Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

მეხუთეკლასელ გოგონას მუქარის შემცველი წერილი სკოლაში დაუტოვეს, სადაც თანხას ითხოვენ –დაწყებულია გამოძიება

$
0
0

გორის რაიონში მეხუთე კლასის მოსწავლის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გორის რაიონში მეხუთეკლასელ გოგონას მუქარის შემცველი წერილი დაუტოვეს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლაში მოხდა.

წერილი ათი წლის გოგოს სკოლაში, მერხის ქვეშ დახვდა.

ფაქტს ადასტურებენ რესურსცენტრშიც და სკოლაშიც. მათივე ცნობით, წერილში თანხას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოზარდს ოჯახის წევრის ფიზიკური ხელყოფით ემუქრებოდნენ.

„ფაქტი ნამდვილად მოხდა. წერილი სკოლაში მეხუთეკლასელს მერხის ქვეშ დაუტოვეს. ხელნაწერი. კონკრეტული თანხა იყო დასახელებული და ეწერა, რომ თანხა ამავე ადგილზე უნდა დაედო. ემუქრებოდნენ ოჯახის წევრს. ჩვენ მაშინვე ვაცნობეთ პოლიციას და დაწყებულია გამოძიება. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. იმედს ვიტოვებ, რომ ვიღაცამ ცუდად იხუმრა“, – განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

წყარო: 1tv.ge

The post მეხუთეკლასელ გოგონას მუქარის შემცველი წერილი სკოლაში დაუტოვეს, სადაც თანხას ითხოვენ – დაწყებულია გამოძიება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


ახალგაზრდა და მშვენიერი / Jeune & jolie / Молода и прекрасна (2013)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Cobra Kai / კობრა კაი (ქართულად)


მოთამაშე / The Gambler - ქართულად დუბლირებული


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)


სამარხვო ნამცხვარი კაკაოთი


კომბოსტოს და კიტრის სალათი



Latest Images