Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

საკუთარი სკოლით მადლიერი აბიტურიენტები და რჩევა სხვებს –ვინ როგორი მხარდაჭერა მიიღო მშობლიური სკოლისგან

$
0
0

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულები, მოსწავლეები ვინც 2022 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს, მალე სტუდენტები გახდებიან. სკოლის ბოლო ზარის შემდეგ, მათ უნივერსიტეტის ღია კარი ელით, სადაც ახალ წესებს და ცხოვრების სკოლისგან რადიკალურად განსხვავებულ სტილს მოირგებენ.

დავინტერესდით, რა ტიპის მხარდაჭერა მიიღეს მშობლიური სკოლებისგან 2022 წლის აბიტურიენტებმა და რამდენად დაეხმარათ ახალ საფეხურზე გადანაცვლებაში. სულ რომ არაფერი, სკოლა ხომ ის ადგილია, სადაც მოსწავლემ 12 წელი გაატარა.

მეგი ჩხეტიანი აბიტურიენტია, რომელმაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 60-დან 60 ქულა მოიპოვა და მაღალი შედეგები აქვს სხვა საგნებშიც. მეგი წალკის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. ფიქრობს, რომ მის წარმატებაში უდიდესი წვლილი აქვთ სკოლას და საყვარელი პედაგოგებს, რომლებიც სრულიად უანგაროდ და მთელი ენთუზიაზმით ასწავლიდნენ.

– მეგი, გვიამბეთ, როგორ დაგეხმარათ სკოლა სასურველი შედეგის მიღწევაში?

– პირველი კლასიდან წალკის პირველ საჯარო სკოლაში დავდივარ და შეუძლებელია, არ დავაფასო ის დიდი შრომა, ხელშეწყობა და გულშემატკივრობა, რაც სკოლიდან მახსოვს. დამეთანხმებით, არც ისე მარტივია მოზარდის დაინტერესება სწავლით, განსაკუთრებით რეგიონში, როცა გარეთ კარგი ამინდია და ყველას სათამაშოდ და გასართობად მიუწევს გული. შემიძლია დეტალურად გავიხსენო, ვინ დამეხმარა და როდის, მაგრამ ეს დაუსრულებელი თემაა. დამრიგებელი ყურადღებას არ გვაკლებდა და ცდილობდა, მაქსიმალურად ჩართული და აქტიური ყოფილიყო, არ მახსენდება, რომ ჩემს მასწავლებლებს გაკვეთილი გაეცდინოთ ან არ ჩაეტარებინათ. ასევე დირექტორი, პროფესიის შერჩევის დროს მასთან გავდიოდით კონსულტაციებს, ვეკითხებოდით რჩევებს და გამოცდილებასაც გვიზიარებდა. ხელმისაწვდომი იყო ჩვენთვის ყველა ინფორმაცია და თუ იქნებოდა ისეთი რამ, რაც კიდევ დაგვაინტერესებდა ძალიან სწრაფად გვირკვევდნენ, ასევე პროფესიების შესახებაც გვაწვდიდნენ ინფორმაციას და გვგულშემატკივრობდნენ. სკოლისგან მხოლოდ ემოციურ მხარდაჭერას არ ვგრძნობდით, სკოლა, როგორც ინსტიტუტი, ისე დგას ჩვენს გვერდით, პატარა სახელმწიფო, რომელიც იცავს მოქალაქის უფლებებს.

– რა იქნება თქვენი სათქმელი სხვა სკოლებისა და მასწავლებლებისთვის, რომ მიზანდასახული და წარმატებული აბიტურიენტები ჰყავდეთ, როგორი დამოკიდებულება და მიდგომებია მათგან საჭირო?

– მინდა, მასწავლებელებს ვთხოვო, მაქსიმალურად აგრძნობინეთ აბიტურიენტს, რომ მისი გჯერათ. თითოეული ფრაზა, რომელიც მათ მხარდაჭერას აგრძნობინებს, ღირებულია. ხშირად შეახსენეთ, რომ თუნდაც სკოლაში განვლილი 12 წელიწადი და აბიტურიენტობის ერთი დატვირთული წელი უშედეგოდ არ ჩაივლის – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. გარდა ამისა, ბევრ აბიტურიენტს, საბოლოოდ, მაინც არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რა პროფესიას სურს რომ დაეუფლოს. ამიტომაც, მასწავლებლებო, ესაუბრეთ თქვენს მოსწავლეებს მათ შესაძლებლობებზე, გააცანით სხვადასხვა ფაკულტეტები, მიაწოდეთ ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ, თუ ამას გააკეთებთ, თქვენც გაიზიარებთ იგივე სიხარულს.

გეგა ორმოცაძე კომაროვის სკოლის მოსწავლეა. მან მათემატიკის გამოცდაზე უმაღლესი, 51 ქულა მოიპოვა და EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ მოსწავლე, რომელსაც საფუძველი არ აქვს, უმაღლესი ქულის აღებას ვერ შეძლებს, საფუძველს კი მას სწორედ სკოლა აძლევს.

გეგა: როცა სკოლაში ფაქტობრივად არ არის შესაფერისი სწავლება, მოსწავლე არც დადის და მთლიან ცოდნას რეპეტიტორისგან იღებს, ნამდვილად ასეა. თუმცა ვფიქრობ, თუ საფუძველი არ აქვს მომზადებით უმაღლესს შედეგს ვერ აიღებს, საფუძველს კი სკოლა აძლევს, სადაც 12 წელი სწავლობს. მე ვისურვებდი, რომ ყველა აბიტურიენტმა, საკუთარი სკოლისგან, პირველ რიგში მიიღოს პროფესიული მხარდაჭერა და შემდეგ ემოციური, რადგან მხოლოდ მოტივაციის მიცემა არაფერია, თუ ცოდნა არ გაქვს, დიდ შედეგზე ვერ გახვალ.

