Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

CIU –ის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის პროფესორი, ლევან უჯმაჯურიძე, აკადემიკოსად აირჩიეს

$
0
0

მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის პროფესორი, ლევან უჯმაჯურიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარდგინებით, ერთხმად არჩეულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად მებაღეობა-მევენახეობის მიმართულებით.

ლევან უჯმაჯურიძე გახლავთ სოფლის მეურნეობის დოქტორი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, საერთაშორისო ექსპერტი აგრარული მიმართულებით. საზოგადოება მას კარგად იცნობს, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის პრობლემატიკის ნაყოფიერ მკვლევარს. მას გამოქვეყნებული აქვს 78 სამეცნიერო სტატია, მათ შორის – 12 მონოგრაფია, 1 გამოგონება, 2 პატენტი, რომლებიც მნიშვნელოვანია სამეცნიერო იდეის, კვლევის ახალი მეთოდის, ან მათი პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.

ლევან უჯმაჯურიძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დაარსების დღიდან (2014 წ.) ამ ფაკულტეტის პროფესორია და ეწევა ნაყოფიერ საგანმანათლებლო საქმიანობას. თავის ღრმა და აკადემიურ ცოდნას გადასცემს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, აქტიურად არის ჩართული ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობაში და წლების განმავლობაში გაუწია ხელმძღვანელობა არაერთ წარმატებულ სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და რექტორატი, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი, კოლეგები და სტუდენტები, გულითადად ვულოცავთ ამ საპატიო წოდებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ ლევანს.

The post CIU – ის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის პროფესორი, ლევან უჯმაჯურიძე, აკადემიკოსად აირჩიეს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


ტყუპისცალი / LE JUMEAU (ქართულად)


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


საოცრად გემრიელი ტკბილი ტოსტი


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


გალია / The Cell - ქართულად


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


ნამცხვარი ”სინაზე”



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>