Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15172

ესეების კონკურსი ჟურნალისტიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისათვის

$
0
0

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მასობრივი კომუნიკაციების (ჟურნალისტიკის) საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ატარებს ესეების კონკურსს.

ესე შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ტექსტის შინაარსის სათაურთან შესაბამისობა – 5 ქულა;
კონკურსანტი ავლენს ზოგად განათლებას ნაშრომში – 5 ქულა;
არგუმენტაცია და მაგალითებით მსჯელობა – 5 ქულა;
ტექსტის კომპოზიციური აგებულება – 5 ქულა;
გრამატიკულ-სტილისტური სიზუსტე – 5 ქულა.

კონკურსში გამარჯვებულ ორ აბიტურიენტს პირველი კურსის პირველი სემესტრიდანვე დაენიშნება ნოდარ ტაბიძის სახელობის სტიპენდია.

ნოდარ ტაბიძე იყო ქართველი მწერალი და პუბლიცისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, წლების განმავლობაში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მიმართულების ფუძემდებელი.

ესეების კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 14 მაისს, 12 საათზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე

The post ესეების კონკურსი ჟურნალისტიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისათვის first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15172

Latest Images

Trending Articles



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>