Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15237

100 და 200 ლარიანი დახმარებები ერთი და ორი წლით –რომელ ბავშვებს შეუძლიათ პროგრამით სარგებლობა

$
0
0

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ბავშვებისთვის ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.

სოციალური მომსახურების საააგენტოს დღევანდელი ინფორმაციით, პროგრამის მოსარგებლეა 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული ბავშვი (საქართველოს მოქალაქე), რომლის ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.

ფულადი დახმარების დასანიშნად საჭიროა ბავშვის ბიოლოგიური დედის/ოჯახის განცხადება, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ასევე ყველა საჭირო დოკუმენტაცია, წარედგინება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს.

რა სახის დოკუმენტები უნდა დაერთოს განცხადებას

  • ბავშვის/ბავშვების მშობლების ან კანონიერი წარმომადგენელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი)
  • მაძიებლისა და სხვა შვილების დაბადების მოწმობები
  • მშობლის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი

რა ოდენობისაა ფულადი დახმარება

  • პირველ და მეორე შვილზე ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად -100 ლარი
  • მესამე ან მომდევნო ბავშვზე ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად – 200 ლარი
  • მეორე და მესამე ტყუპის შემთხვევაში ერთ-ერთ ტყუპისცალს ერთი წლის განმავლობაში
    ყოველთვიურად – 100 ლარი, ხოლო მეორეს – ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად – 200 ლარი

სოციალური მომსახურების საააგენტოს განმარტებით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის დახმარება დოკუმენტაციის წარდგენიდან, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ინიშნება.

The post 100 და 200 ლარიანი დახმარებები ერთი და ორი წლით – რომელ ბავშვებს შეუძლიათ პროგრამით სარგებლობა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15237

Latest Images

Trending Articles


ტკბილი ფლავი ხილით, ნიგვზითა და ჩირებით


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ელენა მალფოის დღიური (2)


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


გააღეთ, პოლიციაა! - 3 / Ripoux 3 (2003)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


P2 / მანქანის სადგომი (ქართულად)


ბოსტნები შუაგულ ბათუმში [ფოტოამბავი]


რაპუნცელი: სამუდამოდ ბედნიერი / Tangled Ever After (2012)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ყველაზე თბილი ლურჯი ფერია “ადელის ცხოვრება” / Blue Is the Warmest Color -...


სტატუსები ტკივილზე და ცრემლებზე


სოკოს ღვეზელები ბრინჯით


პესტო ქინძითა და ნიგვზით



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>