Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

განათლების სამინისტრო: უკრაინელ აბიტურიენტებს სასურველ უნივერსიტეტში სწავლის უფლება ეროვნული გამოცდების გარეშე ექნებათ

$
0
0

უკრაინელ აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, ეროვნული გამოცდების გარეშე, სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე გააგრძელონ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეს, 19 აგვისტოს ავრცელებს.

მიხეილ ჩხენკელის უწყების ცნობით, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინელი მოსწავლეებისთვის, რომელთაც სწავლა უკრაინის სკოლებში დისტანციურ რეჟიმში გააგრძელეს და მე-11 კლასი დაასრულეს, საატესტატო გამოცდის ჩატარება ონლაინ ფორმატში უზრუნველყო.

“გამოცდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ), თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და მაღალი ხარისხის ინტერნეტით აღჭურვილ საგამოცდო სივრცეში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას სპეციალურად გადამზადებული დამკვირვებლები უწევდნენ ზედამხედველობას, რომელთა შერჩევაშიც აქტიურად იყო ჩართული საქართველოში უკრაინის საელჩო. გამოცდა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის მათემატიკის, ისტორიისა და უკრაინული ენის საკითხებს მოიცავდა. ტესტირებაში მონაწილეობა 64-მა უკრაინელმა მოსწავლემ მიიღო. უკრაინელ აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, ეროვნული გამოცდების გარეშე, სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე გააგრძელონ.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე, იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა, ისინი სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას. აქედან, 900-ზე მეტი მოსწავლე უკრაინულენოვან სექტორებზე აგრძელებს სწავლას”, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ:

„ქართულ განათლებაში ფულის გადახდას არ ვაპირებ“ – რატომ სურთ აბიტურიენტებს დაფინანსებულ ფაკულტეტებზე სწავლა

The post განათლების სამინისტრო: უკრაინელ აბიტურიენტებს სასურველ უნივერსიტეტში სწავლის უფლება ეროვნული გამოცდების გარეშე ექნებათ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


Love Sonia / სიყვარულით სონია (ქართულად)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მოთამაშე / The Gambler - ქართულად დუბლირებული


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)


სამარხვო ნამცხვარი კაკაოთი



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>