორებმა, ბატონებმა გიორგი სოსიაშვილმა და რამაზან ქორქმაზმა ისაუბრეს ორი უნივერსიტეტის სამომავლო, ერთობლივ გეგმებზე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
გორის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, არტაანის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი რამაზან ქორქმაზი და სამცხე-ჯავახეთისა და არტაანის უნივერსიტეტების პროფესორი როინ ყავრელიშვილი არჩეულ იქნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორებად და გადაეცათ შესაბამისი სიგელები.

სტუმრებმა დაათვალიერეს გორის უნივერსიტეტში მოქმედი თუქრული ენის შემსწავლელი ცენტრი. დასასრულს, გორის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითშემოქმედებითმა ჯგუფებმა წარმოადგინის ფოლკლორული ნომრები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. სამუშაო დღის დასასრულს, არტაანის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ი.ბ. სტალინის სახლ-მუზეუმი, შემდეგ ესტუმრნენ უფლისციხის ისტორიულ კომპლექსს. სტუმრებს დაათვალიერებინეს და მოუყვნენ კლდის ქალაქ უფლისციხის ოცსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ.

არტაანის უნივერსიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გორის უნივერსიტეტში დასრულდება 26 აპრილს

კსუ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელში გაწევრიანდა

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელში (The European Cultural Tourism Network (ECTN) ) გაწევრიანდა.

უნივერსიტეტის განმარტებით, ქსელში გაწევრიანებულ ორგანიზაციებს, მათ შორის უკვე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტებში, ჩაერთონ გაცვლით ვიზიტებში, სტიმულირება გაუწიონ საკუთარ რეგიონს ევროპაში და იმუშაონ სხვა წევრებთან ერთად.

რატომ არ ინიშნება ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები – ირღვევა თუ არა კანონი?

$
0
0

გასული წლის 3 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელად მერაბ ხალვაში აირჩიეს. აკადემიურმა საბჭომ ახალი რექტორი ყოფილი რექტორის უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ამოწურვამდე  2016 წლის 21 მაისამდე უნდა აირჩიოს;  თუმცა აკადემიური საბჭოს უხუცესს, გურამ ჩაგანავას ამ დრომდე არ აქვს პასუხი როდის ჩაინიშნება ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები. უნივერსიტეტის რექტორის პოსტი ვაკანტურად 2015 წლის 22 იანვარს გამოცხადდა. ალიოშა ბაკურიძემ თანამდებობა უფლებამოსილების დასრულებიდან წელიწადნახევრით ადრე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით დატოვა.

ge_pic_2221_1_b„ეხლა მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ალბათ რექტორის არჩევნების თარიღი გამოცხადდება, მაგრამ ვერ გეტყვით როდის. გარემოებებია რაღაც, უნდა დაზუსტდეს. ამ დღეებში შეიკრიბება საბჭო, ყველაფერი გაირკვევა და დადგენილებას მიიღებს,“ – ამბობს ჩაგანავა.

არჩევნების თარიღის დანიშვნის გაჭიანურების მიზეზებზე EDU.ARIS.GE-ს თან აკადემიური საბჭოს წევრმა მალხაზ ნაკაშიძემ ისაუბრა. მისი თქმით, საბჭოს ერთ-ერთმა წევრა წამოაყენა საკითხი საბჭოს გაფართოების შესახებ, რის გამოც რექტორის არჩევნების საკითხი კიდევ უფრო გაურკვეველი ვადით გადაიდო. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ამჟამად 8 წევრისგან შედგება. კანონი ითვალისწინებს  საბჭოში შევიდნენ უნივერსიტეტში მოქმედი სამი ინსტიტუტის თითო წარმომადგენელი.  კანონი უნივერსიტეტს ამ საკითხის მოგვარებას უკვე დიდი ხანია ავალდებულებს,  თუმცა  ამ დრომდე საბჭომ ვერ უზრუნველყო. მალხაზ ნაკაშიძის თქმით, წინასაარჩევნოდ ამ საკითხის დაყენება გარკვეულ საეჭვო გარემოებებს ქმნის.

e1839be18390e1839ae183aee18390e18396„გასულ  კვირას აკადემიური საბჭო შევიკრიბეთ,  რომ გამოგვეცხადებინა არჩევნები, მაგრამ მსჯელობის დროს ერთ–ერთმა წევრმა წამოაყენა საკითხი -„ იქნებ გაიზარდოს საბჭოს რაოდენობა და მათი გაწევრიანების შემდეგ დავნიშნოთ რექტორის არჩევნების თარიღიო“- მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და პირიქით, ერთ-ერთი ვიყავი, ვინც ერთი წლის წინ ითხოვდა საკითხის გადაწყვეტას, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, ეს საკითხი ეხლა, უკვე არჩევნების თარიღთან მისული, რატომ დადგა დღის წესრიგში და არა აქამდე, როცა ამდენი დრო გვქონდა. ეს იწვევს გარკვეულ ეჭვს, რომ ვიღაცის ინტერესების გამტარებელია ეს თემა. არჩევნების წინ, როგორც წესი, არ წყდება ასეთი საკითხები,“ – აცხადებს ნაკაშიძე.

ბსუ-ის რექტორის არჩევნების თარიღთან დაკვაშირებით EDU.ARIS.GE რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ხალვაშს დაუკავშირდა.. ხალვაშის განმარტებით, მისი პოსტზე დანიშვნის დროს არ დასახელებულა  უფელბამოსილების ვადები. ხალვაშის ვარაუდით  არჩევნები ერთი თვის ვადაში გამოცხადდება:

მერაბ-ხალვაში-765x510„უნივერსიტეტში დღეს არის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც აირჩია უნივერსიტეტმა ერთი წლის წინ, იქ არ ყოფილა თავიდანვე განსაზღვრული რა ვადით აირჩია. მე ვფიქრობ, უახლოესი ერთი თვის ვადაში, სავარაუდოდ, აკადემიური საბჭო იმსჯელებს და გამოაცხადებს არჩევნების თარიღს.“

პროფესიით იურისტი, უნივერსიტეტისა და აკადემური საბჭოს პრობლემებზე ღიად მოსაუბრე საბჭოს წევრი, მალხაზ ნაკაშიძე ყურადღებას იმ საკითხზე ამახვილებს, თუ რატომ არის საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საზიანო, რომ მას წელიწადნახევარის განმავლობაში არ ჰყავდეს რექტორი.

