Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15227

როგორ გავასაჩივროთ მასწავლებელთა საგნის გამოცდის შედეგები –„ნაეკი“ ინსტრუქციას აქვეყნებს

$
0
0

დღეიდან 2022 წლის მასწავლებელთა საგნის გამოცდების აპელაცია დაიწყო. გამოცდების ცენტრის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააპელაციო განაცხადები მიიღება იწარმოებს 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 23 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge

ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადის შევსებამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს საფასური 50 ლარი. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში. ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან ბრუნდება.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

1. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი – იხილეთ გადახდის  დეტალური ინსტრუქცია;
3. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი – იხილეთ გადახდის დეტალური ინსტრუქცია.

სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:

  • სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს: online.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი.
  • ღილაკის – „შესვლა“ – გამოყენების შემდეგ იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას).
  • ამ აღნიშვნების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს დამოუკიდებელი კომისია.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post როგორ გავასაჩივროთ მასწავლებელთა საგნის გამოცდის შედეგები – „ნაეკი“ ინსტრუქციას აქვეყნებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15227

Latest Images

Trending Articles


ანნა ფრიტცის გვამი / El cadáver de Anna Fritz / Труп Анны Фритц (2015) - რუსულად


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>