Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15183

პედაგოგების მოწოდება პარლამენტს: „მოთხოვეთ ამილახვარს დანაპირების შესრულება!“

$
0
0

საქართველოს პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მათ შორის არის გიორგი ამილახვარი – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატი.

მოსმენების პარალელურად, გიორგი ამილახვართან დაკავშირებით, პარლამენტს კონკრეტული მოწოდებით მიმართეს საკანონმდებლო ორგანოსთან მისულმა სკოლის დირექტორობის კანდიდატებმა – მაია ეკალაძემ და დავით ფერაძემ.

მათი მოთხოვნა ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის დახმარებით ადგილზე არაერთხელ გაჟღერდა და მისი შინაარსი ასეთია:

“მოთხოვეთ ამილახვარს დანაპირების შესრულება, რომ ჩაატაროს [დირექტორთა] არჩევნები სკოლაში დემოკრატიულად, ან გამოუცხადეთ უნდობლობა”.

ისინი მოუწოდებენ პარლამენტსა და განათლების კომიტეტს, რომ კატეგორიულად მოითხოვონ მინისტრისგან დანაპირების შესრულება მის მიერ საჯაროდ გაცხადებულ ვადებში.

ასევე იხილეთ: 

განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორთა კონკურსის „უკეთესი წესით“ ჩატარების სავარაუდო ვადები დაასახელა

The post პედაგოგების მოწოდება პარლამენტს: „მოთხოვეთ ამილახვარს დანაპირების შესრულება!“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15183

Latest Images

Trending Articles



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>