„კანონში არ წერია პირდაპირ რა ვადით უნდა იყოს ეს მოვალეობის შემსრულებელი დანიშნული, თუმცა წერია, რომ ის არ შეიძლება უსასრულოდ იყოს. ალიოშა ბაკურიძეს წელიწადნახევარი ჰქონდა დარჩენილი და წესდების მიხედვით ახალი რექტორი აირჩევა ამ დარჩენილი ვადით. ერთი წლით რექტორობა არავის არ უნდოდა, ამიტომ ვთქვით, რომ იყოს ეს მოვალეობის შემსრულებელი და შემდეგ დაინიშნოს არჩევნები. 21 მაისამდე წესით უნდა იყოს არჩეული ახალი რექტორი, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა ჩვენს მიერ არჩევნების თარიღის ჩანიშვნა“.

მისივე განმარტებით, რექტორი არის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და იქედან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტს არ ჰყავს რექტორი,  სტრატეგიულ განვითარებაზე მუშაობა ვერ ხორციელდება; საბჭოს მხოლოდ გარდამავალ რეჟიმში უხდება მუშაობა.

„რექტორი არის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.  აკადემიური საბჭო არის უმაღლესი მართვის ორგანო, რომელიც სტრატეგიას შეიმუშავებს უნივერსიტეტის განვითარებაზე. როცა აკადემიურ საბჭოს არ ჰყავს თავმჯდომარე და არანაირი სტრატეგია თუ სამომავლო გეგმა, ჩვენ, საბჭო, ამ შემთხვევაში გარდამავალ რეჟიმში ვმუშაობთ, კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ უნივერსიტეტის განვითარებაზე და სტრატეგიულ საკითხებზე ვერ ვმუშაობთ. ვიდრე არ იქნება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ანუ ამ შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი, მოვალეობის შემსრუნებელი ამას ვერ უზრუნველყოფს,“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

აკადემიური საბჭოს უხუცესი წევრი გურამ ჩაგანავა არ გამორიცხავს, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მუშაობის ვადები გახანგრძლივდეს, თუმცა ფიქრობს, რომ ერთი თვის ვადაში არჩევნების თარიღის ჩანიშვნა შესაძლებელი იქნება.

„რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უმრავლესი უფლებებით სარგებლობს და კიდევაც ასრულებს თავის საქმეს ძალიან კარგად. ის აზრიც არ არის უკუსაგდები, რომ კიდევ გაგრძელდეს ასე რამდენიმე თვე, არც მაგით შავდება რამე. არც უნივერსიტეტის დადგენილებით არ არ არის ვადები შეზღუდული. იმსეჯელა აკადემიურმა საბჭომ და ვფიქრობთ, რომ რაც არის კანონი იმის შესაბამისად ვიმოქმედოთ. მაინც უკეთესია, რომ არჩეული იყოს რექტორი სრულფასოვნად,“ – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს გურამ ჩაგანავამ.

კითხვაზე, წარადგენს თუ არა საკუთარ კანდიდატურას რექტორის თანამდებობის დასაკავებლად მერაბ ხალვაში პასუხობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

ჯერჯერობით უცნობია ვინ იყრის კენჭს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე. უნივერსიტეტის რექტორი აკადამიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით ირჩევა.

21 მაისამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება. ამ დრომდე უცნობია არჩევნების ჩატარების თარიღი. დაზუსტების შემდეგ, კანონის თანახმად  კანდიდატებს რეგისტრაციისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ, რაც აღნიშნულ თარღში ვერანაირად ვერ თავსდება.   ირღვევა თუ არა კანონი, აღნიშნული გარემოებების შემდეგ, აკადემიური საბჭოს უხუცესი გურამ ჩაგანავა ამბობს რომ არა.

არის თუ არა ბსუ-ს კანცლერის არჩევა პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი?

მაია შავაძე – ბათუმი

ქარელის საჯარო სკოლის მოსწავლეები გორის უნივერსიტეტს ესტუმრნენ

$
0
0

26 აპრილს, მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გორის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ქარელის მუნიციპალიტეტის ათი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს გორის უნივერსიტეტი, ნახეს კომპიუტერული და სასწავლო ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა. მოისმინეს პრეზენტაცია გორის უნივერსიტეტის, მოქმედი პროგრამების და იმ შეთავაზებების შესახებ, რასაც გორის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს.

პრეზენტაცია დასრულდა კითხვა-პასუხით. მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ გორის უნივერსიტეტის გაზეთი, ჟურნალი და სპეციალური სარეკლამო მასალა.

აწსუ-ში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

$
0
0

22 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის დღე აღინიშნა.

სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად გამოიფინა აწსუ-ის ART-ინსტალატორების კლუბის მიერ წარმოდგენილი კომპოზიცია ¬¬¬, აწსუ Fab Lab_ის მიერ შექმნილი პროდუქცია,  ქუთაისის სკოლების მიერ გარემოსდაცვით საკითხებზე შექმნილი პოსტერები.

ასევე გაიმართა ეკოლოგიის კუთხით გამართული სტუდენტური კონფერენცია, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის და ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ღია კარის დღე.

გორის უნივერსიტეტში ბრიტანულ-ამერიკული მწერლობისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა

$
0
0

26 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ედუარდ რაუპის სახელობის ინგლისურენოვან ბიბლიოთეკაში ჩატარდა ბრიტანულ-ამერიკული მწერლობისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო, სადაც უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებმა ინგლისურ ენაზე გააკეთეს პრეზენტაციები მათი რჩეული მწერლების ბიოგრაფიულ მონაცემებზე და მათთვის საყვარელ ნაწარმოებებზე.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს უნივერსიტეტისაგან გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო აშშ-ს საელჩოსგან დასაჩუქრდნენ ინგლისური გამოცემების წიგნებით. სტუდენტებს წიგნები  გადასცა გორის უნივერსიტეტში მოღვაწე ამერიკელმა პროფესორმა მელანი ბეიკერმა.


