ერთიანი ეროვნული გამოცდები 2022 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გასული წლების მსგავსად, გაფრთხილების მიუხედავად, აბიტურიენტები გამოცდაზე წელსაც აგვიანებენ და ამის გამო, საგამოცდო პროცესს ეთიშებიან. EDU.ARIS.GE-ს დაკვირვებით, დაგვიანებულები თავიანთი საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელთან (რომლებიც წელს უმეტესად იმავე სკოლის დირექტორები არიან. ავტ.) გასაუბრებას ითხოვენ და აქვთ მოლოდინი, რომ აბიტურიენტის დაშვება საგამოცდო ცენტრში მისი გადაწყვეტილებით მოხდება. მშობლებისა და აპლიკანტების მეორე ნაწილი კი დაინტერესდა, დაგვიანების შემთხვევაში, შეუძლიათ თუ არა მიმართონ ცენტრის ხელმძღვანელს და რამდენად რეალურია, რომ გამოცდაში მონაწილეობის ნებართვა მიეცემათ.
EDU.ARIS.GE-მ კითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 5 ივლისს მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ საკითხს ერთიანი ეროვნული გამოცდების დებულება არეგულირებს, სადაც მკაფიოდაა განმარტებული, რომ დაგვიანებული აპლიკანტი გამოცდაზე აღარ დაიშვება.
“საგამოცდო პროცესების რეგულირებისთვის მოქმედებს ვრცელი დოკუმენტი – ერთიანი ეროვნული გამოცდების დებულება, რომელშიც ნათვამია, რომ რიგი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში აბუტურიენტი გამოცდიდან უნდა მოიხსნას. ეს კონკრეტული შემთხვევაც იგივეა, რადგან დაირღვა სგამოცდო პროცესი. აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება, შესაბამისად ამას წყვეტს კანონი და არა კონკრეტული პირი”, – გვიპასუხეს შეფასებისა და გამოცდების ცენტრში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 10-მდე აბიტურიენტმა დაიგვიანა.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადა მზეო შველიძემ
The post აქვს თუ არა კონკრეტული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელს უფლება, დაგვიანებული აბიტურიენტი გამოცდაზე დაუშვას – განმარტება გულშემატკივრებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.