– იმ მხარდაჭერაზე რას გვეტყვი, რომელსაც თქვენი სკოლისგან გრძნობდით, კომაროველ მოსწავლეებს მათემატიკაში ყოველთვის კარგი შედეგები აქვთ?

– ჩემმა სკოლამ, პირველ რიგში მომცა ცოდნა, მიმართულება, რომ გავყოლოდი კონკრეტულ ინტერესს. კომპიუტერულ მეცნიერებებზე ვაბარებ და მგონია, რომ კომაროვში მათემატიკა, ფიზიკა და ინფორმატიკა მართლაც გაძლიერებულად ისწავლება. რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგი შედეგები აქვთ და საუკეთესოც. ჩემი წარმატებაც სტატისტიკის ნაწილია, რომელიც კომაროვს აქვს, მე ვფიქრობ, ყველა სკოლას შეუძლია, საუკეთესო შედეგზე გაიყვანოს აბიტურიენტი, ამისთვის კი ჯერ თავად უნდა ჰქონდეს საუკეთესო შედეგები.

გიორგი შოგირაძე, ქალაქ ზუგდიდის აკაკი წერეთლის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელმაც წელს ინგლისური ენის გამოცდაზე უმაღლესი შედეგი დააფიქსირა. გიორგი ფიქრობს, რომ მოსწავლის წარმატებაში სკოლას აქვს წვლილი, თუმცა მთავარი მაინც შრომა და მონდომებაა.

– ჩემს სკოლაში რემონტი მიმდინარეობდა და ამიტომ აბიტურიენტობა ონლაინ გაკვეთილებზე გავატარეთ. ვერ ვიტყვი, რომ ამით რამე დამაკლდა, პირიქით, მშობლიური სკოლიდან მივიღე თავისუფალი დრო, რაც დამეხმარა კონცენტრირებული ვყოფილიყავი მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე. მხოლოდ 1 წლის შრომით, ალბათ, ბარიერის გადალახვაც გამიჭირდებოდა, მქონდა საფუძველი ენის ცოდნის, რაც ჩემი სკოლის მასწავლებლის დამსახურებაცაა, თუმცა, რა თქმა უნდა, მყავდა რეპეტიტორებიც.

რაც შეეხება მხარდაჭერას, იქედან გამომდინარე, რომ გაკვეთილებს ონლაინ ვესწრებოდი სკოლასთან ნაკლები შეხება მქონდა, თუმცა ვგრძნობდი, თუ დამაინტერესებდა რაღაც და საკუთარი ძალისხმევით ვერ შევძლებდი პასუხის მიღებას, თავს უხერხულად არ ვიგრძნობდი, მეკითხა თუნდაც ჩემი დამრიგებლისთვის, მასწავლებლებისთვის ან დირექტორისთვის. ალბათ, მხარდაჭერაა, როცა იცი, რომ დაგეხმარებიან. ზოგადად ვფიქრობ, რომ აბიტურიენტობის დროს, ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ესაა გამხნევება, საკუთარი თავის რწმენა და მოტივაციის მიცემა, რაც ნამდვილად არ მაკლდა.

აჭარის, სოფელ სალიბაურის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, სალომე გვიშიანი, საკუთარ შედეგებს პირდაპირ უკავშირებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც სკოლისგან გრძნობდა:

„ის, რომ მაქვს საუკეთესო შედეგები, ჩემი სკოლის დამსახურებაცაა, რომელიც ჩვენს გვერდით იდგა ასეთ სტრესულ ეტაპზე. დირექტორი, სასწავლო ნაწილი და ყველა მასწავლებელი ჩართული იყო იმაში, რომ ჩვენთვის, აბიტურიენტობისათვის, მშვიდი სასწავლო გარემო შეექმნათ და შეემსუბუქებინათ ყველა ის სტრესი, რომელსაც ბავშვები აბიტურიენტობის პერიოდში განვიცდიდით. ვერ ვიტყვი, რომ ჩემმა სკოლამ რაიმე დამაკლო, ან მასწავლებლებმა, მეც ვიშრომე და შედეგიც მივიღე. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ ჩემი სკოლა ხშირად გვიტარებდა ე.წ იმიტირებულ გამოცდებს, რომ ის გარემო, რომელშიც ერთიანი ეროვნული გამოცდის წერა მოგვიწევდა, ჩვენთვის უცხო არ ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს ძალიან დაგვეხმარა, როცა სკოლას აქვს გეგმა, როგორ დაეხმაროს აბიტურიენტს, წარმატება გარანტირებულია“.

დაწერეთ კომენტარებში, როგორია თქვენი გამოცდილება მშობლიურ სკოლასთან.

ასევე იხილეთ:

„ფინანსური კეთილდღეობის გარანტია“ – უცხო ენების სპეციალისტები აბიტურიენტთა საგამოცდო ენების პრიორიტეტებზე საუბრობენ

მოამზადა მზეო შველიძემ

The post საკუთარი სკოლით მადლიერი აბიტურიენტები და რჩევა სხვებს – ვინ როგორი მხარდაჭერა მიიღო მშობლიური სკოლისგან first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


გისოსებს მიღმა... (სრულად)


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


The Trial / პროცესი (ქართულად)


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


სტუდენტი გამოძახებით / Mes chères études / Студентка по вызову (2010)


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


- მარტო გადაკუზული (რაკამ)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>