ალმა მატერის სტუდენტებს მასტერკლასი „როგორ შევადგინოთ რეზიუმე და მოვემზადოთ გასაუბრებისთვის“ ჩაუტარდათ

$
0
0

კომპანიამ StepUp გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა მასტერკლასი თემაზე: „როგორ შევადგინოთ რეზიუმე და მოვემზადოთ გასაუბრებისთვის“.

მასტრეკლასზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: რეზიუმე – მოკლე ბიოგრაფია თუ ფლაერი, როგორ მივაწოდოთ დამსაქმებელს მისთვის საინტერესო ინფორმაცია უფრო ეფექტურად, როგორ შევარჩიოთ რეზიუმეს საუკეთესო ფორმატი და როგორ დავსაქმდეთ, როცა არ გვაქვს გამოცდილება. სტუდენტებმა მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღეს ამომწურავი პასუხები.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინოვაციური და საერთაშორისო სტანდარტის ტრენინგ–კურსები (R)

$
0
0

საუკეთესო ტრენინგები საუკეთესო სპეციალისტებისგან – ამ ლოზუნგით იღებს სტარტს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის გაფართოებული ტრენინგ-ცენტრი და დაინტერესებულ პირებს, პროტოკოლისა და ეტიკეტის კურსის გარდა  უამრავ სხვა საინტერესო და საჭირო კურსს სთავაზობს.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრის  ხელმძღვანელი ნინო გორგოძე ამბობს, რომ მათ ცენტრში ტრენინგები 12 მიმართულებით ტარდება. მსმენელები კი, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებენ, რასაც ორენოვანი სერტიფიკატი აგვირგვინებს. მათი სავიზიტო ბარათი მაღალკვალიფიციური ტრენერები, დაბალი ფასები და ცოდნაა, რომელსაც რეალურად გამოიყენებ.

14da5e39-8412-49d8-ba79-20658c5ee80aნინი გორგოძე: ჩვენი ტრენინგ-ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა.  გადავწყვიტეთ, რომ მსმენელებისათვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, მაღალი ხარისხის ტრენინგები შეგვეთავაზებინა. ზოგადად, მსოფლიოში მსგავსი ტიპის მოკლევადიანი ინტენსიური და უნარებზე  ორიენტირებული ტრენინგები, როგორც მუდმივი განათლების კომპონენტი, ძალიან პოპულარულია.

რა არის თქვენი უპირატესობა?

–ჩვენი ტრენიგ-ცენტრის უპირატესობა ისაა, რომ ძალიან მაღალკვალიფიციური ტრენერები გვყავს. მოთხოვნა გვაქვს, რომ ლექტორს, რომელიც ამა თუ იმ კურსს გაუძღვება, მინიმუმ 8 წლიანი უწყვეტი გამოცდილება ჰქონდეს იმ სფეროში, რომელზეც ლექციებს წაიკითხავს. გარდა ამისა, ტრენერობის  სამწლიანი გამოცდილებაც.  ტრენიგნის წაკითხვას და ცოდნის მოკლე ვადაში გადაცემას მნიშვნელოვანი გამოცდილება და უნარები სჭირდება.

–რა მიმართულებებია თქვენს ტრენინგ-ცენტრში?

–ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით გვაქვს ტრენინგები და მომავალში გაფართოებას ვგეგმავთ. კოორდინაცია მარტივი რომ ყოფილიყო, ტრენინგები ერთგვარი ქოლგის ქვეშაა გაერთიანებული, რასაც პირობითად სკოლები ეწოდება.

გვაქვს მენეჯმენტის სკოლა, მარკეტინგისა და პიარის სკოლა, საბაჟო და საგადასახადო სკოლა, საბანკო და ფინანსების სკოლა. ახლო მომავალში ტურიზმისა და პროტოკოლის სკოლის განვითარებას ვგეგმავთ.

მენეჯმენტის სკოლაში ამ ეტაპზე სამი ტრენინგ-კურსი გვაქვს: მენეჯმენტ-ექსპრეს კურსი, ფონდების მოძება და პროექტების მენეჯმენტი. მარკეტინგის სკოლაში – მარკეტინგის მენეტმენტი, პიარი და კომუნკაციები და გაყიდვები. საბაჟო და საგადასახადო საქმის სკოლაშო გვაქვს საბაჟო საქმე და ელექტრონული დეკლარაციების შევსება სპეციალურ პროგრამაში. ასევე, ახლო მომავალში ვგეგმავთ საგადასახადო  მიმართულებით ტრენინგ-კურსის ჩამოყალიბებას. ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

ფინანსებისა და საბანკო საქმის სკოლაში კი ორი დონის ტრენინგ-კურსი გვაქვს- საბანკო საქმე პროფესიონალებისათვის და დამწყებთათვის. დონის არჩევა იმაზეა დამოკიდებული თუ რა ეტაპზეა ადამიანი კარიერულად. ასევე გვაქვს ფინანსები მენეჯერებისთვის. ესაა ფინანსური მენეჯმენტის კურსი, რომელიც ნებისმიერ საფეხურზე მყოფ მენეჯერს ესაჭიროება.

როგორც გითხარით, ახლო მომავალში ტურიზმის სკოლის განვითარებასაც ვგეგმავთ. ვინც სასტუმრო ბიზნესსა და ტურიზმის სფეროში მუშაობს, მათთვის ეს კურსი ძალიან საინტერესო იქნება.

–სწავლება რა ენაზე მიმდინარეობს?

–სწავლა ქართულად იქნება. მასალებისაც ტრენერები მსმენელებს ქართულ ენაზე მიაწვდიან. დამატებით იქნება ინგლისურენოვანი მასალებიც, მაგრამ არა სავალდებულო, არამედ სტუდენტის ინტერესებიდან გამომდინარე.

