10 აპრილს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი street ball-ში, სადაც ჩატარდა 3X3-ზე შეჯიბრება.
ტურნირში SANGU-ს სტუდენტებით დაკომპლექტებული შემდეგი გუნდები მონაწილეობდნენ: „ლომები“: ვაკო ადამაშვილი, ლუკა ჭიკაძე, ნოდარ ბერიძე; „შოთა“: შოთიკო ბითაძე, ომო მამუკაშვილი, ელენე რატიანი; “არწივები”: დავით ჟვანია; ბესიკ მახარაძე; ნინო ხოზიაშვილი.
საუნივერსიტეტო ტურნირში გაიმარჯვა გუნდმა „ლომები“. გუნდის წევრები მედლებით დაჯილდოვდნენ.
The post შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი street ball-ში first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.



