Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

თსუ-ში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს –ერთადერთი კანდიდატი ჯაბა სამუშიაა

$
0
0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად დღეს, 27 დეკემბერს, არჩევნები მიმდინარეობს.

როგორც EDU.ARIS.GE-ს უნივერსიტეტში განუცხადეს, ვინაიდან დარეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი – ჯაბა სამუშია, 11:00 საათამდე აკადემიური საბჭო კანდიდატის ხედვას მოისმენს, ხოლო ხმის მიცემის პროცესი 12:00 საათზე დასრულდება.

უნივერსიტეტის განმარტებითვე, იმისთვის, რომ კანდიდატი არჩეულ იქნას, მას აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა უნდა მისცეს ხმა, ამისთვის კი საჭიროა კვორუმის არსებობა. ჯამში, თსუ-ის აკადემიური საბჭო 38 წევრისგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა სამუშია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ოქტომბერში აირჩიეს, ის მაშინაც ერთადერთი კანდიდატურა იყო ამ თანამდებობაზე.

თსუ-ის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

The post თსუ-ში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს – ერთადერთი კანდიდატი ჯაბა სამუშიაა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


Ralph Breaks the Internet: Wreck-It Ralph 2 / რალფი 2 (ქართულად)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


1991 - 1992 წლების სეზონი


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მარტოსულობის უპირატესობანი / The Perks of Being a Wallflower - ქართულად


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)


სამარხვო ნამცხვარი კაკაოთი



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>