–თეორიული სწავლების გარდა, მოიცავს თუ არა კურსი პრაქტიკულ მეცადინეობასაც?

პარიტეტულად რომ შევაფასოთ, 30-35 % თეორია გამოდის და დაახლოებით 70 % მთლიანად პრაქტიკა იქნება. ანუ, აუცილებელ თეორიულ მასალას ვაწვდით და შემდეგ უკვე პრაქტიკის დრო მოდის.

უახლესი ქეისების განხილვა, სავარჯიშოების შესრულება, სიმულაციური თამაშები, პრეზენტაციების მომზადება და ა.შ. მსოფლიო პრაქტიკა გვასწავლის, რომ ეს ყველაზე კარგი მეთოდია, რითიც მსმენელს მასალა  შეიძლება აათვისებინო.

–არიან თუ არა უკვე მსურველები და რის საფუძველზე არჩევთ მათ?

–რა თქმა უნდა, მსურველები უკვე არიან. მიღება უკვე გამოცხადებულია და განაცხადების მიღების ბოლო ვადა 3 მაისია. 5-6 მაისიდან კი სწავლა იწყება.

გარდა კურსისა საბანკო საქმე პროფესიონალებისათვის, ყველა სხვა კურსზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. პრაქტიკულ და თეორიულ მასალას იმდენად დეტალურად ვაწვდით, რომ მსმენელი განსაკუთრებულ ბეგრაუნდს აღარ საჭიროებს. მე პირადად პროექტების მენეჯმენტს ვასწავლი და შეიძლება ითქვას, რომ ნოლიდან ვიწყებთ. მცირე გამოცდილების მქონე ან საერთოდ გამოუცდელი ადამიანები ჩემი ტრენინგების შემდეგ ისე მიდიან, რომ მათ მცირე და საშუალო დონის პროექტების მართვა თავისუფლად შეუძლიათ. სწავლა იმდენად ინტენსიურია, რომ განსაკუთრებულ წინაპირობას  არ საჭიროებს. ეს ამ კურსების დიდი პლუსია.

თანაც, ტრენინგები იმგვარადაა დაგეგმილი, რომ მსმენელი თავის ძირითად საქმიანობას არ წყდება. ანუ, 2 საათიანი შეხვედრები, კვირაში ორჯერ, ან კვირაში სამჯერ საღამოს, არასამუშაო დროს ტარდება.

–დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გაიცემა?

–რა თქმა უნდა. კურსის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორენოვანი სერტიფიკატი გაიცემა. მისი წარდგენა ნებისმიერ ადგილას შესაძლებელია.

–რაც შეეხება ფასებს?

–ვეცადეთ, რომ ჩვენი ტრენინგები ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. კურსების ფასები, ხანგრძლივობიდან გამომდინარე  320 ლარიდან 380 ლარამდე მერყეობს. ხანგრძლივობა კი 21-დან 30 საათამდეა.

2f7a2c09-bf91-4475-ae46-ec0d29a4db4a

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

(R)

საგამოცდო დრო და მინიმალური და მაქსიმალური ქულების ოდენობა

$
0
0

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური/მინიმალური გამსვლელი ქულებისა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა:

111

მეტი ინფორმაცია ქულებსა და საგამოცდო დროზე

ნახე გასული წლების არქივი:

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური/მინიმალური გამსვლელი ქულებისა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური/მინიმალური გამსვლელი ქულებისა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური/მინიმალური გამსვლელი ქულებისა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

სკალირება და გათანაბრება – განმარტება

$
0
0

 

თანდართულ ფაილში მოცემულია პრეზენტაცია სკალირებაზე და ქულების გათანაბრების პრინციპი რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიაზროთ მსოფლიოში აპრობირებული ეს მეთოდი:

 

სკალირებისა და გათანაბრებული ქულის გამოთვლის მეთოდი

 

 

 

 

 

 

 

 

საავიაციო უნივერსიტეტის აეროპორტ „მიმინოს“ შესაძლებლობები და პერსპექტივა

$
0
0

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თელავის აეროპორტი „მიმინო“ ოფიციალურად გაიხსნა და ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის სახელი მიენიჭა. როგორც ცერემონიაზე საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა,  რომელიმე ავიაკომპანია თუ დაინტერესდება, აეროპორტიდან საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შესაძლებელია.

სერგო ტეფნაძის თქმით, რეგიონების გარდა, ფრენები შესაძლოა საზღვარგარეთაც, თბილისის აეროპორტის გავლით განხორციელდეს.
13102659_1016848285056390_7389545490830932957_n„აეროპორტი მზად არის მიიღოს 20 ადგილიანი თვითმფრინავი დღის ნებისმიერ მონაკვეთში, შესაბამისი ამინდის პირობებში. თუ რომელიმე ავიაკომპანიას ექნება სურვილი, რომ მგზავრთა გადაყვანა აწარმოოს, აეროპორტი ამისთვის მზად არის. საზღვარგარეთ, რომ შესრულდეს რეისი ამისთვის არ ვართ მზად, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ საჰაერო ხომალდით მგზავრები გადავიყვანოთ თბილისის გავლით“, – განუცხადა EDU.ARISGE-ს სერგო ტეფნაძემ.

თელავის აეროპორტიდან 2 და 6 ადგილიანი თვითმფრინავებით მხოლოდ სასწავლო ფრენები, ასევე საქორწინო და საქალაქთაშორისო ტურები ხორციელდება. შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზებაც.

კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ინიციატივა, რომელიც თელავის აეროპორტის სახელის შეცვლას უკავშირდებოდა მას ეკუთვნის.

13096195_1016848211723064_9041550599256634194_n,,პირადად ჩემი ინიციატივა იყო, რომ თელავის აეროპორტს შესცვლოდა სახელი და ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის სახელი დარქმეოდა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენს რეგიონში ყველა მაცხოვრებელს  გაუხარდება ეს ინფორმაცია. თელავის აეროპორტი წლების განმავლობაში გაპარტახებული იყო. ჩვენ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან ერთად მთლიანად აღვადგინეთ. აქ მიმდინარეობს სწავლის პროცესი, არიან სტუდენტები. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ გადაუხადოს ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთ პილოტად მომზადებაში თანხა, დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება უკვე ადგილზე მოემზადონ ჩვენი სტუდენტები, ამასთან ერთად არამარტო ადგილობრივები, არამარტო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. უკვე შენდება საცხოვრებელი კორპუსები მათთვის და ყოველდღიურად იქმნება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ადგილზე უკეთესი მომსახურება და სერვისი იქნას გაწეული. ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი შიდა რეისებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება უფრო მეტი სიახლე და გაცილებით უფრო მასშტაბული იქნება თელავის უნივერსიტეტი,“- განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ირაკლი შიოლაშვილმა.

საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას აეროპორტში გადიან. ამჟამად მიმდინარეობს მათთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლის რემონტი. ახლო მომავალში კი, დაგეგმილია პილოტთა და ავიასპეციალისტთა  მომზადება შვეულმფრენზე.

13087635_1016848288389723_3482714289321979234_n,,საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში თეორიული სწავლების შემდეგ მიმდინარეობს პრაქტიკული მომზადება თელავის აეროპორტში. აქ  შექმნილია ყველანაირი კომფორტი იმისათვის, რომ პრაქტიკა მარღალ დონეზე გაიარონ სტუდენტებმა. აქ ასევე არის სტუდენტური საცხოვრებელი მატერიალიალ-ტექნიკური ბაზა მოწყობილი ისეთ დონეზე, რომ სტუდენტი პრაქტიკის გავლის შემდეგ უკვე პროფესიონალი ხდება. მე კმაყოფილი ვარ როგორც თეორიული, ასევე პრაკტიკული სწავლების მიღების შედეგად ჩემი გამოცდილებით, რაც სამომავლოდ ჩვენი პროფესიით დასაქმების დიდ შანსს გვაძლევს,“ – უთხრა EDU.ARIS.GE-ს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკა თიკანაშვილმა.

თელავის აეროპორტს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საერთაშორისო ორგანოს „იკაოს“ ნორმების შესაბამისად საქალაქთაშორისო ფრენების შესრულების ლიცენზია 2012 წელს მიანიჭა.

აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით. აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისთვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.

დღეისთვის თელავის აეროპორტში დასაქმებულია 40 ადამიანი. მათ შორის 16 ადგილობრივი მაცხოვრებელია.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

რა ხდება აბიტურიენტის საგამოცდო სექტორში შესვლის შემდეგ – გამოცდის პროცესი და წესები

$
0
0

EDU.ARIS.GE – ს პროექტი ჰკითხე ედუს წარმოგიდგენთ აქტუალურ კითხვას აბიტურიენტებისთვის საინტერესო საკითხზე.

მაშ ასე, დღევანდელი კითხვა:

–როგორ მიმდინარეობს გამოცდის პროცესი, რა პროცედურას გავდივართ საგამოცდო სექტორში შესვლამდე და შესვლის შემდეგ, რისი უფლება გვაქვს და რა გვეკრძალება?

  • აბიტურიენტი უნდა  გამოცხადდეს  საგამოცდო  ბარათში  აღნიშნულ  მისამართზე ბარათში მითითებული განრიგის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია.
  • რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
  • რეგისტრაცია იწყება გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე;
  • აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
  • აკრძალულია  გამოცდაზე  ნებისმიერი  ნივთის  შეტანა, გარდა წყლის, (პლასტმასის ბოთლით), პირადი ჰიგიენისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ნივთებისა;
  • აბიტურიენტი უნდა დაემორჩილოს აბიტურიენტის უფლება-მოვალეობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ წესებს.

როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი?

მუშაობის  დაწყებამდე  აბიტურიენტები  უნდა  დარწმუნდნენ, რომ ტესტი არ არის დაზიანებული, არ აკლია გვერდები და გარკვევით იკითხება. დაზიანებული ტესტის შემთხვევაში მას ახლით შეცვლიან.  ტესტთან ერთად აბიტურიენტი მიიღებს პასუხების ფურცელს. ანონიმურობის უზრუნველსაყოფად  მასზე  დაიკვრება  ინდივიდუალური შტრიხკოდი; განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პასუხების  ფურცლის  დაუზიანებლობას.  არ  შეიძლება მათი  დაკეცვა  ან  დაჭმუჭვნა,  რაიმე  ჩანაწერის  გაკეთება  (რომელიც  არ  ეხება  ტესტის  კითხვების  პასუხს). დაუზიანებელი ტესტისა და პასუხების ფურცლის მიღებას  აბიტურიენტები  დაადასტურებენ  სექტორის  უწყისში ხელმოწერით; გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტებს გააცნობენ მათ უფლება-მოვალეობებს, ინსტრუქციას, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა; ყველა საგამოცდო სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა, ჩაიწერება მთელი საგამოცდო პროცესი და შეიქმნება ვიდეოარქივი; საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში კურატორი ამოწმებს აბიტურიენტის  ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც აბიტურიენტი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით და  ამის  შემდეგ  კურატორს  აბარებს  ნამუშევარს;  საგამოცდო პროცესი ამით სრულდება. პასუხების ფურცლები  ბოლო  აბიტურიენტის  თანდასწრებით  ილუქება  და იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც ისინი გასწორდება.

წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ ტესტირების პროცესში:

•  სამუშაო  მაგიდებთან  დასხედით  იმ  ნომრების მიხედვით,  რომლებიც  რეგისტრაციის  დროს  დაგირიგდათ;

•  არ  დააწყოთ  მერხზე  არც  ერთი  ნივთი  პირადობის მოწმობის, გელიანი კალმის (რომელიც გამოცდის დაწყებამდე დაგირიგდებათ),  ტესტის რვეულისა და პასუხების ფურცლის გარდა;

•  სამუშაო მაგიდაზე რაიმე სხვა ფურცლის აღმოჩენის  შემთხვევაში  მიიღებთ  გაფრთხილებას,  მსგავსი  ან ნებისმიერი  სხვა  დარღვევის  განმეორების  შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

•  ვალდებული  ხართ  ტესტების  რვეულებისა  და პასუხების  ფურცლების  დარიგებისას  დაკვირვებით,  სათითაოდ  გადაფურცლოთ  ტესტის  რვეული  და  პასუხების ფურცელი კურატორთან ან მეთვალყურესთან ერთად, რათა  დარწმუნდეთ,  რომ  ტესტის  რვეული  და  პასუხების ფურცელი დაუზიანებელია, რის შემდეგაც სექტორის უწყისში მოაწერთ ხელს დაუზიანებელი ტესტის რვეულისა და პასუხების ფურცლის მიღების თაობაზე;

•  თუ ხარვეზიანი ტესტის რვეული ან პასუხების ფურცელი შეგხვდათ, მას ახლით შეგიცვლიან;

•    პასუხების  ფურცელზე  კურატორის  ან მეთვალყურის  მიერ  დაკრული  შტრიხკოდის  ნომერს საკუთარი ხელით გადაიტანთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში;

•  არ შეიძლება შტრიხკოდის საწერი კალმით გაფერადება  ან  სხვაგვარი  დაზიანება!  ასეთ  შემთხვევაში ნაშრომი არ გასწორდება;

•  ტესტზე მუშაობის დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება ტესტების რვეულებისა და პასუხების ფურცლების დარიგება (პასუხების ფურცლებზე  დაიკვრება  შტრიხკოდები)  და  დაიწყება  საგამოცდო დროის ათვლა. ამის თაობაზე თქვენ გაცნობებთ გამოცდის კურატორი ან მეთვალყურე;

•  პასუხების ფურცლის შევსება დასაშვებია მხოლოდ გელიანი კალმით, რომელიც გამოცდის დაწყებამდე დაგირიგდებათ;

•  იმ შემთხვევაში, თუ პასუხების ფურცლის შევსებისას გამოიყენებთ განსხვავებულ კალამს, მიიღებთ გაფრთხილებას  და  ჩამოგერთმევათ  პასუხების  ფურცელი, რომლის ნაცვლად გადმოგეცემათ პასუხების სათადარიგო ფურცელი, მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

•  პასუხების  ფურცელი,  რომლის  შევსებისას  გამოიყენებთ სხვა კალამს, არ გასწორდება;

•  თუ  დროზე  ადრე  დაიწყებთ  ტესტზე  მუშაობას, მიიღებთ გაფრთხილებას, მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის  განმეორების  შემთხვევაში  მოიხსნებით  გამოცდიდან;

•  კურატორს  ან  მეთვალყურეს  შეგიძლიათ მიმართოთ მხოლოდ  ხელის აწევით;

•  გამოცდის  მსვლელობისას,  საჭიროების  შემთხვევაში, შეგიძლიათ დროებით დატოვოთ საგამოცდო სექტორი თანმხლებ პირთან ერთად. ეს დრო არ დაემატება

საგამოცდო დროს;

•  ორი აბიტურიენტი ერთდროულად ვერ დატოვებს საგამოცდო სექტორს;

•  აკრძალულია კურატორის ან მეთვალყურისათვის ტესტის შინაარსთან დაკავშირებული კითხვების დასმა. ამ დროს მიიღებთ გაფრთხილებას, დარღვევის განმეორების შემხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

•  აკრძალულია  გამოცდის  პროცესის  დროს საუბარი.  ერთმანეთთან  გადალაპარაკების  შემთხვევაში მიიღებთ  გაფრთხილებას,  მსგავსი  ან  ნებისმიერი  სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

•  ერთმანეთის  დახმარების  მცდელობის  ან  სხვა პირისაგან  დახმარების  მიღების  შემთხვევაში  მიიღებთ გაფრთხილებას; მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

•  დამხმარე მასალის გამოყენების შემთხვევაში მიიღებთ გაფრთხილებას. განმეორების შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

•  აკრძალულია ლექსიკონის, პეიჯერის, მობილური ტელეფონის,  კალკულატორის  ან  სხვა  ელექტრონული ხელსაწყოს გამოცდაზე შეტანა. მათი   აღმოჩენის  შემთხვევაში, თუნდაც გამორთული იყოს,  დაუყოვნებლივ მოიხსნებით გამოცდიდან;

•  გამოცდის  დასრულებამდე  10  წუთით  ადრე შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა;

•  დრო არავის დაემატება (გარდა იმ აბიტურიენტებისა, რომელთაც აქვთ სამედიცინო ცნობით დადასტურებული ფუნქციონალური დარღვევები);

•  თუ  დროზე  ადრე  დაასრულებთ  ტესტზე  მუშაობასა  და  პასუხების  ფურცლის  შევსებას,  ხელის  აწევით მიმართავთ მეთვალყურეს ან კურატორს, რომელსაც დადგენილი წესით ჩააბარებთ ტესტის რვეულს, პასუხების ფურცელს და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებთ საგამოცდო სექტორს;

•  არ გასწორდება იმ აბიტურიენტის ნაშრომი, რომელიც საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ დახურავს ტესტს;

•  არ გასწორდება იმ აბიტურიენტის ნაშრომი, რომელიც  პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, მაგ., მეტსახელს! ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

•  ტესტის რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების ფაქტს ხელმოწერით დაადასტურებთ სექტორის უწყისში;

•  წესრიგის დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან;

•  გახსოვდეთ,  პასუხების  ფურცლის  გაკეცვა  არ შეიძლება!

•  გაკეცილი პასუხების ფურცელი არ გასწორდება;

თქვენ  ვალდებული  ხართ  დაემორჩილოთ  გამოცდის კურატორის, მეთვალყურის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის, გადაწყვეტილებას გამოცდიდან თქვენი მოხსნის შესახებ.

თუ აბიტურიენტი მიიჩნევს, რომ დაირღვა საგამოცდო პროცედურით დადგენილი წესი, მას შეუძლია გამოცდებს შორის  პერიოდში  შეიტანოს  განცხადება  საპრეტენზიო  საბჭოს სახელზე, საგამოცდო პერიოდში საგამოცდო ცენტრთან გახსნილ სპეციალურ პუნქტში.

როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ მიაჩნია, რომ გამოცდის მიმდინარეობისას მისმიმართ დაირღვა დადგენილი წესებიანპროცედურები?

ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა გამოცდის დღის 21:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართოს (პროცედურული აპელაცია) საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციას. განცხადება საპრეტენზიო საბჭოს გადაეცემა 24 საათის განმავლობაში და განიხილება ხუთი დღის ვადაში.განხილვის შემდგომ  პასუხს განმცხადებელი ოთხი დღის ვადაში შეიტყობს.

ცნობარი აბიტურიენტებისთვის – გამოცდები 2016

საგამოცდო პროგრამები საგნების მიხედვით – ეროვნული გამოცდები 2016

ახალი ქცევის წესები აბიტურიენტებისთვის – რა ცვლილება შევიდა გამოცდიდან მოხსნის წესში

პასუხი მომზადებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით

უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა

$
0
0

27 აპრილს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 61 ქვეითი ოცეულის მეთაური შეემატა.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებმა 31 კვირის განმავლობაში წარმატებით გაიარეს სამხედრო განათლების ძირითადი საფეხურის შესაბამისი მომზადება.

ლეიტენანტებს კურსის დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა მიულოცეს.

აკადემიის ცნობით, ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, 45 კურსდამთავრებული ლეიტენანტი დაინიშნება ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე, ხოლო 16 ლეიტენანტი სწავლას გააგრძელებს დაზვერვის ოფიცერთა მომზადების კურსზე.


„სტუდენტური დღეები 2016“-ის ფარგლებში გორის უნივერსიტეტში ოთო ნემსაძის კონცერტი გაიმართა

$
0
0

27 აპრილს, „სტუდენტური დღეები 2016“ ფარგლებში გორის უნივერსიტეტში გაიმართა კონცერტი, მომღერალ ოთო ნემსაძის მონაწილეობით.

ღონისძიება გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა წლევანდელი „სტუდენტური დღეების“ მრავალფეროვან პროგრამას და იმ ფაქტს, რომ ოთო ნემსაძემ საკუთარ ქალაქს ჰონორარის გარეშე აჩუქა ასეთი დღე.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც. დასასრულს, ადინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ მადლობა გადაუხადა სტუდენტებს და მომღერალ ოთო ნემსაძეს, რომელიც აქტიურად ჩაერთო საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

ტურიზმის პროგრამის სტუდენტებს თბილისის საჩვენებელი ტური ჩაუტარდათ

$
0
0

2016 წლის 23 აპრილს, ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებს ჩაუტარდათ თბილისის მთავარი ტურისტული მარშრუტის საჩვენებელი ტური, პროფესორ ლელა გიორგაძის ხელმძღვანებლობით.

სტუდენტები გაეცნენ ძველი თბილისის მნიშვნელოვან ძეგლებს. უნივერსიტეტის ცნობიტ, ამ ტურით მათ ახალი გამოცდილება შეიძინეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით და თბილისის ლოკალური ტურისტული პოტენციალი შეისწავლეს.

რა სახის საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს სთავაზობს აკაკი წერეთლის სახელმწფო უნივერსიტეტი სტუდენტებს

$
0
0

გაცვლითი პროგრამები უნივერსიტეტის შეფასებისას სტუდენტობის მსურველისთვის ერთ–ერთი არსებითი კრიტერიუმია. სტუდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თუ უნივერსიტეტი მას ასეთ სერვისს სთავაზობს, არჩევასაც იმსახურებს. ქუთაისის აკაკი წერეთლის  სახელობის უნივერსიტეტი   სტუდენტებს  3   სახის  საერთაშორისო გაცვლით  პროგრამებს სთავაზობს. უნივერსიტეტის სტუდენტებს,  გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად,  კონკურსის გავლა წელიწადში ორჯერ შეუძლიათ.  როგორც   EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას  წერეთლის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა განვითარების სამსახურის  ხელმძღვანელი დავით გეგჭკორი  ამბობს, ერთ-ერთი ასეთი პროგრამა აქვთ ამერიკის მისურის შტატის უნივერსიტეტთან. სადაც გაცვლით პროგრამაში მონაწილე  სტუდენტი  უსასყიდლოდ სწავლობს.

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად მთავარი კრიტერიუმები ინგლისური ენის კარგად ცოდნა და მაღალი აკადემიური მოსწრებაა.

333ad242-1303-4e9a-b06d-08930de96a57-ბატონო დავით, რამდენი სახის  საერთაშორისო გაცვლითი პროგრამაშია ჩართული  წერეთლის უნივერსიტეტი?

–უნივერსიტეტი ახორციელებს 3 ტიპის გაცვლით პროგრამას. პირველი ეს არის მთავრობათა შორის არსებული ხელშეკრულებები. საქარველოს მთავრობას,  ხელშეკრულებები გაფორმებული  აქვს  ჩეხეთთან  და სლოვაკეთთან. ამის შემდეგ   ჩვენთან მოდის პროგრამები.  მაგალითად ერთ-ერთი იყო სლოვაკეთის მთავრობასთან,  როცა მათ გამოყვეს სტიპენდია საქართველოს 20 მოქალაქისთვის და მათ საშუალება აქვთ იქ ისწავლონ.

ასევე, მთავრობათა ხელშეკრულებების  საფუძველზე,  ჩვენ გვყავს ლექტორი ეგვიპტიდან. მეორე ტიპის ხელშეკრულებები უკვე უნივერსიტეტებთან არის  გაფორმებული. წერეთლის უნივერსიტეტს 50-მდე უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული ასეთი ხელშეკრულებები. საუბარია ევროპის და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებზე. ერთ-ერთი კონკურსი  ახლა მიმდინარეობს, ეს არის ამერიკაში მისურის  უნივერსიტეტთან, სადაც ყოველწლიურად ჩვენგან   2 სტუდენტი მიდის  და ისინი თავისუფალი არიან  სწავლის გადასახადისაგან.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სწორედ ეს უპირატესობა აქვს, როცა სტუდენტი ჩვენგან მიდის, არ იხდის სწავლის ქირას,  რაც დიდი შეღავათია ქართველი სტუდენტისთვის.

–რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი,  თუ მას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და კონკურსის გავლა სურს?

–კონკურსი როდესაც ცხადდება იქ არის საბაზისო მოთხოვნები. პირველი არის ენის ბარიერი, ანუ მინიმალური მოთხოვნა ინგლისური B2 დონე. მეორე ეს  არის სამოტივაციო  წერილი,  რატომ მიდის ამ ქვეყანაში. ნიშნების  ფურცელი,  აკადემიური მოსწრება და ყველაზე  მთავარი – კრედიტების თანხვედრა.  ანუ, მე შეიძლება ვსწავლობ ეკონომიკაზე,  მაგრამ  მინდა წავიდე საინჟინროზე, თუ მინიმალური თანხვედრა  არის 20 კრედიტი, ამ შემთხვევაში სტუდენტი შეიძლება წავიდეს, თუ კრედიტების მინიმალური რაოდენობა  არ  ემთხვევა,  ამ შემთხვევაში სტუდენტი ვერ  მიიღებს მონაწილეობას გაცვლით პროგრამაში.

–ამ ეტაპზე რამდენი სტუდენტია წასული  აკაკი წერეთლის უნივერსიტეტიდან გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად?

–ამ ეტაპზე,  ჩვენგან სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით წასულია 25 სტუდენტი.  რაც შეეხება უცხოელ სტუდენტებს, ამჟამად ჩვენთან სწავლობს სამი ერასმუსის პროექტით.  ასევე არიან ავსტრიელები  და პოლონელები და  გვყავს  ნიგერიელი სტუდენტებიც.

–როგორ უნდა გაიგოს სტუდენტმა, რომ უნივერსიტეტი კონკურსს აცხადებს  გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის?

–კონკურსი ცხადდება,  ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე.  ტარდება საინფორმაციო შეხვედრები.  კონკურსი  ცხადდება ორ ეტაპად, პირველი  სემესტრისათვის ცხადდება ნოემბრიდან – თებერვლის ჩათვლით,  რომ სექტემბერში წავიდეს სტუდენტი და მეორე ეტაპი არის მარტი აპრილი,  რომ საშემოდგომო სეზონისათვის მოასწორს იქ ჩასვლა.

თუმცა, ერთი ფაქტორია,  ეს პროგრამები არ ეხებათ პირველკურსელებს. მსურველს უნდა ჰქონდეს უცხო ენის კომპეტენცია საკმაოდ მაღალი.  გაცვლითი პროგრამები ეხებათ  სტუდენტებს  მეორე კურსიდან ზემოთ. პირველ კურსზე მათ კრედიტებიც არ აქვთ ათვისებული, მეორე კურსის სტუდენტს კი ეს ყველაფერი გავლილი აქვს.  მთავარი მოთხონაა  მაღალი აკადემიური მოსწრება და უცხო ენის ცოდნა.

როგორც აკაკი წერეთლის  საგარეო ურთიერთობათა განვითარების სამსახურის უფროსი დავით გეგჭკორი  EDU.ARIS.GE-სთან განმარტავს, პერმანენტულად  აკვირდებიან იმ სტუდენტების დასაქმების დინამიკას, რომლებმაც სწავლება საზღვარგარეთ გაიარეს და აღმოჩნდა,  რომ დამსაქმებლები ასეთ ახალგაზრდებით  დაინტერესებულნი  არიან.

აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელები სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ესტუმრნენ

$
0
0

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელები სტუმრად იმყოფებოდნენ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში.

ცენტრის წარმომადგენლებმა სკოლის მსმენელებს ”დელტა”-ს ზოგადი საქმიანობა გააცნეს. ვიზიტის ფარგლებში, ოფიცრებმა ცენტრის მიერ დამზადებული ქართული მსუბუქი შეიარაღებისა და მძიმე საბრძოლო ტექნიკის ნიმუშები დაათვალიერეს და მათ ტაქტიკურ-ტექნიკურ მონაცემებსაც გაეცნენ.

საინფორმაციო შეხვედრა ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს ორგანიზებით ჩატარდა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ორატორული ხელოვნების ფესტივალ “გორგიას” დახურვის ცერემონიალი გაიმართა

$
0
0

26 აპრილს, უნივერსიტეტის ახალი კამპუსის ატრიუმში ორატორული ხელოვნების ფესტივალ “გორგიას” დახურვის და მონაწილეთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში, ამ ღონისძიების იდეის ავტორის, ჟურნალისტ თათია პაჭკორიას ხელმძღვანელობით, სტუდენტები დაეუფლნენ ორატორულ ხელოვნებას და ჟიურის წინაშე სხვადასხვა თემებით წარსდგნენ: ქალი და პოლიტიკა, რა არის ბედნიერება, კრიტიკის შიში, კავკასიური ერთობა, ლიდერობა და ა.შ.

ჟიურის წევრებმა, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, პრორექტორმა პროფესორმა გულნაზ გალდავამ და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა კაჭარავამ დადგენილი კრიტერიუმებით შეაფასეს გამომსვლელები და გამარჯვებულები გამოავლინეს:

  • I ადგილი – ალეკო ცოტნიაშვილი
  • II ადგილი – მარიამ ბოკერია
  • III ადგილი – თეკლა ორთოიძე

საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცათ კომპანია “ტექნო ბუმის” მიერ დაწესებული პრიზები – პერსონალური კომპიუტერი, პლანშეტი და მობილური ტელეფონი.

განსაკუთრებული პრიზი დაიმსახურა ჟიურის სიმპათიის ნომინაციაში გამარჯვებულმა ქეთევან დავითურმა, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

დაჯილდოვების ცერემონიალს მუსიკალურად აფორმებდა ქართული ბენდი ნიკოლოზ კირვალიძის ხელმძღვანელობით.

Viewing all 14565 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>